Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ღრძილები’

შვეციაში, კაროლინის ინსტიტუტში ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრობლემური ღრძილების მქონე ქალბატონები 11-ჯერ უფრო მიდრეკილი არიან სარძევე ჯირკვლის კიბოსადმი. კვლევები ჩატარდა 3000 ადამიანის მონაწილეობით.

კბილის ნადების ბაქტერიები ძირითადად იწვევენ ღრძილების ანთებას. ღრძილების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, კბილები იწყებენ მორყევას. მკურნალობის დაგვიანებას, შესაძლოა მოყვეს კბილების დაკარგვა. სტატისტიკური მონაცემებით კბილების დაკარგვას უფრო ხშირად იწვევს პაროდონტოზი ვიდრე კარიესი.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პირის ღრუს ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც. პირის ღრუდან ბაქტერიებს შეუძლიათ სისხლში მოხვედრა, შედეგად უარყოფითად მოქმედებს გულზე, ორმაგდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკი. ანთებადი ღრძილების მქონე ადამიანები იმყოფებიან ინსტულტის, ბრონქიტის რისკ-ჯგუფში. ხოლო ფეხმძიმე ქალბატონები 7-ჯერ უფრო ხშირად ბადებენ დღენაკლულ ბავშვებს სუსტი წონით.

ღრძილების დაავადება იწყება უმტკივნეულოდ. იყავით ყურადღებით ისეთ სიმპტომების მიმართ, როგორიცაა: ღრძილების გაწითლება, ანთება, შესიება, სისხლდენა, უსიამოვნო გემო და სუნი პირის ღრუში. ჩვენი რჩევაა დროულად დაიწყოთ მკურნალობა, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს აღმოჩენის შემთხვევაში.

ღრძილების ანთების პროფილაქტიკის და მკურნალობის საუკეთესო  საშუალება – ნადების საფუძვლიანი მოშორებაა. კბილების წმენდა დღეში ორჯერ მინიმუმ 3 წუთი. აუცილებელია კბილთაშუა სივრცეების გაწმენდა ფლოსებით და კბილთაშუა ჯაგრულებით, რადგან სწორედ ამ ადგილებში იწყება ღრძილების ანთება. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები (წელიწადში ორჯერ) დაგეხმარებათ დაავადების ადრეული სტადიის აღმოჩენაზე.

Read Full Post »