Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ხელოვნური კბილები’

IPS-e.max_2IPS e.max Press – ინოვაციური მზა ფორმა მინაკერამიკისა ლითიუმის დისილიკატის (LS2) ფუძეზე წნეხვითი ტექნოლოგიისათვის. 

ლითიუმის დისილიკატის (LS2) ფუძეზე დამზადებული ინოვაციური მინაკერამიკა IPS e.max Press მომხმარებელს სთავაზობს სიზუსტეს, ფუნქციონალურობას და ესთეტიკას მაღალი გამძლეობის ფონზე, რომელიც შეადგენს 400 მეგაპასკალს. 

წნეხვის ტექნოლოგია უკვე მყარად დაფუძნდა პრაქტიკაში. გვირგვინების, ჩანართების და ვინირების დასამზადებლად.

რითია უკეთესი ეს ულითონო გვირგვინები?

IMG_1806მოდით გავერკვიოთ, თუმცა მათი უპირატესობა უკვე სახელიდან მომდინარეობს.

1. სიმსუბუქე – სხვა სახის გვირგვინებისგან განსხვავებით ულითონო კერამიკული გვირგვინი უფრო მსუბუქია. წარმოიდგინეთ როდესაც პირის ღრუში არა ერთი გვირგვინია საჭირო?! ქვედა ყბა რა თქმა უნდა არ ჩამოგივარდებათ, მაგრამ სხვაობა შესამჩნევია

2. გამძლეობა – წნეხვის შედეგად კერამიკის გამძლეობა მატულობს, მას უკვე აღარ სჭირდება ლითონის საფუძველი, კარკასი.

3. ფერის გადმოცემა – ფერი რომელიც აქვს მთლიანსხმულ ანუ დაწნეხილ კერამიკას უფრო ღრმაა, მეტად გაჯერებული. კარგად გაკეთებულ სამუშაოზე უკვე სპეციალისტაც შესაძლოა გაუჭირდეს გაარჩიოს ნამდვილი და ხელოვნური კბილი. როგორც ამბობენ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.


4. ინვაზიურობა – 
აღნიშნული მეთოდით კბილის გადაკვრა თუ ჩასმა (როგორც გენებოთ) საჭიროებს ნაკლები რაოდენობით ქსოვილების დაქლიბვას, დამუშვებას, ვიდრე ეს საჭიროა სხვა კონსტრუქციების გამოყენებისას. ამის ახნა ძალზედ მარტივია – გვირგვინის სისქე, რომელსაც ვაცმევთ კბილს, რაც ნაკლები სისქე ექნება ხელოვნურ კონსტრუქციას მით ნაკლები იქნება დასაქლიბი ქსოვილებიც. ხოლო რაც მეტ საკუთარ ქსოვილებს შევინარჩუნებთ all-ceramic3მით უფრო დიდხანს მოგვემსახურება კბილი.

5. უნივერსალურობა – პრესკერამიკისგან მზადდება არა მხოლოდ გვირგვინები, არამედ სხვადასხვა ტიპის ჩანართები inlay, onlay, overlay და რა თქმა უნდა კერამიკული ვინირები.

6. ვიტალურობა – კბილის მაგარი ქსოვილების დამზოგავი დაქლიბვა აღარ საჭიროებს კბილის დეპულპაციას (ანუ ნერვის მოკვლას). კბილი შესაძლოა შევინარჩუნოთ ცოცხლად. მთავარია დავიცვათ დამუშავების წესები არ გადავახუროთ კბილი, გამოვიყენოთ წყლით გაგრილების მეთოდი. ცოცხალი კბილი უფრო დიდხანს მოგვემსახურება ვიდრე მკვდარი.

7. დამზადება – უფრო სწრაფად და მარტივად ვიდრე გვირგვინების სხვა სახეობები.

Advertisements

Read Full Post »

ეს საკითხი პროფესიული სტომატოლოგიური ხედვის გარეშე ძნელი გადასაჭრელია. რადგან იმპლანტაცია შედარებით უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს ფინანსების, ასევე დროისა და ენერგიის, როგორც ექიმის ასევე პაციენტის მხრიდან, ხოლო მისი ჩატარების ადექვატურობა პირდაპირაა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე.

კბილების პროთეზირების ჩვენებებს სურვილის არსებობისას მიეკუთვნება ყველა შემთხვევა თუ არ არის მისი გაკეთების რაიმე უკუჩვენება. იმპლანტაციის ჩვენებების და უკუჩვენებების დადგენა ხდება ანამნეზის და გამოკვლევების საფუძველზე, ასევე პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების შემდეგ.

იმპლანტაციის ჩვენებებია:

  • კბილთა რკალის ერთეული დეფექტები (გვერდზე მდგომი, მეზობელი კბილების პრეპარირების გარეშე);
  • კბილთა რკალის ჩართული დეფექტები (კბილთა დეფექტის გარშემომყოფი კბილების პრეპარირების გარეშე);
  • კბილთა რკალის ბოლოს არსებული დეფექტები (საშუალებას იძლევა ჩატარდეს მოუხსნელი პროთეზირება);
  • კბილების სრული უქონლობა (საშუალებას იძლევა ჩატარდეს მთლიანი მოუხსნელი პროთეზირება ან მოსახსნელ პროთეზს უქმნის მაქსიმალურ ფიქსაციას).

დენტალური იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებები:

  • ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვა);
  • სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები;
  • ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
  • ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური თერაპიის ჩატარებისას და გარკვეული პერიოდი ჩატარების შემდგომ.

დენტალური იმპლანტაციის შედარებითი უკუჩვენებები:

  • პაროდონტიტი (მწვავე და ქვემწვავე ფორმები);
  • პათოლოგიური თანკბილვა და კბილების მომატებული ცვეთა;
  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯობესების არანაირი ნიშანწყალი.
  • სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბებზე;
  • სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტების არსებობა (კირშნერის სპიცები, მინიფირფიტები, ლითონის ნაკერები, ხელოვნური სახსრები, გულის სარქველი, კარდიოსტიმულატორი და სხვა);
  • საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები;
  • ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭერა ან კრაჭუნი, განსაკუთრებით ძილში);
  • ყბის ძვლების ანატომიური თავისებურებები, რაც გამორიცხავს იმპლანტის მოთავსებას (ძვლის ატროფია, რეტენირებული კბილები, წიაღები და სხვა), რაც მოითხოვს წინამდებარე ძვლის აღდგენად ოპერაციებს.
  • დროებით უკუჩვენებად გვევლინება ფეხმძიმობა და ლაქტაცია.

იმპლანტაციის სოციალური უკუჩვენებები

  • საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარი მიდგომა, ნიკოტინი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, არარეგულარული კვება, დიდი რაოდენობით ყავის მიღება.
  • პროფესიული საქმიანობის თავისებურებები – მძიმე ფიზიკური დატვირთვები, სპორტის ექსტრემალური და ტრავმული სახეები.

Read Full Post »

სიახლე ესთეტიკური სტომატოლოგიის ბაზარზე. პოლიმერისგან დამზადებული კბილთა რკალის პროთეზი, რომელიც ფიქსირდება ბუნებრივ კბილებზე და ფარავს არსებულ დეფექტებს და ნაკლოვანებებს. კბილების დამუშავება და დაქლიბვა საჭირო არაა – ახალი კბილები მზადდება ლაბორატორიაში ანაბეჭდის და ფოტოების მიხედვით. ხოლო მათი მოთავსება სათვალის გაკეთებაზე იოლია.

Snap-On Smile – ასე უწოდეს აშშ ახალ გამოგონებას. აღნიშნული სიახლე ამერიკულ სტილშია: „სწრაფი გადაწყვეტილება“, მათთვის ვისაც კბილების მისახედად, არა აქვთ საკმარისი დრო და ფინანსური შესაძლებლობები. მართლაც ეს შესანიშნავი გამოსავალია, თუკი ხვალ მეგობრის ქორწილი, რაიმე დღესასწაული ან ფოტოსესიაა, სადაც აუცილებლად მოგიწევთ გაღიმება, ხოლო არსებული დეფექტებით არც ისე ლამაზად გამოხვალთ.

მიუხედავად Snap-On Smile-ს უპირატესობებისა, იგი ვერ შეცვლის კბილების სრულყოფილ პროთეზირებას.

სიახლის დანიშნულება არც მეტი, არც ნაკლები სრულყოფილი ღიმილის დროებითი იმიტაციაა, რასაც იგი თავისუფლად უმკლავდება.

მე ჩემის მხრივ ამ გამოგონებას სათადარიგო საბურავს შევადარებდი, რომელიც უცხოური წარმოების მანქანებს მოჰყვება, იგი მცირე ზომისაა და განსაზღვრულია გარკვეული მანძილის გასავლელად.

Read Full Post »