Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ფლოსი’

კბილთა რკალი პირობითად დაყოფილია, რამოდენიმე სეგმენტად: მოლარები (6-7-8 კბილები), პრემოლარები (4-5კბილები) და წინა კბილები თითოეულ მხარეს.

ხეხვისას კბილები არ უნდა იყოს შეხებაში. ჯაგრისს ვათავსებთ კბილის ზედაპირიდან 45 გრადუსიანი კუთხით. ვიწყებთ ხეხვას მარცხნიდან, ზედა ყბის ლოყისკენა ზედაპირებით. ვასრულებთ 10 გამოგვით მოძრაობას, ეტაპობრივად გადავდივართ სხვა სეგმენტებზე.

შემდგომ ვწმენდთ კბილების სასიკენა ზედაპირებს, მარცხნიდან მარჯვნივ ყველა სეგმენტს, თითოეულზე 10 გამოგვითი მოძრაობით.

ხეხვის შემდგომი ეტაპია მოლარების და პრემოლარების საღეჭი ზედაპირები. ხეხვა წარმოებს საღეჭ ზედაპირებზე პირიდან მიმართულებით. სასურველია ჩატარდეს 10-15 მოძრაობა თითოეულ მხარეს.
ქვედა ყბაზე წმენდა ტარდება იგივე თანმიმდევრობით: ჯერ ლოყისკენა, შემდგომ ენისკენა და ბოლოს საღეჭ ზედაპირებზე.
ქვედა საჭრელების ენისკენა და ზედა საჭრელების სასიკენა ზედაპირების ხეხვისას ჯაგრისი განლაგებულია კბილთა რკალის პერპენდიკულარულად. კბილების ხეხვა სასურველი ღრძილების მასაჟით დავამთავროთ. პროცედურა ხორციელდება დახურული პირით, ჯაგრისის წრიული მოძრაობებით, ღრძილებიდან კბილების მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ.

მინდა თავიდანვე მივიქციო თქვენი ყურადღება, ხეხვისას მოსალოდნელ შეცდომებზე:

  • ჰორიზონტალური მოძრაობების არსებობა, ყველა ზედაპირზე.
  • მხოლოდ ვესტიბულარული მხარის წმენდა.
  • მოძრაობების არასაკმარისი რაოდენობა თითოეულ ეტაპზე.

ფლოსები

ფლოსი, ანუ როგორც მას უწოდებენ,  კბილის ძაფი – არის პირის ღრუს მოვლის დამატებითი საშუალება. კბილების გახეხვის დროს ჩვენ ვხმარობთ კბილის ჯაგრისს, თუმცა იგი მხოლოდ ჩვენი კბილების 3 ზედაპირს ასუფთავებს 5-დან. როგორც არ უნდა ვიხეხოთ კბილები, ჯაგრისი უბრალოდ ვერ აღწევს კბილთაშორის სივრცეებში. სწორედ მათ გასასუფთავებლად იქნა გამოგონილი კბილების ძაფი (ფლოსი). მისი საშუალებით შეგვიძლია გავიწმინდოთ ის ძნელად მისადგომი ადგილები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა საჭმლისა და ნადების.

აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში, კარიესის განვითარების ყველაზე გავრცელებული ადგილი სწორედ კბილის გვერდითი ზედაპირებია. ამის გარდა ჰიგიენის დარღვევას მოსდევს ღრძილის დვრილის გაღიზიანება, გინგივიტი და მისი ყველა გართულება.

ყველა კბილის ძაფი განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ ყოვლისა  ისინი შეიძლება იყოს დამზადებული ხელოვნური ან ნატურალური მასალისაგან. ნატურალურ მასალად იხმარება აბრეშუმი, ხოლო ხელოვნურისთვის – ნეილონი, კაპრონი ან აცეტატი.

როგორ გამოვიყენოთ ფლოსი?

    1. უნდა გამოვწიოთ 30-40 სმ ფლოსი, რომელიც ადვილად იჭრება კოლოფის თავსახურზე მოთავსებული სპეციალური დანის საშუალებით.
    2. ძაფის დიდი ნაწილი უნდა დავიხვიოთ მარცხენა ხელის შუა თითზე,
    3. ხოლო დანარჩენი ნაწილი კი მარჯვენა ხელის შუა თითზე ისე, რომ თითებს შორის მანძილი დარჩეს 10 სმ.
    4. ფლოსს ვჭიმავთ საჩვენებელი და ცერა თითებით და ფრთხილად შეგვაქვს კბილთაშორის სივრცეში.
    5. იწმინდება კბილების ზედაპირები საჭრელი ან საღეჭი კიდის მიმართულებით, ქვევიდან ზევით ქვედა ყბის ან ზევიდან ქვევით, ზედა ყბის შემთხვევაში.

სანამ დავიწყებთ ფლოსის ხმარებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ღრძილი. ტრავმის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მივმართოთ ჩვენს სტომატოლოგს, რათა აგვიხსნას და გვასწავლოს მოხმარების წესები.

გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ ნახმარი ზედაპირი აღარ გამოიყენოთ სხვა კბილებზე. 40 სანტიმეტრი თავისუფლად იძლევა ამის საშუალებას.

კბილთაშორისი ჯაგრულები
კბილთაშორისი  ჯაგრულები გამოიყენება კბილებს შორის არსებული დიდი ადგილების, მოუხსნელი პროთეზებისა და იმპლანტებზე არსებული კბილების, ორთოდონტიული კონსტრუქციებს შორის არსებული სივრცეების გასაწმენდად. კბილთაშორისი ჯაგრულა პატარა კონუსისებური ან ცილინდრული ფორმისაა. იგი ღრძილებზე მასაჟორის როლსაც ასრულებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯაგრულები დაყოფილია – სიხისტის, ფორმის და ზომის მიხედვით.

Advertisements

Read Full Post »

Read Full Post »

ფლოსი, ანუ როგორც მას უწოდებენ,  კბილის ძაფი – არის პირის ღრუს მოვლის დამატებითი საშუალება. კბილების გახეხვის დროს ჩვენ ვხმარობთ კბილის ჯაგრისს, თუმცა იგი მხოლოდ ჩვენი კბილების 3 ზედაპირს ასუფთავებს 5-დან. როგორც არ უნდა ვიხეხოთ კბილები, ჯაგრისი უბრალოდ ვერ აღწევს კბილთაშორის სივრცეებში. სწორედ მათ გასასუფთავებლად იქნა გამოგონილი კბილების ძაფი (ფლოსი). მისი საშუალებით შეგვიძლია გავიწმინდოთ ის ძნელად მისადგომი ადგილები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა საჭმლისა და ნადების.

      აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში, კარიესის განვითარების ყველაზე გავრცელებული ადგილი სწორედ კბილის გვერდითი ზედაპირებია. ამის გარდა ჰიგიენის დარღვევას მოსდევს ღრძილის დვრილის გაღიზიანება, გინგივიტი და მისი ყველა გართულება.

      ყველა კბილის ძაფი განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ ყოვლისა  ისინი შეიძლება იყოს დამზადებული  ხელოვნური ან ნატურალური მასალისაგან. ნატურალურ  მასალად გამოიყენება აბრეშუმი, ხოლო ხელუვნურისთვის ძირითადად  იხმარება ნეილონი, კაპრონი  ან აცეტატი.

ფლოსის კლასიფიკაცია

    1. ფორმის  მიხედვით:
      • მრგვალები (გამოიყენება ფართო სივრცეებისთვის)
      • ბრტყელები (წვრილი სივრცეებისთვის)
      • ლენტისებური (დიასთემების და ტრემებისათვის)
    1. ზედაპირის დამუშავების მიხედვით:
      • ცვილოვანი (დამუშავებული ცვილით, რისი საშუალებითაც უფრო მარტივად ხვდება კბილთა შორის სივრცეებში)
      • არაცვილოვანი (უკეთესად დასუფთავებისათვის)
    1. გაჟღენთილობის მიხედვით:
      • გაუჟღენთავი
      • გაჟღენთილები – ასრულებენ, როგორც ჰიგიენურ, ასევე სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს (ემალის გამაგრების სახით ნატრიუმის ფტორიდის დამატებით), ასევე მენთოლიანები, სასიამოვნო არომატით
    1. გამოყენების მიხედვით:
      • ინდივიდუალური მოხმარებისთვის
      • სტომატოლოგიური კაბინეტისთვის

     არსებობს  ფლოსების ცალკე ჯგუფი, ე.წ. „სუპერ-ფლოსები“, რომლებსაც იყენებენ პაროდონტის დაავადებების დროს, აგრეთვე ორთოპედიული კონსტრუქციების გასაწმენდად, როგორებიცაა: ხიდები და გვირგვინები. ფლოსის გამოყენება რეკომენდებულია ყოველი ჭამის შემდგომ, მაგრამ ვინაიდან ეს თითქმის შეუძლებელია, ჩვენ ვურჩევთ დღეში ერთხელ, ძილის წინ.