Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საღეჭი რეზინი’

მე მგონი საკმაოდ აქტუალური საკითხია, სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნა კბილის ტკივილის და გამო. ეხლა ეხვეწე კიდე უფროსს:“გამიშვი, ხვალე ორმაგს ვიმუშავებ“, და ამდაგვარი საუბრები.

სამუშაოზე წახემსება, უარყოფითად მოქმედებს კბილების ჯანმრთელობაზე, რაც იძულებულს ხდის ადამიანს ხშირად მიმართოს სტომატოლოგს. ამასთან სტომატოლოგთან ვიზიტი ხშირად ემთხვევა სამუშაო საათებს. დიდი ბრიტანეთის სტომატოლოგიური ჯანმრთელობის ფონდის ინფორმაციით, წინა წლის ბოლო მეოთხედში სტომატოლოგიური პრობლემების გამო სამსახური გააცდინა დაახლოებით თვრამეტი ათასმა ბრიტანელმა. ფინანსურად აღნიშნული ზარალი ქვეყანას დაუჯდა 32 მილიარდი  ფუნტი სტერლინგი.

კვების ჩვევების შეცვლით და პირის ღრუს ჰიგიენისადმი მეტი დროის დათმობით, შესაძლოა კბილების მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისათვის საჭიროა წახემსებების რაოდენობის შემცირება და კბილების მოვლა არა მარტო სახლში არამედ სამსახურშიც!

ხშირი წახემსება, მავნეა იმიტომ, რომ პირის ღრუში იქმნება მჟავე არეალი, რაც შლის კბილის ემალს. ამასთან მნიშვნელოვანია არა რით იკვებებით (ტკბილეული, გაზიანი სასმელები), არამედ რამდენჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში აზრი აქვს საკვები რაციონის გადახედვასაც და შაქრის შემცველი პროდუქტების გამოკლებას.

თუკი კბილების გახეხვის საშუალება არ გეძლევათ, დაგეხმარებათ საღეჭი რეზინი. მართებულია უშაქრო რეზინის გამოყენება, მაგალითად ქსილიტით. პირის ღრუს მოვლისათვის ყოველთვისაა შესაძლებელი სასმელი წყლის გამოვლება.

Advertisements

Read Full Post »

ადამიანს უკვე დიდი ხანია ჩამოუყალიბდა ჩვევად, ღეჭვა ყლაპვის გარეშე. არქეოლოგებდა დაამტკიცეს, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობიდან 50 წელს ბერძნები დანამასტაკის (Pistacia lentiscus) ხის ფისს ღეჭავდნენ. ესეთი ფისი დაახლოებით 90% რეზინს, ფისობრივ მჟავებს და 1-3%  ეთერზეთებს შეიცავდა. ეთერზეთები შეიცავენ პინენს, რომელიც მასტიკას სკიპიდარის სუნს ანიჭებს.

მაიას ტომის ინდიელები, ამ მიზნით ხმარობდნენ ახრასის ხის ფისს (Manilkara zapota), ხოლო ძველი გერმანელები – თაფლით გაჟღენთილ   ბეწვს.

საღეჭი რეზინის შექმნას ამერიკელ გამომგონებელს თომას ადამსს მიაწერენ. ამდაგვარი ცდები ადრეც ტარდებოდა, თუმცა მხოლოდ ადამსის მონაწილეობით მოიპოვა ამ გამოგონებამ ფართო გავრცელება. ყველაფერი კი დაიწყო 1869 წელს მექსიკური კაუჩუკის შესყიდვით, რისგანაც შემდგომში უნდა დაემზადებინათ საბურავები ეკიპაჟებისათვის. ბიზნესმა არ გაამართლა და საჭირო გახდა კაუჩუკის გასაღება. იმ პერიოდში ნიუ-იორკელი ბავშვები ხშირად ღეჭავდნენ ფისებს სხვადასხვა არომატით. ადამსმა აიტაცა ეს იდეა და სახლის პირობებში დაამზადა პირველი საღეჭი რეზინი.

არომატიზატორების სახით კი გადაწყვიტა დაემატებინა სამყურასა და ძირტკბილას ექსტრაქტები. პირველი ექსპონატები ფურორით გაიყიდა და უკვე 1871 წელს ადამსმა საღეჭი რეზინის წარმოებისათვის მექანიკურ დაზგაზე მიიღო პატენტი. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საღეჭი რეზინის წარმოება დაიწყო 1980 წლებში, დღეისათვის მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს, როგორც ბავშვების ისე ახალგაზრდების სახით.  მოხმარების მიზეზი ყველას განსხვავებული აქვს: ზოგი პირიდან არა სასიამოვნო სუნს უჩივის, ზოგს სჯერა, რომ „კევს“ შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს ჯაგრისი, ხოლო ზოგსაც უბრალოდ ჩვევად ექცა.მიუხედავად მისი გავრცელებისა, ცოტამ თუ იცის  საღეჭ რეზინზე იმაზე მეტი, რასაც რეკლამაში აცხადებენ. რეკლამა კი მას, ათასგვარ სასწაულმომქმედ თვისებებს ანიჭებს. როგორც ჩანს „ბაბლ გამის“ ფრონტზე სიტუაცია ბუნდოვანია და ახსნას საჭიროებს.

ნუთუ ასეთი სასარგებლოა საღეჭი რეზინი? შეუძლია, თუ არა საღეჭ რეზინს, მოუტანოს ზიანი ადამიანის ჯანმრთელობას? რას არ გვეუბნებიან რეკლამაში?

პასუხების მისაღებად საჭიროა გავერკვეთ თუ რისგან შედგება საღეჭი რეზინი და როგორ მოქმედებენ მისი შემადგენელი კომპონენტები ადამიანის ორგანიზმზე. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. უბრალოდ შევადაროთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ნებისმიერი საღეჭი რეზინი შედგება 2 ძირითადი კომპონენტისაგან: ფუძე და შემავსებლები (არომატიზატორები, დამატკბობლები, საღებავები და ა.შ.)

ფუძე უხსნადია და არანაირი კვებითი ფასეულობა არააქვს. მისი შემადგენლობა ისეა შერჩეული, რომ თანდათან გამოჰყოს არომატიზატორები და დამატკბობლები ღეჭვის პროცესში. რეზინოვანი ფუძე „კევის“ საერთო მასის 20% შეადგენს. წესით რეზინოვანი ფუძე, უნდა იქმნებოდეს კაუჩუკის ხის წვენისაგან, მაგრამ ჯერ ამდენი ხე არც დარგულა და არც ამოსულა, რომ გამოყენებული ყოფილიყო მასიურ წარმოებაში. ამიტომ ხდება მისი ჩანაცვლება, ხელოვნური კაუჩუკის საშუალებით. კერძოდ იზოპრენ და ბუტადიონური კაუჩუკით, პოლიიზობუტილენით (ბუტილკაუჩუკი), ვინილაცეტატისა და ეთილენის თანაპოლიმერით.

პოლიმერის გარდა ფუძე შეიძლება შეიცავდეს დამარბილებლებს (გლიცერინი, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთები და ა.შ.), მატექსტურირებელ აგენტებს (კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატი, ტალკი); ანტიოქსიდანტებს (ბუტილჰიდროქსიანიზოლი E320 და სხვა), ცვილითა და პარაფინით გაწმენდილი ნატურალური ფისების დანამატები.

შემავსებლებს მიეკუთვნება შაქარი (საქაროზა, გლუკოზა ან დექსტროზა) ან შაქრის შემცვლელები(სორბიტოლი, მანიტი, მალტიტი, ქსილიტი, იზომალთინი და ა.შ.), საღებავები და არომატიზატორები (დაახლოებით 5%) შაქარი ან შაქრის შემცვლელები შეადგენენ საღეჭი რეზინის საერთო მასის 60%. შაქრის შემცვლელები ხასიათდებიან ნაკლები სიტკბოთი, ვიდრე შაქარი, ამის საკომპენსაციოდ  გამოიყენება ინტენსიური დამატკბობლები ასპარტამი (L-α-ასპარტილ-L-ფენილალანინის მეთილის ეთერი) და/ან კალიუმის აცესულფამი.

საღეჭი რეზინის შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი არომატიზატორი, რა თქმა უნდა მენთოლია, ან 2-(2-პროპილ)-5-მეთილ-1-ციკლოჰექსანოლი. მენთოლს ოთხი სტერეოიზომერი აქვს, თითოეულ მათგანს გააჩნია (+), (-), (+-) ფორმები. სტერეოიზომერები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სუნითა და გემოთი. გამაგრილებელი გემოთი და ძლიერი, სუფთა არომატით გამოირჩევა (-) მენთოლი, რომელიც ბაღის პიტნის ზეთის 80% შეადგენს.არსებობს მენთოლის ხელოვნური მიღევის წესები, თუმცა წარმოებაში მაინც ძირითადად პიტნიდან მიღებულ მენთოლს იყენებენ. ზეთს აციებენ, ხოლო კრისტალებს აგროვებენ ცენტრიფუგირების საშუალებით. ინფორმაცია საღეჭი რეზინის არომატიზატორების ძირითად მასაზე ფირმის საიდუმლოებად რჩება.

საღეჭი რეზინის საღებავებს მიეკუთვნება: „ყვითელი მზის ჩასვლაა“ E110, “წითელი” პონსო E124, ტარტრაზინი E102, ქლოროფილის სპილენძის კომპლექსი E141.  ტიტანის დიოქსიდი რეზინის მასას აძლევს თოვლისფერ თეთრ ფერს E171.
არც ისე დიდი ხნის წინ, საღეჭ რეზინის შემადგენლობაში დაიწყეს კარბამიდის (შარდოვანა, CO(NH2)2) და ნატრიუმის ფტორიდის დამატება.

კბილების გაწმენდა

მიუხედავად იმისა, რომ საღეჭი რეზინი ვერ ცვლის კბილის ჯაგრისს, ჭამის შემდეგ ის მექანიკურად მაინც ასუფთავებს კბილებს. იწვევს ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციას. ნერწყვის გამოყოფის გააქტიურება აჩქარებს შაქრის გატანას პირის ღრუდან და პირის ღრუს pH-ს მომატებას, აგრეთვე რემინერალიზაციის დაჩქარებას ანუ კბილის ემალის აღდგენას.

დახმარება საჭმლის მონელებაში

ღეჭვის პროცესი კუჭში მარილმჟავას (კუჭის ჭვენის) გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია. ჭამის შემდეგ, საღეჭი რეზინის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მონელების პროცესს. გულძმარვით შეწუხებულ პაციენტებს, ექიმები ურჩევენ საღეჭი რეზინის გამოყენებას. როგორც ცნობილია, გულძმარვას იწვევს დიდი რაოდენობით მჟავე კუჭის წვენის გამოყოფა. როგორც ავღნიშნეთ საღეჭი რეზინი ახდენს ნერწვის გამოყოფის სტიმულაციას, რაც თავის მხრივ იწვევს ბუფერულ ზემოქმედებას (ანეიტრალებს მჟავეებსა და ტუტეებს).

კარიესისგან დაცვა (ბაქტერიების გამრავლების ინჰიბირება, pH ბალანსის აღდგენა)

როგორც ცნობილია, პირის ღრუში ყოველთვის გვაქვს მიკრობების დიდი რაოდენობა. მრავალი ამ მიკრობთაგანი, გამოყოფს რძემჟავას და იწვევს კბილების დაშლას. ამ მჟავეების გასანეიტრალებლად საღეჭ რეზინში უმატებენ კარბამიდს. საღეჭი რეზინის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მასში შაქრისა და შაქრის შემცვლელების შემადგენლობას. თუკი დამატკბობლის სახით გვევლინება გლუკოზა, მაშინ ანტიბაქტერიულ მოქმედებაზე შეგვიძლია დავივიწყოთ, გლუკოზა, ხომ მიკრობების საყვარელი საჭმელია. ამავდროულად მიკრობები ქსილიტს და სორბიტოლს ვერ ითვისებენ, რაც როგორც რეკლამაშია (ხელს უწყობს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას). ამასგარდა ზოგიერთი შაქრის შემცვლელი, ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით.ფტორიდები ამაგრებენ კბილის ქსოვილს და ეწინააღმდეგებიან კარიესს.

ესთეტიკური ეფექტი

 საღეჭი რეზინის ღეჭვა უბრალოდ სასიამოვნოცაა, აგრილებს პირის ღრუს, ტოვებს სასიამოვნო არომატს. საერთო ჯამში მსოფლიო სტომატოლოგიის ასოციაციის მიერ დადებითი პასუხი გაიცა უშაქრო საღეჭი რეზინის მოხმარებაზე.

კბილების არასაკმარისი გაწმენდა

კარიესის მხრივ ყველაზე საშიში, კბილთაშორისი ადგილების გაწმენდა საღეჭი რეზინის საშუალებით შეუძლებელია. მეორეს მხრივ საღეჭი ზედაპირების გაწმენდა იდეალურად შეიძლება ვაშლის, სტაფილოს ან ნებისმიერი სასარგებლო ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით, ამავდროულად სიამოვნებასთან ერთად სარგებელსაც მიიღებთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების სახით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსალოდნელი ზიანი

მშიერ კუჭზე საღეჭი რეზინის მოხმარება იწვევს კუჭის წვენის აქტიურ გამოყოფას, რასაც საბოლოოდ კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება მოჰყვება.

ორგანიზმზე უშუალო მავნე ზემოქმედება

საღეჭი რეზინის ზოგიერთი კომპონენტის უვნებლობა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მაგალითად, სორბიტი და გლიცერინი მიეკუთვნება მრავალ ატომიან სპირტებს, რომლებიც ცნობილია არა მარტო სიტკბოებით, არამედ საფაღარათო მოქმედებით, ძირითადად ამისთვის 30-40 გრ საკმარისია, თუმცა ზოგს – 10გრ ყოფნის. საღეჭი რეზინები შეიძლება შეიცავდნენ ფენილალანინს, რომელიც უკუჩვენებაა ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის.

საღეჭი რეზინის ზოგიერთი კომპონენტი საიდუმლოა, რაც ასევე დამაფიქრებელია. მეორეს მხრივ არაა გამორიცხული, რომ საღეჭ რეზინში ზუსტად ის კომპონენტებია, რაც დეკლარაციაშია მითითებული. უსაფრთხოების ეფექტური კონტროლის არარსებობა საღეჭ რეზინსაც შეეხო.

არაეთიკური ეფექტი

საღეჭი რეზინის მოხმარება ზოგადად სასიამოვნო პროცესია, თუმცა ცოტას თუ სიამოვნებს საუბრისას რეზინს, რომ იღეჭებიან. არანაკლებ პრობლემებს ვაწყდებით, არასასურველ ადგილზე მიწებებული საღეჭი რეზინით – დახლებზე, სკამებზე, კარებებზე, ლიფტის კედლებზე და ა.შ.

საღეჭ რეზინს როგორც ადამიანის ყველა გამოგონებას, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოიყენოთ თუ არა საღეჭი რეზინი – ეს თქვენი გადასაწყვეტია.

Read Full Post »