Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საინტერესო’

ამერიკის პედიატრიის აკადემიის გამოკითხვამ აჩვენა, რომ:

  • გამოკითხულების 50% მიიჩნევვს, რომ ღიმილი სახის ის ნაწილია, რომელსაც ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევენ.
  • 80% არაა კმაყოფილი საკუთარი ღიმილით
  • გამოკითხული რესპოდენტებიდან  7-ჯერ მეტს ურჩევნია ჩაიტაროს ღიმილის პერიოდონტალური კორექცია ვიდრე სახის გადაჭიმვა.
  • სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების სურვილმა, ქუთუთოების გაუმჯობესების ოპერაციებს 5 ჯერ გადააჭარბა.

ამერიკელების 32% მიიჩნევს, რომ არა სასიამოვნო სუნი პირის ღრუდან მათი თანამშრომლების ყველაზე შესამჩნევი თვისებაა.

ამერიკელების 73% წავიდოდა გასტრონომში ხორცის და არა ფლოსის საყიდლად.

მოსახლეობის 60% არ იცის, რომ მკერდის არეში თანდართული ტკივილებით ყბის ძვლის ანთება შეიძლება გულის ინფარქტის მანიშნებელი იყოს, განსაკუთრებით ქალებში.

სტომატოლოგების რეკომენდაციით სასურველია კბილის ჯაგრისი დაახლოებით 2 მეტრით მაინც იყოს დაშორებული უნიტაზიდან, რათა ჩარეცხვის დროს შხეფები არ მოხვდეს მასზე.

კბილის ჩხირი არის ყველაზე ხშირი ნივთი რითიც იხრჩობიან ამერიკელები.

ყოველ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვები საშუალოდ ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავენ საღეჭ რეზინზე.

კარიესული ღრუების რაოდენობა, საშუალო ასაკის ადამიანში კლებულობს და ისინი უფრო დიდხანს ინარჩუნებს კბილებს. დღეისათვის საშუალო ასაკის ადამიანს უფრო ჯანმრთელი პირის ღრუ აქვს ვიდრე 10 წლის წინ. გამოთვლილია:

  • კარიესული ღრუების რაოდენობა, ყველაზე მეტად შემცირდა ბავშვებში, თუმცა ნარჩუნდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში
  • 6-19 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 40% აღენიშნებოდათ კარიესული ღრუები, რაც 50% ნაკლებია წინა ათწლეულთან შედარებით.
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 60 და მეტი წლის ადამიანების რაოდენობა, ვინც ყველა კბილი დაკარგა 33%-დან ჩამოვიდა 25%-მდე.
  • დენტალური სილანტების გამოყენებამ, რომელიც ხელს უშლის კარიესის განვითარებას მუდმივი მოლარების ფისურებში, მოიმატა 64%, ბავშვების 30% თუნდაც ერთი ჩაბეჭდილი კბილი აქვს.
  •  მწეველებს სამჯერ მეტი საფრთხე ემუქრებათ კბილების დაკარგვისა, ვიდრე არამწეველებს.
  • ეკონომიუ-სოციალური სტატუსი, მთავარ როლს ასრულებს ადამიანის პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობაში. დაბალ ანაზღაურებადი მოსახლეობის 33% აღენიშნება კარიესული ღრუები.  იგივე პრობლემა აქვს საშუალო და მაღალ ანაზღაურებადი მოსახლეობის 16%. შესაბამისად ბავშვებში ეს რიცხვებია 19% დაბალ ანაზღაურებაში და 8% მაღალში. (ასა (ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია))

ადამიანების უმრავლესობა უფრო ხშირად ხმარობს ლურჯი ფერის კბილის ჯაგრისს ვიდრე წითელს

როგორც თითს ანაბეჭდები, ისე ენის ზედაპირიც ყველას ინდივიდუალური აქვს.

კბილის ჯაგრისი დაახლოებით 25000 ჯაგრულისგან შედგება, რომლებიც 40 კონადაა შეკრული.

საშუალოდ ქალი 62-ჯერ იღიმება დღეში.

მამაკაცი მხოლოდ 8-ჯერ.

ბავშვები კი საშუალოდ 400-ჯერ.

მოსახლეობის გამოკითხვამ, რომელიც გელაპის ინსტიტუტმა ჩაატარა 1997 წელს, სტომატოლოგია ყველაზე ნდობით აღჭურვილ პროფესიებში 5 ადგილზეა ამერიკაში. ამავე ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა მომდევნო გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტომატოლოგები ზოგადად მაღალი ქულებით ფასდებიან მომხმარებლების მიერ მათი კომუნიკაბელურობიდან და ხარისხიანად ჩატარებული სამუშაოდან გამომდინარე. გამოკითხულების 92% ურჩევს თავის სტომატოლოგს სხვა მომხმარებელსაც.

5-17 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებად, მაინც კბილის დაშლა რჩება, იგი 59% შეადგენს.

სკოლაში სწავლის 51 მილიონზე მეტი საათი იხარჯება სტომატოლოგთან ვიზიტზე.

სამსახურებში დაკავებული მოსახლეობა, 164 მილიონ სამუშაო საათს ხარჯავს პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

დახარჯული თანხების 44% გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით

ადამიანის თვითგანწყობა ხშირად აისახება, მისი პირის ღრუს მოვლაზე.

დაბადების შემდგომ ერთადერთი სრულყოფილად განვითარებული ორგანო ეს ენაა. რომელიც წოვისათვისაა განკუთვნილი. პირველი თვეების განმავლობაში ჩვენი პირი ჩვენი პირველი ორგანოა. ჩვენ მას ვიყენებთ გადარჩენისთვის, რათა უკეთ შევიცნოთ ახალი სამყარო. შესაბამისად ჩვენს ქვეცნობიერში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. აქდან მომდინარეობს ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ კარგ ხასიათზე ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს გვინდა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც პირის ღრუდან იწყება.

მასაჩუსეტის, ლემელსონის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამოკითხვამ, რომ ჩამოეთვალათ ხუთი გამოგონება, რის გარეშეც ვერ გაძლებდნენ: ახალგაზრდების 34% და მოზრდილების 42% დაასახელა კბილის ჯაგრისი, როგორც პირველი. შემდეგ ოთხად დასახელდა: პერსონარული კომპიუტერი, ავტომობილი, მიკროტალღოვანი ღუმელი და მობილური ტელეფონი. (2003წ)

ბრიტანეთში, სტომატოლოგიის შესახებ გამოკითხული 1000 ადამიანიდან, მამაკაცების ნახევარმა თქვა, რომ ისინი პირველ რიგში გაითეთრებდნენ კბილებს, იგივე პასუხი გასცა ქალების 35%. კარგი კბილები და ლამაზი ღიმილი, თვალების შემდგომ მეორეა რასაც მანდილოსნები ითხოვენ სასურველ მამაკაცში, ხოლო მამაკაცები ოცნებობენ ლამაზ სხეულზე, ლამაზი თვალებით, თმებით და კბილებით.

სამეფო ღიმილი – არის ერთი ადამიანი სახელად მაიკლ ფოსეტი, რომლის მოვალეობაშიც შედის პრინც ჩარლზის კბილის ჯაგრისზე კბილის პასტის წასმა. იგი პრინცის პერსონალური კამერდინერია. პრინცი მხოლოდ მას ანდობს ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეს.

ამერიკელებმა 2002 წელს 2, 025 მილიარდი დოლარი დახარჯეს ჰელოუინის კარამელზე, ეს თანხა 6 წლის განმავლობაში ეყოფოდა ნაციონალური კბილის და ყბა სახის გამოკვლევების ინსტიტუტის დაფინანსებას.

2003 წლის გამოკითხვით, რომელიც ჩატარდა მიჩიგანში აჩვენა, რომ რესპუბლიკელები, პროტესტანტები და ქალები იხეხავენ კბილებს უფრო ხშირად ვიდრე – დემოკრატები, კათოლიკები და მამაკაცები. გამოკითხულების 2% აღნიშნა, რომ საერთოდ არ იხეხავს კბილებს.

ამერიკელები 2მილიარდ დოლარს ხარჯავენ წელიწადში პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე, როგორიცაა: კბილის პასტა, სავლები, და ფლოსი.

ამერიკელების 94% ამბობს, რომ იხეხავს კბილებს ღამით, ხოლო 81% ამბობს, რომ პირველ ყოვლისა კბილებს იხეხავენ დილით.

ამერიკელების 75% აქვს ღრძილების ანთების, რომელიმე ფორმა.

მოსახლეობის 50% ვერ იღებს რეგულარულ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

300-ზე მეტი სახეობის ბაქტერია სახლობს კბილის ნადებში

ფაქტები ფლოსის შესახებ:

პირველი ფლოსი შეიქმნა 1882 წელს.

პირველი ფლოსი მზადდებოდა აბრეშუმისგან

უახლესი მასალა გახლავთ ჰორტექსი – მაღალი წყალგაუმტარობით და სუნთქვითი მახასიათებლებით აღჭურვილი ქსოვილი.

გამოკითხულთა მხოლოდ 28% პროცენტმა აღნიშნა, რომ ჰიგიენის დამატებით საშუალებად ხმარობს ფლოსს.

1994 წელს დასავლეთ ვირჯინიაში პატიმარი გაიქცა ფლოსისგან დაწნული თოკის საშუალებით.

ReachMax და Roper ASW მონაცემებით გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ კბილები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე თვალები და თმები.

ამერიკელების 33% სამკურნალო კბილები აქვს.

ფტორირებული კბილის პასტის მომხმარებელ 16 წლამდე ბავშვებში კარიესის მაჩვენებელი 24% მცირეა ვიდრე არაფტორირებული პასტების მომხმარებლებში.

2000 წლის მონაცემებით აშშ:
2-17 წლამდე ასაკში სტომატოლოგიურმა მომართვებმა შეადგინა 74%, 18-64 წლამდე – 65.3%, ხოლო 65 და ზევით 56.4%.

დღის განმავლობაში 3 და მეტი რაოდენობით ტკბილი სასმელების მომხმარებლებში, კარიესის, ბჟენების და კბილის დაკარგვის ფაქტები 62% უფრო ხშირია.

ამერიკელების 78% 17 წლამდე ასაკში თუნდაც 1 კარიესული ღრუ აღენიშნებოდათ.

სისტემური დაავადებების 90% გააჩნია გამოვლინება პირის ღრუში.

თქვენ არც თუ ისე ასაკიანი ბრძანდებით, რომ კბილებს არ მიხედოთ. 65 წლის შემდეგ კიდევ დაახლოებით 17,3 წელია დარჩენილი ცხოვრებისათვის.

აშშ. მოსახლეობის წლიური დანახარჯი კბილის პასტაზე შეადგენს 1.8 მილიარდ დოლარს.

კბილის ჯაგრისზე წელიწადში იხარჯება 775 მილიონი დოლარი.

პირის ღრუს სავლებებზე წლიური ხარჯი შეადგენს 885 მილიონს.

„ვინმემ, ხომ მაინც უნდა გამოიგონოს კბილების ქაღალდი… რომელიც ისევე იმუშავებს, როგორც ტუალეტის ქაღალდი, მაშინ ხალხი გაიგებს, რომ ისევე აუცილებელია მოიწმინდოთ ის რაც შედის, ისე როგორც ის რაც გამოდის“. მაიკ მარუნი ექიმი-სტომატოლოგი.

ყველაზე ძვირფასი კბილი სერ ისააკ ნიუტონს ეკუთვნოდა. 1816 წელს მისი ერთ-ერთი კბილი 3 633$ გაიყიდა. დღევანდელი გათვლით სადღაც 35 700$, კბილი შემდგომში ჩასმული იქნა ბეჭედში.

ამერიკის სტომატოლოგიური აკადემიის მონაცემებით ადამიანი კბილების ხეხვას საშუალოდ 45-70 წამს ანდომებს, აუცილებელი 2-3 წუთის ნაცვლად.

წითური ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ ვიდრე სხვები და ამიტომ მათ უფრო მეტი ანესთეზია სჭირდებათ. წითურებს 20% მეტი ანესთეტიკი სჭირდებათ ტკივილის მოსახსნელად.

Read Full Post »


წარმოშობის მიხედვით კბილები გარქოვანებული ეპითელია. ზოგიერთ ცხოველს კბილების რაოდენობა რამოდენიმე ათასი აქვს. ასეთ შემთხვევაში კბილები არა მარტო საღეჭი დანიშნულებითაა, არამედ ნადავლის დასაჭერად და დასაფიქსირებლად. მაგალითად ზვიგენს კბილები არა მარტო პირის ღრუში აქვს, არამედ კანზეც. თევზებს და რეპტილიებს კბილები აქვთ კაუჭის ფორმის, ხოლო ჩიტებს და ზოგიერთ ძუძუმწოვარს (ჭიანჭველაჭამიას) კბილები საერთოდ არა აქვთ, თუმცა აქვთ ყბები და საღეჭი კუნთები. დაბალი საფეხურის ხერხემლიანებს კბილები ეცვლებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, მათგან განსხვავებით ძუძუმწოვრებს კბილები დიფერენცირებული აქვთ, დაკისრებული ფუნქციის მიხედვით. მაგ.: მღრღნელებს კარგად აქვთ განვითარებული საჭრელები, მტაცებლებს – ეშვები, მცენარეების მოყვარულებს – ძლიერი საღეჭები. ზოგიერთ ცხოველს კბილების ამოსვლა სქესის მეორად ნიშანთან უკავშირდება – მაგ.: ტახის და მორჟის (ლომვეშაპი) ეშვები. მამალი მორჟის ეშვმა შესაძლოა 80 სანტიმეტრსაც მიაღწიოს.

Read Full Post »