Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰიგიენის გაკვეთილები’

“თინეიჯერების” და მოზარდების უმრავლესობა ატარებს ბრეკეტებს. არიან უფრო პატარა და ზრდასრული პაციენტებიც, მაგრამ ჰიგიენის დაცვა ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია. ამ პროცედურამ შესაძლოა დაიკავოს 5-10 წუთი. გთხოვთ დაწვრილებით გაეცნოთ ჰიგიენის წესებს!

1. აირჩიეთ კარგი კბილის ჯაგრისი. თქვენი ორთოდონტი გირჩევთ კბილის ჯაგრისს, თუ არ გირჩიათ მაშინ შეეცადეთ აირჩიოთ კარგი (არა ელექტრო) ან მაინც ჰკითხოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-2

2. მოათავსეთ კბილის პასტა ჯაგრისზე. დაიწყეთ კბილების ხეხვა მცირე წრიული მოძრაობებით. თავიდან წინ, ხოლო შემდგომ უკანა კბილებზე, ეტაპობრივად გადადით საღეჭ ზედაპირებზე. თუკი თქვენმა ორთოდონტმა გირჩიათ სხვა წესით გახეხვა, დაემორჩილეთ მას.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-3

3. მოათავსეთ კბილის ჯაგრისი ბრეკეტების მიმართ კუთხით. შემდგომ შეასრულეთ მცირე მოძრაობები ზედა და ქვედა მიმართულებით.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-4

4. გაიხეხეთ ყველა კბილის ყველა ზედაპირი (წინა, უკანა საღეჭი), დარწმუნდით, რომ ყველა კბილი სუფთაა. გადაანერეწყვეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-5

5. კარგად გამოივლეთ წყალი და კიდევ ერთხელ შეამოწმეთ. ნამდვილად სუფთაა კბილები თუ არა? საკმარისად გამოიხეხეთ?

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-6

6. გამოიყენეთ დენტალური ფლოსი. ორთოდონტების უმრავლესობა ურჩევს პაციენტს ფლოსის სხვადასხვა ნაირსახეობებს.

 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-7

7. მოათავსეთ ფლოსი ბრეკეტების ქვეშ და ნელ-ნელა ამოძრავეთ ზედა-ქვედა მიმართულებით, როგორც ჩვეულებრივად ფლოსინგის დროს. გაიმეორეთ ეს მოძრაობები ყველა კბილთან.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-8

8. ფლოსით გაწმენდის შემდეგ შეამოწმეთ კბილთაშუა სივრცეები. საკვების ნარჩენი ხომ არ დაგრჩათ? თუ კი მაშინ გაიმეორეთ პროცედურა.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-9

9. შეამოწმეთ ყველა კბილი და ყველა ბრეკეტი, ბრეკეტის საკეტები. როგორც წესი ორთოდონტები ურჩევენ დამატებით ჰიგიენის საშუალებებს, როგორიცაა კბილთაშუა ჯაგრისები და ირიგატორები. თუკი თქვენმა მკურნალმა ექიმმა გირჩიათ აუცილებლად გამოიყენეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-10

 

10. გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები. 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-11

11. ყველაფერი შეამოწმეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ საჭირო მანიპულაცია

 

Advertisements

Read Full Post »

კბილთაშუა სივრცეების წმენდის ტექნიკა

ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ ასუფთავებს, ყველაზე კრიტიკულ და მნიშვნელოვან ადგილს – კბილთაშუა სივრცეს.

კბილის ნადები, რომელიც შეუმჩნეველია და ძნელად მისადგომი, წარმოადგენს კარიესისა და გინგივიტის განვითარების 100% მიზეზს.

მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კბილის ჯაგრისსაც კი არ ძალუძს მთლიანად გამოასუფთავოს ღრძილის მიმდებარე კიდე და გამოწმინდოს კბილთაშუა სივრცეების კრიტიკული ზონები.

კბილთაშუა ჯაგრისების და ჯაგრულების რეგულარული და სწორი მოხმარება, საშუალებას იძლევა აღმოვფხვრათ კბილის ჯაგრისის ძირითადი ნაკლი – ნადების ცუდი კონტროლი კბილთაშუა სივრცეებში.

კბილის ძაფების და კბილის საწმენდების ნაკლოვანებები

 კბილის ძაფების და კბილის საწმენდები, ეფექტურად ვერ ასუფთავებს ვერც კბილის ჩაზნექილ ზედაპირებს, ვერც ღრძილის კიდეს. კბილთაშუა ჯაგრულები კი მარტივად უმკლავდებიან აღნიშნულ დავალებას.

კბილთაშუა სივრცეების სწორი წმენდის  ტექნიკა

მოათავსეთ თქვენი ჯაგრულა კბილთაშუა სივრცის კიდეზე. მოძებნეთ მარტივი მიდგომისათვის იდეალური კუთხე.

ნუ გადაადგილებთ ჯაგრულას კბილთაშუა სივრცის სიღრმეში, უბრალოდ შეცვალეთ დახრის კუთხე ჰორიზონტალურით.

შეიყვანეთ ჯაგრულა კბილთაშუა სივრცეში მანამ სანამ არ გამოვა საპირისპირო მხრიდან. შეასრულეთ ერთი მოძრაობა ”წინა-უკანა მიმართულებით”.

Read Full Post »

ამ დღეებში, ორ საინტერესო სტატიას გადავაწყდი: აბუ-დაბის სკოლებში იგეგმება ფიზკულტურის აუცილებელი გაკვეთილები, ხოლო უკრაინის სკოლებში უნდათ ჰიგიენის გაკვეთილების დანერგვა. აღნიშნული ღონისძიებების გატარება დაკავშირებულია: პირველ შემთხვევაში ზედმეტ წონასთან საბრძოლველად (ემირატების დედაქალაში ზედმეტი წონა აღენიშნება ყოველ მეხუთე მოსწავლეს), ხოლო მეორე შემთხვევაში – გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებთან. ზემოხსენებული მეთოდებით სახელმწიფო ცდილობს გააკონტროლოს მომავალი თაობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კიდევ ერთი მაგალითი – ამერიკაში, მასაჩუსეტის შტატის მთავრობამ დაავალა საბავშვო ბაღების ადმინისტრაციას ბავშვების კბილებზე ზრუნვა.

ისმის შეკითხვა: ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა – მშობელმა თუ პედაგოგმა? საჭიროა თუ არა სკოლებში ჰიგიენის გაკვეთილები?

ჩემი აზრით – ორივემ. რათა კარგად ჩაჯდეს მის გონებაში აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობა. სკოლებში კი ჰიგიენის გაკვეთილები აუცილებელია.

Read Full Post »