Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საკვები ბრეკეტებიანი პაციენტებისათვის’

ჩვენს ძვირფას პაციენტებს გვინდა შევთავაზოთ რეცეპტები, რომლებიც გამოგადგებათ ბრეკეტებით სარგებლობის პერიოდში, თუმცა ჯანსაღ და გემრიელ საკვებს არ აქვს დროს და ადგილი :))

მენიუ დაყოფილი. პირველ რიგში გთავაზობთ საუზმეს: ფრიტატა და შვრიის ფაფა ვაშლითა და ქიშმიშით

ფრიტატა ყოველდღიური საუზმე

ინგრედიენტები

1 ხახვი, კარგად დაჭრილი

8 უნცია/225 გრ ახალი შემწვარი კარტოფილი

1x სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი

100 გრ, შებოლილი მკერდის ნაწილი „გრუძინკა“ “პანჩეტა“, დაჭრილი (ვეგეტარიანელებისთვის შესაძლოა ამოვიღოთ)

6 უნცია/175 გრ დაჭრილი სოკო

6 დიდი კვერცხი

50გრ/2 უნცია ჩედარის ყველი გახეხილი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მეთოდი

ტაფაზე, რომელიც არ იკრავს დაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და მოაყარეთ მარილი, მიიყვანეთ გატკბილებამდე, არ გააყავისფროთ. დაუმატეთ „პანჩეტა“ (შებოლილი მკერდის ნაწილი) და შეწვით რამოდენიმე წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და დაელოდეთ მომზადებას კიდევ ცოტა ხანი. დაუმატეთ ნაზად მოხარშული, დაჭრილი კარტოფილი და კარგად აურიეთ. გატეხეთ კვერცხი და დაასხით ტაფაზე, მოაყარეთ წიწაკა და ცოტა მარილი, მომზადების დროს თან ურიეთ ერთი წუთი, მანამ სანამ მთელი კვერცხი არ გაჯდება, დაუკელით ცეცხლს და შეწვით კიდევ ერთი წუთი. მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი და დადეთ ტაფა ცხელი გრილის ქვეშ სანამ ყველი არ მოოქროსფერდება  და ფრიტატა მზადაა.

 

 

 

შვრიის ფაფა ვაშლითა და ქიშმიშით

ინგრედიენტები

70 გრ  შვრიის ფაფა

350 მლ რძე

2 ვაშლი

15გრამი ქიშმიში

1 მოყრა დარიჩინი

50 მლ წყალი

მეთოდი

გათალეთ ვაშლი და დაჭერით გული ნაჭრებად, მოათავსეთ ვაშლი ტაფაზე წყალთან, ქიშმიშთან და დარიჩინთან ერთად, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ადუღეთ 10-15 წუთი სანამ ვაშლი არ დარბილდება. ამასობაში მოათავსეთ შვრიის ფაფა და რძე სხვადასხვა ქვაბებში და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუკელით ცეცხლს ადუღეთ სანამ არ მომზადდება. ჩაუმატეთ ვაშლი და ქიშმიში და მოურიეთ ფაფა.

Read Full Post »