Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქსეროსტომია’

ნერწყვიიცით თუ არა, რომ ადამიანს დღე-ღამეში გამოეყოფა 1,5-2 ლიტრი ნერწყვი. ნერწყვი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლსს, როგორც საკვების მონელებაში ასევე პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

რას აკეთებს ნერწყვი?

– რეცხავს კბილებიდან და ღრძილებიდან საკვების ნარჩენებს,

– ახდენს პირის ღრუში არსებული მჟავეების განეიტრალებას,

– მიაქვს კბილებამდე კალციუმის, ფტორისა და ფოსფორის იონები,

– ებრძვის მიკრობებს,

– შლის ნახშირწყლებს მარტივ ნაერთებად,

– მონაწილეობს საკვები ლუკმის ფორმირებაში და ყლაპვაში.

ქსეროსტომიანერწყვის არასაკმარისი რაოდენობა ზრდის პირის ღრუს სიმშრალის ე.წ ქსეროსტომიის განვითარების რისკს. ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის აზრით პირის ღრუს სიმშრალე ცალკე დაავადება არაა, იგი სხვა დაავადების სიმპტომი ან სამკურნალო წამლების გვერდითი გამოვლინებაა.

პირის ღრუს მცირეხნიანი სიმშრალე, შესაძლოა სტრესის შედეგი იყოს და არ ქმნის დიდ პრობლემებს. მაგრამ თუკი აღნიშნული მდგომარეობა დიდხანს გრძელდება შესაძლოა გამოიწვიოს კარისის და პირის ღრუს ინფექციების განვითარება.

წყალიაშშ სტომატოლოგიის და ყბა-სახის კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის (National Institute of Dental and Crainiofacial Research) რეკომენდაციით, თუკი გაწუხებთ პირის ღრუს სიმშრალე მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ წყალი ან სხვა უშაქრო სასმელები მცირე ყლუპებით. მოერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს, ისარგებლეთ უშაქრო საღეჭი რეზინით და ჰაერის დამატენიანებლით. გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმართეთ საკუთარ სტომატოლოგს ან თერაპევტს და არ დაგავიწყდეთ პირის ღრუს ჰიგიენა.

Advertisements

Read Full Post »

ქსეროსტომია (ბერძ. xēros მშრალი + stoma პირი) პირის ღრუს სიმშრალე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის და საკვების მიღების გაძნელება, საუბრის შეზღუდვა, ასევე ავადმყოფი კარგავს გემოვნების შეგრძნებას. დღე-ღამეში ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში უნდა წარმოიქმნას 2 ლიტრამდე ნერწყვი. ეს უძლიერესი ანტისეპტიკი იცავს ჩვენს ორგანიზმს მავნე ბაქტერიებისაგან, ნერწყვის ფერმენტები მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, ასევე ხელს უშლიან კბილის დაზიანებას. გამუდმებული პირის ღრუს სიმშრალე საგანგაშო სიმპტომია და შესაძლოა სერიოზული დაავადებების მაუწყებელიც იყოს.

პირის ღრუს სიმშრალე შესაძლოა განვითარდეს რიგი ადგილობრივი და ზოგადი დაავადებების შედეგად. ადგილობრივ მიზეზებს ეკუთვნის: ქირურგიული და ქრონიკული დაავადებები, რომელთა დროსაც ხდება ნერწყვის გამოყოფის შემცირება, სანერწყვე სადინარის ქვით დახშობა ან სიმსივნით მისი მიჭყლეტა.

ზოგად მიზეზებს ეკუთვნის: დაავადებები – მიკულიჩის, შეგრენის, სხივური, მწვავე ინფექციური დაავადებები, დიაბეტი, მუცლის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კოლაგენოზები, ავიტამინოზები A, B, E, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, კლიმაქსი და ა.შ. ასაკის მატებასთან ერთად პირის ღრუს სიმშრალის განვითარების საფრთხე მატულობს. ნერწყვით პირის ღრუს და ენის არასაკმარისი დასველება იწვევს საკვების მიღების და საუბრის გაძნელებას. ლორწოვანი გარსი გამუდმებით ტრავმირდება, ჩნდება ნახეთქები, ეროზიები. ნერწყვის სიმცირის გამო დიდი რაოდენობით გროვდება კბილის ნადები, აქტიურდება პირის ღრუს მიკროფლორა.

მკურნალობა

მკურნალობა მიმართულია მიზეზის მოცილებისაკენ, ან მისი ზემოქმედების შესამცირებლად. თუკი ფიქრობთ, რომ სიმშრალე რაიმე პრეპარატის მიღების შედეგად დაგეწყოთ, განიხილეთ აღნიშნული საკითხი მკურნალ ექიმთან. მან შესაძოა გირჩიოთ დოზის შემცირება ან დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, რაც არ იწვევს პირის ღრუს სიმშრალეს.

ამას გარდა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სავლებები, პირის ღრუს ბუნებრივი სისველის აღსადგენად. თუკი ამან შედეგი არ გამოიღო ინიშნება სპეციალური ნერწყვდენის მასტიმულირებელი პრეპარატები.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ასევე რეკომენდებულია მოწევისათვის თავის დანებება, უნდა შეიზღუდოს კოფეინიანი და ალკოჰოლური სასმელები და ტკბილეული.

ნერწყვდენის გასაძიერებელი საშუალებები:

  • საწუწნი ყინულები ან საღეჭი რეზინი (უშაქროდ)
  • დიდი რაოდენობით სითხის მიღება (გვეხმარება პირის ღრუს სისველის შენარჩუნებაში)
  • სტომატოლოგიური დაავადებეის პროფილაქტიკა (კბილების ხეხვა ფტორირებული პასტით, ფტორშემცველი სავლებები, სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი)
  • პირით სუნთქვის შეზღუდვა.

Read Full Post »