Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ფული’

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დამეწერა. უკვე შეუძლებელია ამდენი ვაჭრობა, სტომატოლოგიურ კლინიკაში, არასერიოზული დამოკიდებულება ექიმისადმი და საკუთარი ჯანმრთელობისადმი. ნუთუ ასე იაფია თქვენი ჯანმრთელობა???

–         გამარჯობათ.

–         გამარჯობათ.

–         კბილის ამოღება მინდა, რა ღირს?

–         15-დან 30 ლარამდე სირთულის მიხედვით.

–         ?! რა ამბავია, 10 მაინც გეთქვათ,  ….  კლინიკაში 7 ლარად იღებენ.

პაციენტი გასასვლელისკენ გაემართა.

–         უკაცრავათ, ქალბატონო, – მე ექიმი-სტომატოლოგი გახლავართ, თუ არ გაგაცდენთ სულ 5 წუთს წაგართმევთ, რამოდენიმე შეკითხვა მინდა დაგისვათ.

გაკვირვებული ქალბატონი შეჩერდა, ახედა ახალგაზრდა ექიმს, ცოტა უნდობლად, მაგრამ ეთიკის ნორმები არ დაარღვია და უპასუხა – გისმენთ ბატონო.

–         პირველ რიგში კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვითხოვ, გაგაცდინეთ, უბრალო მარტივი შეკითხვით დავიწყებ: თმებს სახლის პირობებში იჭრით თუ სალონში დადიხართ?

–         ?! ეს რა შუაშუა? სალონში.

–         და რამდენს იხდით უბრალო თმის შეჭრაში? ყოველგვარი მელირების, შეღებვის, თუ სადღესასწაულო ვარცხნილობის გარეშე?

–         საშუალოდ 15 ლარს.

–         ძალიან კარგი. რა გართულება შესაძლოა მოჰყვეს თმის შეჭრას?

–         ?!

არ დაელოდა ქალბატონს და თავად უპასუხა – მაქსიმუმ ცუდათ შეგჭრით, გამოიჯახუნებთ კარს და მეორეჯერ აღარ მიხვალთ აღნიშნულ დალაქთან, უკაცრავად სტილისტთან. თუ გსმენიათ ან თუ იცით იმ გართულებების შესახებ რაც შესაძლოა ერთი შეხედვით „მარტივ“ კბილის ამოღების მანიპულაციას მოჰყვეს? ალბათ გაინტერესებთ? კეთილი: გონების დაკარგვა, კოლაფსი, ალერგიული რეაქცია მედიკამენტზე, სისხლდენა, კბილის ფესვის ჩატეხვა, ჰაიმორის ღრუს ფსკერის პერფორაცია, ყბის

მოტეხილობა, რომ არაფერი ვთქვათ საშიშ დაავადებებზე, რომელიც ცუდი სტერილიზაციის შემთხვევაში შესაძლოა გადაგედოთ. ამ ჩამოთვლილი გართულებებიდან რიგი ექიმის გამოცდილებაზე და ცოდნაზეა დამოკიდებული, რიგიც შესაძლოა სრულიად შემთხვევით განვითარდეს. დავიწყოთ თავიდანნემსის ჩხვლეტა სასურველია თუ ვერ გავიგებთ, ამიტომ საჭიროა აპლიკაციური ანესთეზია (ლიდოკაინის სპრეი ან არომატიზირებული გელი), ნემსი სასურველია იყოს წვრილი და პატარა, იარაღები რა თქმა უნდა სტერილური, ექიმი გამოცდილი, სასურველია ჭაღარა შერეულიც. კბილი უნდა ამიღოს უნაკლოდ, უმტკივნეულოდ და იაფად???? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ერთად? მე არ მინდა შეურაწყოფა მივაყენო კლინიკებს სადაც 3-5 და 7 ლარად იღებენ კბილებს, მაგრამ როგორ? რის ხარჯზე?

–  გარანტია? გარანტიას იძლევით?

–  რა გარანტია? გარანტია მოითხოვეთ 5 ლარად ამოღების დროს. შემთხვევითი გართულებებისგან არც 15 და 30 ლარის შემთხვევაში ხართ დაზღვეული. თქვენ გარანტირებული ხართ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ გექნებათ? გარანტიას იძლევით, რომ სტომატოლოგთან ივლით 6 თვეში ერთხელ, ჩაიტარებთ პროფილაქტიკურ შემოწმებებს, დაიცავთ ჰიგიენის მინიმალურ მოთხოვნილებებს? ცოტას გადავუხვევ და ჩემმა პაციენტმა ახალი ამოღებული კბილის ჭრილობა, საყვარელი თუთიყუშის ბუმბულით ამოიწმინდა, საჭმელი ჩამივიდაო… და ასეთი შემთხვევები მილიონია.

ჩემი თხოვნაა გაითვალისწინოთ, რომ ექიმს საქმე აქვს თქვენს საკუთარ ჯანმრთელობასთან. მასზეა დამოკიდებული აღნიშნულ შემთხვევაში თქვენი პირის ღრუ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი და უმნიშვნელოვანესი ორგანო. რა თქმა უნდა აუცილებელია თქვენი ხელშეწყობა და ექიმის ყველა რჩევის შესრულება. მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი მიზნის მიღწევა. თქვენი ღიმილი ხომ თქვენი წარმატების საწინდარია. გისურვებთ ჯანმრთელობას

Read Full Post »