Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰიგიენა’

post-op1. სისხლდენა: კლინიკის დატოვების წინ ექიმი პირის ღრუში მოგითავსებთ ბინტის ფილთას. გაიჩერეთ ეს ფილთები 1 საათით. შემდგომ ფრთხილად მოიშორეთ. ნუ ინერვიულებთ მცირე სისხლის გამონადენის გამო. რაც ნორმალურია და შესაძლოა 1-2 დღის მანძილზეც კი გაგრძელდეს. თუკი სისხლდენა გაწუხებთ მოითავსეთ ახალი (ფიზიოლოგიურ ხსნარში ან მარილიან წყალში დასველებული) ფილთა და დააჭირეთ კბილები, გაიჩერეთ კიდევ ერთი საათით.

185zunrlgqoayjpg2. კვება:  ოპერაციის დღეს სასურველია თავი შეიკავოთ საკვებისაგან, რომელიც ღეჭვას საჭიროებს. არ გამოიყენოთ წვენსაწრუპი. მეორე დღიდან შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი რისი დაღეჭვაც დისკომფორტს არ შეგიქმნით. სასურველია მაგარი საკვები ისეთები, როგორიცაა: თხილი, მაგარი კანფეტები, ჩიფსები, პოპკორნი, კრეკერები და ა.შ. არ მიიღოთ 1 კვირის მანძილზე.

Medications pills(3)3.მედიკამენტები: თქვენ დაგენიშნებათ მედიკამენტები, რაც შეგიმსუბუქებთ ტკივილებს და პოსტოპერაციულ დისკომფორტს. თუმცა აქვე აღსანიშნავია და ნუ გექნებათ ილუზია, რომ 100% თავს კარგად იგრძნობთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს მედიკამენტებით სარგებლობის პერიოდში.

human_s_activity_icon_by_kharisma94-d6wtf2k4. აქტივობა: ეცადეთ ნაკლებ იაქტიუროთ ოპერაციის წინა და შემდგომ დღეს. ჩვეულ აქტიურ რეჟიმს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.

5. კბილების გამოხეხვა: ნუ გამოიხეხავთ კბილებს ოპერაციის შემდგომ ძილის წინ. ხეხვა დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. იხეხეთ ფრთხილად და ნაზი მოძრაობებით, განსაკუთრებით ჭრილობების ადგილას.

Toothpaste-Toothbrushes-and-Mouthwash6. სავლები: არ გამოივლოთ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. გამოვლება დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. ივლეთ ნაზად თბილი წყლით, მარილიანი წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით დღეში 3-6ჯერ.

Sick Dog7. ყინული: ყინულის საფენები დაგეხმარებათ შესიების თავიდან აცილებაში. გამოიყენეთ ოპერაციის დღეს 10-30 წუთიანი ინტერვალებით 8 საათის მანძილზე.

no_smoking_sign_full_page8. მოწევა: ნუ მოწევთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ! ეცადეთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ შემდგომ დღეებშიც.

აქვე მინდა დავამატო, რომ ყველა სპეციალისტი ოპერაციის სირთულიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იძლევა დანიშნულებას. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს ექიმს და დაწვრილებით შეასრულოთ მისი ყველა რჩევა-დარიგება. ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მარტო ქირურგის “მარჯვე ხელებზე” არამედ იმაზე თუ როგორ ჩაივლის პოსტოპერაციული პერიოდი.

Advertisements

Read Full Post »

PROPHYflex3_PROPHYpearlsრა არის კბილების წმენდა PROPHYflex?

კბილების წმენდის ტექნოლოგია PROPHYflex შემუშავებულია გერმანული კომპანია KaVo სპეციალისტების მიერ.

აპარატის მოქმედების მექანიზმი: აპარატის თავიდან წნევით გამოდის წყლის, ჰაერის და სპეციალური ფხვნილის ნარევი. წვრილდისპერსული და არააბრაზიული ფხვნილი კალციუმის-კარბონატის საფუძველზე. ტრადიციული ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმელი სოდა) განსხვავებით, რომლის ნაწილაკებსაც აქვთ ბასრი კიდეები, კალციუმის კარბონატს აქვს მრგვალი ფორმები. შედეგად კი არ  იკაწრება მინანქრის ზედაპირი, არამედ ხდება მისი პოლირება. ამიტომ აღნიშნულ პროცედურას უნიშნავებს ბავშვებსაც კი.

titel_2როგორი გადასატანია აღნიშნული პროცედურა? 

PROPHYflex-ის ფხვნილს აქვს სასიამოვნო გემო. ფხვნილი ხვდება რა კბილის ზედაპირზე აცილებს ნადებს და საკვებ საღებავებს.

წყალი, ფხვნილი, კბილის ნადების ნაწილაკები ხვდება სპეციალურ საქშენში (სტომატოლოგიურ სასრუტში) პირის ღრუში და არ იფანტება მთელს ოთახში.

ყველაფერი ხდება სწრაფად და განსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე.

რა დანიშნულება აქვს PROPHYflex

  • კბილების იდეალური გასუფთავება ზედაპირული პიგმენტაციებისგან
  • ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა ნადების მოცილება
  • კბილის რბილი ნადების მოცილება
  • ბრეკეტების წმენდა
  • ხელოვნური კონსტრუქციების წმენდა
  • კბილის ზედაპირის წმენდა კბილის ფერის განსაზღვრის წინ
  • კბილების წმენდა ფტორირების წინ
  • წმენდა გათეთრებამდე
  • ძნელად მისადგომი ადგილების წმენდა (კბილთაშუა სივრცეები)

რისი გაკეთება არ შეუძია PROPHYflex და ათეთრებს თუ არა კბილებს?

hofeheren-tiszta-fogsor-egyedulallo-fogko-eltavolitas-proonმაგარ კბილის ნადებს, როგორიცაა კბილის ქვა აღნიშნული აპარატი ვერ უმკლავდება, ამისათვის არსებობს სპეციალური ულტრაბგერითი აპარატი – სკეილერი.

PROPHYflex არ არის განკუთვნილი კბილების გასათეთრებლად. კბილების გათეთრება – საკუთარი კბილის ფერის ცვლილებაა. აღნიშნული აპარატის გამოყენების შემდეგ კბილის ფერის ცვლილება არ ხდება.

იწმინდება კბილები, ცილდება ფერშეცვლილი, ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა გამუქებული ნადები და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

ყველასათვის ერთნაირად მიზანშეწონილია თუ არა?

პროცედურის ჩატარების წინს სჯობს გაიაროთ კონსლტაცია პაროდონტოლოგთან, რადგან პაროდონტის (ღრძილების) დაავადებების რიგ ფორმებში სასურველია კბილების გაწმენდა მოხდეს სხვა მეთოდის გამოყენებით.

რა უკუჩვენებები აქვს?

ქრონიკული ბრონქიტის და ასთმის მქონე პაციენტებმა სჯობს არ გამოიყენონ PROPHYflex, რადგან შესაძლოა გაჩნდეს გაძნელებული სუნთქვის შეგრძნება.

უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის ასევე უკუჩვენებაა აღნიშნული პროცედურა, რადგან ფხვნილი შეიცავს მარილს.

არ შეიძლება ციტრუსის გემოს აუტანლობის მქონე პაციენტებში გამოყენებას.

PROPHYflex®3_0როგორი რეკომენდაციებია პროცედურის შემდეგ?

პირველი 2-3 საათი არ შეიძლება მოწევა, ჩაი, ყავა, პროდუქტები, რომლებმაც შეიცავენ ბუნებრივ საღებავებს. რადგან წმენდის დროს კბილს სცილდება პელიკულა (კბილის დამცავი აპკი), რომელიც ნერწყვის დახმარებით აღდგენა 2-3 საათში.

რა სიხშირითაა საჭირო კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება?

ექიმი ყველა პაციენტს ურჩევს ინდივიდუალურად. საშუალოდ კვარტალში ან 6 თვეში ერხელ.

სტომატოლოგთან ვიზიტები პროფესიული წმენდის და პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით თქვენთვის უნდა იყოს ისეთივე ბუნებრივი და აუცილებლი, როგორიცაა კოსმეტიკურ სალონებში და სტილისთან ვიზიტი.

Read Full Post »

იაპონელი მეცნიერების აზრით მაიმუნები ადამიანებზე არა ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენას.

1300_179782445
ყოველთვის, როცა დაგეზარებათ კბილების გახეხვა დაფიქრდით, რომ მსოფლიოში არის მინიმუმ ერთი მაიმუნი, რომელიც გულდასმით უვლის საკუთარ პირის ღრუს. კაპუცინი ბუ-ს პატრონმა ასწავლა კბილის ფლოსის ხმარება და როგორც ჩანს მას ეს ძალიან მოსწონს.

ბუ-ს სურვილი მარტივი ასახსნელია – კბილების მოვლა მათ ხომ სისხლში აქვთ. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ იაპონელმა მეცნიერებმა კიოტოს უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მაიმუნი რეგულარულად ისუფთავებს კბილთაშორის სივრცეებს საკვების ნარჩენებისგან. მეცნიერები იკვლევდნენ ბანკოკის ახლოს მცხოვრებ მაკაკებს და მათ გასაკვირად აღმოაჩინეს, რომ ისინი ადამიანებზე არანაკლებ ზრუნავენ საკუთარ ჰიგიენაზე.

ჰიგიენის საშუალების სახით ისინი ხმარობენ ადამიანის თმის ღერებს, რომელსაც სიახლოვეში პოულობენ. განსაკუთრებულ მზურველობას იჩენენ შვილიანი მდედრები – ისინი კბილებს იხეხავენ ორჯერ უფრო ხშირად ვიდრე სხვები და ასწავლიან მომავალ თაობასაც.

Read Full Post »

“თინეიჯერების” და მოზარდების უმრავლესობა ატარებს ბრეკეტებს. არიან უფრო პატარა და ზრდასრული პაციენტებიც, მაგრამ ჰიგიენის დაცვა ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია. ამ პროცედურამ შესაძლოა დაიკავოს 5-10 წუთი. გთხოვთ დაწვრილებით გაეცნოთ ჰიგიენის წესებს!

1. აირჩიეთ კარგი კბილის ჯაგრისი. თქვენი ორთოდონტი გირჩევთ კბილის ჯაგრისს, თუ არ გირჩიათ მაშინ შეეცადეთ აირჩიოთ კარგი (არა ელექტრო) ან მაინც ჰკითხოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-2

2. მოათავსეთ კბილის პასტა ჯაგრისზე. დაიწყეთ კბილების ხეხვა მცირე წრიული მოძრაობებით. თავიდან წინ, ხოლო შემდგომ უკანა კბილებზე, ეტაპობრივად გადადით საღეჭ ზედაპირებზე. თუკი თქვენმა ორთოდონტმა გირჩიათ სხვა წესით გახეხვა, დაემორჩილეთ მას.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-3

3. მოათავსეთ კბილის ჯაგრისი ბრეკეტების მიმართ კუთხით. შემდგომ შეასრულეთ მცირე მოძრაობები ზედა და ქვედა მიმართულებით.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-4

4. გაიხეხეთ ყველა კბილის ყველა ზედაპირი (წინა, უკანა საღეჭი), დარწმუნდით, რომ ყველა კბილი სუფთაა. გადაანერეწყვეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-5

5. კარგად გამოივლეთ წყალი და კიდევ ერთხელ შეამოწმეთ. ნამდვილად სუფთაა კბილები თუ არა? საკმარისად გამოიხეხეთ?

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-6

6. გამოიყენეთ დენტალური ფლოსი. ორთოდონტების უმრავლესობა ურჩევს პაციენტს ფლოსის სხვადასხვა ნაირსახეობებს.

 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-7

7. მოათავსეთ ფლოსი ბრეკეტების ქვეშ და ნელ-ნელა ამოძრავეთ ზედა-ქვედა მიმართულებით, როგორც ჩვეულებრივად ფლოსინგის დროს. გაიმეორეთ ეს მოძრაობები ყველა კბილთან.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-8

8. ფლოსით გაწმენდის შემდეგ შეამოწმეთ კბილთაშუა სივრცეები. საკვების ნარჩენი ხომ არ დაგრჩათ? თუ კი მაშინ გაიმეორეთ პროცედურა.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-9

9. შეამოწმეთ ყველა კბილი და ყველა ბრეკეტი, ბრეკეტის საკეტები. როგორც წესი ორთოდონტები ურჩევენ დამატებით ჰიგიენის საშუალებებს, როგორიცაა კბილთაშუა ჯაგრისები და ირიგატორები. თუკი თქვენმა მკურნალმა ექიმმა გირჩიათ აუცილებლად გამოიყენეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-10

 

10. გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები. 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-11

11. ყველაფერი შეამოწმეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ საჭირო მანიპულაცია

 

Read Full Post »

aq300თუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

Aquapick main 4 girl_textსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

17ირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

AQ300_1აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Read Full Post »

ბრეკეტები, ჰიგიენააღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია თუკი გახდით ორთოდონტიული პაციენტი, ან აპირებთ უახლოეს მომავალში.ორთოდონტიის განსხვავება, სხვა სტომატოლოგიური სპეციალობებიდან მდგომარეობს შემდეგში, აქ რეზულტატის მისაღწევად საჭიაროა არა მხოლოდ სტომატოლოგის არამედ პაციენტის მონდომებაც. ამერიკელი ორთოდონტი რ. ალექსანდერი ამბობს, რომ: იგი შესანიშნავი ორთოდონტია, როდესაც მას ასეთივე პაციენტი ჰყავს, ხოლო ცუდი პაციენტის შემთხვევაში ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სტატიაში არსებულ

ყველა მითითებას.  რა თქმა უნდა მკურნალობის პერიოდში ორთოდონტი მოგცემთ დამატებით მითითებებს, მაგრამ ეს აუცილებელი კრიტერიუმებია.

ბრეკეტებით მკურნალობის დროს არ შეიძლება:

საკვები, ბრეკეტები-საკვების ჩაკბეჩა. სასურველია ყველანაირი საკვები დაჭრათ ან გატეხოთ პატარა    ნაჭრებად და უკანა კბილებით დაღეჭოთ.

არ შეიძლება:

ხრაშუნა კარტოფილი,  თხილი, მზესუმზირა, პოპ-კორნი და ა.შ. რადგან აღნიშნულმა საკვებმა შესაძლოა დააზიანოს აპარატები.

ვაფლი, პეჩენია ეწებებიან ბრეკეტებს ისე, რომ ვეღარ მოაშორებთ

ბლითები, „ბუბლიკი“, სუხარები მოტეხავს რკალს, მოაძრობს ბრეკეტს და რგოლს.

უცილებელია უარი თქვათ წელვად-წებოვან პროდუქტებზე: ხალვა, ირისი და ა.შ. ყველაზე მტკივნეული დანაკარგი უმრავლესობისთვი არის საღეჭი რეზინი. ძალზედ ძნელია მისი მოშორება ორთოდონტიული აპარატებიდან.

მონო ჯაგრისიეს რეკომენდაცია დაკავშირებულია ფიზიკის იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სხეული იცვლის მოცულობას ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. შედეგად უარი უნდა ვთქვათ ძალზედ ცხელ ან ცივ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მათ სწრაფ მონაცვლეობაზე (ყავა-გლიასე). ლითონის ბრეკეტები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ფართოვდებიან და შესაძლოა მოხდეს მათი ატკეჩა ემალიდან. ასევე ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ორთოდონტიული რკალის თვისებებიც შეცვალოს.

სტაფილო, ვაშლი და სხვა მაგარი ხილი დაჭერით და მიირთვით პატარა ნაჭრებად. იგივე ეხება ხორცს და ყველა მოსაკბეჩ პროდუქტს.

არავითარ შემთხვევაში არ დაღრღნათ ფანქრები და პასტები და მით უმეტეს არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები.

brekhig14ბრეკეტებით (მაგრამ არა ლინგვალური) მკურნალობისას, განსაკუთრებით პლასტმასის უნდა შევზღუდოთ მღებავი სითხეების და პროდუქტების მიღება. ყავა, მუქი ჩაი, მოცვის მურაბა და ა.შ. შესაძლოა გამოიწვიოს გამჭვირვალე ბრეკეტების და მაფიქსირებელი ნივთიერების შეღებვა. ასევე სასმელებიდან უნდა ამოვიღოთ: კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ. რადგან აღნიშნული სასმელები ზრდიან კარიესის განვითარების საშიშროებას, განსაკუთრებით მოუხსნელი კონსტრუქციებით მკურნალობისას.

ორთოდონტიული მკურნალობის დროს ბრეკეტების გარშემო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება საჭმლის ნარჩენები, კბილის ნადები და ბაქტერიები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კარიესის განვითარებამდე. კარიესი ჩნდება ბრეკეტების გარშემო, და არა მის შიგნით!

ბრეკეტ სისტემით მკურნალობისას პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ჰიგიენა. აუცილებელია იხეხოთ კბილები  ყოველი საკბების მიღების შემდგომ. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ფლოსი და კბილთაშუა ჯაგრულები. კბილის ჯაგრულები იდეალურია რკალქვეშა სივრცეების და კბილთაშორისი ადგილების გასაწმენდად.

ამის შემდგომ  კბილების ხეხვა გრძელდება ჩვეულებრივ როგორც ბრეკეტების გარეშე. ჯაგრისი დაიჭირეთ 450 კუთხით ღრძილთან და გაიწმინდეთ გამოგვითი მოძრაობებით, 2 კბილი ერთდროულად, დაახლოებით 10-ჯერ. გაიმეორეთ შემდეგ 2 კბილზე და ა.შ. იგივე სასისკენა და ენისკენა ზედაპირებზე. არ დაგავიწყდეთ საღეჭი ზედაპირების გახეხვა.

წმენდა დაამთავრეთ ”სუპერ ფლოსის” დახმარებით. საბოლოოდ კი გამოივლეთ ფტორშემცველი სავლები. პასტები სასურველია შეირჩეს ფტორის გაძლიერებული შემცველობით, კბილის ემალის გასამაგრებლად.

ირიგატორი

ორთოდონტიული მკურნალობის საწყის ეტაპზე, ბრეკეტმა შეიძლება გააღიზიანოს ტუჩი ან ლოყის ლორწოვან გარსი. ამ შემთხვევაში მასზე შეგიძლიათ მიაწებოთ სპეციალური ცვილი. 3-7 დღის შემდეგ მოხდება ლორწოვანის გარსის ადაპტირება  და ეს არასასიამოვნო შეგრძნებები გაივლის.

დამტკიცებულია, რომ პირის ღრუს ხარისხიანი მოვლისათვის არა საკმარისია მხოლოდ ჯაგრისი და კბილის პასტა. თუკი თქვენი სურვილია შედეგიანად მოუაროთ თქვენს კბილებს და ღრძილებს, აუცილებელია ჰიგიენის ინტერდენტალური (კბილთაშუა) საშუალებების რეგულარული გამოყენება. როგორც არ უნდა ეცადოთ გამოისუფთაოთ კბილთაშუა სივრცეები, იქ მაინც რჩება ყველაზე ძვირიანი და თანამედროვე კბილის ჯაგრისისთვისაც მიუწვდომელი ადგილები. მოუხერხებლობის გამო, როგორც წესი შედარებით გაუწმენდავი გვრჩება კბილების შიგნითა ზედაპირები (სასიკენა და ენისკენა) და უკანა კბილები. აი, გამოვიდა, რომ კარგად ვიხეხავთ მხოლოდ მარტივად მისაწვდომ ადგილებს, ხოლო რთულად მისაწვდომს, რაც უმრავლესობას წარმოადგენს უმეტეს წილად გვრჩება გამოუწმენდავი. ამას უკვე მოსდევს არა მხოლოდ ნადების წარმოქმნა და ემალის ფერის ცვლილება, არამედ უფრო სერიოზული პრობლემებიც. რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად არსებობს უამრავი საშუალება. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება ირიგატორი.

წმენდა

ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია – ორთოდონტიული მკურნალობის დროს აუცილებელია არ გამოტოვოთ ვიზიტები. რეგულარულად იაროთ ექიმთან დანიშნულ დროს. ასევე არ დაივიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.

ბოლოს მინდა ასევე ავღნიშნო ორთოდონტისა და პაციენტის თანამშრომლობის მნიშვნელობა. თქვენი დახმარება აისახება თქვენს მკურნალობაზე და შედეგზე. იდეალური ღიმილის მისაღებად უნდა იყოთ საუკეთესო პაციენტი.

Read Full Post »

პროფწმენდა

კომფორტული SPA პროცედურები ყვითელი პიგმენტური ნადების, ღრძილზედა და ღრძილქვეშა კბილის ქვების მოსაშორებლად

რატომ 

 

 

 

 

 

პროფესიონალური ჰიგიენის

პროცედურა აუცილებელია კბილების ბუნებრივი სითეთრის და სილამაზის შესანარჩუნებლად, უსიამოვნო სუნის და ღრძილებიდან სისხლდენის აღმოსაფხვრელად. მოგეხმარებათ დიდი ხნით შეინარჩუნოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა. ასევე აუცილებელია მისი ჩატარება ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის წინ. თუკი გავიწყდებათ კბილების გამოხეხვა ჩნდება ე.წ. კბილის ბალთა, რომელზედ დროთა განმავლობაში გროვდება კბილის ნადები, იგი ვრცელდება კბილის ყველა ზედაპირზე. ამის შემდგომ პირის ღრუში ყალიბდება სპეციალური მიკროფლორა, რაც იწვევს ნადების მინერალიზაციას. ასე წარმოიქმნება კბილის ქვა.

რითია საშიში კბილის ქვა?

განარჩევენ კბილის ქვის ორ სახეობას – ღრძილზედა და ღრძილქვეშა. ღრძილზედა ქვა აზიანებს კბილ-ღრძილოვან შეერთებას, შედეგად ქვა ყალიბდება უკვე ღრძილქვეშ. დროის განმავლობაში ქვა იზრდება შიგნით, მიყვება რა კბილის ფესვს, აზიანებს იოგებს და ყბის ძვალს. საბოლოოდ ყალიბდება პათოლოგიური ჯიბე, რაც თავის მხრივ იწვევს პაროდონტის დაავადებას.

როგორ ტარდება პროცედურა

  • კბილის ქვის მოშორება ხდება
    ულტრაბგერითი აპარატით, ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა ასევე ღრძილქვეშა ქვებს.
  • კბილების წმენდა Air-Flow სისტემით
    ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ანუ კვებით საღებავებს (ჩაი ყავა), ასევე ე.წ. „მწეველის ნადებს“. წნევის ქვეშ ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნის საკმაოდ აბრაზიულ ჭავლს. ფხვნილის წვრილდისპერსული მარცვლები ყოველგვარი ზიანისა და მინანქრის ტრავმირების გარეშე ძალიან მარტივად აშორებს ნადებს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.
  • რთულად მისადგომი ადგილებიდან ქვების ფაქიზი მოშორება ყველაზე წვრილი ინსტრუმენტების დახმარებით.

რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკა

  • არაუმეტეს 1-2 ჯერ თვეში, იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად (მსუბუქი წმენდა სპეციალური საპრიალებელი ჯაგრისებით).
  • 3 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას.
  • ტრიმესტრში ერთხელ – ფეხმძიმე დედებისთვის (ულტრაბგერითი სკალერის გარეშე)
  • წელიწადში ორჯერ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
  • “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად შეადგენს თქვენთვის საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიებების გრაფიკს, აგრეთვე გასწავლით თუ როგორ მოუაროთ კბილებს სახლის პირობებში.

Read Full Post »

Older Posts »