Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ხეხვა’

კბილების ხეხვა

ერთი შეხედვით რა უნდა იყოს კბილების გახეხვაზე ადვილი? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე და ეგაა. მაგრამ არა, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა. ამიტომ კბილების გამოხეხვა – ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ სწავლებას.

მხოლოდ პერსონალური, ინდივიდუალური მიდგომა და ცოდნა, რომელსაც ფლობენ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ დაგეხმარებათ შეცვალოთ ჰიგიენის ჩვევები და უზრუნველყოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

  • კბილების წმენდის ინოვაციური ტექნიკის შესწავლა.
  • სახლის პირობებში გამოსაყენებელი ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
  • რეკომენდაციები ჯენმრთელობის, სითეთრის და სიქათქათის შესანარჩუნებლად

თეორია

გაიცანით, კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი. ამიტომ გონიერი სტომატოლოგები ნებისმიერ თემაზე საუბარს იწყებენ შეკითხვით:  „აბა, როგორ იხეხავთ კბილებს?“

ნადები, კბილები

ფაქტია!

კბილების პროფესიონალური წმენდა წელიწადში ორჯერ ამცირებს ღრძილების დაავადების რისკს 80%, კარიესს – 60%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაგრისებზე

ფიქრობთ, რომ მაგარი ჯაგრისი უკეთ აშორებს ნადებს?

მაგარი ჯაგრისი

  • მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადილებში. მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დატანებაც სახიფათოა!
  • კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები რბილია. არ არის საჭირო მისი გამოფხეკა! უკიდურეს შემთხვევაში  მისი მოშორება შესაძლებელია რბილი ქსოვილითაც.ჯაგრულები
  • რბილი ჯაგრისიც მცირე ზემოქმედებით მშვენივრად ედება არასწორ ზედაპირს.
  • ჯაგრულების სისქე – 0,1 მმ!
  • 10 ჯერ მეტი ჯაგრულები ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით!კბილის ჯაგრისი

კბილების ხეხვის ხელოვნება

  • ჯაგრულები განათავსეთ 45კუთხით
  • 50% ჯაგრისის ზედაპირი – ღრძილის მიდამოში
  • 50% კბილის ზედაპირზეხეხვა

რბილი ჯაგრისები – ღრმა და ფაქიზი წმენდა მგრძნობიარე ღრძილის კიდეების, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

ტექნიკა სოლო – ყველა კბილის ინდივიდუალური წმენდა

  • ყოველი კბილი იწმინდება სათითაოდ
  • კბილის ნადები სრული კონტროლი
  • იდეალურია შემდეგ ადგილებში გამოსაყენებლად: იმპლანტების გარშემო, უკანა კბილებზე, ცალკე მდგომი კბილების, ბრეკეტები და ორთოპედიული კონსტრუქციების (ატაჩმენების) გარშემო.სოლო კბილის ჯაგრისი

კბილთაშუა სივრცეების წმენდა

  • სწორად შერჩეული კბილთაშუა ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილის ნადების სრულ კონტროლს კბილთაშუა სივრცეებშიკბილთაშუა ჯაგრისი

arc7-8ენის წმენდა

  • ენის ზედაპირზე არსებულ ნაოჭებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.
  • გამოიყენეთ ენის საწმენდები ენის ზედაპირიდან საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.arc11111
Advertisements

Read Full Post »

iPhone -ის დამატებითი პროგრამა კბილების ხეხვისათვის.

როგორც ინსტრუქციაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროგრამა შექმნილი რათა დაიცვას კბილები დაზიანებისაგან. იცით თუ არა, რომ კბილები უნდა იხეხოთ დღეში ორჯერ 3 წუთი? თანამედროვე ელექტრო ჯაგრისები აღჭურვილია ტაიმერებით, მაგრამ ძველებს იგი არა აქვთ. თქვენი კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ექიმმა ალან ასიერნომ შექმნა პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თითოეული კბილის და მთიანად პირის ღრუს გახეხვაში დახარჯოთ ზუსტად განსაზღვრული დრო  – დღეში ორჯერ 3-3 წუთი.

45 წამი ეთმობა პირის ღრუს თითო სეგმენტს. დასაპაუზებლად მარტივი დაჭერა. დაწყებისა და შემდგომ ეტაპზე გადასვლის ხმოვანი სიგნალი.

როგორ ფიქრობთ ექნება ამ დამატებას რაიმე პრაქტიკული გამოყენება??? საინტერესოა თქვენი აზრი. ვინმეს ხომ არ გისარგებლიათ????

Read Full Post »

აღნიშნულ საკითხზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს. ვინ უვლის ბავშვს, სანამ ის არ გახდება საკმარისად ზრდასრული და დამოუკიდებელი, თუ არა მშობელი?

ხოლო იმისათვის, რომ მოზარდ ასაკს თქვენი შვილი არ შეხვდეს ფუღუროიანი კბილებით, დედებსა და მამებს დაეხმარებათ კბილების ხეხვისა და პირის ღრუს მოვლის რამოდენიმე წესი.

წესი პირველი. კბილების ხეხვა უნდა დავიწყოთ პირველი კბილის ამოსვლისთანავე. ფაქტიურად როგორც კი ამოიჭრება. ეს არსებითად ცვლის სარძევე კბილებზე კარიესის განვითარების შესაძლებლობას.

წესი მეორე. აუცილებელია დაამთავროთ შვილის დაწყებული ხეხვა, კარგად გაუსუფთაოთ ყველა ზედაპირი, ეს ყოველივე ატაროთ კბილების მთლიანად გამოცვლამდე (9-11 წლამდე). კბილების ხეხვა ცვლად თანკბილვაში, როდესაც ზოგი კბილი სარძევეა და ზოგიც მუდმივი, თან ყველა სხვადასხვა ზომის, ხეხვის პროცესი რთულდება. ამ პერიოდში ხარისხიანად კბილების გახეხვა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

წესი მესამე. კბილების ხეხვის ყოველდღიური კონტროლი. შედეგად ვიქნებით დარწმუნებული, რომ მან არა მარტო ისწავლა სწორი ხეხვა, არამედ გაუჩნდა მოთხოვნილება კბილების აუცილებელი ხეხვის მიმართ.

გარკვეული მონაცემების მიხედვით, კბილების სწორი ხეხვა მოზრდილების 20% იცის. თუკი თქვენ უმრავლესობაში აღმოჩნდით, მაშინ აუცილებლად გაეცანით სტომატოლოგთან კბილების სწორი ხეხვის წესებს. ეს დაგეხმარებათ, როგორც თქვენ ასევე თქვენს შვილებს კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

მემკვიდრეობა, კვების ხარისხი, ადამიანის ცხოვრების სტილი ყველაფერი მოქმედებს კბილების ჯანმრთელობაზე. არასერიოზული იქნებოდა ამ ფაქტების უგულებელყოფა, როგორც კბილების რეგულარული და ხარისხიანი წმენდისა. იგი საშუალებას იძლევა, მოვაშოროთ კბილის ნადები – კარიესისა და პირის ღრუს დაავადებების გამომწვევი მიზეზი.

ხო მართლა, თქვენ როგორ ასწავლით თქვენს შვილებს კბილების გამოხეხვას? ისე როგორც ამას უცხოელი დედები და მამები აკეთებენ?

Read Full Post »