Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ყვავილოვანი კომბოსტო’

ყვავილოვანი კომბოსტო

ყველის წვნიანი

მომზადების დრო 10 წუთი  ხარშვის დრო 25 წუთი

ინგრედიენტები

100 გრ გახეხილი ჩედარის ყველი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 დიდი ხახვი, გათლილი და დაჭრილი

1 დიდი ყვავილოვანი კომბოსტო; დააქუცმაცეთ ყვავილებად

1.2. ლიტრი ბოსტნეულის ან ქათმის ნახარში

1 სუფრისკოვზი დაჭრილი ოხრახუში

ცალკე დაჭრილი ყველი თავზე მოსაყრელად

მომზადების მეთოდი

გამოიყენეთ ღრმა ქვაბი, მოშუშეთ ხახვი ზეითუნის ზეთში დარბილებამდე, მაგრამ არა გაყავისფრებამდე. მოათავსეთ ყვავილოვანი კომბოსტო ქვაბში და აადუღეთ.

ადუღეთ 15-20 წუთი, ან სანამ ყვავილოვანი კომბოსტო დარბილდება.

აურიეთ გახეხილი ყველი და პიურის ნაერთი შეკმაზეთ გემოვნებით, დაუმატეთ დაჭრილი  ოხრახრუში  და გახეხილი ყველი

 

ბარდა & ლორის წვნიანი

მომზადების დრო 10 წუთი  ხარშვის დრო 30 წუთი

4 პერსონაზე

ინფორმაცია საკვებზე თითო პორცია სეიცავს 105 კალორიას; 2 გრამ ცხიმს

ინგრედიენტები

1 სტაფილო, დაჭრილი

1 ხახვი, დაჭრილი

1/2 პრასი, დაჭრილი

1.5 ლიტრი ბოსტნეულის ნახარში

200გრ გაყინული ბარდა

200 გრ შემწვარი დაწრილი ლორი (ან ბოსტნეული)

მარილი და ახალდაფქვილი შავი პილპილი

ახალი ოხრახუში, დაჭრილი

მომზადების მეთოდი

შეწვით სტაფილო, ხახვი, პრასი და დაფნის ფურცლები ბოსტნეულის ნახარშში სანამ ბოსტნეული არ დარბილდება, დაუმატეთ ბარდა და აადუღეთ. მოაშორეთ ცეცხლს აურიეთ ბლენდერში ბოლომდე გათქვეფამდე.  თავიდან გააცხელეთ დაუმატეთ ლორი შეკაზმეთ გემოვნებით.

Read Full Post »