Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შეკითხვა’

  • main-qimg-636d98e4582b2a40536831326d179bb6პირველი და გაყიდვების ლიდერი შეკითხვა : “თქვენ კარგი მასალები გაქვთ?“. შეკითხვა რომელსაც ხშირად სვამენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიარას და მოდი შევივლის ვარიანტში შეიხედეს კლინიკაში. პასუხია: “რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი”, ამის შემდეგ როგორც წესი მცირე ხნით “დაეკიდება” ხოლმე პროგრამა. ძვირფასო მომხმარებელო, პაციენტო რა პასუხის მოსმენა გსურთ??? თუკი ადამიანი მუშაობს ხარისხიანი მასალით ეს ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, ხოლო თუ არ მუშაობს რაღა თქმა უნდა ის არასოდეს არ გამოგიტყდებათ ამაში.
  • საპატიო მეორე ადგილს იკავებს შეკითხვა : “თქვენ ჩვეულებრივი ბჟენები გაქვთ?“. აქ პროგრამის “ჩამოკიდებას” იწვევს შემხვედრი კითხვა: “ეგ როგორია?” თუმცა მინდა გამოგიტყდეთ რომ ძლივს ვიკავებ სხვა პასუხის გაცემისაგან: “არა, რას ბრძანებთ არაჩვეულებრივი, ცოცხალია და თან ლაპარაკობს”. ახსნან თუ რას გულისხმობდნენ ჩვეულებრივში ძირითადად ხდება შემდეგი უნივერსალური სიტყვებით: “ნუუუუ”, “აიიი” და ა.შ. იშვიათად ზოგი იხსენებს ცემენტს. ჩემო ძვირფასებო “ჩვეულებრივი” ბჟენები არ არსებობს, როგორც არ არსებობს ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები, გამათეთრებლები და სხვა სისულეები რასაც აჩვენებენ რეკლამებში. ეს უბრალო გამოთქმაა, რადგან თუკი მწარმოებელი იტყვის რომ ფხვნილი A უკეთესია ვიდრე B მას სასამართლოში უჩივლებენ.

277292306მაშ რა შეკითხვა უნდა დავსვათ ამ ორის მაგივრად? თუკი ექიმთან პირველად მოხვდით პირდაპირ კარებში მასალებზე საუბარს აზრი არ აქვს. თავდაპირველად გაიარეთ პირველადი დათვალიერება, კონსულტაცია. ხოლო შემდგომ დაინტერესდით ექიმის აზრით დაახლოებით რამდენ ხანს გაძლებს თქვენი კბილი მკურნალობის შემდეგ. რა თქმა უნდა ზუსტ ვადებს ვერავინ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შეგექმნებათ წარმოდგენა კბილის და ჩასატარებელი მკურნალობის საიმედოობაზე.

  • მესამე ადგილი “ხიდი რომელიც ყურიდან ყურამდე მქონდა ორ კბილზე დაფიქსირებული გაძლო ამდენ ხანს, და თქვენ რატომ ვერ მიკეთებთ იგივეს თავიდან? ან ბჟენი ამ კბილზე მქონდა წლები, თქვენ კი მეუბნებით რომ კბილი ამოსაღებია?

რატო? იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ომის მონაწილეები დადიან ნამსხვრევებით და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ძველი დამპალი ღობე წლებია დგას და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ყველანაირი წესების დარღვევით აშენებული სახლები დგას და არაფერი. იმიტომ რომ ბანქო დაჯდა ასე და გაგიმართლათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასე უნდა იყოს. შემდგომში 100 დან 99 არ გაგიმართლებთ და მე საერთოდ არ მინდა ცდები, რომ ვატარო. არ გაგიმართლებთ თქვენ და პასუხი უნდა ვაგო მე. რატო?

მეოთხე არასაპრიზო ადგილი. კითხვა კარის ზღურბლზე “დაშენება მინდა და აკეთებთ?

საქმე იმაშია, რომ სიტყვა “დაშენება” როგორც ჩანს შემოღებულია საქმეში არც თუ ისე ჩახედული პირების მიერ. რადგან იგი შესაძლოა გულისხმობდეს ნებისმიერ რამეს და თავად საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს. დაახლოებით იგივე იქნება მშენებელს რომ კითხოთ “თქვენ აშენებთ სახლებს?” ვაშენებთ მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ? ერთსართულიანს, ორსართულიანს, სამსართულიანს? ხის, აგურის, ქვის? ფასადი თეთრი, წითელი მწვანე? აივნები გინდათ? ტერასა? და კიდევ მილიონი კითხვა.

implant-consultation-y250რისი გაკეთება გსურთ? ბჟენი, ჩანართი, ვინირი, გვირგვინი თუ ხიდი? ნებისმიერი ზემოთ ხსენებულით შესაძლებელია კბილის დაშენება, ამასთან თითოეულის ფასი რადიკალურად განსხვავდება და სამუშაოს შესრულებასაც სჭირდება განსხვავებული დრო. ა არ იცოდით? მაშინ რისთვის იყენებთ ტერმინს რაც არ იცით? და როტომ იწვევს ეს შეკითხვა ასეთ ემოციებს? რადგან თავდაპირველად არც იცი რა უპასუხო. პასუხები შესაძლოა დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყოს ხოლო კონკრეტული პასუხისთვის უნდა ინახოს მაინც თუ რა არის დასაშენებელი.

საერთოდ რაიმეზე კონტრეტულად საუბარი შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ. მოისმინეთ ყველაფერი რასაც ექიმი გთავაზობთ და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვები თქვენთვის გაუგებარ თემებზე. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ფულს რაც მთავარია.

საფუძვლიანი პირველადი კონსულტაციის შემდეგ თქვენთვის ნათელი უნდა იყოს უმეტესობა ახსნილისა თუ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში.

Read Full Post »