Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ძუძუთ კვება’

სტომატოლოგთან წასვლა ბევრ დედას აშინებს. მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ აუტანელია კბილის ტკივილი, მაინც ცდილობენ როგორმე გადადონ სტომატოლოგთან ვიზიტი, იმის შიშით, რომ საჭირო ანესთეზია მავნე არ გამოდგეს ბავშვისათვის.

მაგრამ ტკივილისაგან თავის დატანჯვა დამეთანხმებით გამოსავალი ნამდვილად არაა. ნებისმიერი სტომატოლოგი გეტყვით, რომ კბილი უნდა იმკურნალოთ გაფუჭებისთანავე, რადგან დაზიანებული კბილი – ანთების კერაა. აღნიშნულმა ინფექციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვზე, გამოიწვიოს კუჭის-ნაწლავის აშლილობა, დიათეზი, იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა გართულებები.

ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია კბილების მკურნალობა, დაბჟენა და ამოღებაც კი.  მაგრამ წინასწარ გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი, რომ მეძუძური დედა ბრძანდებით, შესაბამისად ექიმი შეგირჩევთ ლაქტაციასთან შესაბამის ანესთეტიკს. დაახლოებით 3-6 საათში პრეპარატი გამოდის ორგანიზმიდან. ექიმთან წასვლის წინ აჭამეთ თქვენს პატარას, კლინიკიდან დაბრუნებულმა კი გამოწველეთ ერთი პორცია და გადაღვარეთ. მაქსიმუმ რასაც იგრძნობს თქვენი პირმშო ეს რძის მომწარო გემო იქნება.

დედებს ასევე აწუხებთ რენტგენის გადაღების საკითხი, შესაძლოა თუ არა მისი გამოყენება ლაქტაციის დროს. თანამედროვე სტომატოლოგიური რენტგენის აპარატების გამოსხივება ძალზედ მცირეა, იგი ვერ ატანს ტყვიის წინსაფრის ქვეშ (რასაც აუცილებლად გაგიკეთებენ კლინიკაში), ამიტომ რენტგენი არანაირად არ იმოქმედებს რძეზე.

იმპლანტაციის გაკეთება კი იკრძალება ძუძუთი კვების დროს. ხოლო თუკი გადაწყვიტეთ აღნიშნულ პერიოდში კბილების გა
სწორება და თვითლიგირებადი ბრეკეტების ჩასმა (დედების უმრავლესობა დეკრეტს ამისათვის „შესაბამის დროდ“ მიიჩნევს), კონსულტაცია გაიარეთ გამოცდილ სპეციალისტთან.

თუკი არ აღმოგაჩნდათ კლინიკაში წასვლის დრო, ძლიერი კბილის ტკივილისას შესაძლოა ერთჯერადად გამოიყენოთ პარაცეტამოლის ჯგუფის ტკვილგამაყუჩებელი. იგი

უარყოფითად არ აისახება რძის ხარისხზე. თუკი გეშინიათ წამლების, ისარგებლეთ ეთერ-ზეთებზე (შემადგენლობაში შედის ქაფური, კატაბალახა და მენთოლი) დამზადებული კბილის წვეთებით. დააწვეთეთ ბამბის ფილთაზე და მიიდეთ მტკივან კბილზე. ასევე დაგიამებთ ცხელი სავლებები. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, მათ მხოლოდ ტკივილის დაწყნარება შეუძლიათ, ხოლო გამომწვევი მიზეზი კი კვლავ რჩება. ამიტომ ანდეთ თქვენი შვილი ბებიას ან მეუღლეს და ჩაეწერეთ ჩვენთან კონსულტაციაზე 2-10-30-64

Read Full Post »