Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჯანმრთელი ორგანიზმი’

ყველასათვის ცნობილია ანდაზა “ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენო”.  ანდაზის არსს ჩვენს თემასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ მისი წარმოშობა წამოჭრილ საკითხთან უშუალო კავშირშია. საქმე იმაშია, რომ კბილების მდგომარეობით შესაძლებელია არა მარტო გავიგოთ ადამიანის ასაკი, არამედ ვიმსჯელოთ მის ჯანმრთელობაზე. ეს ფაქტი ეხება ყველა ცოცხალ არსებას ვინც ბუნებამ კბილებით დააჯილდოვა.

პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით შეგვიძლია განვსზღვროთ არა მარტო სხვადასხვა სისტემების დარღვევები, არამედ არ დაუშვათ დაავადების განვითარება. ე.ი. პირდაპირი კაშირია კბილების მდგომარეობასა და სხვადასხვა ორგანოების ჯანმრთელობას შორის.

მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ კბილებთან ისეთი ორგანოების კავშირი, როგორიცაა:

  • საჭრელი კბილების მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა ვიმსჯელოთ თირკმლების, შარდის ბუშტის და ყურების მდგომარეობის შესახებ
  • ეშვებით – ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობაზე
  •  საღეჭი კბილებით – კუჭის, ელენთის და თირკმლების შესახებ
  • სიბრძნის კბილები – გული და წვრილი ნაწლავი

როგორც კბილების მდგომარეობამ ასევე კბილების ფერმა, შესაძლოა უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდოს ორგანიზმის მდგომარეობაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თეთრი “ჰოლივუდის ღიმილის” მსგავსი კბილებიც ყოველთვის არ მიუთითებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს შესაძლოა სისხლში  ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელის სიმპტომი აღმოჩნდეს. რძისფერი თეთრი კბილები შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობაზე მიგვანიშნებდეს. ყვითელი ფერის კბილები ნიშანია, რომ მათი პატრონი ხშირად ეწევა ან სვამს ბევრ ყავას ან ჩეფირს, მაგრამ ყოველთვის ასეც არაა. ყვითელი ფერი გვაფრთხილებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოშლილობაზე.

სხვადასხვა ასაკში ანტიბიოტიკების მიღება მომავალში აისახება კბილებზე. შესაძლოა გაჩნდეს ყვითელი ფერის ლაქები, ზოლები ან მთლიანად შეუცვალონ კბილს ფერი. როგორც ხედავთ კბილებს შეუძლიათ მოგვიყვნენ ბავშვობაში გადატანილი დაავადებების შესახებაც.

ლამაზი ღიმილი როგორც ასეთი არა მხოლოდ თეთრი კბილები ან “ჰოლივუდის ღიმილია”, არამედ კბილების ჯანმრთელი ფერის და  კბილთა სწორი დგომის შეთავსება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჯანმრთელობასთან.

პირის ღრუს თვით დიაგნოსტიკას ნამდვილად არ გირჩევთ, ეს პროფესიონალების საქმეა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი:

  •  პირის ღრუ – პირველი ბარიერია ყველაფრის რაც ხვდება ორგანიზმში. მის სისუფთავეს შეუძლია დაგვიცვას უამრავი უხილავი საფრთხისაგან.
  • თუკი გტკივათ კბილი – ეს არ ნიშნავს, რომ უნდა სვათ ტკივილ გამაყუჩებლები იმის იმედით, რომ ტკივილი გაგივლით. ეს ნიშანია იმისა, რომ დროულად უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან. ტკივილის ეს ორგანიზმის “ზარია სამაშველო სამსახურში”. ე.ი. ორგანიზმს სჭირდება გადაუდებელი დახმარება.
  • აუცილებელია სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები და დროულად მოვახდინოთ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის დიაგნოსტირება.

 

 

 

Read Full Post »