Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სტომატოლოგი’

სტატია დაწერილია ამერიკელი სტომატოლოგის მიერ:

დღეს უკვე როდესაც პენსიაზე ვარ, შემიძლია გადავხედო ჩემს განვლილ ცხოვრებას და გავიცინო – ან ვთქვა ყველაფერი რასაც ვფიქრობ: მე სტომატოლოგი ვარ, რომელსაც სინამდვილეში არ მოსწონდა საკუთარი სამუშაო. რამოდენიმე თვის წინ შემხვდა სტატია „10 მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიტან სტომატოლოგს“, რამაც შთამაგონა დამეწერა შემდეგი სტატია:

  1.  სავარძელისავარძელში ჩაჯდომისას თქვენ ამბობთ: „ვერ ვიტან სტომატოლოგებს“. ნუთუ? როგორც ჩანს თქვენმა მშობლებმა არ გასწავლეს წესიერი ქცევის მანერები. არ იცით, რომ უზრდელობა ადამიანს შეხვედრისას უთხრათ, რომ თქვენ მას ვერ იტანთ. პასუხად მეც მინდა გითხრათ: „მეც ვერ გიტანთ“.
  2. თქვენ მოდიხართ ვიზიტზე და ისეთი შეგრძნებაა თითქოს 1 კვირაა კბილები არ გაგიხეხიათ. მე მყოლია პაციენტები, რომლებიც მოდიოდნენ სუფთა კბილებით, მაგრამ ამასთან ბოდიშს იხდიდნენ, რომ წახემსების შემდეგ ვერ მოახერხეს კბილების გამოხეხვა. ეს მისაღებია. მაგრამ თუკი თქვენ მოდიხართ პირის ღრუში ნადებით 1 კვირიანი დაძველებით…. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი უყურე სისხლს, ჩირქს და „დამპალ“ კბილებს, ეს პირველია რასაც წყობილებიდან გამოვყავარ. ხომ იცით, რომ ვიზიტის დროს ექიმი დაათვალიერებს თქვენს პირის ღრუს. სახლს არ ალაგებთ სტუმრების მოსვლის წინ? თქვენი კბილების მკურნალობისთვის რამოდენიმე საათი გადგევართ თავზე წელში მოხრილი. კეთილი ინებეთ და თავი მაინც მომაჩვენეთ, რომ თქვენთვის სულერთი არ არის ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო და თქვენ ცოტათი მაინც ზრუნავთ თქვენს კბილებზე.
  3. პირის ღრუს ჰიგიენამე დავხარჯე რამოდენიმე საათი თქვენი კბილის მკურნალობაზე, თქვენ კი ფასის გამო იწყებთ წუწუნს. თქვენ ხომ იხდით ფულს, როდესაც გამოდიხართ მაღაზიიდან პროდუქტებით სავსე პარკებით. მე გეხმარებით რათა გაიღიმოთ და შეძლოთ მიირთვათ საკვები. ეს კი დამეთანხმეთ 2 უმნიშვნელოვანესი რამ არის თქვენს ცხოვრებაში.
  4. მე გეუბნებით, რომ კარიესი გაქვთ და უნდა დაიბჟინოთ კბილი, თქვენ კი გადადეთ ვიზიტი თვეები ან წლები. შედეგად კბილი იწყებს ტკივილს. 2-3 კვირიანი ტანჯვის შემდეგ მირეკავთ შაბათს საღამოს, როდესაც მე მეგობრებთან ერთად ვარ და ვისვენებ. მეუბნებით, რომ გტკივათ კბილი, რომელიც უნდა დაგებჟინათ ჯერ კიდევ 1 წლის წინ აგტკივდათ აგერ 2 კვირაა და საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
  5. თქვენ მოდიხართ ჩემთან ითხოვთ შველას და არ მაცდით, რომ ნორმალურად ვიმუშაო. იგრიხებით და იმანჭებით, მაშინ, როდესაც საერთოდ არ არის მტკივნეული. როდესაც გტკენთ მეც ვნერვიულობ. თუკი გტკივათ მითხარით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ აღარ გეტკინოთ. მაგრამ, თუკი თქვენი საქციელი გამოწვეულია სამკურნალო პროცესის სიძულვილით თქვენ მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს. თუკი თქვენ ატრიალებთ ენას გაუჩერებლად, არ აღებთ პირს წესიერად მე ვერ შევძლებთ ჩემი სამუშაოს შესრულებას. ამის მაგივრად დამეხმარეთ, რომ გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია.
  6. ფულითქვენ მირეკავთ და მეუბნებით, რომ: „კბილი, რომელიც მე თქვენ გიმკურნალეთ გტკივათ“. თქვენ ჩემთან მოხვედით კარიესული კბილით. მე კარიესი არ გამიჩენია. თქვენ თავად ხართ ამაში დამნაშავე. მე მხოლოდ ვბჟენ კბილს. ამისათვის მე უნდა გამოვიყენო პატარა ბორი, მოვაშორო კბილიდან დაშლილი ქსოვილები. თუკი ავიღებდი ბორს, გაგიხვრეტდით ბარძაყის ძვალს და შემდგომ რაღაც მასალით ამოვავსებდი, როგორ ფიქრობთ არ გეტკინებოდათ? იგივეა კბილიც.
  7. როდესაც საჭიროა რენტგენის გადაღება იწყებთ  სენსორის კბეჩას. სურათი საჭიროა, რათა დადგინდეს რა ხდება თქვენს კბილში. ვიცი, რომ რიგ შემთხვევებში ადამიანებს მართლაც არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ უმეტესობას ხომ შეუძია 15 წამის განმავლობაში იჯდეს მშვიდად. მეც გადამიღია რენტგენი, ვიცი რომ უსიამოვნო პროცესია, მაგრამ უბრალოდ უნდა მოითმინოთ.
  8. თქვენ მეუბნებით, რომ მე შევიძინე ავტომობილი გაკეთებული გვირგვინის ხარჯზე. მაგრამ თქვენ არ გიყიდიათ ჩემთვის მანქანა. მე დავხარჯე ასობით ათასი დოლარი ჩემს განათლებაზე, დავხარჯე რამოდენიმე საათი რათა გამეკეთებინა თქვენთვის გვირგვინი, იქნებ თქვენ გადაიხადეთ ჩემი სწავლის საფასური? მაგრამ თქვენ ნამდვილად არ გიყიდიათ ჩემთვის მანქანა.
  9. ღიმილითქვენ არ მოდიხართ ან აუქმებთ ვიზიტს ბოლო წუთს. ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ თუკი თქვენ გააცდინეთ ვიზიტი იმიტომ, რომ ჩაწერილი ხართ სილამაზის სალონში ეს უბრალოდ ჩემდამი უპატივისცემლობაა. არა მხოლოდ მე ვკარგავ 2 საათს, არამედ იტანჯება ის ადამიანიც, რომელსაც უარი უთხარი თქვენს გამო. აქვე დავამატებ, რომ თქვენი დაგვიანების შემთხვევაში, მე მიწევს დაგვიანება ყველა შემდგომ პაციენტთან.
  10. მე გესაუბრებით კბილების ბუნებრივ ცვეთაზე, თქვენ კი უარყოფთ. გეგონება დანაშაულში გამოგიჭირეთ. კბილების ცვეთა ეს ნორმალური პროცესია. მე მხოლოდ მიგითითეთ მასზე და გირჩევთ რა უნდა გაკეთდეს მომავლაში უფრო სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

და ბონუსად №11. თქვენ მიცხადებთ, რომ ჩემს მიერ დასმული დიაგნოზი – არასწორია. თუკი ასეთ ჭკვიანი ხართ, რატომ მოხვედით? თავად დაიბჟინეთ საკუთარი კბილები და ჩაისვით გვირგვინები.

და თუკი თქვენ ვერ ამოიცანით საკუთარი თავი ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში, თქვენ მოსწონხართ თქვენს სტომატოლოგს. შესაძლოა თქვენ მისთვის სინათლის სხივი ხართ მთელი სამუშაო დღის მანძილზე.

Read Full Post »