Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ფისურები’

ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში, კარიესის პროფილაქტიკა გადამწყვეტია. კბილის სილანტები ეფექტურია კარიესის საწყისი ფორმებისაგან დასაცავად. ჰერმეტიკები ავსებენ კბილების ღრმა და  ძნელად მისადგომ ადგილებს.

რას წარმოადგენს ფისურების ჰერმეტიზაცია?

კბილების ზოგიერთი ზედაპირის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯაგრისის მოხვედრა გაძნელებულია. ეს ძირითადად ეხება უკანა კბილებს (მოლარებს).

მათ საღეჭ ზედაპირზე, ბორცვებს შორის განთავსებულია ღარები – ფისურები. ისინი ვიწრო და საკმაოდ ღრმაა

ღრმა ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებისათვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. ბაქტერიები შაქრის, შაქრის შემცველი პროდუქტების და სასმელების მიღებით, მომენტალურად მრავლდებიან და ფიქსირდებიან წებოვან მასად, ვითარდება კბილის ნადები. აღნიშნული ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება მჟავეები, რომლებიც იწყებენ კბილის მინანქრის დაშლით პროცესებს. კბილის ჯაგრისს არ შეუძლია ასეთი სიღრმის ფისურების გასუფთავება, რადგან თითოეული ჯაგრულის დიამეტრი ერთი-ორად აღემატება ფისურისას და წმენდის დრო მის ფსკერამდე მიღწევა შეუძლებელია.

ნადების მუდმივი „გამოუწმენდობა“, იწვევს მის დაგროვებას და კარიესის განვითარებას, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, სტომატოლოგი ავსებს ფისურებს სპეციალური მაჰერმეტიზებელი საშუალებით.

ეს ნივთიერება (სილანტი) თავისი მომატებული თხევადობიდან გამომდინარე, საღეჭ ზედაპირზე მოთავსებისას, ავსებს ყველა ძნელად მისაწვდომ და ღრმა სივრცეებს, რითაც ხდის მათ სწორს და გლუვს. ასეთი ზედაპირიდან ნადების მოცილება გაცილებით მარტივია და შექმნილი ბარიერი ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევას კბილის მინანქართან.

ფისურების ჩაბეჭდვის შედეგად, კბილები იღებენ კარიესისგან დაცვას წლების მანძილზე.

რა ასაკშია უკეთესი ფისურების ჩაბეჭდვა?

ფისურების კარიესი ვითარდება, კბილების ამოჭრიდან 1-2 წლის განმავლობაში. პირველი მუდმივი მოლარების ამოჭრა ხდება 6-8 წლის, მეორე – 12-14 წლის ასაკში. ამიტომ ფისურების ჰერმეტიზაცია ამ ასაკში უფრო ეფექტურია. როდესაც კბილები ჯერ კიდევ დაუზიანებელია კარიესისგან.

ასეთი დაცვა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თუკი კბილები ჯერ კიდევ კარიესით არაა დაზიანებული, მაგრამ განსაკუთრებით ფისურების ჩაბეჭდვა რეკომენდებულია ბავშვებისათვის.

ზემოხსენებულის გარდა ფისურების დაშლის, არის კიდევ ერთი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ კბილის ამოჭრისთანავე მისი ემალი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მასში მინერალების შემცველობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში.

ამიტომ ასეთი ფისურები უფრო მიდრეკილია კარიესისადმი, რადგან  ისინი უფრო რბილია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. როგორც წესი ფისურების მომწიფება ხდება 1-2 წლის შემდეგ.

რომელ კბილებზე ხდება ფისურების ჩაბეჭდვა?

ითვლება, რომ რაც უფრო ღრმაა ფისურა, მით უფრო ეფექტური და სასარგებლოა მისი ჩაბეჭდვა.

პირველ რიგში, ღრმა ფისურებში კარიესის განვითარების საშიშროება მეტია. მეორეც – სილანტი უფრო კარგად აღწევს ვიწრო ფისურებში. როგორც წესი ასეთი ღრმა და წვრილი ფისურები აქვთ უკანა საღეჭ კბილებს (მოლარებს). ამიტომ მათ პირველებს ემუქრებათ კარიესი და სჭირდებათ დამცავი ბარიერი.

კბილის ზედაპირზე სილანტების მოთავსების ეტაპები

სილანტის მოთავსების ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია და სრულიად უმტკივნეულო. სილანტი თავისი თვისებებით ჰგავს სხივგამყარებად ბჟენს, მაგრამ უფრო თხევადია. თხევადი კონსისტენციის წყალობით იგი მარტივად აღწევს ფისურებში მათ ფსკერამდეც კი.

 

სილანტის მოთავსების ტექნოლოგია

  1. ფისურების ჰერმეტიზაციის წინ, სტომატოლოგი ახდენს კბილის ზედაპირის გასუფთავებას სპეციალური ჯაგრულის საშუალებით. მხოლოდ სუფთა და მშრალი ზედაპირი წარმოადგენს წარმატების საფუძველს.
  2. ბამბის ლილვაკებით ხდება კბილის იზოლაცია ნერწყვისგან. კბილის ზედაპირზე რამოდენიმე წამით თავსდება სპეციალური გელი, რომელიც კბილის ზედაპირს ხდის უფრო ხაოიანს, შედეგად სილანტის ემალთან მოჭიდების ძალა მატულობს.
  3. შემდგომ გელი ირეცხება წყლით.
  4. კბილის მშრალ ზედაპირზე თავსდება სილანტი და ნაწილდება ყველა ჩანაჭდევში.
  5. მას შემდეგ, რაც სილანტმა ჩააღწია ყველა ღარში, მას ამყარებენ სპეციალური ლამპის საშუალებით.
  6. გამყარებული სილანტი არ უნდა უშლიდეს პირის დახურვას. ამას ექიმი შეამოწმებს პირგადასაღები ქაღალდით, რომელიც აჩვენებს ჭარბი მასალის მქონე ადგილებს. ზედმეტი სილანტი შორდება მბრუნავი მასალებით.

სილანტების გამძლეობა

სტატისტიკური მონაცემებით ჰერმეტიკების გამოყენების რეზულტატები შთამბეჭდავია: სილანტების დაცულობა პირველ წლებში 80% აღწევს, 5 წლის შემდეგ – 70%, ხოლო 10 წლის შემდეგ 30%. შედეგად კარიესის განვითარების საშიშროება კლებულობს 70-80%-მდე. თუკი სილანტმა გაძლო 3-5 წლის განმავლობაში, ითვლება, რომ მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა სილანტის უფრო ადრე ამოვარდნის შემთხვევაშიც არ ითვლება, რომ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში სილანტი იცავდა თქვენს კბილს მჟავა წარმომქნელი მიკრობებისაგან და შესაბამისად კარიესისაგან.

რათა გაკონტროლდეს როგორც კბილის ასევე სილანტის მდგომარეობა, მკურნალი ექიმი ყურადღებითაა ყოველ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი დროულად ახდენს რეაგირებას. რა თქმა უნდა უფრო ეფექტურად იცავს ის სილანტი, რომელიც დაუზიანებლადაა კბილის ზედაპირზე. თუკი შეამჩნევთ, რომ სილანტს რაღაც ნაწილი აკლია, ან სრულიად ამოვარდა დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

Advertisements

Read Full Post »

     7 დან 12 წლამდე სასურველია ბავშვს ჩაუტარდეს ფისურების ჰერმეტიზაცია. კბილის ზოგიერთი ზედაპირი ჯაგრისისთვის მიუწვდომელია, ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე. ეს ძირითადად ეხება უკანა საღეჭ კბილებს. მათ საღეჭ ზედაპირებზე, ბორცვებს შორის არის ღარები – ფისურები.

     ისინი ხშირად ძალიან წვრილი და ღრმაა. მუდმივად მათი “გამოუწმენდავობა” იწვევს კარიესის ჩამოყალიბებას. ამის თავიდან ასაცილებლად სტომატოლოგი ავსებს ფისურებს სპეციალური ჰერმეტიზაციის მასალით.

     ეს მასალა (სილანტი), მისი თხევადობიდან გამომდინარე, აღწევს ყველა ძნელად მისადგომ და ღრმა ადგილებში და ავსებს მათ, რითაც ასწორებს და პრიალას ხდის კბილის ზედაპირებს. ამით კბილის გაწმენდა უფრო იოლი ხდება და შექმნილი ბარიერი ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევადობას.

     ფისურების ჩაბეჭდვის შემდეგ კბილი იღებს 2 წლიან დაცვას კარიესიგან.

Read Full Post »