Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტელერენტგენოგრამმა’

da-vinchi-01მკურნალობის დაგეგმარებისას ექიმ-ორთოდონტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია იმ პათოლოგიაზე, რომლის განკურნებასაც აპირებს. საკმაოდ ხშირად ორთოდონტიული მკურნალობა იწყება პრობლემის გაანალიზების გარეშე და მკურნალობის შედეგები ხშირად საკმაოდ მძიმეა. ხარისხიანი მკურნალობა შეუძლებელია ანალიზის, ხოლო ანალიზი საჭირო დიაგნოსტიკური მონაცემების გარეშე. სწორად დასმული დიაგნოზი – წარმატებული მკურნალობის ნახევარია. თუკი არ იცი სად მიდიხარ, რატომ და რა მიზნით შესაძლოა დაიკარგო კიდეც. აქედან გამომდინარე დიაგნოსტიკის ფასი დაგეგმარებაში და წარმატებული მკურნალობის განხორციელებაში შეუფასებელია.

დიაგნოსტიკა მოწოდებულია იმისთვის, რომ გამოავლინოს მკვეთრი ორიენტირები, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ექიმი მკურნალობის გეგმის შედგენისას. რას მოიცავს სადიაგნოსტიკო ღონისძიებების “სტანდარტული” ჩამონათვალი თანამედროვე ორთოდონტიის გადმოსახედიდან?

1. ორთოპანთომოგრამმა

2. ტელერენტგენოგრამმა გვერდით პროექციაში (დამატებით პირდაპირ პროექციაში – ჩვენებების დროს)

3. ანაბეჭდები მოდელების მისაღებად
od3564. ფოტოგრაფირება (პორტრეტული და პირშიგნითა ფოტოები)
5. კომპიუტერული ტომოგრაფია ჩვენებების მიხედვით
6. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

ცოტა არაა ხომ? აღსანიშნავია, რომ პირველი 4 პუნქტი ეს მხოლოდ მინიმუმია ნებისმიერ სიტუაციაში. თუკი აქედან ექიმი რომელიმეს არ ატარებს, იგი იკლებს სწორი ანალიზისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას.

არსებობს კბილების გადაადგილების უამრავი მეთოდი და ექიმს შეუძლია თითქმის ყველაფერი იმ დროს როდესაც პაციენტს ბრეკეტები აქვს დაკრული, ან კაპები ან სხვა საშუალებები. მაგრამ საკითხავია თუ საით და როგორ გადავაადგილოთ. ამ შეკითხვას პასუხობს ღრმა დიაგნოსტიკა. ორთოდონტიული მკურნალობა – კარგად დაგეგმილი მოქმედებების თანმიმდევრობაა. ექიმს ჯერ კიდევ აპარატის ფიქსაციამდე უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი მკურნალობის შედეგი და გზა, რომელიც მად და მის პაციენტს მიიყვანს წარმატებამდე. მკურნალობის პროცესში შესაძლოა მოხდეს გეგმიდან გადახვევა, მედიცინა ზუსტი მეცნიერება არაა, მაგრამ გენერალური ხაზი აუცილებლად უნდა იყოს. სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით, როდესაც პაციენტებს მკურნალობენ ბრეკეტები და არა ექიმები. უბრალოდ, გაუაზრებლად მიკრული აპარატი უკეთეს შემთხვევაში შედეგს არ მოგვცემს, ხოლო უარეს ვარიანტში შესაძლოა მძიმედ დამთავრდეს. ამიტომ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოქმედებების გეგმა… საით წავიდეს:

0_75a55_be703492_xlორთოპანთომოგრამმა (ანუ “ოპგ”,  პანორამული სურათი)

მთელი ყბა-კბილთა სისტემის, როგორც ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსის ერთ მომენტიანი სურათია. სურათი მოიცავს ალვეოლურ მორჩებს მთლიანი მაშტაბით, ხოლო თვითონ გამოსახულება ერთ სიბრტყეზეა გაშლილი.  პაციენტზე მინიმალური რენტგენოლოგიური დატვირთვით, ორთოპანთომოგრამა დიდი მაშტაბით გვაძლევს ხარისხიან და სრულ სურათს. სურათზე მოჩანს:

  •  ძირითადი ღრუები;
  • ძვლოვანი ქსოვილი;
  • პათოლოგია;
  • სიბრძნის, რეტენირებული, ზეკომპლექსური კბილები.
  • ფესვების მდებარეობა.

ორთოპანთომოგრამას იყენებენ სხვადასხვა სპეციალისტები: ორთოდონტები, იმპლანტოლოგები, თერაპევტები, ორთოპედები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგებს უბრალოდ არ შეუძლიათ მის გარეშე მუშაობა.

od5ტელერენტგენოგრაფია (ტრგ) – (ბერძ. tele – შორს, – რენტგენოგრაფია) – რენტგენოგრაფია, რომელიც სრულდება შორი მანძილიდან საკვლევი ობიექტის მაქსიმალურად ზუსტი ზომების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად. თავის “ფოტოგრაფია” რენტგენის სხივებით პროფილში. ორთოდონტისათვის აუცილებელი მეორე სურათი. არც ერთი ექიმი არ უნდა იწყებდეს მკურნალობას მის გარეშე. ტრგ საჭიროა მთელი რიგი გათვლებისათვის – ითვლება მანძილები, კუთხეები, ფორმულებით ანგარიშობენ პარამეტრებს, რაც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ გეგმას. არ დავიწყებ ამ თემაში ჩაღრმავებას, რადგან სტატიის მიზანია გასაგებ ენაზე მივიტანოთ ინფორმაცია პაციენტამდე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას. უბრალოდ ვიტყვი, რომ არსებობს თანკბილვის ანომალიები რომელთა გამოსწორება მარტო ორთოდონტს არ შეუძლია. არიან პაციენტები რომელთაც ესაჭიროებათ ორთოგნათიული ქირურგია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ექიმ-ორთოდონტს აქვს შესაძლებლობების ზღვარი. ხოლო გვერდითი ტრგ მას ეხმარება გაიგოს სად მთავრდება მისი მოქმედების არეალი.

od7 (1)ტრგ პირდაპირ პროექციაში

პაციენტის “ფოტოგრაფია” ანფასში. სახის ასიმეტრიის დროს მნიშვნელოვანია გავიგოთ მიზეზი. იგი შესაძლოა კბილების არასწორი დგომის ბრალი იყოს, რომლებიც საშუალებას არ აძლევენ ქვედა ყბას სწორად დაიხუროს. მაგრამ შესაძლოა საქმე უფრო სერიოზულადაც იყოს. როდესაც ასიმეტრია გამოწვეულია ზედა ყბის არასწორი მდებარეობით ქალას მიმართ ან ქვედა ყბის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრების სხვადასხვა ზომებით.

digital-castsანაბეჭდების აღება, სადიაგნოსტიკო მოდელების დამზადება, მათი გამოთვლა და ანალიზი.

ტრადიციული მეთოდით ანაბეჭდების აღების შემდეგ, ტექნიკოსი ლაბორატორიაში ასხამს თაბაშირის მოდელებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი გამოთვლა. ექიმი ადგენს ყბების ნამდვილ ზომებს. ექიმს ეხმარება სპეციალური ფორმულები, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა კბილების ზომების გამოთვლა.

ფოტოგრაფირება

ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად ყველაზე კარგი მოტივატორია. მხოლოდ მცირე თუ ხვდება, რომ თანკბილვაზეა დამოკიდებული ტუჩების ფორმა, პროფილი, გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭები. პორტრეტული ფოტოების გაანალიზებით, ექიმს შეუძლია და უნდა მოახდინოს მკურნალობის შემდგომი იერის ცვლილებების პროგნოზირება. პირშიგნითა ფოტოები აუცილებელია მკურნალობის ყველა ეტაპზე დინამიკაში დაკვირვებისათვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)

tomooრიგ შემთხვევებში ექიმს შესაძლოა დასჭირდეს კტ. მხოლოდ ამ ფოტოზე შეგვიძლია განვსაზღვროთ კბილის სივრცობრივი განლაგება სხვა კბილების მიმართ. ეს აუცილებელია რეტენირებული კბილების გადაადგილებისას, რათა დავადგინოთ თუ რომელი კბილია უფრო ზედაპირულად და რათა სწორედ შეირჩეს გადაადგილების ვექტორი, რომ არ მოხდეს მეზობელი კბილების ფესვებზე გამოდება. ორთოპანთომოგრამმაზე, შესაძლებელია შესაძლებელია შეფასდეს კბილის მდებარეობა მხოლოდ ერთ ფრონტალურ სიბრტყეში. კტ მეორე ხშირი ჩვენება პაროდონტიტის საშუალო და მძიმე ფორმებია. კტ-ზე შესაძლოა პაროდონტის მდგომარეობის დადგენა ცალკეულ კბილებზე.

image001და ბოლოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

Advertisements

Read Full Post »