Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ღრძილების ანთება’

ღრძილების მკურნალობით შესაძლოა განიკურნოთ სახსრების ტკივილისაგან – ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერების ჯგუფი კეისის დასავლეთ სარეზერვო უნივერსიტეტიდან (Case Western Reserve University) და კლივლენდის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ექიმი ალი ასკარის (Ali Askari) და ნაბილ ბისადის (Nabil Bissada) მეთაურობით 40 ავადმყოფის გამოკვლევის შემდეგ. აღნიშნულ პაციენტებს ერთდროულად ჰქონდათ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა და პაროდონტიტის საშუალო და მძიმე ფორმა.

კვლევების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაროდონტიტის წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტებს აღენიშნებოდან ართრიტისაგან საგრძნობი გაუმჯობესება: მცირდებოდა შეშუპება, პაციენტები ხდებოდნენ უფრო მოძრავი, რაც მთავარია – სახსრები იწვევდნენ ნაკლებ ტკივილს.

როგორც ცნობილია, რევმატოიდული ართრიტი – არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრის სინოვიალური (შიგნითა) გარსის ანთებით და ძვლის, ხრტილის, მყესების დაზიანებით. ითვლება, რომ დაავადებას საფუძვლად უდევს იმუნური ანთება, მაგრამ დაავადების განვითარების მიზეზი დღემდე უცნობია და სამწუხაროდ რევმატოიდული ართრიტისაგან სრული განკურნება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ნაბილ ბისადის აზრით პაროდონტიტს და რევმატოიდულ ართრიტს ბევრი საერთო აქვთ. ანთება, რომელიც ახლავს ამ ორივე დაავადებას აზიანებს, როგორც რბილ ასევე მაგარ ქსოვილებს. დროთა განმავლობაში განიცდის პროგრესირებას და იწვევს ბაქტერიული ინფექციის ტოქსინები.

ანთებადი უბნების ერთ-ერთი ტოქსინია სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა (tumor necrosis factor-alpha – TNF-α), იგი წარმოადგენს სისხლში ანთებადი პროცესის მარკერს. მოძრაობს რა სისხლძარღვოვან სისტემაში მას შეუძლია არსებული ანთებების გამწვავება, ან ახალი კერების პროვოცირება მათ შორის სინოვიალურ სითხეში და სასახსრე ჩანთაში.

კვლევების დროს პაციენტები დაყვეს ოთხ ჯგუფად, თითოში 10 კაცი. პირველი ორი ჯგუფი იღებდა უახლეს პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავდნენ TNF-α ტოქსინის გამომუშავებას, მაგრამ არ უტარდებოდათ პაროდონტოლოგიური მკურნალობა. ხოლო დანარჩენ ორ ჯგუფს ჩაუტარდათ მხოლოდ სტანდარტული (არაქირურგიული) პაროდონტიტის მკურნალობა, TNF-α ტოქსინის ბლოკატორის გარეშე.

ჯგუფები, რომელთაც ჩაუტარდათ პაროდონტიტის სამკურნალოდ სტომატოლოგიურ დახმარება და არ მიიღეს TNF-α ტოქსინის საწინააღმდეგო მკურნალობა აღენიშნათ მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ასევე რევმატოიდული ართრიტის რემისიის დასაწყისი. ხოლო ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ტოქსინის საწინააღმდეგო პრეპარატებს შედეგები იყო კიდევ უფრო უკეთესი.

“ჩვენთვის საინტერესო იყო დაკვირვება, ინფექციის და ღრძილების ანთების მოშორების შემდეგ თუ როდის აღენიშნებოდათ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება მძიმე ფორმის რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს დროულად უნდა ჩაუტარდეთ ღრძილების მკურნალობა. საინტერესოა ამ მიმართულებით ჩატარებული ბოლო კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ღრძილები ანთების როლს და კავშირს ნაადრევ მშობიარობასთან, პროსტატიტთან, გულის დაავადებებთან და შაქრიან დიაბეტთან” – აღნიშნა  პაროდონტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ნაბილ ბისედმა.

ჩვენ კი შეგვიძლია დავამატოთ, რომ ამერიკელი მეცნიერების კვლევები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი ორგანიზმი – ერთი მთლიანია, ხოლო დროული და სწორი პირის ღრუს ჰიგიენა  აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

 

 

 

Advertisements

Read Full Post »

“კარიესის პროფილაქტიკისათვის ზღვის წყალმცენარეებს უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ვიდრე კბილის პასტებს” – ამტკიცებენ ნიუ-კასლის უნივერსიტეტის მეცნიერები(Newcastle University), რომლებიც აწარმოებენ ახალ პრეპარატს კბილების, ღრძილების და კბილის პროთეზების დასაცავად მავნე მიკრობებისაგან.

პრეპარატის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ფერმენტი, რომელიც ზღვის წყალმცენარეების ზედაპირზე არსებული ბაქტერიის Bacillus Licheniformis არის მიღებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეცნიერები დიდი ხანია დაინტერესდნენ ამ ბაქტერიის გამოყენებით საზღვაო ხომალდების წყალქვეშა ზედაპირზე ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედებით და სულ ახლახანს დაინტერესდნენ მისი გამოყენებით მედიცინაში.

“საქმე იმაშია, რომ”, – საუბრობს ნიუკასლის სტომატოლოგიური სკოლის ექიმი ნიკოლას იაკუბოვიკსი, – “კბილებზე არსებული ნადები – თხელი ბიოგარსია, რომელიც შედგება კარიესოგენული მიკრობების და ბაქტერიებისაგან, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან, აგრეთვე საკვებში შემავალი ნახშირწყლებისგან. ამ გარსში არსებული მიკრობები საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, თანდათან ავსებენ რა კბილებზე და ღრძილის გარშემო არსებულ თავისუფალ სივრცეს. ქმნიან რა თავისებურ დამცავ ბარიერს. აღნიშნული ბარიერი იცავს კბილის ჯაგრისის, კბილის პასტის სავლებების და თქვენ წარმოიდგინეთ ანტიბიოტიკებისგანაც.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პროფესორ გრანტ ბერჯერის მეთაურობით ზღვის ბაქტერიების Bacillus Licheniformis დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ მოძრაობის დროს Bacillus Licheniformis გამოყოფს სპეციალურ ფერმენტს, რომელიც მთლიანად შლის ბიოგარსს მავნე ბაქტერიებიანად.

პროფესორმა ბერჯესმა აღნიშნა: “ეს სასწაული მოვლენაა, ზღვის ფერმენტს შეუძლია გაანადგუროს კარიესის გამომწვევი მიკრობები, ნებისმიერ მათ შორის ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. მეტიც ფერმენტს შეუძლია თავად ნადების წარმოქმნას შეუშალოს ხელი.  და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია”.

“როდესაც ჩვენ დავიწყეთ ზღვის ბაქტერიის შესაძლებლობების შესწავლა, ჩვენ კონცენტრირებული ვიყავით საზღვაო ხომალდებზე, ძალიან მალე მივხვდით, რომ ზღვის ბაქტერიის Bacillus Licheniformis ფერმენტის გამოყენება შესაძლოა უფრო ფართო მაშტაბებით. თუკი შევიტანთ მას კბილის პასტის შემადგენლობაში, შესაძლებელს გავხდით თავიდან ავიცილოთ კბილის ნადების წარმოქმნა, კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარება. ქირურგიაში ფერმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი იმპლანტების მოთავსებისას, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსარი და ხმოვანი სარქველი”, – აღნიშნა პროფესორმა.

ინგლისელი მეცნიერების შემდგომი ნაბიჯი იქნება უნიკალური ფერმენტის კლინიკური კვლევები და ახალი პრეპარატის წარმოებაში გაშვების ორგანიზება.

სტომატოლოგიური კლინიკა “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” მუდამ სიახლეების ძიებაშია. ჩვენს ბლოგზე საშუალება გაქვთ პირველებმა შეიტყოთ სტომატოლოგიაში არსებული სიახლეები. გისურვებთ ჯანმრთელ ღიმილს.

 

 

 

Read Full Post »

მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი კარგავს კბილებს. მაგრამ არსებობს პერიოდები, როდესაც კბილებს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ესაჭიროებათ.

ცხოვრების პირველი დღეები,  როგორც წესი ძირითადი პრობლემა კარიესია.

მისი მიზეზი ბავშვის კვების თავისებურებებია. არსებობს ასეთი ტერმინი – „ბოთლის კარიესი“.  იგი უჩნდებათ ბავშვებს, რომლებიც მიჩვეული

არიან ტკბილი ჩაით სავსე ბოთლით დაძინებას. მშობლები ცდილობენ, რომ არ მისცენ ბავშვებს ტკბილეული, მაგრამ არსებობს შაქრის სხვა წყაროებიც – მათ შორის უამრავი პროდუქტია, რომელიც შესაძლოა მიიღოს ბავშვმა ცხოვრების პირველ წლებში. ამიტომ ექიმი-სტომატოლოგები ურჩევენ მშობლებს დიდი ხნით არ მისცენ ბოთლი, მით უმეტეს არ დააძინონ ბოთლით.

მიუხედავად იმისა, რომ კბილები სარძევეა და გამოსაცვლელი, მათი მკურნალობა აუცილებელია. თქვენ წარმოიდგინეთ სარძევე კბილებიც უნდა გაიხეხოთ! 2 წლიდან უნდა ასწავლოთ ბავშვს კბილების ხეხვა, მანამდე კი თქვენ უნდა გაუწმინდოთ.

მოზარდ ასაკში ძირითადი პრობლემა იგივეა – კარიესი, აგრეთვე კბილების დემინერალიზაცია. საქმე იმაშია, რომ ბავშვის ორგანიზმი სწრაფად იზრდება, მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები. ამასთან აღნიშნულ ასაკში ჭამენ ბევრ რბილ და ტკბილს საკვებს, ხოლო კბილების მოვლა ან ეზარებათ ან არ იციან.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუციელებელია ყოველი საკვების მიღების შემდეგ კბილების გამოხეხვა (არა მარტო ჯაგრისით არამედ კბილის ძაფითაც). ტკბილი საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუს გამოვლება, სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია კარიესის აღმოჩენა საწყის სტადიაზე და შესაბამისი ზომების მიღება.


ფეხმძიმობისას
 არსებობს კარიესის და კბილების დემინერალიზაციის განვითარების საშიშროება. მიზეზი: დედის ორგანიზმი აწვდის ბავშვს მინერალებს, პირის ღრუში იცვლება მჟავე-ტუტოვანი ბალანსი, აღინიშნება ძლიერი ჰორმონალური ცვლილებები.

არსებობს აზრი, რომ ორსულობისას დედა მინიმუმ ერთ კბილს კარგავს, მაგრამ დედის სტომატოლოგიურმა პრობლემებმა შესაძლოა ბავშვის კბილები გააფუჭოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ მომავალმა დედამ ჩასახვამდე მოაგვაროს ყველა სტომატოლოგიური პრობლემა, ხოლო ფეხმძიმობისას კი რეგულარულად ჩაიტაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ასაკთან ერთად პრობლემებიც მატულობს: ჩნდება ყელის კარიესი, ღრძილების ანთება, კბილების დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა.

აღნიშნული პრობლემების მიზეზი ღრძილებია. პაროდონტოზი თანმხლები ისეთი დაავადებები, რომლებიც ახალგაზრდებში არ გვხვდება მაგ.: ფესვის კარიესი. დაავადებების ბუკეტი, რომელიც თან ახლავს ასაკს უამრავი მედიკამეტის მიღებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ ნერწყვის გამოყოფაზე მოქმედებს უარყოფითად. პირის ღრუს სიმშრალე კი კარიესის განვითარების რისკს ერთი ორად ზრდის. სიტუაციას აუარესებს ის ფაქტიც, რომ ასაკოვანი პაციენტები ორგანიზმის მოთხოვნთებთან შედარებით ნაკლებ სითხეს იღებენ.

ასაკოვან პაციენტებს ურჩევთ იხმარონ მგრძნობელობის საწინააღმდეგო პასტები. თუკი სამკურნალო პრეპარატები იწვევენ პირის ღრუს სიმშრალეს აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. აღნიშნულ ასაკში თითქმის ყველას ააქვს, ხელოვნური კბილები ან მოსახსნელი პროთეზები, მიუხედავად იმისა გიქმნით თუ არა დარჩენილი კბილები პრობლემებს, აუციელებელია სტომატოლოგის კონსულტაციები მინიმუმ წელიწადში ერთხელ, სასურველია 6 თვეში ერხელ.

Read Full Post »

შვეციაში, კაროლინის ინსტიტუტში ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრობლემური ღრძილების მქონე ქალბატონები 11-ჯერ უფრო მიდრეკილი არიან სარძევე ჯირკვლის კიბოსადმი. კვლევები ჩატარდა 3000 ადამიანის მონაწილეობით.

კბილის ნადების ბაქტერიები ძირითადად იწვევენ ღრძილების ანთებას. ღრძილების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, კბილები იწყებენ მორყევას. მკურნალობის დაგვიანებას, შესაძლოა მოყვეს კბილების დაკარგვა. სტატისტიკური მონაცემებით კბილების დაკარგვას უფრო ხშირად იწვევს პაროდონტოზი ვიდრე კარიესი.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პირის ღრუს ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც. პირის ღრუდან ბაქტერიებს შეუძლიათ სისხლში მოხვედრა, შედეგად უარყოფითად მოქმედებს გულზე, ორმაგდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკი. ანთებადი ღრძილების მქონე ადამიანები იმყოფებიან ინსტულტის, ბრონქიტის რისკ-ჯგუფში. ხოლო ფეხმძიმე ქალბატონები 7-ჯერ უფრო ხშირად ბადებენ დღენაკლულ ბავშვებს სუსტი წონით.

ღრძილების დაავადება იწყება უმტკივნეულოდ. იყავით ყურადღებით ისეთ სიმპტომების მიმართ, როგორიცაა: ღრძილების გაწითლება, ანთება, შესიება, სისხლდენა, უსიამოვნო გემო და სუნი პირის ღრუში. ჩვენი რჩევაა დროულად დაიწყოთ მკურნალობა, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს აღმოჩენის შემთხვევაში.

ღრძილების ანთების პროფილაქტიკის და მკურნალობის საუკეთესო  საშუალება – ნადების საფუძვლიანი მოშორებაა. კბილების წმენდა დღეში ორჯერ მინიმუმ 3 წუთი. აუცილებელია კბილთაშუა სივრცეების გაწმენდა ფლოსებით და კბილთაშუა ჯაგრულებით, რადგან სწორედ ამ ადგილებში იწყება ღრძილების ანთება. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები (წელიწადში ორჯერ) დაგეხმარებათ დაავადების ადრეული სტადიის აღმოჩენაზე.

Read Full Post »