Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქირურგია’

post-op1. სისხლდენა: კლინიკის დატოვების წინ ექიმი პირის ღრუში მოგითავსებთ ბინტის ფილთას. გაიჩერეთ ეს ფილთები 1 საათით. შემდგომ ფრთხილად მოიშორეთ. ნუ ინერვიულებთ მცირე სისხლის გამონადენის გამო. რაც ნორმალურია და შესაძლოა 1-2 დღის მანძილზეც კი გაგრძელდეს. თუკი სისხლდენა გაწუხებთ მოითავსეთ ახალი (ფიზიოლოგიურ ხსნარში ან მარილიან წყალში დასველებული) ფილთა და დააჭირეთ კბილები, გაიჩერეთ კიდევ ერთი საათით.

185zunrlgqoayjpg2. კვება:  ოპერაციის დღეს სასურველია თავი შეიკავოთ საკვებისაგან, რომელიც ღეჭვას საჭიროებს. არ გამოიყენოთ წვენსაწრუპი. მეორე დღიდან შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი რისი დაღეჭვაც დისკომფორტს არ შეგიქმნით. სასურველია მაგარი საკვები ისეთები, როგორიცაა: თხილი, მაგარი კანფეტები, ჩიფსები, პოპკორნი, კრეკერები და ა.შ. არ მიიღოთ 1 კვირის მანძილზე.

Medications pills(3)3.მედიკამენტები: თქვენ დაგენიშნებათ მედიკამენტები, რაც შეგიმსუბუქებთ ტკივილებს და პოსტოპერაციულ დისკომფორტს. თუმცა აქვე აღსანიშნავია და ნუ გექნებათ ილუზია, რომ 100% თავს კარგად იგრძნობთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს მედიკამენტებით სარგებლობის პერიოდში.

human_s_activity_icon_by_kharisma94-d6wtf2k4. აქტივობა: ეცადეთ ნაკლებ იაქტიუროთ ოპერაციის წინა და შემდგომ დღეს. ჩვეულ აქტიურ რეჟიმს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.

5. კბილების გამოხეხვა: ნუ გამოიხეხავთ კბილებს ოპერაციის შემდგომ ძილის წინ. ხეხვა დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. იხეხეთ ფრთხილად და ნაზი მოძრაობებით, განსაკუთრებით ჭრილობების ადგილას.

Toothpaste-Toothbrushes-and-Mouthwash6. სავლები: არ გამოივლოთ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. გამოვლება დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. ივლეთ ნაზად თბილი წყლით, მარილიანი წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით დღეში 3-6ჯერ.

Sick Dog7. ყინული: ყინულის საფენები დაგეხმარებათ შესიების თავიდან აცილებაში. გამოიყენეთ ოპერაციის დღეს 10-30 წუთიანი ინტერვალებით 8 საათის მანძილზე.

no_smoking_sign_full_page8. მოწევა: ნუ მოწევთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ! ეცადეთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ შემდგომ დღეებშიც.

აქვე მინდა დავამატო, რომ ყველა სპეციალისტი ოპერაციის სირთულიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იძლევა დანიშნულებას. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს ექიმს და დაწვრილებით შეასრულოთ მისი ყველა რჩევა-დარიგება. ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მარტო ქირურგის “მარჯვე ხელებზე” არამედ იმაზე თუ როგორ ჩაივლის პოსტოპერაციული პერიოდი.

Advertisements

Read Full Post »

2თანამედროვე სტომატოლოგია დღეისათვის თანკბილვის და კბილთა დგომის გასწორების უამრავ მეთოდს ფლობს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მარტო ორთოდონტია ვერ ერევა და არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად, ასეთ შემთხვევებში ერევა ორთოგნათიული ქირურგია. მოდით განვიხილოთ თუ როგორ ტარდება ეს ოპერაციები და ვისთვისაა ნაჩვენები.

რა არის ორთოგნათიული ქირურგია?

ორთოგნათიული ქირურგია გულისხმობს რიგ ოპერაციებს, მიმართულს თანკბილვის და სახის გარე სიმეტრიის გამოსწორებაზე. ამ მანიპულაციების დახმარებით მიიღწევა ის შედეგი რისი გაკეთებაც შეუძლებელია ბრეკეტებით: დავამოკლოთ ან დავაგრძელოთ ყბა, გადავაადგილოთ საჭირო მიმართულებით, ასევე დავაკორექტიროთ ნიკაპის ზომები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ოსტეოტომიის დროს ხდება არა მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურების არამედ რბილი ქსოვილების ტრანსფორმაციაც, შედეგად სახის ნაკვთები ხდება უფრო სწორი და მიმზიდველი – ადამიანის იერსახე იცვლება საუკეთესო მხარეს.

Surgრა დროს მიმართავენ თანკბილვის გასწორების მიზნით ქირურგიულ ჩარევას?

ორთოგნათიული ქირურგია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვეული ორთოდონტიული (ბრეკეტ-სისტემებით) ან ორთოპედიული მკურნალობა (გვირგვინი, ვინირება) არ იძლევა სასურველ შედეგს ან აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. საქმე ეხება შესამჩნევ სკელეტორულ მეორე და მესამე კლასის დეფორმაციებს, რაც გამოიხატება ყბების და ნიკაპის ანომალიურ ზომებში. მაგალითად ოპერაციის ჩვენებად ითვლება პროგნათიული თანკბილვა, როდესაც ადამიანს აქვს მცირე ზომის ქვედა ყბა, შედეგად ვითარდება მეორე ნიკაპი, ხოლო კბილების ნაწილი საერთოდ არ ეხება საპირისპირო მხარეს მყოფ კბილებს.

სამწუხაროდ არიან ორთოდონტები, რომლებიც არაფრით არ აღიარებენ, რომ მხოლოდ ბრეკეტებით ვერასდროს ვერ უმკურნალებენ ძალზედ წინ წამოსულ ქვედა ყბას ან ღრძილოვან ღიმილს. არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ სკელეტარული დეფორმაციების დროს, მხოლოდ ორთოდონტიულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილების ამოვარდნილობა ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები.

orthognaticheskaya-hirurgiaსაჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება თანკბილვის ქირურგიული გზით გასწორების წინ?

მკურნალობის დაწყების წინ მკურნალი ექიმი ადგენს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინქრონული მუშაობისათვის საჭირო ყბა-სახის პარამეტრებს, სახის ნაკვთების ჰარმონიზაციის და კბილთაშუა სწორი და მაქსიმალური ოდენობის კონტაქტებს. ამაში ექიმს ეხმარება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. იგი ეხმარება მას შაბლონის შექმნაში, რომელიც საჭიროა შემდგომი ორთოგნათიული ოპერაციის დროს. შედეგად მიიღწევა 99% თანხვედრა დაგეგმილ მკურნალობასთან. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ადამიანის გარეგნობას, აუცილებელია მკურნალობის სწორად დაგეგმვა და იმ ეფექტის მიღება, რომლის ხილვაც სურს პაციენტს.

როდესაც დაგეგმარება დასრულებულია, ექიმი დგამს პირველ ნაბიჯს გეგმის მისაღწევად. მკურნალობა იწყება კბილთა მწკრივების გასწორებით ორთოდონტიული აპარატების დახმარებით (ბრეკეტებით ან გამჭვირვალე კაპებით). აღნიშნული ეტაპი შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე თვიდან 1,5 წლამდე. როდესაც კბილები გასწორებულია, პაციენტი იგზავნება ორთოგნათიულ ქირურგიაზე თანკბილვის გასასწორებლად.

95-P840_i120_540როგორ მიმდინარეობს ორთოგნათიული ოპერაცია?

თანკბილვის ქირურგიული გზით გამოსწორება ტარდება სტაციონარში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის შემდგომ რომელიც რიგ შემთხვევებში რამოდენიმე საათი გრძელდება პაციენტი რჩება კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ მიდის სახლში.

რა უკუჩვენებები ახლავს ორთოგნათიულ ქირურგიას?

პირველ რიგში არ შეიძლება აღნიშნული ოპერაციების ჩატარება პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დასრულებული ყბების ფორმირება ანუ ბავშვებს და მოზარდებს. ოპერაციების ჩატარება არ შეიძლება მათთვის ვისაც დარღვეული აქვს სისხლის შედედება ან აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგები, ძვლოვანი და ენდოკრინული დაავადებები, სიმსივნეები პირის და სახის მიდამოში, დიაბედის რიგ ფორმებში და ფსიქიური აშლილობის მქონე პაციენტებში. ორთოგნათიულ ქირურგიას ნამდვილად შეუძლია ადამიანების შეცვლა, მათი გაახალგაზრდავება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქირურგიც ადამიანი და ღმერთი არ არის.

ortognat_clip_image002ახლავს თუ არა რაიმე სახის გართულებები ორთოგნათიული ქირურგიის ოპერაციას?

კარგად დაგეგმილი ორთოგნათიული ქირურგია – ერთადერთი პროგნოზირებადი ქირურგიაა, რომლის დროსაც გართულების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მაგალითად ზედა ან ქვედა ტუჩის დროებით გაბუჟებას. თუმცა ამას შესაძლოა გართულებაც არ დავარქვათ, რაღაც პერიოდით მგრძნობელობის დაქვეითება კარგიც არის, არაფერი გტკივა, ხოლო როდესაც მგრძნობელობა ბრუნდება სატკენიც აღარაფერია. რაც შეეხება ზოგადად გართულებებს, შესაძლოა უბრალოდ ფრჩხილის მოჭრაც კი გართულდეს, ამიტომ საჭიროა ყველაფრის სწორი დაგეგმარება და საჭირო სპეციალისტის პოვნა.

Read Full Post »

სტომატოლოგიის რომელ განხრაზე გაინტერესებთ ინფორმაციის მიღება?

Read Full Post »

ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში თქვენ გელით:

1. უფასო კონსულტაცია;
2. გადახდის ეტაპობრივი სისტემა ( ბრეკეტ-სისტემა თვეში 108 ლარიდან);

3. გთავაზობთ ლინგვალურ-უხილავ და თვითლიგირებად ბრეკეტებს;

4. კარიესის მკურნალობა ბურღის გარეშე;

5. მხოლოდ ჩვენთან! გასნაკუთრებული გარემო თქვენი შვილებისათვის, სპეციალურად მათთვის შექმნილი გასართობი და სამკურნალო ოთახები;

6. ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა;
7. ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს, მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით თქვენთვის სასურველ დღის მონაკვეთში;

8. 100% სტერილიზაცია (პროგრამა ანტიჰეპატიტი და ანტიშიდსი);

9. ჩვენთან კბილების მკურნალობა უმტკივნეულოა;

10. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და მუდმივ პაციენტებს

 ვთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას;

11. ჩვენი ყველა თანამშრომლი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით და კომპენტენციით;

12. ორიენტაცია თანამედროვე მეთოდებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე;

13. მყუდრო გარემო და მეგობრული პერსონალი.

Read Full Post »