Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიგრილის არომატი’

რა არის დილის სურნელი?

ახლახანს გაღვიძებული ხეების სიგრილე, შემოჭრილი გაღებული ფანჯრიდან?

სამზარეულოდან მომავალი ყავის ძლიერი არომატი?

პარსვის შემდგომი ცხვირში მოღიტინე პარფიუმი?

ალბათ დილის სურნელი პირველ ყოვლისა არის მენთოლი. ეს არის აბაზანა, კბილის ჯაგრისსზე გადმოსული თეთრი კბილის პასტა, დილის სიჯანსაღის შეგრძნება ახალი დღის დასაწყებად. მილიონობით მიკროსკოპული ყინულის კრისტალები, რომლებიც მოედებიან მთელს პირის ღრუს. უეცარი სიცივით გამოწვეული ენის გაბუჟება.

ხანგრძლივი სიგრილის შეგრძნება…

ყნოსვის აღმქმელი უჯრედების რაოდენობა ცხვირში 60 მილიონს აჭარბებს, მაშინ როდესაც პირის ღუში გემოს მხოლოდ 10 ათასი უჯრედი აღიქვამს. ვინაიდან ადამიანის ცხვირის მემბრანები დაკავშირებულია პირის ღრუსთან, სუნი სინამდვილეში ხდება ერთგვარ შეჯამებად გემოვნებისა და ყნოსვის აღქმისა. ეს ფენომენი ნათლად ჩანს ინგლისურ სიტყვებში smell (სუნი) და taste (გემო), აგრეთვე სიტყვა flavor (არომატი).
ამა თუ იმ არომეტების ზეგავლენა ადამიანზე ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იქნა აღმოჩენილი. ცნობილია, რომ პირველყოფილი ადამიანი თავდაცვის მიზნით ტანსაცმელს ცეცხლის სუნით ჟღინთავდა. ნამწვის სუნი ცხოველებში პანიკის გამომწვევია, რაც მათში შიშს თესავდა. ძველ ეგვიპტელი ქურუმები სრულყოფილად ფლობდნენ არომატის ფენომენს, მათ შეეძლოთ დაემზადებინათ ადამიანის მოსაზიდი და პირიქით შესაძული არომატები. ძველი ინდუსები მუდამ თან ატარებდნენ პატარა არომატიზებულ ჭურჭელს, რომელიც ცხვირთან მიჰქონდათ კარგი განწყობის შესაქმნელად. ძლიერი არომატი მჭიდროდ დაუკავშირდა ბედნიერ მოგონებენს, საკმარისი იყო მძიმე დღეებში მოგეხსნა ბოთლის თავსახური და სასიამოვნო სურნელი წამიერად ბედნიერების და სიხარულის მორევში გადაგისროდა.

არომატის ეს ფენომენალური  შესაძლებლობები მასიურ სარგებლობაში მხოლოდ მცირე ხნის წინ გამოჩნდა.

დღეისათვის არსებობს მაღვიძარები, რომლებიც საათის მექანიზმიდან მომდინარე სასიამოვნო არომატით აღვიძენებენ ადამიანს. „ნისანის“ ფირმამ გამოუშვა ავტომობილი რომლის კომპიუტერიც თვალს ადევნებს მძღოლის თვალებს და გამომეტყველებას. თუ ადამიანი იწყებს თვლემას ირთვება ხმამაღალი სიგნალი და ავტომობილის სალონში ხდება გამომაფხიზლებელი არომატის შეფრქვევა.

იაპონური კომპანია „სიმიცუ“ თავის მომხმარებელს სთავაზობს შრომის უნარიანობის ასაწევ და ანტისტრესულ არომატიზატორებს. კვლევებმა დაამტკიცა, რომ მონოტონური სამუშაოს შესრულებისას ჟასმინისა და ლავანდის არომატის გამოყენებით შეცდომების რაოდენობა 2 ჯერ კლებულობს. ევკალიპტის გამოყენება აღაგზნებს ადამიანს და აძლიერებს მის პროდუქტიულობას. ლიმნის არომატი ხსნის დაღლილობას, ხოლო ნემსიწვერა აძლიერებს სმენას. რაც მეტ გამოყენებას ჰპოვებს არომატი მით მეტი მოხდება მისი ხელოვნური წარმოება. დღეისათვის ყოველდღიურად ასობით ახალი არომატი იწარმოება. და ვინ იცის იქნებ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელოვნური არომატები შეიძლება ცხვირის „მწვრთნელიც“ კი გახდეს, ხოლო ყნოსვა რომელიც ატავიზმად ითვლებოდა ადამიანის ძირითად გრძნობებს დაუბრუნდეს.

ყოველ შემთხვევაში ფაქტი სახეზეა: ადამიანი ხელახლა იწყებს მისთვის არომატის სამყაროს აღქმას. აღქმის დედააზრი კი მოღწეული უხსოვარი დროიდან შენარჩუნდა: კარგი არომატი – არის უსაფრთხოება. თანამედროვე ადამიანს ეს მაგალითი აიძულებს გამოიყენოს არომატი როგორც თანამშრომლობისათვის მუდამ მზადყოფნის საშუალება.

ლამაზმანი გეიბლის პრობლემა

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს საბჭოთა საქართველოში მიუხედავად სოციალურ ჰიგიენაში არსებული ყველა მიღწევისა, ადამიანის სუნი იყო განზე განყენებული, როგორც არაეთიკური, რაც არ შეშვენოდა საბჭოთა ადამიანს. უფრო სწორად სუნი საბჭოთა ადამიანს ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ლეგიტიმური. როგორც წერდა ერთი პოეტი :“მძღოლის ხელებს ბენზინის სუნი აქვს, ზღვის და ქარი – მეზღვაურს, ხოლო უსაქმურს არაფრის სუნი არა აქვს“.

რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს არომატის ფენომენი ჩვენს კულტურაში რეკლამამ შემოიტანა. აღმოჩნდა, რომ თავმოყვარე ადამიანი ვერ გამოვა სახლიდან თუ არ გამოიყენა თავიდან ანტიბაქტერიული საპონი, შემდეგ – დეზოდორანტი. რეკლამამ ასევე ძალიან მალე შესძლო ჩვენი დარწმუნება, რომ არა სასიამოვნო სუნი პირის ღრუდან უბრალოდ დამღუპველია ჩვენი მიზნებისათვის.

შოუ ბიზნესში ნამდვილ სენსაციად იქცა ვივიენ ლის აღსარება. „ქარწაღებულების“ გადაღებისას იგი ლამის გულის წასვლამდე მიჰყავდა იმ საშინელ სუნს, რომელიც კლარკ გეიბლის პროთეზებს სდიოდათ.

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გამოკითხულთა თითქმის 50% დარწმუნებულია, რომ პირის ღრუდან მომავალი არა სასიამოვნო სურნელი, საგრძნობლად ამცირებს მისი მფლობელის შანსებს წარმატებულ კარიერაზე. ხოლო ყოველი მე-5, მიიჩნევს, რომ „ჰალითოზი“ ესაა ადამიანის ფიზიოლოგიის ყველაზე უარესი გამოვლინება.

მართლა, იცით თუ არა, რომ მას სრულიად მეცნიერული სახელი აქვს – ჰალითოზი. ამ დაავადებით ევროპელების 65% იტანჯება, ხოლო ამერიკაში მის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველწლიურად ათი მილიარდი დოლარი იხარჯება.

ჰალითოზის გამომწვევი მიზეზები ბევრია, მაგრამ პირველ ყოვლისა აღსანიშნავია მიკროორგანიზმები, ისინი არიან პათოლოგიურ ჯიბეებში, კარიესულ ღრუებში, კბილთაშორის სივრცეებში, ცხვირ-ხახის ლორწოში და პირის ღრუდან ჩამოფრცქვნილ ეპითელში. ეს ფაქტი მეტყველებს მხოლოდ შემდეგზე, რომ არასასიამოვნო სუნის პრობლემის მოგვარება, ყველაზე კარგად შეუძლია პირის ღრუს საფუძვლიან ჰიგიენას.

ყოველდღური სიგრილე 

პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებების რეცეპტურა საუკუნეების განმავლობაში მუშავდებოდა. ჩვენი წინაპრები კბილების წმენდისთვის იყენებდნენ დღეისათვის უკვე წარმოუდგენელ საშუალებებს, როგორიცაა: ნაცარი, დაფქული ქვები, დაფქული მინა, ბალანი გაჟღენთილი თაფლით,  ხის ნახშირი, თაბაშირი, სხვადასხვა მცენარეების ფესვები, კაკაოს თესლები და ა.შ.

დაახლოებით სამასი წლის წინ ევროპელებმა დაიწყეს ამ მიზნით მარილის გამოყენება. თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ მარილი არც თუ ისე უვნებელია კბილებისა და პირის ღრუს ლორწოვანისათვის, როგორც თავიდან ჩანდა. მე-19 საუკუნიის დასაწყისისათვის საუკეთესო მასალად შეირჩა ცარცი. ფარმაცევტები წვრილად ფქვავდნენ მას, ხოლო არომატისათვის უმატებდნენ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ფოთლებისა და ნაყოფების ნაყენს. მოგვიანებით ისინი ჩაანაცვლა ეთერზეთებმა.

ცარცის ფხვნილები საკმაოდ იაფი ღირდა და ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მაღალი აბრაზიულობიდან გამომდინარე ცვეთდნენ ემალს. დაიწყო მუშაობა ისეთ კბილის პასტებზე, რომლებშიც უწვრილესი ცარცის პუდრა, თანაბრად იქნებოდა გადანაწილებული ჟელესმაგვარ კონსისტენციაში. პირველად ჟელესებრი კონსისტენციის მისაღებად გამოიყენებოდა კრახმალი. შემდგომში მოხდა მისი ჩაანაცვლება ორგანული მჟავეების ნატრიუმის მარილით.

კბილის პასტის რეცეპტები იცვლებოდა მასში არომატიზატორების დამატებით, როგორც ვიცით ისინი ხდიან ხეხვის პროცესს ასე სასიამოვნოს. კბილის პასტების ყველაზე პოპულარული არომატიზატორია ბაღის პიტნა (Mentha piperita). ამერიკული ბაზრის 68% უჭირავს ბაღის პიტნით გაჯერებულ კბილის პასტებს, ხოლო ევროპაში ეს რიცხვი 70% აღწევს. ამასთანავე საინტერესოა, რომ უმსხვილესი მწარმოებლები არიან ასევე უმსხვილესი მყიდველებიც ბაღის პიტნისა.

ბაღის პიტნის პოპულარობა, აიხსნება არა მარტო სიგრილის არომატით, არამედ უძველესი ტრადიციებითაც. პიტნის არომატი ყოველთვის კარგის მომასწავებელი იყო. ძველ რომში, თვლიდნენ, რომ  პიტნის სურნელი ხელს უწყობდა განწყობის ამაღლებას და სასიამოვნოს ხდიდა მეგობრულ საუბარს. ამისათვის დარბაზები ირწყვებოდა პიტნიანი წყლით, მაგიდებზე ჭყლეტდნენ პიტნის ფოთლებს, ხოლო სტუმრებს პიტნის თაიგულებით ასაჩუქრებდნენ. მცენარის სახელის წარმოშობას მივყავართ ერთ რომანტიულ ლეგენდამდე. იგი დაკავშირებულია ნიმფასთან, სახელად მინთა, რომელიც მიწისქვეშეთის ქალღმერთმა პერსეფენამ გადააქცია სურნელოვან მცენარედ და აფროდიტეს მიუძღვნა.

… როგორი მნიშნველოვანია გავამდიდროთ ჩვენი ცხოვრება სასიამოვნო არომატებით! კარგი განწყობისათვის, მხნეობისათვის, მხიარული ურთიერთობებისათვის.
ჯანსაღი სუთქვა – ისეთივი მაჩვენებელია პირადი კულტურისა, როგორც სუფთა საყელო და გამართული საუბარი.

ჩვენ ვიცით, რომ სასიამოვნო სურნელს ხანდახან სასწაულების მოხდენაც შეუძლია. რომანში „პარფიუმერი“, პატრიკ ზიუსკინდმა მოახერხა ამ იდეის საუკეთესო გამოხატვა, მისი გმირის გრეუნის სახით. მისმა გენიალურმა ყნოსვა შეაძლებინა შეექმნა იდეალური არომატები, ადამიანებზე მბრძანებლობისათვის. „არომატში არის ძალა, რომელიც ძლიერია სიტყვებზე, რეალობაზე, გრძნობასა და ნებაზე… არომატი – სუნთქვის ძმაა, იგი აღწევს ყველაზე ღრმად და იქ გამოაქვს ყველაზე მკაცრი განაჩენი სიმპატიაზე და ანტიპატიაზე, ზიზღზე და ვნებაზე, სიყვარულზე და სიძულვილზე. არომატების მფლობელი,  ადამიანის გულების ბატონ-პატრონიცაა“.

Read Full Post »