Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სინუსლიფტინგი’

საქართველოში კბილების ნაწილობრივი ან სრული ადენტია – კბილების დაკარგვა – საკმაოდ გავრცელებულია ზრდასრულ მოსახლეობაში. ერთი კბილის არქონაც კი გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, ხოლო რამოდენიმე კბილის უქონლობა შესაძლოა სერიოზულად აისახოს ცხოვრების ხარისხზე. ხოლო სრული ადენტია ადამიანისგან ხდის სტომატოლოგიურ ინვალიდს. ჩნდება საკვების მიღების სიძნელეები: ნორმალურად საკვების მოკბეჩა და ღეჭვა ფაქტიურად შეუძლებელია, რიგი პროდუქტები საერთოდ ქრება რაციონიდან. ჩნდება დიქციის პრობლემები. ადამიანი იწყებს ჩლიფინს და უნებურ სტვენას. დარჩენილი კბილები იწყებენ გადანაცვლებას ცარიელი ადგილებისკენ, რითაც ირღვევა ზედა და ქვედა ყბის ფიზიოლოგიური შეთანასოვნება. შედეგად ჩნდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, რაც თავის მხრივ იწვევს სერიოზულ თავის ტკივილებს, საჭმლის მომნელებელი სისტემების consequences-of-tooth-loss-largeპრობლემებს და სხვა გართულებებს. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – თუ როგორ იცვლება თქვენი გარეგნობა. საქმე იმაშია, რომ კბილების დაკარგვის შემდეგ ძვალი აღარ იტვირთება და ნელ-ნელა იწოვება, რაც ხდება სახის ნაკვთების შეცვლის მიზეზი: ტუჩების ჩავარდნა, ცხვირ-ტუჩის და ნიკაპის ნაოჭები მკვეთრად გამოხატული, პირის კუთხეები იწევს ქვევით, მცირდება ქვედა ყბის ზომები, ხოლო კისერზე ჩნდება ნაოჭები.

იმპლანტაციის დადებით მხარეებზე საუბრისას ნაკლებ აღსანიშნავია მისი მცირედ ინვაზიურობა, რადგან პროთეზირების მთავარი ამოცანა მდგომარეობს პირველ რიგში დაკარგული ფუნქციის აღდგენაში. იმპლანტი მჭიდროს ხორცდება ყბის ძვალთან და ასრულებს ხელოვნური კბილის საიმედო საყრდენის როლს. პაციენტი ვერ გრძნობს სხვაობას საკუთარ და იმპლანტირებულ კბილებს შორის, მას აღარ სჭირდება საკვების შერჩევა, ქრება დიქციის პრობლემები.

იმპლანტაცია, დაფუძნებულია ტიტანის (მასალა რისგანაც მზადდება იმპლანტები) უნიკალურ თვისებაზე – მოხდეს ძვალთან შეხორცება, რამაც შემდგომში მიიღო ოსტეოინტეგრაციის სახელი. პირველი წარმატებული კბილის იმპლანტაცია ჩატარდა 1965 წელს შვედეთში. 1980 წლებში ტექნოლოგიამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა აშშ და შემდგომ ევროპაში.

იმპლანტი ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან ეს გახლავთ – შიდა ნაწილი, რომელიც ახდენს კბილის ფესვი იმიტაციას და გარე ნაწილი სახელად აბატმენტი, რაზეც ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი. არსებობს ასევე იმპლნატების სხვა ფორმები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა, მაგალითად ფირფიტოვანი იმპლანტები. ასევე არსებობენ მინი-იმპლანტები, რომლებიც არ განიცდიან ოსტეოინტეგრაციას და გამოიყენება ორთოდონტიული მკურნალობის დროს. ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ ხდება მათი ამოღება.

რამდენად მნიშვნელოვანია იმპლანტის მწარმოებელი? ალბათ მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ თანამედროვე იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან და ყველა მათგანი ხორცდება, მაგრამ ყველა სისტემას აქვს დამზადების თავისებურებები, ჩასმის ტექნიკა და შემდგომი პროთეზირების შესაძლებლობები. ცხადია, რომ კომპანია, რომელიც არა ერთ წელია ფუნქციონირებს დიდი ფულს და ენერგიას ხარჯავს სამეცნიერო კვლევებზე და ექსპერიმენტებზე მსოფლიოს ექიმებთან ერთად. რა თქმა უნდა წამყვანი კომპანიების barrington-implant-between-2-teethპროდუქცია იაფი არ ჯდება, მაგრამ ღიირს კი ეკონომიის გაკეთება იმაზე რაც შესაძლოა მთელი ცხოვრება მოგემსახუროთ?

იმპლანტაციის მთავარ უპირატესობად ითვლება გვერდზე მდგომი კბილების ხელშეუხებლობა. მაგრამ ეს პლიუსი ყოველთვის ნათელი არ არის პაციენტისთვის: როდესაც იგი თანხმდება ხიდის გაკეთებაზე, იგი არც ფიქრობს იმას, რომ 5-7 წლის შემდეგ შესაძლოა კონსრუქცია გამოსაცვლელი გახდეს, ხოლო დაქლიბული კბილები უარეს შემთხვევაში ამოსაღები.

 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმპლანტირებული კბილი ახდენს ბუნებრივ დატვირთვას ყბის ძვალზე, რითაც ხელს უშლის მის გაწოვას.  ყბის ძვლოვანი მასის შენარჩუნება იმპლანტაციის კიდევ ერთი უდაო უპირატესობაა. საქმე იმაშია, რომ ხიდისებური კონსტრუქციების, ფირფიტოვანი ან ბიგელისებური პროთეზების ხანგრძლივი ტარება, ტრავმული ექსტრაქციები, დაგვიანებული მიმართვა იწვევს იმას, რომ უფუნქციოდ დარჩენილი ძვალი იწყებს განლევას და მისი მოცულობა ხდება არასაკმარისი იმპლანტაციის ნორმალურად ჩატარებისთვის. შედეგად პაციენტს სჭირდება არა მხოლოდ იმპლანტაცია, არამედ ძვლის პლასტიკა. ზედა ყბის შემთხვევაში სინუსლიფტინგი (ჰაიმორის წიაღის ფსკერის ამაღლების ოპერაცია). აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ხშირია და დაახლოებით 80% აღწევს. მიუხედავად აღნიშნული მანიპულაციის წარმადობის და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის სხვადასხვა მეთოდებისა, ორმაგი ოპერაციის და გაზრდილი ხარჯების პერსპექტივა ბევრ პაციენტს აშინებს და აფრთხობს.

გავრცელებული აზრის, რომ “იმპლანტაციის გაკეთება ყველასთვის არ შეიძლება” – მიუხედავად აბსოლუტური უკუჩვენებების სია საკმაოდ შეზღუდულია. მათში შედის ფსიქიკის დარღვევა, პაციენტის მძიმე ზოგადსომატური მდგომარეობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, დღეში ერთზე მეტი კოლოფი სიგარეტის მოწევა და პირის ღრუს გამოუსწორებლად ცუდი ჰიგიენა. დანარჩენი ხვდება ნაწილობრივ უკუჩვენებებში. ისეთი დაავადებაც როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ოსტეოპოროზი და კოაგულაციის დარღვევა არ წარმოადგენს იმპლანტაციის 100% იან უკუჩვენებას. გულ-სისხძარღვთა სისტემის და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებიც არ წარმოადგენენ პირდაპირ უკუჩვენებას. უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს შეხორცების და იმპლანტის მოხმარების ხანგრძლივობის მხრივ.

იმპლანტების მოთავსება ბავშვებში არ შეიძლება, რადგან მათი ყბები განიცდის ზრდას. იმპლანტაციის ჩატარება შეიძლება გოგონებში 17 და ბიჭებში 19 წელს ზევით. სასურველია ზრდის ზონების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რაც ეხება ასაკის ზედა ზღვარს იგი არ არსებობს, პირიქით თანამედროვე იმპლანტოლოგია გულისხმობს, რომ კბილების იმპლანტაცია ზუსტადაც, რომ სჭირდებათ ხანდაზმულ ადამიანებს. ის ფაქტი, რომ 90 წლის პაციენტებს სრული ადენტიით ერთჯერადად უტარდებათ ათეულობით იმპლანტის მოთავსების ოპერაცია კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია პროცედურის უსაფრთხოების და საიმედოობის.

მიუხედავად ამისა ნებისმიერი ექიმი-სტომატოლოგი და ჩვენც გეტყვით, რომ საკუთარ კბილებზე ძვირფასი მაინც არაფერია.

Read Full Post »

სინუსლიფტინგი (სწორი დასახელება „სუბანტრალური აუგმენტაცია“) – დენტალურ იმპლანტოლოგიაში გამოყენებადი ყველაზე გავრცელებული ძვლოვან-პლასტიკური ოპერაცია. თითქმის ყოველი მესამე პაციენტი, რომელიც საჭიროებს იმპლანტაციას ზედა ყბის გვერდით სეგმენტში საჭიროებს აღნიშნულ მანიპულაციას – ყოველივე დაკავშირებულია ადამიანის ყბა-სახის ანატომიურ თავისებურებებთან.

მინდა კონკრეტულ მაგალითზე მოგითხროთ ოპერაციის ჩვენებებზე, ჩატარების ტექნიკაზე, შედეგებზე და შესაძლო გართულებებზე.

არსებობს აღნიშნული  ოპერაციის ჩატარების უამრავი მეთოდი, თუმცა ძირითადად ისინი იყოფა ორ ჯგუფად:

–         ლატერალური სინუსლიფტინგი ზედა ყბის წიაღის გვერდითი კედლის გახსნით (ღია სინუსლიფტინგი). მას „დიდ“ სინუსლიფტინგსაც უწოდებენ.

–         ვერტიკალური (ტრანსკრესტალური) სინუსლიფტინგი იმპლანტის ჭრილიდან შესვლით (დახურული სინუსლიფტინგი). „პატარა“ სინუსლიფტინგი.

ჩვენი დღევანდელი საუბარი ძირითადად შეეხება პირველ მეთოდს. მარტივად, რომ მოგახსენოთ ვერტიკალური ლიფტინგი ტარდება ოსტეოკონდენსორებით იმპლანტის ჩანერგვის პროცესში. მას შედარებით შეზღუდული ჩვენებები აქვს, შესრულების თვალსაზრისით გაცილებით მარტივია.

როგორც ავღნიშნეთ არსებობს ლატერალური სინუსლიფტინგის ჩატარების უამრავი მეთოდი და მოდიფიკაცია. მეცნიერები და ექიმები გამუდმებით მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე. ასე გაჩნდა ოპერაციის „ბალონური“, „ენდოსკოპური“ და „ულტრაბგერითი“ მეთოდები. ყველა ექიმი ირჩევს მისთვის სასურველ მეთოდს, რადგან მიზანი ერთია – შევქმნათ საიმედო დენტალური იმპლანტაციისათვის საჭირო, ქსოვილის ადექვატური რაოდენობა.

საერთოდ რა საჭიროა სინუსლიფტინგი?

განსხვავებით ქვედა ყბისაგან, რომელიც ერთი მთლიანი ძვალია, ზედა ყბას აქვს 2 დიდი წიაღი. აღნიშნული წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უერთდება ცხვირის ღრუს, ჩვენ მას ვეძახით ზედა ყბის ანუ „ჰაიმორის“ წიაღს. ჰაიმორის წიაღი – ცხვირის წინამდებარე წიაღებში ყველაზე დიდია. მისი დანიშნულებაა – ფილტვებში მიმავალი ჰაერის გათბობა, ხმის რეზონირება და ქალას მასის შემცირება.

კომპიუტერულ ტომოგრამაზე აღნიშნული წიაღები შემდეგნაირად გამოიყურება

წიაღის ზომები და ფორმა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია, ზოგს დიდი და ჰაეროვანი აქვს, ზოგს კი – პატარა და სქელი კედლებით.

ყველაფერი კარგია, მაგრამ როდესაც ადამიანი კარგავს კბილებს და დგება საკითხი მათი იმპლანტებით ჩანაცვლების შესახებ, იბადება შეკითხვა ზედა ყბის წიაღსა და პირის ღრუს შორის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობაზე. თუკი აღნიშნული მოცულობა მცირეა, ჩვენი იმპლანტი უბრალოდ ჩავარდება ჰაიმორის ღრუში.

იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილი საჭირო მოცულობის შესაქმნელად მოგონილ იქნა სინუსლიფტინგის ოპერაცია.

უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კბილების დაკარგვის შემდეგ, ალვეოლური მორჩი განიცდის ატროფიას (მცირდება ზომებში), ხოლო დაშორება პირის ღრუსა და წიაღს შორის უფრო კლებულობს. თუმცა არსებობს ანატომიური თავისებურებები, რომლებიც არ არის დამოკიდებული ძვლოვანი ქსოვილის ატროფიაზე. ამიტომ იმპლანტების დროული ჩანერგვაც არ უზრუნველყოფს სინუსლიფტინგის თავიდან აცილებას.

სინუსლიფტინგის ჩვენება და უკუჩვენება

კერძოდ ჩვენება ერთია – საოპერაციო ველში ძვლოვანი ქსოვილის ნაკლოვანება. როგორც ავღნიშნეთ სინუსლიფტინგი ბევრ პაციენტს ესაჭიროება.

ამისათვის კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რის საფუძველზეც ვსაზღვრავთ საოპერაციო არეში ძვლოვანი ქსოვილის სისქეს (აღნიშნულია რიცხვებით, ითვლება მილიმეტრებში):

 თუკი ძვლის მოცულობა საკმარისია საჭირო იმპლანტის პირველადი სტაბილიზაციის მისაღწევად (მინიმუმ 10-13მმ), სინუსლიფტინგი არ გვჭირდება. თუკი სისქე ნაკლებია – მაშინ საჭიროა.

სინუსლიფტინგის ჩატარების უკუჩვენება ბევრი არ არის:

–         ზედა ყბის წიაღის ქრონიკული ანთების გამწვავება

–         ცხვირის ღრუსა და ზედა ყბის წიაღზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი, სარეაბილიტაციო პერიოდი.

–         ზედა ყბის წიაღის ან ზედა ყბის სიმსივნე

–         სხივური ან ქიმიოთერაპია

–         აუტოიმუნური დაავადებები

–         აქტიური მწეველი (დღეში ორ კოლოფზე მეტი). მაგრამ აქ საკითხი დგას საერთოდ შესაძლო ხარისხიან მკურნალობასა და პროთეზირებაზე.

იმპლანტებით თუ ისე?

სინუსლიფტინგის ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს ერთდროულად იმპლანტების ჩანერგვასთან ერთად, ან ცალ-ცალკე.

არჩევანი დამოკიდებულია ალვეოლური ქედის სიმაღლეზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმპლანტატის პირველადი ფიქსაცია. იმპლანტი უნდა ჩაიძიროს ძვალში ნახევარზე მაინც (დაახლოებით 5მმ), ასეთ შემთხვევაში იმპლანტაცია შესაძლოა ჩატარდეს ლიფტინგთან ერთად. თუკი ალევეოლური ქედის მოცულობა არ იძლევა იმპლანტის დაფიქსირების საშუალებას და ვერ ფარავს მას ნახევრამდე (ნაკლებია 5მმ) სასურველია ჩატარდეს ჯერ სინუსლიფტინგი ცალკე ოპერაციად, ხოლო შემდგომ უკვე იმპლანტაცია. არიან ექიმები, რომლებიც აფიქსირებენ იმპლანტებს 2-3მმ სისქის ძვალშიც, თუმცა ეს საკმაოდ სარისკოა და ჩვენ ამის გაკეთებას არ გირჩევდით.

 აი მაგალითისთვის კონკრეტული სიტუაცია. პაციენტს ესაჭიროება იმპლანტების ჩანერგვა ზედა ყბის გვერდით სეგმენტებში. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და რას ვხედავთ: სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით მოხდა საიმპლანტაციო არეში ალვეოლური მორჩის სიმაღლის განსაზღვრა.

 როგორც ხედავთ მარცხენა მხარეს (აღნიშნულია ასო L-ით) ალვეოლური მორჩის სიმაღლე შეადგენს 4,43 მმ, ხოლო მარჯვენა მხარეს (აღნიშნულია ასო R-ით) – 8,17მმ. ეს კი ნიშნავს, რომ მარჯვენა მხარეს შეგვიძლია მშვიდად ჩავატოთ იმპლანტაცია სინუსლიფტინგით, ხოლო მარცხნივ ჯერ უნდა ჩატარდეს სინუსლიფტინგის ოპერაცია, დაველოდოთ ძვლის აღდგენას და შემდგომ უკვე ჩავნერგოთ იმპლანტები.

როგორ ტარდება სინუსლიფტინგის ოპერაცია?

ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ზოგადი გაუტკივარება და ნარკოზი, როგორც წესი არაა საჭირო.

საწყისი სიტუაცია:

პირის ღრუში ზედა ყბის გვერდითა კედელზე, (როგორც წესი საიმპლანტაციო ველის თავზე) კეთდება ზედა ყბის წიაღში შესასვლელი. იგი წარმოადგენს პატარა ფანჯარას, რომელიც კეთდება ფრეზის (ბორი)ან  ულტრაბგერის ზემოქმედებით. შესასვლელის გაკეთება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო დაქმეა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება.

„ფანჯრიდან“ კარგად ჩანს ჰაიმორის ლორწოვანი. სქემატურად ეს შემდეგნაირად გამოიყურება: 

სპეციალური იარაღების საშუალებით ფრთხილად ხდება ლორწოვანის აწევა, რითაც მის ქვეშ ვქმნით თავისუფალ სივრცეს.

წარმატების საწინდარი – სწორად შერჩეული იარაღები და კარგი მხედველობის არეა. ძალზედ მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება.

შემდგომი ეტაპი შექმნილი სივრცის ოსტეოპლასტიური მასით ამოვსებაა. ამ მიზნით იხმარება აუტოძვალი, ხელოვნური ძვალი, ბიოძვალი ან ალოძვალი. შექმნილი ფანჯარა იხურება ბარიერული მემბრანით. შემდგომ საოპერაციო ველი იხურება და იკერება.

Read Full Post »