Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘უმტკივნეულო გაუტკივარება’

წელს მედიცინის დარგში პრესტიჟული ბრიტანული პრემია (Medical Futures Innovation Awards), ყველაზე პერსპექტიულ გამოგონებაზე მიენიჭა ინგლისელ სტომატოლოგს, რომელმაც ისე განავითარა ადგილობრივი ანესთეზიისათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი შპრიცი, რომ ადრე მტკივნეული ჩხვლეტა დღეისათვის აღიქმება არა უმეტეს, როგორც კოღოს ნაკბენი.

ქალაქ ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯიმ მიხეინმა გამოიგონა შპრიცი, რომელიც უშუალოდ ანესთეტიკის შეყვანის წინ სითხეში ამატებს ტუტე ხსნარს, რომელიც მომენტალურად ანეიტრალებს მაღალ მჟავიანობას და ამით ავტომატურად  მტკივნეულ ჩხვლეტას ხდის პრაქტიკულად უმტკივნეულოს.

“ადრე ტკივილს იწვევდა არა ნემსი, რომელიც ძალზედ წვრილია, არამედ პრეპარატი, რომელიც იმყოფება მჟავე გარემოში, რათა შეინარჩუნოს კომპონენტების აქტიურობა. დღეისათვის ახალ შპრიცში მჟავიანობა მომენტალურად ნეიტრალიზდება, რაც ჩხვლეტას სტულიად უმტკივნეულოს ხდის”, – ხსნის სტომატოლოგი-გამომგონებელი

Read Full Post »