Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ღიმილი’

queen_1300my776

წიგნის “ღიმილის რევოლუცია” ავტორი კოლინ ჯონსი ყვება თუ რატომ ჰქონდათ მსოფლიოს მბრძანებლებს დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული  ღიმილი.

წელს მსოფლიოში ცნობილმა ფოტოგრაფმა დევიდ ბეილიმ დედოფალი ელიზაბეტ II 88 წლის იუბილეს საპატივცემულოდ მსოფლიოს წარუდგინა თავისებურად უნიკალური ფოტოპორტრეტი – სურათზე დიდი ბრიტანეთის დედოფალი  ელიზაბეტ II  ფართო ღიმილით.

დიდი ხნის მანძილზე მონარქები ითვლებოდნენ დედამიწაზე აბსოლუტური ძალაუფლების განსახიერებად და საზოგადოებაში არ ჰქონდათ უფლება ზედმეტად გამოეხატათ ემოციები, მათ შორის – ღიმილი. ევროპულ კულტურაში ღია ღიმილი ასოცირდებოდა სისულელესთან, მიუთითებდა ადამიანის დაბალ წარმომავლობას და ჭკუიდან შეშლილობის ნიშანიც კი იყო. არც ერთი თავმოყვარე ადამიანი მით უმეტეს მეფე, იმპერატორი არ დართავდა ნებას საკუთარი თავის ღიმილიანი პორტრეტის შესასრულებლად.

b57059737e21ფრანგი მხატვარი მარი ელიზაბეტ ლუიზა ვიჟე-ლებრენი გახდა პირველი ვინც დაარღვია ეს დაუწერელი კანონი. მომღიმარი მხატვრის ავტოპორტრეტი 1787 წელს გამოჩნდა პარიზის ერთ-ერთ სალონში. ლამაზი ქალბატონის თავაზიანმა და ამავდროულად ქათქათა ღიმილმა მოხიბლა პარიზული საზოგადების ელიტარული ნაწილი  და პრაქტიკულად პირველად დააფიქრა კბილების ჯანმრთელობაზე და გარეგნობაზე. ვერსალში რა თქმა უნდა არ გაამართლეს მხატვრის ეს ვულგარული ხერხი, მაშინ როდესაც ხელოვანთა საზოგადოებამ სიხარულით გადაიღო ქალბატონი ელიზაბეტის იდეა. მის მიმდევრებში მოიაზრებიან ჟაკ-ლუი დავიდი, ჟან ოგიუსტ დომენიკ ენგრი და ფრანსუა ჟერარი. თუმცა პორტრეტულ მხატვრობაში ღია ღიმილის “დაკანონებას” ხელი შეუშალა საფრანგეთის რევოლუციამ. ამ მძიმე პერიოდში მთავრობას ესაჭიროებოდა სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება. ტრადიციული პორტრეტული ჟანრი შენარჩუნდა XIX საუკუნეშიც.

kfdbp6ym2qvaპირველი ადამიანი სამეფო კარიდან ვინც გაბედა და დათანხმდა ექსპერიმენტს იყო დედოფალი ვიქტორია. გაერთიანებული სამეფოს მმართველმა პორტრეტი შეუკვეთა გერმანელ მხატვარს ფრანც კსავერ ვინტერჰალტერს და სთხოვა, რომ გამოესახა იგი მცირედ მომღიმარი. თუმცა რევოლუცია პორტრეტულ მხატვრობაში კვლავ არ მოხდა – სურათი განკუთვნილი იყო პრინცი ალბერტისთვის და არ დაუტოვებია საძინებელის ტერიტორია დედოფლის სიკვდილამდე.

XX საუკუნეში გამოჩნდა ფოტოაპარატი, ხოლო 30-40 წლებში გადასაღები აპარატებით აღიჭურვენ ჟურნალისტებიც.  სამეფო კარის წარმომადგენლების გარშემო დაიწყო ფოტო გადაღებების მთელი სერია, გარკვეული დროის შემდეგ კამერის წინაშე გაღიმება და პოზიორობა ჩვევაშიც გადაუვიდათ. ასწლეულის ბოლოს სამეფო არქივში უკვე შეგეძლოთ გენახათ ელიზაბეტ II და მისი ოჯახის წევრების გაღიმებული ფოტოები. რაც უფრო ახლოვდებოდა XXI საუკუნე მით უფრო მეტი ფოტო ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანზე და ინტერნეტ სივრცეში. ხოლო 2006 წელს ავსტრალიელმა მხატვარმა როლფ ჰარისმა საკუთარ გამოფენაზე 1404252881160_wps_6_Rolf_Harris_with_his_new_წარადგინა ელიზაბეტ  II მომღიმარი პორტრეტი. რაც შეეხება შთამომავლებს ისინი დაბადებიდან მიჩვეულები არიან ფოტოკამერებს. პრინცი უილიამი ყველა ფოტოზე ბედნიერად გამოიყურება, ხოლო მისი მეუღლე ქეითი აღიარებულია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კბილების და შესაბამისად ღიმილის მქონე ქალბატონად მსოფლიოში.

Advertisements

Read Full Post »

„იმიჯმეიქერის“ ანუ ასე ვიტყოდი იერსახის შემქმნელის პროფესია არც თუ ისე ახალია, შეიძლება ოდნავ სახე იცვალა, როგორც სირაკუზელ ტირანს დიონისეს არ შეეძლო ფილოსოფოს პლატონის რჩევების გარეშე, არისტოტელე ემსახურებოდა ალექსანდრე მაკედონელს, ხოლო გეგელი გერმანიის იმპარატორ ფრიდრიხს უწევდა კონსულტაციებს, ისე დღევანდელი პოლიტიკაა წარმოუდგენელი ფილოსოფიური რჩევა-დარიგებების გარეშე.

პოლიტიკოსის იერსახის (იმიჯის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი – მისი გარეგნობაა.

შესაძლოა თუ არა ითქვას, რომ პოლიტიკოსისათვის კარგი კბილები წარმატების საწინდარია?

რა თქმა უნდა. ამას გარდა წარმატებასა და კბილებს შორის ბევრი მეცნიერი პარალელებს ავლებდა, მათ შორის ცნობილი პოლიტიკური ანთროპოლოგი ელიას კანეტი. იგი წერდა, რომ კბილების გამოჩენა, დაკრეჭა ძველ დროში მაუწყებელი იყო წარმატებული ნადირობის შემდეგ კოლექტიური ჭამის. კბილების გამოჩენით, ადამიანი ნიშანს იძლეოდა, რომ მზად იყო მიეღო მის მიერ მოპოვებული საკვები, რომ იგი მდიდარია და წარმატებული. მას შემდეგ ეს კავშირი წარმატებასა და კბილების დაკრეჭას შორის გამყარდა და ფესვებიც გაიდგა.

თუმცა არსებობს სხვა თეორიებიც, მაგალითად დესმონდ მორისი ამტკიცებს, რომ ღიმილი წარმოიშვა კბილების დაკრეჭისგან, რომელიც აგრესიას გამოხატავდა. მაგრამ, ეს თეორიები არადამაჯერებელია, რადგან ვერ ხსნის თუ რატომაა ღიმილი ყველა საზოგადოებაში კარგი განწყობისა და მეგობრობის სიმბოლო.

ღიმილზე, როგორც ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვების მეთოდზე, არა ერთგზის წერდა ამერიკელი დეილ კარნეგი.

მაგრამ კარგი კბილები ეს ყველაფერი არაა. საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ გავიღიმოთ. არსებობს აზრი, რომ ქართველები მათი დუხჭირი ცხოვრებიდან და ისტორიიდან გამომდინარე ამას უბრალოდ მიუჩვევლები არიან.

ალბათ ქართული ღიმილი უფრო ბუნებრივია, ვიდრე ამერიკული, თუმცა რიგ შემთხვევებში გაღიმების სწავლება აუცილებელია. ამისათვის ხანდახან თეატრალურის პედაგოგებსაც იწვევენ.

აღნიშნულ თემაზე ყველაზე გავრცელებული შემთხვევა დაკავშირებულია ცნობილ ფრანგ „იმიჯმეიქერთან“ ჟაკ სეგელასთან. 1981 წელს იგი ხელმძღვანელობდა ფრანსუა მიტერანის საპრეზიდენტო კამპანიას. რომელსაც უნდა ითქვას, რომ სერიოზულად ჰქონდა შელახული იმიჯი. შუა 1950-იან წლებში, როდესაც ალჟირელმა ხალხმა დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, მიტერანი გასცემდა ქალაქების დაბომბვის და ხალხის წამების ბრძანებებს. დაიღუპა მილიონამდე ალჟირელი – მოსახლეობის 15%.

ყასაბის რეპუტაციას დაემატა ძალზედ მრისხანე იერსახე, ამიტომ სეგელამ დაიწყო კლიენტზე მუშაობა და პირველ რიგში მოსთხოვა გამოშვერილი ეშვების მოქლიბვა. კანდიდატის ღიმილმა დაკარგა აგრესიულობა და გახდა უფრო რბილი, რამაც მოისყიდა ამომრჩევლები. პრეზიდენტის სავარძელში მიტერანმა დაჰყო 14 წელი.

ვფიქრობ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკოსებს და არა მარტო მათ არ აწყენდათ კბილების კორექციები. ამას წინათ ინტელექტუალურ შოუს ვუყურებდი და ერთ-ერთი გუნდის კაპიტნის კბილების დანახვაზე გული შემიწუხდა.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ აზრს, რომ სახალხო პოლიტიკაში, თუ შოუ ბიზნესში წასვლისას აუცილებელია პირის ღრუს მიხედვა. ტელე-ეკრანზე კბილები უფრო შესამჩნევია ვიდრე თვალები.

ხდება პირიქითაც, როდესაც კარგი კბილების, ან ძვირფასი პროთეზების მქონე ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება აქტიურად უჩვენონ საზოგადოებას თავიანთი კბილები. ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. კბილებს იმიტომ კი არ ისვავენ, რომ შემდგომ იტრაბახონ. ასე ციგნები იქცევიან, ჩაისვამენ ოქროს კბილებს და ჰგონიათ მდიდრები და მაგრები ვართო. ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში კარგი კბილები უნდა მეტყველებდეს მათი მფლობელის ჯანმრთელობასა და წარმატებაზე.

დღეისათვის ინოვაციების მომხრე მამაკაცი უნდა იყოს ოდნავ დაკუნთული, დაზაგრული ჯანმრთელი თეთრი კბილებით. ცოტათი მხეცი – და არა ფერმკრთალი, განაზებული არისტოკრატი.

ჩემი აზრით საჯარო, საქვეყნო ადამიანის კბილებს უნდა ჰქონდეთ, რაღაც მცირედი ნაკლი, შეიძლება ითქვას მარცვალი, რაც მას შეჰმატებს ბუნებრიობას. შესაბამისად თანამედროვე ადამიანს გახდის უფრო მიმზიდველს.

ამას გარდა კარგი „იმიჯმეიკერის“ ამოცანაა შექმნას მთლიანი იერსახე, ჩამოაყალიბოს არა მარტო დადებითი მხარეები, არამედ უარყოფითიც. თუკი ვაჩვენებთ მხოლოდ დადებით მხარეებს, უარყოფითს კონკურენტები მოიგონებენ.

Read Full Post »

”ადამიანმა, რომელსაც არ ამშვენებს ღიმილი არ უნდა გახსნას მაღაზია”.

(ძველი ჩინური სიბრძნე)

 ადამიანი იღიმის, როდესაც თავს კარგად გრძნობს. ეს წესი არ ვრცელდება იუმორისტებზე, ტელეწამყვანებზე, მსახიობებზე, შოუმენებზე და ე.წ. ”მოღიმარი დეპრესიის” მქონე პაციენტებზე. ზოგისთვის ღიმილი სამსახურეობრივი მოვალეობაა, მათ დანაოჭებულ სამუშაო ღიმილს მხოლოდ ძალიან გულუბრყვილოების მოტყუება თუ შეუძლია. ზოგს კი ღიმილი საკუთარი უუნარობის სიმპტომის დასაფარად სჭირდება, რაც ფსიქიატრის ჩარევას საჭიროებს. ხოლო არიან ისეთებიც ვინც ღიმილს საერთოდ არასერიოზულობის, სისულელის და სისუსტის ნიშნად მიიჩნევს. რაში ძალიანაც ცდებიან.

როგორია იგი

ბუნებრივი ღიმილის გარდა, არსებობს ყველასათვის ცნობილი მისი ხელოვნური ანალოგები: გათამაშებული, მიწებებული, გადაჭიმული, სარკასტული, შერეული, ასევე ჩაცინება, მოჩვენების ღიმილი და პოლიტიკოსის ღიმილი.

ეს უკანასკნელი საერთოდ ღიმილიც არაა, არამედ რაღაც სამუშაო ინსტრუმენტის მსგავსი. იგი საუბრობს, არა იგი ყვირის ”მე შენიანი ვარ, მე კეთილი ვარ, მე ის ვარ, რაც შენ გჭირდება, მე ჯანმრთელი თეთრი კბილები და ღაჟღაჟა ლოყები მაქვს. მე ყველაფერს გავაკეთებ შენც, რომ ჩემნაირი გახდე”. კარგად გათვლილი სვლა, რომელიც მიმართული ადამიანის ატავიზმისკენ – დაუჯეროს მოღიმარ თანამოსაუბრეს. მოხერხებულად მომღიმარს მარტივად შეუძლია ადამიანის შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ კარგად გამოცდილ და გამობრძმედილ ფსიქოლოგს თუ შესწევს ნამდვილის და ხელოვნურის ერთმანეთისგან გარჩევა.

ქალბატონების ღიმილი უფრო ჩახლართული და რთულია. მანდილოსნის ღიმილი ორაზროვანია, წინააღმდეგობრივია, როგორც თავად ქალი. ხშირად გამოხატავს პოლარულ განზრახვებს და გრძნობებს. ავიღოთ თუნდაც ლეონარდოსეული ჯოკონდა – ”მოკრძალების და ცდუნების, თავდაუზოგავი სინაზის და მკაცრი მგრძნობელობის, მამაკაცის დამორჩილების სურვილის” შენადნობი. იტალიელი სტომატოლოგები მექანიკურად ხსნიან ჯოკონდას ამოუცნობ ღიმილს: ისინი ამტკიცებენ, რომ მონა ლიზას აღენიშნებოდა ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი). ჩვენს სტრესებით აღსავსე დროში ბრუქსიზმი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მაშინ, ხოლო ამგვარი ღიმილები კი რაღაც არ ჩანს.

ჩართეთ

ცნობილია, რომ დედის მუცელში ყოფნისას ადამიანი ბევრს იღიმება, ხოლო დაბადების შემდეგ, წლების მატებასთან ერთად ღიმილის სიხშირეც კლებულობს.  ღიმილი ნიშანია, რომ ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს. ხოლო თუკი სული და სხეული დანგრეული გვაქ და გვინდა ტირილი? დადექით სარკესთან და შეეცადეთ გაიღიმოთ თუნდაც 5 წუთით. მართალია ვინმეს შესაძლოა უცნაუროდ მოეჩვენოს მაგრამ დამიჯერეთ ეს ამად ღირს. სარკეში მომღიმარი სახის  დანახვისას თავს უკეთ იგრძნობთ. დაისახეთ მიზნად გაიღიმოთ: გზაში, სამსახურში თუნდაც ერთი წუთით. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შეკუმშული კუნთებიდან, თავში მიმავალი იმპულსები ავტომატურად „რთავენ“ კარგ განწყობას.

როგორ ჩნდება?

გაღიმება მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ადამიანის მაგვარი მაიმუნები არ ღიმებიან, ისინი გრიმასებს იღებენ. ხოლო ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლების მიერ კბილების გამოჩენა მხოლოდ აგრესიის მანიშნებელია. ღიმილი იბადება ემოციების ფორმირების, თავის ტვინის ლიმბალურ ცენტრში. იგი 14 მიმიკური კუნთის ფიზიოლოგიური შეკუმშვის შედეგია. პირველები იკუმშებიან – ზედა ტუჩის ამწევი, ყვრიმალის და სიცილის კუნთები. თვალები ამ დროს ოდნავ მოჭუტულია. მცირედ იწევა პირის კუთხეები. ცხვირის ნესტოები ფართოვდება, ქვედა ყბა დუნდება და ოდნავ იწევს ქვევით. პირი იღება, თვალის მიმდებარე კანი გროვდება ნაკეცებად, ზოგიერთს ლოყებზე უჩნდება მიმზიდველი ჩანაჭდევები. სიცილში და ხარხარში გადასვლასთან ერთად თვალები უფრო ვიწროვდება, შუბლის კანი გასადავებულია, პირის კუთხეები მაქსიმალურად გაფართოებულია, მოჩანს კბილები. საშინელებაა და მეტი არაფერი J არადა სიმპატიურად ჩანს.

ღიმილის პლიუსები

მომღიმარ ადამიანს უფრო გულღიად ხვდებიან, ვიდრე მოღუშულს, რადგან ყველაფერთან ერთად ღიმილი ადამიანისადმი პატივისცემის ნიშანიცაა. გაიღიმეთ სახლში, ქუჩაში, სამსახურში, გაუღიმეთ ყველას თუნდაც წამიერად, და ნახავთ თუ როგორ შეიცვალა თქვენი ურთიერთობები თქვენს ნათესავებთან, ნაცნობებთან, თანამშრომლებთან და უფროსებთანაც. არ გეგონოთ, რომ არასწორად გაგიგებენ. ღიმილი უსიამოვნებების ანტიდოტია. პრაქტიკულ ამერიკელებს, რომლებიც ყველაფერს ფულით ზომავენ, ღიმილის ასეთი განმარტება აქვთ: „იგი უფასოა, მაგრამ ბევრის მომცემი“.

პროგნოზი სახეზეა

სპეციალისტების აზრით, ღიმილს, როგორც ადამიანის მიმიკას მთლიანად ჯერ ფინალური სტადიისათვის არ მიუღწევია, იგი განაგრძობს განვითარებას და ევოლუციას. საინტერესოა 1000 წლის შემდეგ, როგორ გამოხატავენ ღიმილს ან საერთოდ გაიღიმებენ თუ არა. მოდით გავიღიმოთ აქ და ეხლა სანამ გვაქვს ამის საშუალება. მოდით ჩვენმა შთამომავლებმა იფიქრონ, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ადამიანი იღიმოდა ჩეშერის კატის მსგავსად – მომხიბლავი არსება, ჭკვიანი და გონიერი. მანამდე კი გადავფურცლოთ ისტორია.

კაცობრიობის ცნობილი ღიმილები

შიგნით მიმართული ღიმილი

მაიტრეა ბუდა – მოღიმარი ბუდა, უძლეველი, არა, ეს არ გახლავთ პრინცი სიდხარტხა – შაკიაუნი ჰაუმატამა ბუდას სახელით ცნობილი – ბუდისტური რელიგიის დამფუძნებელი.

მაიტრეა ბუდა – ბოდხისატვა -იდეალური არსება შაკიამუნას ამალიდან, იგი ბუდას რეალურ და ისტორიულ მოსწავლეებში არ არსებობს, და მისი წინა ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. მისი სახელი ნიშნავს გულმოწყალებას, სირბილეს და სიკეთეს. მის სახეზე უშფოთველი ღიმილია, საკუთარ თავთან, მსოფლიოსთან და სამყაროსთან ჰარმონიის ნიშნად. მაიტრეა უღიმის ყველას და არავის, ეს ემოციაც კი არაა, არამედ მსოფლშეგრძნება. როგორ მიაღწია – მედიტაციით ან თვითინიციაციით, – უცნობია, მაგრამ შედეგი შთამბეჭდავია. რომ იცოდეთ ბუდამ მაიტრეა თავის მემკვიდრედ დანიშნა. მემკვიდრე ბუდას სახით გამოჩნდება 5000 წლის შედეგ. ველით…

ყველაზე იდუმალი

ლეონარდოს მონა ლიზას ღიმილი (ჯოკონდა). თითქოს და გაყინული, დაუოკებლად მიმზიდველი და მორიდებული, მომნუსხველი და ამავდროულად აუტანელი. ითვლება, რომ ლეონარდომ ერთ ღიმილში შეძლო ორი საწყისის შეერთება: მასში ერთგულება და ღალატია, კეკლუცობა და მორცხვობაა, ვნება და ცბიერება, სისასტიკე და სიბრალულია… ფსიქიატრები ამბობენ, რომ ჯოკონდას ღიმილი ამბივალენტურია – ერთდროულად გამოხატავს, როგორც სიყვარულს, ასევე სიძულვილს, როგორც კოცნის ასევე კბენის სურვილს. ამას ემოციური რეაგირების დარღვეულ სინდრომსაც უწოდებენ. თავად ლეონარდო იმდენად იყო მოჯადოებული მის მიერ შექმნილი ღიმილით, რომ მას სხვა ნახატებშიც იმეორებდა. ფროიდი ჯოკონდას ღიმილს ლეონარდოს ანარეკლად, მის ცოდვილ ფიქრებად, მოგონებებად და ბავშვურ ზმანებად მიიჩნევდა: „საბედისწერო გახდა მისთვის დედის სინაზე, გადაწყვიტა მისი ბედი და უიღბლობები, რაც მას ელოდა. დედის სიყვარულის მთელმა სინაზემ წაართვა მას მამაკაცურობა, გახადა ჰომოსექსუალი. იგი გაურბოდა ქალებს რათა არ ჩავარდნილიყო დედის ღალატის შიშში“.

სარდონიული (იძულებითი) ღიმილი

ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე)

ექიმებისთვის სარდონიული ღიმილი – ტეტანუსის უტყუარი ნიშანია. იგი ჩნდება მტკივნეული კუნთოვანი შეკუმშვების შედეგად. სუფთა სახით სარდონიული ღიმილი შექმნილია მოქანდაკე გუდონის მიერ, სადაც მან გამოსახა ვოლტერი. ტეტანუსი ვოლტერს არ ჭირდა, თუმცა ისეთი მჟავე, დაუნდობელი და ჭკვიანი ადამიანი იყო, რომ ამის გამო იდევნებოდა, იჯდა ბასტილიაში. მისი თვისებები: კადნიერება, თავხედობა, ფარული კრიტიკა აისახე მის სახეზე, რამაც ღიმილი შარჟად აქცია. გუდონის სკულპტურას როდენი დაცინვას ეძახდა.

ყველაზე ადამიანური ღიმილი

ავტორი – ვ. ი. ულიანოვი (ლენინი)

რევოლუციური კეპკიდან წამოსული სახასიათო მზერა. როდესაც უყურებ ბელადის პორტრეტს გარკვევით ჩანს: რომ გამოსახული ადამიანი ეშმაკობს, მზაკვრობს, თან სერიოზულად. თუმცა თვალებით სიკეთეს თესავს. ამ ღიმილზე აღიზარდა არაერთი საბჭოთა ადამიანების თაობა. იდუმალების თვალსაზრისით მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჯოკონდას ღიმილს. არავინ არ იცის საბოლოოდ რისი მიღწევა სურდა მის მფლობელს, თუმცა ყველამ იცის თუ როგორ აკეთებდა ამას.

ღიმილი მხოლოდ შენთვის

ნორმა ჯინ ბეიკერი (მერლინ მონრო)

 თითქოს და მერლინი მხოლოდ შენ გიღიმის. მხოლოდ შენ გაგიჟებს, მხოლოდ შენ გაჯადოებს, მხოლოდ შენ გაჩვენებს, თუ როგორი შესანიშნავია და თითქმის შენია…მისი ტუჩები ყოველთვის ნახევრად ღიაა, ხოლო თვალები პირიქით ნაწილობრივ დახუჭული. იგი თითქოსდა მუდმივ ტანჯვაშია, ექსტაზის მოლოდინში, იგი ელოდება და გპირდება.

მის მფლობელს უამრავი მიზეზი ჰქონდა, რომ არ გაეღიმა ან გაეღიმა, როდესაც ეს მოესურვებოდა ჰოლივუდს. მაგრამ მას არ შეეძლო არ გაეღიმა სექსუალური, ინსტინქტური, მიმზიდველი ღიმილით. თუმცა ყველაფერი მთავრდება, მათ შორის ღიმილიც. მერლინ მონროს ღიმილი დროთა განმავლობაში გახდა რაღაც „ქიმიური“ – სავარაუდოდ ალკოჰოლისა და ბარბიტურატების ზეგავლენით.

ღიმილი ნახევარ-ეკრანზე

ფერნანდელი

განუმეორებელი ფერნან-ჟოზეფ-დეზირე კონსტანდენი. ეს შავ-თეთრი კომედიური კინოს ღიმილია. ერთი შეხედვით მოსულელო, ყურებამდე გაღებული პირი, მაგრამ ზღვა მომხიბვლელობა. ეს ცხენის ღიმილი – იმის დამამტკიცებელია, რომ ღიმილია მხოლოდ გაწეული ტუჩები არაა.

1981 წლის ღიმილი

იური გაგარინი

ეს ღიმილი ალბათ ბევრს ბავშვობიდან ახსოვს. იგი ყველგან იყო. პლაკატებზე, გაზეთებში და ტელევიზორის მატარა ეკრანზეც. მას ალბათ მსოფლიოს ყველა კუთხეში ცნობდნენ. არამგონია, რომ ეს 100% საბჭოური ხერხი ყოფილიყო. უბრალოდ ასე მოხდა, რომ გაგარინის ღიმილი პოლიტიკის მიღმა აღმოჩნდა. უბრალო სიმპათიური ახალგაზრდა იღიმოდა, ყველანაირი პათოსისა და თვალებში ნამგალი და უროს გარეშე. ეს ნამდვილი ღიმილია – ადამიანური, ქვეტექსტების გარეშე.  ნიუ-იორკი 13 აპრილი 1961 წელი, ერთ-ერთი კაფეს მფლობელმა დაწესებულებაში ჩამოკიდა გაგარინის სურათი, რომლის ქვეშაც წარწერაა: „თუკი გაგარინი ჩამოვა ჩვენს ქალაქში, იგი ისადილებს მხოლოდ აქ“. და არანაირი ცივი ომი…

მჟავე ღიმილი

ვინ მოიგონა ეს მცნება უცნობია. თუმცა 60 წლებში იგი გახდა დიეთილ ლიზერგინური მჟავას (LSD)სიმბოლო. ყვითელი ბურთი ორი წერტილი თვალებით და გაწელილი პირით. არასწორი ღიმილი. რადგან როდესაც ადამიანი იღიმის ჭუტავს თვალებს, ხოლო აქ თვალების ნაცვლად ორი ვერტიკალური ხვრელია. ალბათ ზუსტად ეს არის ცნობიერების საზღვრების გაფართოების შედეგი.

ინტერნეტ ღიმილი 🙂

 ვერ გაიგეთ? მაშინ დახარეთ თავი მარჯვნივ და დაინახავთ ორი წერტილი – თვალებია, ტირე -ცხვირი, ხოლო ფრჩხილი – მოღიმარი პირი. აღნიშნული ღიმილი საშუალებას იძლევა გაიღიმოთ სხვადასხვა ძალით, ყველაფერი დამოკიდებულია ფრჩხილების რაოდენობაზე :-)))).

არაა გასაკვირი, რომ ადამიანი რომელიც ჯერ კიდევ არ გახლართულა ინტერნეტის ქსელში ვერ მიხვდეს მის მნიშვნელობას. ხოლო მათ ვინც მსოფლიოს კომპიუტერის მონიტორის საშუალებით უმზერს, სასურველი იქნებოდა ამ სამი ღილაკის ხშირი გამოყენება – სჯობს ასე მაინც გაიღიმოთ ვიდრე საერთოდ არ გაიღიმოთ.

 

P.S. აუცილებლად გაიღიმეთ სურათის გადაღებისას. თუკი მომავალი თაობა დაივიწყებს ამას, სურათზე დახედვით მაინც გაიხსენებენ თუ რა არის ღიმილი.

  იაპონური ღიმილების (სმაილიკების) მნიშვნელობები

^_^ – ღიმილი. რაც უფრო ფართოა პირის ნაპრალი, მით უფრო მხიარულია ღიმილი

^_- – თვალს უკრავს.

^_~ ესეც თვალის ჩაკვრაა

^ ^ – ძალით გაღიმება.

^^” – იგივე

(T_T) -ტირილი.

v_v – მოწყენილობა. ხანდახან ძილი.

o_o – გაკვირვება.

V_v – უსიამოვნო გაკვირვება.

0_0 – დიდი გაკვირვება.

O_o – ისეთი დიდი გაკვირვება, რომ მოეღრიცა სახე.

*_* – ფანატურობა. (თვალები აენთო)

@_@ – გაგიჟდა სიხარულისგან.

>_< – სიბრაზე.

+_+ – სიკვდილი.

%_% – კომპიუტერთან ღამენათევი.

*^_^* – დამორცხვებისგან გაწითლებული.

^}{^ – სიყვარული.

(-.-)Zzz.. – ძილი.

(^_^) – მამაკაცის ღიმილი

(^.^) – ქალის ღიმილი

(^_^)/ – მისალმება! (ხელს უქნევს)

\(^_^)/ – სიხარული (ვაშააააააააა!!!)

m(._.)m – ბოდიში! (თავს ხრის)

\(^o^)/ -ვაუ!!!! მაგარია!!! სუპერ!

(^_^)V -გამარჯვება, ვიქტორია!

(^_^)// -ტაშს გიკრავ

=/ – ნაწყენი ვარ

=[ – მორიდება!

Read Full Post »