Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სტომატოლოგიური დახმარება’


პირველადი, სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარება შესაძლოა ყველას დასჭირდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველადი დახმარების შემდეგ არ უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან, ეს მხოლოდ დროებით ხსნაა.

კბილის მოტეხილობა

თუკი შემთხვევით მოიტეხეთ კბილი დაუყოვნებლივ გამოივლეთ თბილი წყალი, რათა მოხდეს პირის ღრუდან ნატეხების მოშორება.

სისხლდენის შემთხვევაში მიიდეთ სტერილური ბინტი, სანამ სისხლდენა არ შეწყდება. ტკივილის და შესიების თავიდან ასაცილებლად ლოყაზე, ან მონატეხი კბილის არეში მიიდეთ ცივი კომპრესი (მაგალითად ყინული ჩადებული პარკში და გახვეული პირსახოცში).

აუცილებელია სტომატოლოგთან დროული ვიზიტი სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.

ამოვარდნილი კბილი

კბილი შესაძლოა ამოვარდეს შემთხვევით ან სპეციალურად (ჩხუბის დროს :)) კბილის ამოვარდნილობა შესაძლოა იყოს სრული და ნაწილობრივი. ნუ ეცდებით მის უკან კბილბუდეში მოთავსებას. თუკი კბილი მთლიანად ამოვარდა მოათავსეთ რძეში ან თბილ მარილიან წყალში. ჭრილობის ადგილას მიიდეთ სტერილური ბინტი და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. კბილი შესაძლოა შეინახოთ უახლოესი 1 საათის განმავლობაში.

კბილის ტკივილი 

ერთ-ერთი დიდი შეცდომაა გარედან თბილი კომპრესების დადება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს შესიება. ასევე არავითარ შემთხვევაში არ დაიდოთ ღრძილზე ასპირინის ტაბლეტები. გამოივლეთ ცხელი სავლები (სოდიანი, მარილიანი, ჩაი და სხვა.) შეძლებისდაგვარად გაისუფთავეთ კბილი საკვების ნარჩენებისგან და მიმართეთ ექიმს.

რბილი ქსოვილების დაზიანება (მაგალითად სისხლდენა ღრძილებიდან)

გამოივლეთ პირი თბილი მარილიანი ხსნარით, ხოლო შემდეგ ამავე ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ბინტი მიაჭირეთ დაზიანებულ ღრძილს. სისხლდენა მალევე შეჩერდება.

Read Full Post »