Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სარძევე კბილი’

shutterstock_81556129_1300სარძევე კბილის ექსტრაქცია – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლებისათვის. ალბათ ბევრს ახსოვს ეს “საშიში და ბარბაროსული” პროცედურა. დღეისათვის თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში შეგიძლიათ კბილი ამოიღოთ მყუდრო გარემოში ანიმაციური ფილმების ფონზე. მაგრამ, მიუხედავად კომფორტული პირობებისა სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება არ ღირს. თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ სარძევე კბილები ამაზე გვექნება დღეს საუბარი.


რატომაა მნიშვნელოვანი სარძევე კბილები?

დაახლოებით 3 წლის ასაკისათვის ბავშვს ეწყება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, რაც შემდგომ იწვევს კბილების მორყევას და ამოვარდნას. ამგვარად სარძევე თანკბილვა იცვლება მუდმივით. ეს კბილების ცვლის ბუნებრივი პროცესია, რომელიც ძირითადად გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. სარძევე კბილების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია – ისინი ეხმარებიან მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრაში. აგრეთვე ხელს უწყობენ ყბის ძვლების ზრდა-განვითარებას.

nado_li_lechit_molochnie_zubi_02რა საფრთხეების შემცველია სარძევე კბილების ამოღება?

სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვათ ითვლება, როდესაც მუდმივი კბილის ამოსვლამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი. თუკი ბავშვმა დაკარგა კბილი დროზე ადრე, მისი “მეზობელი” კბილები ცდილობენ დაიკავონ ცარიელი ადგილი. შედეგად მუდმივი კბილები ამოდის ქაოტურად, რაც მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას და ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობას. კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი – ყბის განვითარების ტემპის დაკლება, რაც ასევე იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციას – კბილებს არ ჰყოფნით ადგილი და ამოდიან ერთმანეთზე “გადამჯდარები”. ამიტომ სარძევე კბილის ექსტრაქცია – არის პროცედურა, რომელსაც გამოცდილი სტომატოლოგები ატარებენ ძალზედ იშვიათად და გარკვეული ჩვენებიბის მიხედვით.


რა ვქნათ თუკი მოგვიწია რამოდენიმე სარძევე კბილის ამოღება?

47d56af4e6c8თუკი სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება აუცილებელი გახდა საჭიროა ხელოვნური კონსტრუქციების დამზადება. ყველაზე ხშირად ეს გახლავთ მოსახსნელი ფირფიტები ხელოვნური კბილებით. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს კბილთა რკალში კბილების გადანაცვლება და მუდმივი კბილები ამოვიდნენ მათთვის განსაზღვრულ ადგილზე.

როდისაა აუცილებელი სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება)?

არის სიტუაციები, როდესაც სარძევე კბილის ამოღება აუცილებელია. ამისათვის არსებობს ნაწილობრივი და აბსოლუტური ჩვენებები. აბსოლუტურ ჩვენებებს ეკუთვნის lechenie molochnyix zubov_2შემდგომი შემთხვევები:

  • სარძევე კბილი იმდენადაა დაშლილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია;
  • ისეთი კბილის არსებობა, რომლის მკურნალობაც ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია;
  • მუდმივი კბილი ჩანს, ხოლო სარძევე არც კი ინძრევა;
  • ფესვის მწვერვალზე ცისტის არსებობა;
  • ღრძილზე ხვრელარხის არსებობა;
  • მძიმე ფორმის პერიოდონტიტი ან პულპიტი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება მუდმივი კბილის ჩანასახს;
  • სარძევე კბილის ფესვების გაწოვა მიდის შენელებულად, რაც ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას.

აბსოლუტური ჩვენებების გარდა არსებობს ნაწილობრივი ჩვენებები. ყველა გავრცელებული ჩვენებაა: სარძევე კბილი ირყევა მაგრამ არ ძვრება, ან მოძრავი კბილი ქმნის დისკომფორტს, ახდენს ღრძილის ანთების პროვოცირებას რის გამოც ბავშვს საკვების მიღებისას აღენიშნება ტკივილი. ასეთ შემთხვევებში არ ღირს დაცდა თუ როდის მოძვრება კბილი, სჯობს მიმართოთ სპეციალისტს. ნაწილობრივ ჩვენებებს ასევე მიეკუთვნება კბილის მოტეხილობა, udalenie-molochnyh-zubov4ქრონიკული პერიოდონტიტი ან პულპიტი.

სარძევე კბილები რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვთ ზრდასრულებსაც. თუკი არსებობს მუდმივი კბილის ჩანასახი სჯობს დაფიქრდეთ მის ამოღებაზე და მუდმივი კბილის “გამოქაჩვაზე”.


რა სპეციფიკა აქვს სარძევე კბილის ამოღებას?

სარძევე კბილის ამოღება საჭიროებს გარკვეულ სიფრთხილეს და ცოდნას, რადგან ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რაც განპირობებულია სარძევე კბილების აგებულებით. მათ აქვთ თხელი ალვეოლური კედლები, საკმაოდ თხელი და ამავდროულად გრძელი ფესვები ვიდრე მუდმივ კბილებს. თუკი სარძევე კბილი ირყევა შესაძლებელია მისი აპლიკაციური ანესთეზიით (გელით ან სპრეით) ამოღება, სხვა შემთხვევებში უკვე აუცილებელი ხდება ნემსის გაკეთება, თუმცა მას აუცილებლად წინ აპლიკაცია უკეთდება.

როგორ ამოვიღოთ კბილი და არ მოვახდინოთ ბავშვის ფსიქიკის ტრავმირება? 

როგორ ამოუღოთ სარძევე კბილი ბავშვს, რომელიც ტირის და გვეწინააღმდეგება – ძალზედ აქტუალური პრობლემაა. აქ shutterstock_158016329_1300ძალზედ ბევრია დამოკიდებული ექიმის პროფესიონალიზმზე და მშობლების განწყობაზე. კარგი სპეციალისტი ამოიღებს კბილს სწრაფად და უმტკივნეულოდ. მშობლების ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად არ უნდა ეშინოდეთ და არ იყონ ოხვრაში და ვაი-ვიშის ძახებაში. თქვენი ზედმეტი ნერვიულობა ბავშვს უფრო ძაბავს და აფიქრებინებს, რომ რაღაც საშიშთან აქვს საქმე. მიეცით სხვა ბავშვების მაგალითი ან წაახალისეთ მისი სიმამაცე და გამბედაობა. რაც მთავარია ნუ მოატყვილებთ, ტყუილი ყველაზე ცუდი მეგობარია. აუხსენით განუმარტეთ ყველა მოსალოდნელი პროცედურა, თუ საჭიროა დაასწარით სხვა მამაცი და გაბედული ბავშვების თანატოლების მკურნალობას. 

სარძევე კბილები ასრულებენ მნიშვნელოვან, როლს მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებაში, მათზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების ჯანმრთელობა. ამიტომ მათი ნაადრევი ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მხოლოდ მშობელს შეუძლია დაიცვას მისი პირმშო ასეთი მანიპულაციებისგან, რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტებით და ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლით.

Advertisements

Read Full Post »

თავიდან პატარა კლასიფიკაცია:

პირობითად სტომატოლოგთან მიმავალი ყველა ბავშვი შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  1. რომლებიც საერთოდ არ არიან სტომატოლგთან ნამყოფები
  2. რომლებიც იყვნენ და მიიღეს უარყოფითი ემოციები
  3. რომლებიც იყვნენ სტომატოლოგთან და დარჩნენ კმაყოფილები.

ბოლო ჯგუფს არ შევეხებით, მათთან არც მშობლებს და არც ექიმს არანაირი პრობლემები არ ექმნებათ. მინდა ვისაუბროთ პირველ ორ ჯგუფზე, მათთან მუშაობა პრინციპულად განსხვავებულია. ჩვენი ამოცანაა პირველი და მეორე ჯგუფიდან ბავშვები გადავიყვანოთ მესამე ჯგუფში. მაგრამ როგორ?

პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ

თუკი გეშინიათ თქვენ, ეშინია ბავშვსაც. ამიტომ აუცილებელია დასძლიოთ საკუთარი შიში. თუკი ეს არ გამოგდით ბავშვის წაყვანა დაავალეთ მას ვისაც არ ეშინია: მეუღლეს, ბებიას, ბაბუას და ა.შ.

სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის  – სტრესია. თუკი მას დამატებით ეუბნებიან ან რაიმეთი მიანიშნებენ ბავშვის წარმოდგენა ამას გააბუქებს და ცუდად იმოქმედებს. ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტს უნდა მოეკიდოთ, როგორც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენას. მაგალითად, როგორც მაღაზიაში წასვლას.

აბსოლუტურად უკონტაქტო ბავშვები არ არსებობს. არსებობენ ბავშვები, რომლებთანაც რთულია საკონტაქტო გზების მონახვა.

არ შეიძლება სტომატოლოგებით (და საერთოდ ექიმებით) დაშინება. ფრაზები: „თუ კბილებს არ გაიხეხავ, წაგიყვან სტომატოლოგთან“, მხოლოდ გააუარესებენ სიტუაციას. ბავშვი აღარც კბილებს გაიხეხავს და სტომატოლოგთანაც არ წამოვა.

არ შეიძლება ბავშვის შექება კლინიკაში მოწყობილი აურზაურისათვის. მაგ: „აი რა უქენით ექიმს“, ან „უჰ, როგორ კარგად უკბინე თითზე“. აღტაცებით იმის მოყოლა, თუ როგორ „იცელქა“ თქვენმა შვილმა კლინიკაში, ნამდვილად არა საქებარია.

არასდროს არ დაამციროთ ბავშვი ვიზიტისას. ნუ დაემუქრებით სახლში გალახვით და კუთხეში დაყენებით. ამით უკეთესს ვერ იზამთ, მხოლოდ დამატებით სტრესს მიაყნებთ მას.

ნუ შეაშინებთ ბავშვს მამით, საშიში ძიათი ან პატრულის თანამშრომლით. იგივე მიზეზით დამატებითი სტრესია.

რაც უფრო ადრე მიიყვანთ ბავშვს სტომატოლოგთან მით უკეთესი.  თქვენი პირმშო არა მარტო მიეჩვევა ექიმს, არამედ აღიქვამს მას, როგორც მისი ცხოვრების ნაწილს.

რაც უფრო ხშირად დაგყავთ ბავშვი სტომატოლოგთან მით უკეთესი.  სად კარიესის დაბჟენა და სად პულპიტის და პერიოდონტიტის მკურნალობა. ეს უკანასკნელები მოითხოვს უფრო მეტ დროს და უფრო შრომატევადია. თან კარიესის მკურნალობა უფრო იაფი ჯდება ვიდრე მისი გართულებების.

ბავშვისათვის ყველაზე მარტივი პროცედურა პროფილაქტიკური დათვალიერებაა. მიუხედავად იმისა აწუხებს თუ არა რამე თქვენს პატარას, ნუ დაიზარებთ სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ ვიზიტს. ამით არა მარტო აირიდებთ პრობლემებს, არამედ გაუჩენთ მას კარგ ჩვევას.

რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ სტომატოლოგთან სიარული?

ამაზე ზოგადად ბევრი იწერება, ამაზე ჩვენს ადრეულ სტატიებში იყო საუბარი. დასავლეთში, ბავშვთა სტომატოლოგის მიერ პირველი კონსულტაცია, დაბადებიდან მე-3 დღეს ჯერ კიდევ სამშობიაროში ტარდება. აგრეთვე დედას აწვდიან რაიონის სტომატოლოგ-ნეონატოლოგების სიას, რომელთაც შეუძლია მიმართოს მშობელმა კონსულტაციისათვის. მიღებას აწარმოებენ ექიმი-სტომატოლოგი და ექიმი-პედიატრი. დედა ღებულობს კონკრეტულ რჩევებს ბავშვის კვებასთან და ვიზიტებთან დაკავშირებით. პირველი ვიზიტი ტარდება დაბადებიდან მე-12 თვესს და გრძელდება სულ 10 წუთი. მეორე ვიზიტისთვის მშობლებს ეგზავნებათ წერილი კონკრეტული დარიგებებით, თუ, როგორ უნდა შეამზადონ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის, რა და როგორ უნდა უთხრან. ამავე

წერილშია ბავშვის ასაკის შესაფერი კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრუნდება კლინიკაში ფაქსის ან იმეილის საშუალებით. წერილის გაანალიზების შემდეგ, ექიმი იბარებს ჯერ მარტო მშობლებს, შემდეგ უკვე – ბავშვთან ერთად. ბავშვის ასაკი მეორე ვიზიტისთვის შეადგენს 1,5 – 2 წელს. შემდგომში პატარა პაციენტის ვიზიტების გრაფიკი დგება დაავადების განვითარებიდან გამომდინარე. ექიმთან ვიზიტი წარმოებს წელიწადში 2ჯერ, იშვიათად 2 თვეში ერთხელ. ესეც „ველური დასავლეთი“. ჩვენს პირობებში ცოტა რთულადაა საქმე. მაგრამ ჩემი აზრით ბავშვთა სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი პირველი კბილების ამოჭრის შემდგომ უნდა მოხდეს. 2-3 წლამდე შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს. ხოლო 3 წლიდან წელიწადში 2-ჯერ.

მოდით გადავიდეთ ყველაზე რთულ საკითზე – ჯგუფები.

მაშასადამე პირველი ჯგუფი: ბავშვები, რომლებიც არ ყოფილან სტომატოლოგთან.

  1. შეარჩიეთ კლინიკა და სპეციალისტი, რომელსაც ეხერხება ბავშვებთან მუშაობა. არანაირი დიდების ექიმები – ბავშვთა სტომატოლოგია გაცილებით რთულია, მათ სხვა მიდგომა ესაჭიროებათ. თუკი თქვენ მოხვდებით „ყასაბთან“ და ასეთი შემთხვევები არსებობს, გადაიყვანთ თქვენს შვილს არა მესამე, არამედ მეორე ჯგუფში (საიდანაც გადმოყვანა საკმაოდ რთულია), პირველი ვიზიტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ნუ გააკეთებთ ეკონომიას ექიმზე!
  2. დაივიწყეთ სიტყვები „ჩხვლეტა“, „ბურღვა“, „ამოღება“, „ტკივილი“ და ა.შ. ყველაფერი ამისათვის ბავშვთა სტომატოლოგიაში არსებობს შემდეგი სიტყვები: „კბილის გაყინვა, ან დაძინება“, „კბილების გაფერადება და მოღუტუნება“, „კბილის ამოვარდნა და მორყევა“, „უსიამოვნო შეგრძნება“ და ა.შ.
  3. ჩვეულებრივ ბავშვი დაინტერესდება თუ რატომ მოიყვანეს იგი ამ დაწესებულებაში.  სასურველია უთხრათ, რომ აქ დადიან ყველა მისი ნაცნობები, მეგობრები, მშობლები, ხოლო იგი ჯერ არაა აქ ნამყოფი, რათა მან თავი იგრძნოს ჩვეულებრივ ადამიანად.
  4. შეიძლება სახლში სტომატოლოგობანაც ითამაშოთ აჩვენოთ სარკეში კბილები, აჩვენოთ თქვენი კბილები, გამოძერწოთ ან დახატოთ კბილები და ა.შ.
  5. წინასწარ შეუთანხმდით ექიმს საბრის თემებზე. თუკი თქვენი შვილი გატაცებულია მუსიკით ან აქვს რაიმე ჰობი – ექიმი გაესაბრება ამ თემაზე. სჯობს ექიმი წინასწარ გააფრთხილოთ თუ რა თემაზე არაა სასურველი ბავშვთან საუბარი.
  6. ექიმთან ვიზიტისას მოიქეცით ჩვეულებრივად, არანაირი ზედმეტი ყურადღება და ზეემოციები. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, თითქოს და მიხვედით მაღაზიაში საყიდლებზე. თქვენი ზედმეტი ყურადღება და ფერება ბავშვში გამოიწვევს ეჭვს, რომ თითქოს, რაღაც მტივნეული იწყება. ამიტომ ცოტაოდენი ხასიათის სიმტკიცე და ნაკლები ემოციები.
  7. ხანდახან ბავშვი უნდა გაამხნევოთ, მაგრამ ზედმეტსაც ნუ იზამთ. ნუ ეცემით ხვევნა კოცნით ანესთეზიის გაკეთების შემდგომ. შეიძლება ცრემლი წამოუვიდეს, არაუშავს შეაქეთ უთხარით, თუ როგორი მამაცია, როგორი გმირია, ნამდვილი „სუპერმენია“.
  8. ბავშვს ნუ დაუთმობთ. იყავით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, თუ კარგად მოიქცა შეაქეთ, თუ ცუდად გაუჯავრდით.
  9. რაც შეეხება საჩუქრებს: „ხშირად მსმენია აი კარგად თუ მოიქცევი გიყიდი აიფონს“. შედეგად მკურნალობა გარკვეული შანტაჟის სახეს იღებს, შემდგომ იგი მოგთხოვთ მაკ-ბუქს, თუ არადა არ წამოგყვებათ.

10. ჩემი აზრით უმჯობესია თუ საჩუქარს აჩუქებს ექიმი. ამიტომ წინასწარ იზრუნეთ საჩუქარზე და მიეცით იგი ექიმს. რომელიც მკურნალობის შემდგომ მას თქვენს პატარას უსახსოვრებს. საჩუქარი სასურველია იყოს ჩვეულებრივი, ისეთი, როგორსაც თქვენ ჩუქნით ხოლმე: მანქანა ან თოჯინა ან სხვა.

11. მკურნალობის შემდგომ შეეკითხეთ მას მოეწონა თუ არა. წესით უნდა მოეწონოს. თუკი არა გამოარკვიეთ მიზეზი და გაითვალისწინეთ შემდგომ ვიზიტზე, სასურველია ეს ინფორმაცია ექიმსაც გაუმხილოთ.  

თუკი ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც სასურველი იყო თქვენი პირმშო მიიღებს მხოლოდ დადებით ემოციებს, გადავა მესამე ჯგუფში და მთელი ცხოვრება იქნება თქვენი მადლიერი.

მეორე ჯგუფი: ბავშვები, რომლებიც იყვნენ უკვე სტომატოლოგთან და მიიღეს უარყოფითი ემოციები

აი ყველაზე რთული ბავშვები. ხანდახან სრულიად უიმედოა მათთან მუშაობა. როგორც წესი მოჰყავთ სერიოზული პრობლემებით, ან იმიტომ, რომ დიდი ხანია არ ყოფილა სტომატოლოგთან ან საერთოდ არ იკეთბს კბილებს. შედეგად სერიოზული დაავადებები ითხოვენ სერიოზულ მკურნალობას, აქედან დამატებით ნერვიულობა, სტრესი და ხარჯები.

  1. თუ შეგიძლიათ მოძებნეთ სხვა ექიმი. თუ ასეთი შესაძლებლობა არ არის, ექიმთან ერთად შეეცადეთ, რომ ახალი ვიზიტი არ დაემსგავსოს წინას, კარგი იქნებოდა გაგერკვიათ თუ არ მოეწონა ბავშვს.
  2. არ გამოიყენოთ სიტყვები, რომლებიც იხმარეთ თქვენ და ექიმმა წინა ვიზიტზე. შეეცადეთ მოიგონოთ სხვა სიტყვები და ასე ჩაანაცვლოთ სასურველი მანიპულაციების მნიშვნელობა.
  3. დაათვალიერებინეთ ბავშვს ყველა ინსტრუმენტი და დანადგარი (რა თქმა უნდა მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გარდა). დარწმუნდეს, რომ ამჯერად არაფერი საშიში არაა.
  4. იყავით მკაცრი. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა გზა არ არსებობს.
  5. ნუ იჩქარებთ. რაც მეტხანს გრძელდება მკურნალობა უფრო მშვიდად მიმდინარეობს პროცესი.  
  6. მიეცით ბავშვს მაგალითი – აჩვენეთ, თუ როგორ იკეთებთ თქვენ კბილებს, რომ ამაში საშიში და მტკივნეული არაფერია.
  7. პირველი ჯგუფის ყველა პუნქტი მუშაობს აქაც – შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ.

თუკი მკურნალობა ვერ ხერხდება – და ასეთებიც ხდება ხოლმე, – ნუ მიიყვანთ ბავშვს ისტერიკებამდე. ჩაეწერეთ სხვა დროისათვის (აუცილებლად შეუთანხმდით მას, როცა მას სურვილი ექნება). აუცილებლად გამოარკვიეთ თუ რატომ თქვა უარი მკურნალობაზე. ნუ მოგერიდებათ ექიმთან მიხვიდეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ – კარგი ექიმი აუცილებლად გაგიგებთ.

ცოტაოდენი ბავშვთა სტომატოლოგიაზე

  1. ბავშვთა სტომატოლოგია გაცილებით რთულია ვიდრე დიდების.
  2. ყველა მანიპულაცია სასურველია ჩატარდეს ანესთეზიით. ნებისმიერი დიაგნოზი, მათ შორის ბანალური კარიესიც სასურველი გაკეთდეს ანესთეზიით.
  3. რენტგენო-დიაგნოსტიკა ბავშვებში ისეთივე აუცილებელია, როგორც დიდებში.
  4. ყველა სტომატოლოგს არ აქვს ბავშვებთან მუშაობის არც ცოდნა და არც გამოცდილება. ამიტომაც არსებობს ბავშვთა სტომატოლოგი.
  5. ბავშვებისათვის არსებობს სპეციალური ბჟენები და სამკურნალო საშუალებები.
  6. ბავშვთა სტომატოლოგია ერთ ადგილზე არ დგას, იგი ვითარდება.
  7. ძირითადი პრობლემები მოსდევს ცუდ ჰიგიენას და კბილების გახეხვის უცოდინარობას.
  8. კბილების მკურნალობა ზოგადი ნარკოზით უფრო მავნეა ვიდრე სასარგებლო.

მადლობთ ყურადღებისათვის, გისურვებთ ჯანმრთელობას!

Read Full Post »