Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘IPS e.max Press’

IPS-e.max_2IPS e.max Press – ინოვაციური მზა ფორმა მინაკერამიკისა ლითიუმის დისილიკატის (LS2) ფუძეზე წნეხვითი ტექნოლოგიისათვის. 

ლითიუმის დისილიკატის (LS2) ფუძეზე დამზადებული ინოვაციური მინაკერამიკა IPS e.max Press მომხმარებელს სთავაზობს სიზუსტეს, ფუნქციონალურობას და ესთეტიკას მაღალი გამძლეობის ფონზე, რომელიც შეადგენს 400 მეგაპასკალს. 

წნეხვის ტექნოლოგია უკვე მყარად დაფუძნდა პრაქტიკაში. გვირგვინების, ჩანართების და ვინირების დასამზადებლად.

რითია უკეთესი ეს ულითონო გვირგვინები?

IMG_1806მოდით გავერკვიოთ, თუმცა მათი უპირატესობა უკვე სახელიდან მომდინარეობს.

1. სიმსუბუქე – სხვა სახის გვირგვინებისგან განსხვავებით ულითონო კერამიკული გვირგვინი უფრო მსუბუქია. წარმოიდგინეთ როდესაც პირის ღრუში არა ერთი გვირგვინია საჭირო?! ქვედა ყბა რა თქმა უნდა არ ჩამოგივარდებათ, მაგრამ სხვაობა შესამჩნევია

2. გამძლეობა – წნეხვის შედეგად კერამიკის გამძლეობა მატულობს, მას უკვე აღარ სჭირდება ლითონის საფუძველი, კარკასი.

3. ფერის გადმოცემა – ფერი რომელიც აქვს მთლიანსხმულ ანუ დაწნეხილ კერამიკას უფრო ღრმაა, მეტად გაჯერებული. კარგად გაკეთებულ სამუშაოზე უკვე სპეციალისტაც შესაძლოა გაუჭირდეს გაარჩიოს ნამდვილი და ხელოვნური კბილი. როგორც ამბობენ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.


4. ინვაზიურობა – 
აღნიშნული მეთოდით კბილის გადაკვრა თუ ჩასმა (როგორც გენებოთ) საჭიროებს ნაკლები რაოდენობით ქსოვილების დაქლიბვას, დამუშვებას, ვიდრე ეს საჭიროა სხვა კონსტრუქციების გამოყენებისას. ამის ახნა ძალზედ მარტივია – გვირგვინის სისქე, რომელსაც ვაცმევთ კბილს, რაც ნაკლები სისქე ექნება ხელოვნურ კონსტრუქციას მით ნაკლები იქნება დასაქლიბი ქსოვილებიც. ხოლო რაც მეტ საკუთარ ქსოვილებს შევინარჩუნებთ all-ceramic3მით უფრო დიდხანს მოგვემსახურება კბილი.

5. უნივერსალურობა – პრესკერამიკისგან მზადდება არა მხოლოდ გვირგვინები, არამედ სხვადასხვა ტიპის ჩანართები inlay, onlay, overlay და რა თქმა უნდა კერამიკული ვინირები.

6. ვიტალურობა – კბილის მაგარი ქსოვილების დამზოგავი დაქლიბვა აღარ საჭიროებს კბილის დეპულპაციას (ანუ ნერვის მოკვლას). კბილი შესაძლოა შევინარჩუნოთ ცოცხლად. მთავარია დავიცვათ დამუშავების წესები არ გადავახუროთ კბილი, გამოვიყენოთ წყლით გაგრილების მეთოდი. ცოცხალი კბილი უფრო დიდხანს მოგვემსახურება ვიდრე მკვდარი.

7. დამზადება – უფრო სწრაფად და მარტივად ვიდრე გვირგვინების სხვა სახეობები.

Read Full Post »