Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საკვები პროდუქტები’

ვაგრძელებთ საკვების რეცეპტებს ბრეკეტებიანი პაციენტებისათვის.

იერუსალიმური დაჭყლეტილი არტიშოკი

ინგრედიენტები

1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

250 გრამი იერუსალიმური არტიშოკი

800 გრამი კარტოფილი, გათლილი და დაჭრილი

100 გრამი არაჟანი

4 სუფრის კოვზი  კარაქი

მარილი და პილპილი გემოვნებით

ახლად  დაფქული მუსკატის კაკალი (ჯავზი)

მეთოდი

აავსეთ ტაფა ცივი წყლით და დაუმატეთ ლიმნის წვენი. გახეხეთ იერუსალიმური არტიშოკი და დაჭერით ორი თითის ზომაზე, დადეთ ტაფაზე. დაახურეთ და  მიიყვანეთ ადუღებამდე. (დაახლოებით 10 წუთი)

დაუმატეთ კარტოფილი და მარილი, დაახურეთ ტაფას და ადუღეთ სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. (დაახლოებით 15 წუთი) შემდეგ გააშრეთ. შემოდგით ტაფა დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ არაჟანი და კარაქი, შეკაზმეთ გემოვნებით მარილით, პილპილითა და ჯავზით.

ორაგული & ბარდა რიზოტო

4 პერსონისთვის

ინფორმაცია საკვებზე: შეიცავს 670 კალორიას, 32 გრამ ცხიმს

ინგრედიენტები:

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;

1 ხახვი, წვრილად დაჭრილი;

300 გრამი რიზოტო – ბრინჯი;

1 ლიტრი ბოსტნეულის ნახარში;

300 გრამი ორაგულის ფილე, კანიან- ფხებიანად დაჭრილი;

200 გრ გაყინული ბარდა;

25 გრ პარმეზანი, დახეხილი;

30 გრ კარაქი;

მარილი და ახალ დაფქვილი პილპილი.

მეთოდი

დაასხით ზეითუნის ზეთი ტაფაზე  და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. მოშუშეთ დაჭრილი ხახვი დარბილებამდე. დაუმატეთ ბრინჯი, დარწმუნდით, რომ კარგადაა ამოვლებული ზეთში. მოთუშეთ კიდევ ორი წუთი, შემდეგ დაუმატეთ 2-3 დიდი კოვზი ბოსტნეულის ნახარში. ურიეთ რეგულარულად, ურიეთ და  უმატეთ ნახარში სანამ ბრინჯი არ შეიწოვს სითხეს.

ამასობაში მოხარშეთ ორაგული ბოსტნეულის ნახარშში. მოამზადეთ ბარდა შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციის მიხედვით. დაახლოებით 20 წუთი ნახარში შეიწოვება და ბრინჯი მომზადდება;

დაუმეტეთ რიზოტოს  დაქუცმაცებული ორაგული, ბარდა და თევზის ნახარში. აურიეთ პარმეზანში, დაუმატეთ კარაქი შეკაზმეთ.

Read Full Post »

მათთვის ვინც ატარებს ბრეკეტებს, დიდ ბრიტანეთში გამოიცა კულინარიული რეცეპტების წიგნი. მაშინ, როდესაც შეზღუდულია საკვების მიღება, აღნიშნული რეცეპტები თქვენს რაციონს გახდის არამხოლოდ სრულყოფილს, არამედ მრავალფეროვანსაც. რატომაც არ უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა ქაშებისა და სუფების დამზადება?! ამასთან ცოტაოდენ კულინარიულ ინგლისურსაც ისწავლით (როგორც იტყვიან სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც). აი რამოდენიმე რეცეპტიც:

 

მიჰყევით ბმულს http://issuu.com/redaktorsmi/docs/book?mode=embed&layout=http%3A%2F%2Fskin.issuu.com%2Fv%2Flight%2Flayout.xml&showFlipBtn=true

ან დაკლიკეთ სურათი

Read Full Post »