Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჩიყვი’

ფარისებრი ჯირკვალიდღეისათვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადება – იოდის ნაკლებობა (იოდდეფიციტი). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით იოდის ნაკლებობას განიცდის 1,5 მილიარდი ადამიანი მსოფლიოს 153 ქვეყანაში, მათგან 600 მილიონს გადიდებული აქვს ფარისებრი ჯირკვალი. საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მთათუშეთში, სვანეთში, მაღალმთიანი აჭარაში, ზემო იმერეთში და კახეთის მთიანეთში. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ძირითად რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ფეხმძიმე და მეძუძური დედები, აგრეთვე 3 წლამდე ბავშვები. იოდდეფიციტის ლიკვიდაცია გაეროს ჯანდაცვის დარგში ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იოდი ადამიანის ორგანიზმში

იოდი ადამიანის ორგანიზმში –  პირველადი მნიშვნელობის ნივთიერებაა. ამ ელემენტზეა უამრავი რამ არის დამოკიდებული: ხასიათიდან და კარგი ძილიდან დაწყებული ჯანმრთელი ორსულობიდან დაბადებამდე დამთავრებული. ინტელექტის მონაცემები პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში იოდის არსებობასთან. გაეროს მონაცემებით იოდის ნაკლებობა 43 მილიონი ადამიანის გონებრივი გამორჩენილობის მიზეზია. კიდევ 100 ათას ბავშვს ამ მიზეზით აღენიშნება თანდაყოლილი კრეტინიზმი. მწვავე იოდდეფიციტის მქონე რეგიონებში ბავშვების ინტელექტის მაჩვენებელი 20% ჩამორჩება სხვა რეგიონებს. ხანდახან იმასაც ამბობენ, რომ იოდდეფიციტის საშიშროება იმდენად დიდია, რომ ქმნის “ერის ინტელექტისათვის” საფრთხეს.

ორგანიზმში იოდი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში. ადამიანის ცხოვრების შუა პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის მასა წარმოადგენს სულ რაღაც 20-30 გრამს, მაგრამ მისი მნიშვნელობა ძალზედ დიდია. ენდოკრინოლოგები ხუმრობენ კიდეც, რომ თუკი თავკომბალას ამოვაჭრით ფარისებრს იგი ვერასოდეს ვერ გადაიქცევა ბაყაყადო. იგივე ეხებათ ადამიანებს. თუკი ახალშობილების ფარისებრი ჯირკვალი არ მიიღებს სათანადო რაოდენობით იოდს იგი ვერ შესძლებს განვითარებას. ფარისებრ ჯირკვალში ხდება თირეოიდული ჰორმონების სინთეზი, მათ უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე ცხოვრების დირიჟირებსაც ეძახიან.  ჩვენს ორგანიზმში არ არის ორგანო ან სისტემა, რომელიც არ საჭიროებს თირეოიდულ ჰორმონებს. მათი წარმოქმნისათვის აუცილებელია ამინომჟავეები, თიროზინი და იოდი. თირეოიდული ჰორმონები განაგებენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების საჭირო რაოდენობას, არეგულირებენ ნერვული, შარდ-სასქესო სისტემები მუშაობას, ტვინის ფუნქციონირებას, აგრეთვე მთლიანი ორგანიზმის ზრდა-განვითარებას.

ფეხმძიმობაორგანიზმში იოდის ნაკლებობა: სიმპტომები

როგორ დავადგინოთ ორგანიზმში იოდის ნაკლებობა? იოდდეფიციტური დაავადების გამოვლინება იმდენად მრავალმხრივია, რომ სიმპტომებიც ძალზედ მრავალფეროვანია.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია

  • უმადობა
  • სწრაფი დაღლა, ცუდი განწყობა
  • თმისცვენა, კანის სიმშრალე, კბილების დაშლა
  • სმენის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, ხშირი თავის ტკივილები
  • დაქვეითებული იმუნიტეტი, ხშირი გაციებები და ინფექციური დაავადებები
  • ტკივილი გულის არეში, ქოშინი.

საკუთარი ფუნქციების დარღვევის და ორგანიზმში იოდის ნაკლებობის შედეგად ფარისებრი ჯირკვალი იზრდება. მაგრამ იოდდეფიციტით განვითარებული ჰორმონალურ დარღვევებს არ ახასითებს უმალ გამოვლენა, ამიტომაც მიიღო მან ასეთი სახელწოდება “ფარული შიმშილი”. იოდის, როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების “საშენი მასალის” გამუდმებული ნაკლებობა იწვევს ჰიპოთირეოზის განვითარებას (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება).

იოდდეფიციტის პროფილაქტიკა

იოდდეფიციტიყველა ადამიანმა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში უნდა მიიღოს მისთვის საჭირო იოდის რაოდენობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით იოდის დღიური ნორმებია:

  • 90 მკგ (მიკროგრამი) – ბავშვები დაბადებიდან 5 წლამდე
  • 120 მკგ – ბავშვები 5 დან 12 წლამდე
  • 150 მკგ – მოზარდები (12 დან) და ზრდასრულები
  • 250 მკგ – ფეხმძიმე და მეძუძური დედები

აგრეთვე დამტკიცებულია, რომ ქლორირებული წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ახდენს ფარისებრი ჯირკვლიდან იოდის “გამოძევებას”, ამიტომ ასეთი წყლის მიღება საჭიროებს საკვებში იოდის დამატებას.

რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მიიღეთ იოდშემცველი პროდუქტები.

  • თევზი (კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა) და ზღვის პროდუქტები, თევზის ქონი;
  • რძის პროდუქტები;
  • ბურღულეული (წიწიბურას, ფეტვი)
  • ზღვის კომბოსტო;
  • თაფლი, ლიმონი, ნიგოზი;
  • იოდიზირებული მარილი.

Read Full Post »