Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘iPhone’

iPhone -ის დამატებითი პროგრამა კბილების ხეხვისათვის.

როგორც ინსტრუქციაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროგრამა შექმნილი რათა დაიცვას კბილები დაზიანებისაგან. იცით თუ არა, რომ კბილები უნდა იხეხოთ დღეში ორჯერ 3 წუთი? თანამედროვე ელექტრო ჯაგრისები აღჭურვილია ტაიმერებით, მაგრამ ძველებს იგი არა აქვთ. თქვენი კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ექიმმა ალან ასიერნომ შექმნა პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თითოეული კბილის და მთიანად პირის ღრუს გახეხვაში დახარჯოთ ზუსტად განსაზღვრული დრო  – დღეში ორჯერ 3-3 წუთი.

45 წამი ეთმობა პირის ღრუს თითო სეგმენტს. დასაპაუზებლად მარტივი დაჭერა. დაწყებისა და შემდგომ ეტაპზე გადასვლის ხმოვანი სიგნალი.

როგორ ფიქრობთ ექნება ამ დამატებას რაიმე პრაქტიკული გამოყენება??? საინტერესოა თქვენი აზრი. ვინმეს ხომ არ გისარგებლიათ????

Read Full Post »