Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ხელოვნური ფესვი’

იმპლანტანტები, ან როგორც მათ უწოდებენ – იმპლანტები, ასრულებენ ნორმალური კბილის ფესვის ფუნქციურ იმიტაციას.

როგორ წესი მათ ათავსებენ დაკარგული კბილების ადგილას. იმპლანტები – არის ტიტანის „ფესვები“, მოთავსებული ყბის ძვლოვან მასაში, ღრძილქვეშ. იმპლანტების დაფიქსირების შემდეგ, ხდება მათი მიერთება ყბის ძვალთან და უკვე წარმოადგენენ კბილების ხელოვნურ ფესვებს. შემდგომ მათ გარკვეული ტექნოლოგიით და გარკვეული თანმიმდევრობით უერთდებათ ხელოვნური კბილები (გვირგვინები) – ერთეული ან ხიდის სახით.

რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ შეცვლის ჯანმრთელ კბილს, მაგრამ თუკი უბედურმა შემთხვევამ ან სტომატოლოგიურმა დაავადებამ შეიწირა თქვენი კბილი, კარგია იცოდეთ, რომ  არსებობს თანამედროვე მეთოდები თქვენი ღიმილის აღსადგენად.

იმპლანტების მთავარი პრიორიტეტი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მყარად არიან დაფიქსირებულები ყბის ძვალში. აქედან გამომდინარე, ისინი ახდენენ კბილების იდეალურ ფიქსაციის. გვირგვინები არ მოძრაობენ და არ ცურავენ პირის ღრუში, ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ღიმილისა და საუბრის დროს.

როგორც წესი იმპლანტები მზადდება ტიტანისაგან, ვინაიდან ძვალიც და ღრძილიც მათ უკეთ ეგუება, ხოლო უკვე იმპლანტებზე მაგრდება ლითონის ან ფაიფურის კბილები. ხელოვნური საყრდენის მოთავსებიდან 3-6 თვეში ხდება უკვე გვირგვინების დამაგრება. ეს დრო აუცილებელია იმპლანტის ძვალში გამყარებისათვის. იშვიათად კბილის გვირგვინი მაგრდება უშუალოდ ოპერაციის შემდეგ, ხოლო ტიტანის ფესვი კი ავადმყოფი კბილის ექსტრაქციის შემდგომ. ოპერაციის ამ დეტალებს წყვიტავს ექიმი კონკრეტული სიტუაციიდან და პაციენტის მოთხოვნიდან გამომდინარე.
არსებობს შემთხვევები, როდესაც იმპლანტის მოთავსება შეუძლებელია ძვლის ნაკლებობის გამო. ასეთ დროს ხდება ძვლის ხელოვნურად დამატება და მხოლოდ მას შემდეგ იმპლანტების მოთავსება.
როგორც წესი, იმპლანტების მოთავსება, როგორც ყველა სხვა სამედიცინო ან სტომატოლოგიური პროცედურა ვერ იქნება 100% გარანტირებული, თუმცა სტატისტიკის მონაცემებით იმპლანტების 96-98%-ს ორგანიზმი უპრობლემოდ ეგუება.

კბილის ამოღების შემდეგ, ძვალი, რომელიც დატვირთული იყო და ეჭირა ფესვი, ორგანიზმს „აღარ სჭირდება“, ვეღარ იღებს საჭირო კვებას და იწყებს განლევას. იმპლანტები იმის გარდა, რომ ესთეტიკურად ახდენენ კბილის ფესვების იმიტაციას, ყბის ძვალს აძლევენ შანსს მიიღოს დატვირთვა და იფუნქციონიროს, როგორც ბუნებრივ პირობებში, რითაც ხელს უწყობენ სახის პროპორციების შენარჩუნებას.


იმპლანტები სტომატოლოგიაში: მითი და რეალობა

Ничто искусственное не может
быть лучше естественного

სტომატოლოგიაში, როგორც ყველა სხვა სპეციალობაში უამრავი მითი, ლეგენდა და მოგონილი ისტორიებია.

რომ ჩავატაროთ გამოკითხვა 10 ადამიანიდან 8 გვიპასუხებს, რომ ეშინია კბილის გაკეთება. მეტიც, ეშინიათ უფრო ქირურგის, ვიდრე თერაპევტის. ადამიანი დაჯილდოებულია ასოციაციური აზროვნებით. ადრინდელ და თანამედროვე სტომატოლოგიას შორის პარალელების გავლება არც შეიძლება. აქ პაციენტის ასაკი ნაკლებ როლს თამაშობს, საქმე ინფორმაციაშია, რომელიც მოსახლეობაში ტრიალებს. განიცდის შეფერადებას, სამწუხაროდ უარესი მიმართულებით და იშვიათად ასახავს რეალობას.  როგორც წესი ეს ერთი ადამიანის აზრია, რომელიც „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპით ვრცელდება.

არის შემთხვევები, როცა დედა უხსნის შვილს, რომ თუ წყნარად არ იჯდება სავარძელში, მაშინ ექიმი მას ატკენს. მემგონი არც ისე კარგი ახსნაა ბავშვისთვის, რომელიც პირველად მიდის ექიმთან. ეს მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება და მუდმივი შიში დარჩება.

მითი პირველი. ეს საშინლად მტკივნეულია.
არანაკლებ მტკივნეული, ვიდრე იმკურნალოთ კარიესი ნორმალური ანესთეზიით.
არანაკლებ მტკივნეული, ვიდრე გაიწმინდოთ კბილები და მოიშოროთ ნადები.  თანამედროვე ანესთეტიკები, მაგალითად ყველაზე გავრცელებული ულტრაკაინი, 6-8 ჯერ ძლიერია ვიდრე ნოვოკაინი. ბევრი პაციენტი კითხულობს, გვაქვს თუ არა რამე ნოვოკაინზე თანამედროვე. თითქმის აღარავინ არ მუშაობს ნოვოკაინით. არსებობს ანესთეზიისათვის მოწოდებული კარპულები, რომელთა მოხმარება უსაფრთხო და პრაქტიკულია. ჩვენების არსებობის და უკუჩვენების არ არსებობის შემთხვევაში (პაციენტის მოთხოვნით) იმპლანტაცია შეიძლება ჩატარდეს ნარკოზის საშუალებითაც.

მითი მეორე. ეს ძალიან დიდხანს გრძელდება.
პაციენტის შეკითხვაზე: „რამდენ ხანს გაგრძელდება იმპლანტაცია?“, იბადება შემხვედრი შეკითხვა: „გინდათ სწრაფად თუ ხარისხიანად?“. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და დროსაც შესაბამისად მოითხოვს. თუმცა საშუალოდ ერთი იმპლანტატის მოთავსებას 20-დან 40 წუთამდე სჭირდება, უფრო ნაკლები, ვიდრე ხარისხიანად სამ არხიანი კბილის დაბჟენას. რა თქმა უნდა ბევრია დამოკიდებული ყბის ანატომიაზე, იმპლანტის პოზიციასა და პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.


მითი მესამე. ყველა ერთნაირია! 

როცა თქვენ რაიმე ნივთს ყიდულობთ, წარმოებულს სადმე სარდაფში, არც იმის იმედი უნდა გქონდეთ, რომ ის დიდხანს გაგიძლებთ. იმპლანტები თავსდება მინიმუმ 7-9 წლით. ბრენდის უკან დგას მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებები, გამოკვლევები, მაღალი ტექნოლოგიები, მოკლედ ხარისხი. აქედან ჩნდება არჩევანი. მაგრამ რეალობაში, იაფის გადახდით თქვენ ხარისხ ვერ იღებთ.

მითი მეოთხე. არ ჩერდება და ხშირ შემთხვევაში ორგანიზმი მათ აძევებს.
ვინ გითხრათ? მეგობარმა, რომელმაც რეკლამა ნახა ტელევიზორში?
ოფიციალური სტატისტიკა შემდეგია: ხორცდება 96-98% დაყენებული იმპლანტებისა, რომლებიც მოუთავსდათ გარკვეული წილად ჯანმრთელ ადამიანებს, ნივთიერებათა ცვლის და ენდოკრინული სისტემის მძიმე პათოლოგიის გარეშე. ე.ი. ვარდება 2-4 იმპლანტი 100 დან. 100% გარანტია არ არსებობს. იმპლანტების 85%-დან 87%-მდე ძლებს 25 წლის განმავლობაში.
ეს უბრალოდ ციფრები არ გეგონოთ. მათ უკან სერიოზული გამოკვლევები და მსოფლიო გამოცდილებაა.

ახლა კითხეთ თქვენ თავს, რა ჯობია: 2-4% რისკი თუ მოსახსნელი პროთეზი და ლითონ-ფაიფურის ქვეშ დაქლიბული კბილები?

იქნებ ღირს მოსინჯვა? მოსახსნელ პროთეზს ყოველთვის დაუბრუნდებით.

Read Full Post »