Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიახლე’

ვაგრძელებ კბილის ჯაგრისების თემას და მინდა წარმოგიდგინოთ ნანო კბილის ჯაგრისი

უბრალოდ დაამატეთ წყალი – ნანო კბილის ჯაგრისი უკვე გაყიდვაშია.

რამოდენიმე თვის წინ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საჩუქრების 71 საერთაშორისო გამოფენაზე (Tokyo International Gift Show 2011) წარმოდგენილი იქნა უნიკალური კბილის ჯაგრისი, რომლითაც შესაძლებელია კბილების გახეხვა პასტის გარეშე.

აღნიშნული გამოგონება ალბათ დიდ ინტერესს გამოიწვევს ქართველ მომხმარებელშიც. რას წარმოადგენს იაპონური ფირმა Yume Shokunin– ის მიერ წარმოებული, ეს საოცარი კბილის ჯაგრისი სახელად MISOKA?

თავისი ფორმის მიხედვით ეს ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისია, ნეილონის ჯაგრულებით, მაგრამ ასე ჩანს მხოლოდ შეუიარაღებელი თვალით. საქმე იმაშია, რომ იაპონელმა მეცნიერებმა შესძლეს თითოეულ ჯაგრულაზე მინერალების შემცველი (ალბათ უფრო ჰიდროქსიაპატიტის – შემადგენლობა მკაცრად გასაიდუმლოებულია) ნანო-შემავსებლის მოთავსება, რომელიც თავისი შემადგენლობით არაფრით განსხვავდება ადამიანის ორგანიზმში არსებულისგან.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ კბილის ჯაგრისზე მოთავსებული ნანო-შემავსებლები, სრულიად ცვლიან კბილის პასტას და წარმატებით აცილებენ საჭმლის ნარჩენებსა და რბილ ნადებს. უფრო მეტიც ხეხვის დროს კბილები იფარება უმცირესი მინერალური აპკით, რომელიც დიდი ხნით იცავს კბილის ემალს ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისაგან, ნადების წარმოქმინასაგან და კარიესისგან.

ნანო-კბილის ჯაგრისის „ასამუშავებლად“ საკმარისია მისი წყლით დასველება. კბილების ხეხვის პროცესი იგივეა, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით, დღეში ორჯერ 3 წუთის განმავლობაში, სასურველია ჭამის შემდეგ 15 წუთიანი ინტერვალით.

ახალი გამოგონება იდეალურია, როგორც პატარებისთვის, რომელთაც ხეხვის დროს ხშირად ეყლაპებათ კბილის პასტა, ასევე დიდებისათვისაც, რომლებსაც სამსახურში არ აქვთ კბილების პასტით გამოხეხვის საშუალება.

რუსეთში აღნიშნული კბილის ჯაგრისი შესაძლოა შეიძინოთ  650 რუბლად ანუ 23$

ხოლო იაპონიაში აღნიშნული კბილის ჯაგრისი ღირს მხოლოდ 1050 იენი ანუ 13$

არც ისე ძვირია ჩემი აზრით 🙂

საქართველოში მე მგონი ჯერ არ იყიდება.

Advertisements

Read Full Post »

როგორც ცნობილია, მსოფლიო მედიცინა მუდმივ პროგრესს განიცდის, მათ შორის ვითარდება სტომატოლოგიაც. აღნიშნული პროცესი შეუძლებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის, ხარისხიანი პროდუქციის გამოყენების და მაღალკავლიფიციური სპეციალისტების მომზადების გარეშე. ყველაფრის გათვალისწინებით „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ გერმანული კომპანია „Schutz Dental“- ის  იმპლანტებს

კომპანია Schutz Dental Group-ი დაფუძნდა გერმანიაში 1962 წელს. იგი დაკავებულია მსოფლიოში ცნობილი “Impla”-ს მარკის იმპლანტების წარმოებით.

კომპანია Schutz-ს კბილის იმპლანტი Impla-ს უპირატესობანი:

  • იმპლანტების წარმოებისათვის გამოიყენება სუფთა სამედიცინო ტიტანი, მინარევების გარეშე, რომელიც არ იწვევს ალერგიას და ორგანიზმიდან გამოძევებას.
  • იმპლანტებს აქვთ განსაკუთრებული ფორმა, რადგან კონსტრუქციის შექმნისას ითვალისწინებენ ადამიანის ყბის ანატომიას, რაც აისახება იმპლანტატის შეხორცების დროის შემცირებაზე.
  • განსაკუთრებული დიზაინის წყალობით, შესაძლებელია პროთეზირება იმპლანტანტის მოთავსების თანავე: იმპლანტატი შეერთებულია აბატმენთან.
  • იმპლანტის ზედაპირი ფორებიანია, რაც უზრუნველყოფს ძვალთან სწრაფ შეხორცებას.
  • დატვირთვის თანაბარი გადანაწილება განსაკუთრებული დიზაინის ხრახნის წყალობით.
  • აბატმენტების (გადამყვანების) დიდი არჩევანი, რომელიც ნებისმიერი დიზაინის პროთეზების დამაგრების საშუალებას იძლევა.

კომპანია Schutz Dental Group-ის მიერ წარმოებულ მთელს პროდუქციას გააჩნია ISO ხარისხის სერთიფიკატი. ამას გარდა კომპანიაში ტარდება სამეცნიერო კვლევები იმპლანტაციაში. მეცნიერების შტატი ითვლის რამოდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებიც რეგულარულად ზრუნავენ პროდუქციის სრულყოფაზე. კომპანია ასევე თანამშრომლობს ბერლინის, მიუნჰენის და გერმანიის სხვა კვლევით ინსტიტუტებთან.

კომპანიაში განსაკუთრებული ყურადღება მთელი მსოფლიოს მაშტაბით, იმპლანტაციის სპეციალისტების მომზადებას ეთმობა. Schutz-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იმპლანტატის შეხორცება არა მარტო იმპლანტის ხარისხზეა დამოკიდებული არამედ ექიმი-იმპლანტოლოგის ოსტატობაზე. ჩვენი კლინიკის ექიმი იმპლანტოლოგი ფლობს კომპანია Schutz Dental Group-ს სერთიფიკატს.

Read Full Post »

კლინიკები სადაც შეგიძლიათ კბილები იმკურნალოთ ძალიან ბევრია ქალაქში. ჩვენ გთავაზობთ პრინციპიალურად განსხვავებულ მომსახურებას – გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და აიმაღლოთ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ, ხოლო მკურნალობის შედეგი გავხადოთ უფრო სტაბილური.

დღეისათვის თანამედროვე მედიცინაში ნორმად ითვლება ის ფაქტი, რომ ყველა ვიწრო სპეციალისტი ჭრის იმ პრობლემას რაც იმ წუთისათვის აწუხებს პაციენტს, მუშაობს რა საკუთარ ვიწრო სპეციალობაში, არც კი იხედება მის გარეთ, ამასთან ხშირად არც ხდება დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაც.

უნდა იმკურნალოთ არა მარტო ის სადაც გტკივათ – ამაში მდგომარეობს ძირითადი მესიჯი, იდეა, რომელიც მიეწოდება პაციენტს ჩვენს კლინიკაში. ტკივილი ხომ მხოლოდ სიგნალია, რომ სადღაც პრობლემაა. იგი არ მიუთითებს თუ სად არის პრობლემის პირველწყარო. აი რატომ ხდება, რომ სტომატოლოგი უმკურნალებს კარიესულ კბილს, ხოლო მცირე ხანში იმავე კბილზე ისევ ვითარდება კარიესი, ბჟენის გვერდით ან სხვა ზედაპირზე. მკურნალობა, რომლის დროსაც არ ხდება გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, ნაკლებ ეფექტურია და აქვს სიმპტომური ხასიათი. ამის ახსნა მარტივია მუცლის ტკივილის მაგალითზე.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს სტკივა მუცელი. იგი მიმართავს თერაპევტს და ისიც ეუბნება: „უნდა გამოვიკვლიოთ და ვიმკურნალოთ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს“. პაციენტს არ სცალია და მიმართავს სხვა ექიმს, რომელიც ეუბნება: „არაფერია საშიში, თუ დრო არ გაქვთ დალიეთ გამაყუჩებლები“. იგიც სვამს გამაყუჩებლებს, მას არაფერი ან თითქმის არაფერი არ აწუხებს, გადის დრო და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ხვდება რეანიმაციაში კუჭის წყლულის დიაგნოზით. საქმე იმაშია, რომ ადამიანმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, მოიშორა რაც აწუხებდა. ამასთან არ იქნა აღმოფხვრილი გამომწვევი მიზეზი. პრობლემა პროგრესირებდა და სარეზერვო და დაცვითი ძალების ამოწურვის შემდეგ, სტრესულ სიტუაციაში გარდაიქმნა სერიოზულ დაავადებაში.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ მიზანია აამაღლოს თქვენი ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობა გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. თუკი დროულად მოხდებოდა  ტკივილის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ანუ განიკურნებოდა კუჭის წყლული, შედეგად არ მივიღებდით ამ დაავადების ასეთ კრიტიკულ სახეს.

როდესაც თქვენ მოდიხართ ჩვენთან კარიესის სამკურნალოდ, იმპლანტატის ჩასასმელად, ან მით უმეტეს კბილების დგომის ანომალიების გამოსასწორებლად და ა.შ. ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე შეუძლებელია. თქვენ დროებით იგრძნობთ შვებას, მაგრამ ჩვენი მიზანია მივიღოთ დიდ ხნიანი, სტაბილური რეზულტატი. ერთი კბილის თუ მთელი საღეჭი აპარატის პრობლემებით ჩვენთან მომართვისას, ჩვენ ვიცით, რომ ამის მიზეზი უფრო ღრმადაა და ყოველთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ კბილებით. თქვენი კბილების დაზიანებები – მხოლოდ ანარეკლია იმ პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია: შინაგან ორგანოებთან, ძველ ტრავმებთან (მათ შორის სამშობიარო), სხეულის აღნაგობასთან, გადატანილ ოპერაციებთან და სხვა ფაქტორებთან. რათა გავერკვიოთ, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვიეს თქვენი თანკბილვის თუ ოკლუზიის ანომალიები, აუცილებელია დიაგნოსტიკა, რომელიც შედგება შემდგომი ეტაპებისგან:

  1. ორგანიზმში მიმდინარე ყველა დარღვევის გამოკვლევა მორფოლოგიურ დონეზე.
  2. წამყვანი მიზეზის გამოკვლევა, რომელიც იწვევს პრობლემებს ყბა-სახის მიდამოში – აღნიშნული საკითხით დაკავებულია ექიმი-ორთოდონტი.
  3. ორთოდონტთან ერთად ექიმი-ორთოპედი სწავლობს ოკლუზიას. ამავე ეტაპზე ხდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ყბა-სახის მიდამოს კუნთების, ქვედა ყბის მოძრაობის დიაგნოსტიკა.
  4. ზოგად სომატური პათოლოგიის არსებობისას პაციენტი იგზავნება შესაბამის სპეციალისტან სამკურნალოდ.

მას შემდეგ, რაც შეიკრიფა სრული ინფორმაცია პაციენტის შესახებ მორფოლოგიურ დონეზე, და ჩვენი ექიმისათვის ცნობილია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ გაცილებით მეტი ვიდრე მომართვისას. პაციენტს ეძლევა არჩევანი, როგორც წყლულიანი პაციენტის შემთხვევაში.

ნებისმიერი პრობლემა მით უმეტეს ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული – ეს ნიშანია ადმიანისათვის, რომ იგი რაღაცას ისე არ აკეთებს. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით ადამიანს დასძლიოს მისი დაავადება და ამ ბრძოლაში ვიკავებთ პაციენტის მხარეს.

მაშასადამე თქვენ გაქვთ არჩევანი – მიიღოთ კომპლექსური მკურნალობის მეთოდი და დადგეთ ჩვენს გვერდით, ან აირჩიოთ ტრადიციული უარყოფის მეთოდი და დაიწყოთ მარტივი გზების ძიება. არჩევანი თქვენზეა. დღეისათვის მედიცინამ ისე შორს შეაბიჯა პროგრესის მხრივ, რომ კარიესის მკურნალობა, ბჟენის ჩადება ან თუნდაც გვირგვინის გაკეთება არ წარმოადგენს სიძნელეს. კლინიკების უმრავლესობა ასეც მუშაობს, რატომ? იმიტომ, რომ ასე მარტივია.

ჩვენი ამოცანაა, დაგეხმაროთ თქვენთვის პრინციპიალურად ახალ ეტაპზე. გავაკეთოთ ყველაფერი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა დაგეხმაროთ თქვენი პრობლემის გადაჭრაში.

დიახ ეს გზა უფრო რთულია და უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება ეფექტურად და სწრაფად ამასთან მარტივად და სასიამოვნოდ. თუკი ჩვენ არ შევცვლით ამის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. ყველაფერი თქვენს ხელშია. ჩვენი კლინიკის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ყველა თქვენს პოზიტიურ წამოწყებაში.

გთავაზობთ:

  1. პირველადი კონსულტაცია, მოტივაცია პაციენტის კომპლექსურ მკურნალობაზე – ატარებს ექიმი-სტომატოლოგი.
  2. პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა.
  3. კომპლექსური დიაგნოსტიკა.

ორთოდონტი – რენტგენოდიაგნოსტიკა, ტომოგრაფია, ცეფალომეტრია, ორთოპანთომოგრაფია, ფოტოდიაგნოსტიკა.

ორთოპედი – დიაგნოსტიკა არტიკულატორში – ოკლუზიის ანალიზი, სახსრების პრობლემებისას მიგრაფიული კვლევები.

აუცილებლობის შემთხვევაში – შერეული სპეცილისტების კონსულტაციები.

  1. ქირურგ-სტომატოლოგთან, თერაპევტ-სტომატოლოგთან, პაროდონტოლოგთან  ერთად – კომპლექსური მკურნალობის გეგმის შედგენა.
  2. პროფესიონალური ჰიგიენა 6 თვეში ერთხელ.

Read Full Post »

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობისას, დამატებითი საყრდენის სახით გამოიყენება დროებითი, ტიტანის მინი იმპლანტები. ორთოდონტიული მკურნალობისას დროებითი იმპლანტატი ასრულებს გამძლე საყრდენის როლს კბილების გადასაადგილებლად და საყრდენი კბილებისაგან განსხვავებით არ იცვლის ადგილს.

ორთოდონტიული იმპლანტების გამოყენება გამორიცხავს მოსახსნელი დამჭერი აპარატების ხმარებას. ამცირებს მკურნალობის დროს, რადგან ჩნდება საშუალება კბილების დიდი ჯგუფის გადასაადგილებლად.

რიგ შემთხვევებში, მიკრო იმპლანტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ბრეკეტები ან შევამციროთ მათი რაოდენობა მინიმუმამდე.

მიკრო იმპლანტების დახმარებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავძლიოთ ისეთი რთული პრობლემები, როგორიცაა კბილების ძლიერი სიმჭიდროვე, კბილის ზედმეტი ჩამოჭრა ანტაგონისტის არ არსებობის დროს, ზედა ან ქვედა ყბის კბილების მარაოსებრი გაშლა, ღრმა ან ღია თანკბილვა (ღრმა საჭრელოვანი ოკლუზია და ვერტიკალური საჭრელოვანი დიზოკლუზია) და ა.შ.

თუკი პაციენტი უარს ამბობს იმპლანტების ტარებაზე, ხოლო მათი ხმარება აუცილებელია საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაშინ შესაძლოა შევთავაზოდ საყრდენის ალტერნატიული ვარიანტები მაგ.: სახის ნიღაბის ტარება, რომელიც ფიქსირდება კისრის ღვედის ან ქუდის საშუალებით.

ასეთ შემთხვევაში მკურნალობის შედეგი სრულიადაა დამოკიდებული პაციენტის დისციპლინაზე. მიკრო იმპლანტების არ არსებობისას კბილების ამოღება შესაძლოა სრულყოფილი მკურნალობის ერთადერთ ალტერნატივადაც კი იქცეს.

როგორ ხდება მიკრო იმპლანტის მოთავსება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირი მუშავდება სპეციალური საანესთეზიო გელით ან აეროზოლით. შემდეგ ინფილტრაციული ანესთეზიის ქვეშ, სპეციალური სახრახნისის საშუალებით ხდება მიკრო იმპლანტის ჩახრახვნა. მიკრო იმპლანტის დაყენების მთელი პროცედურა იკავებს 5-10 წუთს.

მიკრო იმპლანტი დგება ძვლის სისქეში მეზობელი კბილების ფესვებს შუა. იმპლანტის თავი მდებარეობს ღრძილის გარეთ. მასზე სპეციალური მოწყობილობების (ელასტიური ძაფი, ზამბარა ჯაჭვი) საშუალებით კბილის გადასაადგილებლად, იქნება მიმართული ორთოდონტიული ძალა.

თუკი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმებულია სომატური სტატუსით (ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული და იმუნური სისტემის დარღვევები და ა.შ.) რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს შეხორცების პროცესებზე (მაგ.: შაქრიანი დიაბეტი) და თუკი პაციენტი ძალიან ბევრს ეწევა, ასეთ შემთხვევებში მატულობს ლორწოვანის ანთების და ძვლის ძნელად შეხორცების ალბათობა

რამდენი ხანი იქნება მიკრო იმპლანტი პირის ღრუში და რაიმე საფრთხეს, ხომ არ წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის?

მიკრო იმპლანტები იქნება ამოღებული ორთოდონტიული მკურნალობის დამთავრებისთანავე. რომც დარჩეს ისინი არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე, ვინაიდან ისინი ბიოლოგიურად ინერტულები და ადამიანის ქსოვილებთან სრულიად შეთავსებადი არიან. მასალა რისგანაც მზადდება მიკრო იმპლანტები, იდენტურია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ჩვეული კბილის იმპლანტებისა, რომელიც ფართოდ იხმარება პროთეზირებაში.

Read Full Post »