Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ხვრელარხი’

პერიოდონტიტისა და უხარისხოდ ნამკურნალები კბილის ყველაზე ხშირი გართულება – ხვრელარხია.

ხვრელარხი ყველაზე ხშირად ვითარდება პერიოდონტიტის მაგრანულირებელი ფორმის დროს, როდესაც გრანულაციური ქსოვილის ზრდა იწვევს დეფექტის ფორმირებას, კბილის ირგვლივი ქსოვილების დაშლის ხარჯზე. დაახლოებით კბილის ფესვის საპროექციოდ ჩნდება ლორწოვანის დეფექტი და ვითარდება ხვრელარხი. იშვიათად მაგრამ მაინც ახერხებენ გრანულაციები ხვრელარხის ჩამოყალიბებას ლოყოს რბილ ქსოვილებში და სახეზე. ასე თანდათან შესაძლოა ჩამოყალიბდეს სახის კოსმეტიკური დეფექტი, რომლიდანაც დროდადრო იდენს ჩირქოვანი ექსუდატი.

ხვრელარხის ჩამოყალიბება ასევე მიუთითებს ადრე ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობაზე, როდესაც დეფექტის დახურვის შემდეგ მიკროორგანიზმები აგრძელებენ კბილის დაშლას და იწვევენ ანთებას.

მიუხედავად იმისა, რომ ხვრელარხი პერიოდონტიტის განვითარების შედარებით დადებითი ვარიანტია (ანთებადი პროდუქტები გამოდის ხვრელარხიდან), მას საკმაოდ სერიოზული ყურადღება ესაჭიროება.

ხვრელარხის მკურნალობა არ ხდება ერთ სეანსში. ოდონტოგენური წარმოშობის ხვრელარხის მკურნალობა იწყება პერიოდონტიტის მკურნალობით, ხოლო პერიოდონტიტის მკურნალობა –  დაავადებული კბილით. ამისათვის ტარდება კბილის და არხის მექანიკური და

ანტისეპტიკური დამუშავება, შემდგომი დაბჟენით. დამატებითი მკურნალობის სახით ინიშნება ანტიბიოტიკები და ანტიჰისტამინური პრეპარატები. საკმაოდ ეფექტურია ჰიპერტონული (მარილიანი) სავლებები. ძირითადად გამოიყენება ჰიპერტონული აბაზანები, რომლებიც ხსნიან შესიებას და ამცირებენ ანთების ნიშნებს.

კბილის ადეკვატური მკურნალობის შემდეგ ხვრელარხი თავისით იხურება. თუმცა შესაძლოა ზედმეტი გრანულაციების მოშორებაც გახდეს საჭირო.

Read Full Post »