Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ღია თანკბილვა’

thumb-suckingთითის წოვის ჩვევა – ბუნებრივი რეფლექსია, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც. ეს არ უნდა იყოს მშობლების ნერვიულობის მიზეზი, ეს ჩვევა ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესის ნაწილია. თუმცა თუკი ეს ჩვევა რჩება 5-6 წლის მერეც ცვლადი თანკბილვის (აღინიშნება, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილები) ჩამოყალიბების პერიოდში არსებობს დიდი ალბათობა, რომ განვითარდება ანომალიური თანკბილვა და კბილების არასწორი დგომა.

რამდენად ხშირია ასეთი ჩვევები?

how-to-stop-thumb-sucking-454-318სტატისტიკის მიხედვით ბავშვების 50% ჩვილ ასაკში წოვს თითს, ხოლო 12 წლამდე ეს ჩვევა მხოლოდ 2% გაყვება ხოლმე.

აღნიშნული ჩვევა ყოველმხრივ შესწავლილია და ისეთი ფაქტრები, როგორიცაა გახანგრძლივებული ძუძუთი კვება, კვების ხანგრძლივობა, პრობლემები კვების დროს და ფიზიოლოგიური სტრესი მცირედ ან საერთოდ არ მოქმედებს მის განვითარებაზე.

146 copyaროდის უნდა გაქრეს ეს ჩვევა? როგორი პრობლემებია მოსალოდნელი?

საერთო ჯამში თუკი თითის წოვის ჩვევა ქრება მუდმივი კბილების ამოსვლამდე ნებისმიერი ცვლილება, როგორც წესი თავისით ქრება. წინააღმდეგ შემთხვევებში მოსალოდნელია თანკბილვის ცვლილებები, რომლებიც ექიმის ჩარევის გარეშე არ სწორდება. “თანკბილვის ანომალიის” ტიპიური ნიშნებია ანტერიალური ღია თანკბილვა და პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა.

open-bite-caused-by-thumb-suckingaაღნიშნული დარღვევები ჩნდება კბილებზე თითს პირდაპირი ზემოქმედების შედეგად და კბილებზე ტუჩის, ლოყების და ენის ზეწოლის ცვლილებების გამო. ქვედა საჭრელები შესაძლოა დახრილი იყოს წინა უკანა მიმართულებით, იმის მიხედვით თუ როგორ ხდებოდა თითით ზეწოლა. ასევე შესაძლოა განვითარდეს კბილთა რკალის ასიმეტრია. პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა განვითარდეს ენის მეტად დაბალი მდებარეობის შედეგად, ხოლო წოვის დროს ლოყებიდან მომატებული ზეწოლის შედეგად ზედა ყბა იღებს V-ს ფორმას. წინა ანუ ანტერიალური ღია თანკბილვა ვითარდება მას შემდეგ რაც თითი ხელს უშლის წინა კბილების ნორმალურ ამოჭრას ხოლო უკანა კბილების ამოჭრა ხდება უფრო მეტად, რასაც იწვევს ყბის დაბალი მდებარეობა ისევ და ისევ თითის გამო.

IMG_0874ჩვევა ყოველთვის არ იწვევს კბილების გადაადგილებას. თითს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პირშია, შეუძლია უფრო მეტი გართულებები გამოიწვიოს ვიდრე თითის წოვამ რაღაც პერიოდებით.

ბავშვების თითების დათვალიერებას შეუძლია სერიოზული ინფორმაციის მოცემა მავნე ჩვევის შესახებ. მაზოლები და ბუშტუკები პირდაპირ მიუთითებს თითის წოვაზე.

7 copyaპრობლემები ძირითადად ეხება ყბა-კბილთა სისტემას, თუმცა არის კვლევები, რომლებიც მიუთითებს ცვლილებებს ჩონჩხში განსაკუთრებით, როდესაც ზრდა შეჩერდა ხოლო ჩვევა დარჩა. გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს ენის ფუნქციონირებაც, კერძოდ ენის პროტრუზია ყლაპვის დროს და ცვლილებები საუბარში. თუკი ენა ან ქვედა ტუჩი მოსვენებულ მდგომარეობაში მდებარეობს ზედა საჭრელების წინ ეს ხელს შეუწყობს თანკბილვის ანომალიის განვითარებას, წოვის შეწყვეტის შემდეგაც.

imagesროგორ მოვიცილოთ თითის წოვის ჩვევა?

მნიშვნელოვანია გადაჩვევა მოხდეს 5-6 წლამდე. ბავშვების უმეტესობა წყვეტს თითის წოვას გარე ჩარევების გარეშეც, განსაკუთრებით თუკი ის იმყოფება სახლს გარეთ (ბაღში, სკოლაში). ზოგი ბავშვი გადაჩვევას ახერხებს მხოლოდ 10 ან მეტი წლის შემდეგ.  

s-l300პირველი მეთოდი: რბილი უკუქმედება

რთულია ბავშვს აუხსნათ, რომ თითის წოვა გამოიწვევს პრობლემებს და უკეთესი იქნება თუკი შეწყვეტს ამ მავნე ჩვევას. აქ სჯობს დამხმარე მეთოდების გამოყენება: სპეციალური ფრჩხილების ლაქი მწარე გემოთი, თითზე დახვეული ბინტი. თუკი ბავშვი თითს წოვს ძილის დროს ფრთხილად გამოუღეთ ის პირიდან. თუმცა თუკი ჩვევა საკმაოდ ძლიერია სჯობს ეს არ გააკეთოთ, რადგან დამატებით შესაძლოა ძილის დარღვევაც გამოიწვიოთ.

2015-02-20-Screenshot2015021919.49.326-7 წლის ბავშვი უკეთ იგებს კონცეფციას “მიზეზი და შედეგი”. ამას გარდა თვითკონტროლის მექნიზმი უფრო მეტად აქვთ განვითარებული და მას თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ჩვევაზე უარის თქმის შესახებ. აუხსენით, რომ თითის წოვა მავნეა მისი კბილებისთვის, თანკბილვისთვის და საერთოდ ჯანმრთელობისთვის.

ბოლოს და ბოლოს ბავშვი მზად იქნება და უარს იტყვის ამ ჩვევაზე. ნებისმიერი მცდელობა გადააჩვიოთ ბავშვი თითის წოვას უნდა იყოს ტაქტიკური, კონსტრუქციული და მაქსიმალურად ლოიალური.

მეორე მეთოდი: ორალური საშუალებები

8962868__461269cსტომატოლოგ – ორთოდონტს შეუძლია დაამაგროს მოსახსნელი ფიქსატორი.

საერთო ორთოდონტიული მკურნალობა თანკბილვის გასწორების მიზნით სჯობს გადაიდოს სანამ მავნე ჩვევა მთლიანად არ იქნება მოცილებული.

გახსოვდეთ, რომ მავნე ჩვევით გამოწვეული პათოლოგიების აღმოფხვრა შესაძლებელია. თუკი ბავშვი არ გადაეჩვია მავნე ჩვევას 5-6 წლის ასაკამდე, სასურველია მიმართოთ ორთოდონტს

Advertisements

Read Full Post »

ცნობილია, რომ ჩვენი სახის რბილი ქსოვილები და მთელი იერსახე პირდაპირ კავშირშია სახის ქალასთან, ხოლო ზედა და ქვედა ყბის სწორი შეთანასოვნება ამ ყველაფერში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. რთული გამოსაცნობი არაა, რომ ზუსტად არასწორი თანკბილვაა ისეთი არასასიამოვნო პრობლემების მიზეზი, როგორიცაა ზედმეტად განვითარებულ ნიკაპი, ჩავარდნილი ლოყები და თხელი ტუჩები. მეტიც კბილების არასწორმა შეთანასოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი დაბერების ნიშნები, კერძოდ მიმიკური და ღრმა ნაოჭების სახით. როგორც იცით არსებობს არასწორი თანკბილვის რამოდენიმე სახე და თითოეული მათგანი იწვევს სახის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციებს. მოდით განვიხილოთ, თუ როგორ აისახება თითეული მათგანი ადამიანის გარეგნობაზე.

მცირე ზომის ნიკაპი და ტუჩების დაწეული კუთხეები

დავიწყოთ თანკბილვის ანომალიით, რომელიც გამოწვეულია ან ქვედა ყბის განუვითარებლობით, ან ზედა ყბის ზედმეტი განვითარებით: დისტალური და ღრმა თანკბილვა. დისტალური ანუ პროგნათიული თანკბილვა, – თანკბილვის ანომალიაა, რომლის დროსაც ზედა ყბის ალვეოლური მორჩი და წინა კბილები  მნიშვნელოვნადაა გამოწეული წინ. ასეთი თანკბილვის დროს, ვიზუალურად ნიკაპის ზომები მცირდება, ხოლო ზედა ტუჩი ძალიან წინაა წამოწეული. აღნიშნული თანკბილვის მქონე პირს მიუხედავად იმისა გაბრაზებულია თუ პირიქით გახარებული აქვს გაკვირვებულია ან მერყევი ადამიანის გამომეტყველება. დისტალური თანკბილვა ასევე იწვევს ღეჭვისას ძალების არასწორ გადანაწილებას, შედეგად უკანა კბილები უფრო მეტად იცვითება, ვიდრე წინები. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ თანკბილვა დაიწყებს “ჩაღრმავებას”, რაც დამთავრდება ტუჩის კუთხეების ჩამოწევით. 

ვიზუალურად სახის დაპატარავება (დამოკლება)

რაც შეეხება ღრმა თანკბილვას, მისი დამახასიათებელი ნიშანია – ზედა საჭრელებით ქვედა საჭრელების გადაფარვა ნახევარზე მეტით, მაშინ როცა ნორმა 1/3 გადაფარვაა. ამასთან ეს შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ საჭრელებს, არამედ უკანა კბილებსაც. ასეთი თანკბილვის დროს სახე დამოკლებულია, ხოლო ქვედა ტუჩი თითქმის გადმოტრიალებული, რადგან მას უკვე ადგილი აღარააქვს. თუკი აღნიშნული თანკბილვის მქონე პირს არა აქვს მაღალი შუბლი მისი სახე ჩანს ძალიან პატარა, ხოლო მაღალი შუბლის არსებობისას აშკარაა დისპროპორცია სახის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის. ღრმა თანკბილვის დროს თუკი ადამიანი ცდილობს დაიჭიროს ტუჩები რათა არ მოხდეს ქვედა ტუჩის გადმობრუნება, ამ დროს ტუჩები ვიწროვდება და ვიზუალურად სახე უფრო პატარავდება.

“დიდი ზომის ნიკაპი” 

თანკბილვის შემდგომი ანომალია – მედიალური. აღნიშნული თანკბილვის დროს  ზედასთან შედარებით ქვედა ყბა წინაა წამოწეული, რაც ასევე აისახება ნიკაპზეც. წინა ფლანგზე აღმოჩენილი ნიკაპი ვიზუალურად აღიქმება უფრო დიდად. აღნიშნული თანკბილვისას საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი განიცდის ზედმეტ დატვირთვას, რაც თავის მხრივ ტვირთავს კისრის კუნთებს. სახეს აქვს ან გაბრაზებული ან ნაწყენი გამომეტყველება.

ჩავარდნილი ლოყები და შეღებული პირის ღრუ

განვიხილოთ კბილთა დგომის ისეთი ვარიანტი, როგორიცაა ღია თანკბილვა. ღია ეწოდება თანკბილვას, როდესაც შეხებაში არ არიან ან წინა ან უკანა კბილები, ანუ კბილთა რკალებს შორის ჩნდება ნაპრალი. თუკი ნაპრალი აღმოჩნდა წინა კბილებს შორის, ადამიანის პირი მუდამ ღიაა, შედეგად მას აღენიშნება ტუჩების სიმშრალე. სახის გამომეტყველება გაკვირვებული. თუკი ნაპრალი ჩნდება უკანა კბილების მიდამოში შედეგად შეიძლება მივიღოთ ჩავარდნილი ლოყები, როგორც კბილების დანაკლისის შემთხვევაში.

სახის ასიმეტრია

ანომალიების ძირითად ჩამონათვალს ასრულებს ჯვარედინი თანკბილვა, გამოწვეული ზედა ან ქვედა ყბის მარჯვენა ან მარცხენა მხარეების არათანაბარი განვითარებით. ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა იყოს, როგორც ორმხრივი ასევე ცალმხრივი. შეიძლება მოიცვას, როგორც წინა ასევე უკანა კბილებიც. ანომალიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ირღვევა ზედა კბილებით ქვედების გადმოკბილვის სისწორე. ერთი, რომელიმე ყბის მეორის მიმართ მკვეთრად გამოხატული გადანაცვლების გარდა ჯვარედინ თანკბილვას ახლავს საკვების ღეჭვის გაძლიერება, რომელიმე მხარეს. რაც თავის მხრივ იწვევს იმ მხარეს კბილების ზედმეტ ცვეთას, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს სახის ასიმეტრიას.

ღიირს კი თანკბილვის გასწორება? 

მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილებში თანკბილვის გასწორება უფრო რთულია და საჭიროებს მეტ დროს, ვიდრე იგივე მანიპულაციები ბავშვებში, დაგვერწმუნეთ ეს ამად ღირს. რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ესთეტიური გადახრების გარდა თანკბილვის ანომალიებმა შესაძლოა გამოიწვიოს საფეთქელ-ქვედა ყბის ამოვარდნილობა და ხერხემლის გამრუდება. მომავალში აღნიშნული ანომალიები იწვევენ სხვადასხვა პრობლემებს: საკვების ღეჭვის გაძნელება, ჩნდება ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) და სახსრის “ტკაცუნი”, ჩნდება ტკივილები კისრის და ხერხემლის მიდამოში, თავის ტკივილები, სტომატოლოგიური დაავადებების მომატებული სიხშირე, საუბრის გაუარესება, ამ ყველაფრის ფონზე მცირდება ადამიანის თვითშეფასება და ურთიერთობები. ამიტომ აზრიანი იქნება მიმართოთ ექიმ-ორთოდონტს – სპეციალისტს, რომელიც მუშაობს ყბა-სახის ანომალიების დიაგნოსტიკა-პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ტკივილების მოხსნის, საუბრის დეფექტების აღმოფხვრის და პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების გარდა, თანკბილვის გასწორება დაუბრუნებს სახეს სიმეტრიებს და პროპორციებს, მოგაშორებთ უადგილო სახის გამომეტყველებებს, ასევე აგაცილებთ სახის კანის და კუნთების ნაადრევ დაბერებას, რაც აუცილებლად გაგხდით მიმზიდველს.

Read Full Post »