Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რჩევები’

5210_380პირველი რჩევა: ვცვლით ჯაგრულებს დროულად

ინტერნეტში და ხშირად სტომატოლოგის კაბინეტშიც ვიღებთ რჩევას, რომ კბილის ჯაგრისი უნდა ვცვალოთ არა უგვიანეს 2-3 თვისა. სინამდვილეში ყოველდღიური ხმარების შემდეგ კბილის ჯაგრისი გამოუსადეგარი ხდება უკვე 1 თვის შემდეგ. გაცვეთილი და ფორმაშეცვლილი ჯაგრულები არა მარტო არ ასუფთავებენ კბილებს არამედ იწვევენ ღრძილების ტრავმირებასაც.

მეორე რჩევა: კბილების ხეხვასაც თავისი დრო აქვს

425სტომატოლოგები ურჩევენ, რომ კბილების გამოხეხვა მოხდეს საჭმლის მიღების შემდეგ. მაგრამ არ ღირს საკვების დამთავრებისთანავე აბაზანაში შევარდნა და კბილების გამოხეხვის დაწყება. უფრო სწორი იქნება გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, ხოლო კბილები გაიხეხოთ 20-30 წუთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ პირის ღრუმ მოასწროს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც როგორც ცნობილია ირღვევა საკვების მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ საკვების მიღებისთანავე კბილების გამოხეხვით თქვენ ვერ აღადგენთ ph საწყის დონეს, მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს.

მესამე რჩვა: უთხარით უარი საკვების მიღებებს შორის ტკბილ წახემსებებს 

რადგან ვახსენეთ ph დონე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ტკბილებული აბსოლუტური ჩემპიონია შაქრის შემცველობაში. არა მარტო არღვევს ph ბალანსს 1 საათით, არბილებს მინანქარს და წარმოადგენს კარიესოგენული ბაქტერიების საყვარელ საკვებს.

photo_436მეოთხე რჩევა: ნაკლები მჟავე, მარილიანი და გაზიანი

პროდუქტები და სასმელები მჟავიანობის მაღალი შემცველობით, ასევე მარილიან საკვებს და გაზიან სასმელებს აქვთ მომატებული მჟავიანობა, შედეგად არბილებენ კბილის მინანქარს და ხდიან ზედაპირს უფრო ხაოიანს. შედეგად იგი იწყებს ბუნებრივი საღებავების და ბაქტერიების “შეწოვას” რაც იწვევს მის გამუქებას და დაზიანებასაც. თუკი უარს ვერ ამბობთ ასეთ პროდუქტებზე სასმელი მიიღეთ სპეციალური მილაკით, ხოლო ხილის შემდეგ გამოივლეთ წყალი.

 მეხუთე რჩევა: მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი

Carisma_NG_bigიმის გარდა, რომ ალკოჰოლი მავნეა ჯანმრთელობისათვის, იგი ისევე მოქმედებს კბილებზე, როგორც მჟავე შემცველი სასმელები. ხოლო გაზიანმა ალკოჰოლმა (შამპანური, კოქტეილები) – შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის ეროზია.

მეექვსე რჩევა: ნუ მოწევთ

თამბაქოს ბოლი შეიცავს ფისებს და ნიკოტინს, აყვითლებს კბილის მინანქარს. აგრეთვე აღწევს მის შიგნით და ტოვებს ლაქებს. ზრდის პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკებს.

მეშვიდე რჩევა: ვმეგობრობთ სტომატოლოგთან

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ნებისმიერ მცირე განგაშის სიგნალზე მიმართეთ სპეციალისტს. ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მოკბეჩის დროს, კბილების მომატებული მგრძნობელობა, სუნი პირის ღრუდან – ეს ყველაფერი გახლავთ სტომატოლოგთან img_articol391681ვიზიტის აუცილებელი მიზეზები. არ დაგავიწყდეთ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური შემოწმებები და პროფესიონალური ჰიგიენის ჩატარება.

მერვე რჩევა: არანაირი თვითშემოქმედება

როდესაც ვთქვით, რომ უნდა მოუსმინოთ ორგანიზმს აქ არ იგულესხმება, რომ თავად უნდა დასვათ დიაგნოზი და დაინიშნოთ მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნა და მკურნალობა არის ექიმის პრეროგატივა. იგივე შეიძლება ითქვას კბილების გათეთრებაზეც – არ აქვს მნიშვნელობა გათეთრება სახლის პირობებში ხდება თუ კლინიკის, იგი უნდა იყოს პროფესიონალური ანუ ტარდება სპეციალისტის მიერ ან მისი კონტროლის ქვეშ.

Advertisements

Read Full Post »

ბრეკეტები, ჰიგიენააღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია თუკი გახდით ორთოდონტიული პაციენტი, ან აპირებთ უახლოეს მომავალში.ორთოდონტიის განსხვავება, სხვა სტომატოლოგიური სპეციალობებიდან მდგომარეობს შემდეგში, აქ რეზულტატის მისაღწევად საჭიაროა არა მხოლოდ სტომატოლოგის არამედ პაციენტის მონდომებაც. ამერიკელი ორთოდონტი რ. ალექსანდერი ამბობს, რომ: იგი შესანიშნავი ორთოდონტია, როდესაც მას ასეთივე პაციენტი ჰყავს, ხოლო ცუდი პაციენტის შემთხვევაში ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სტატიაში არსებულ

ყველა მითითებას.  რა თქმა უნდა მკურნალობის პერიოდში ორთოდონტი მოგცემთ დამატებით მითითებებს, მაგრამ ეს აუცილებელი კრიტერიუმებია.

ბრეკეტებით მკურნალობის დროს არ შეიძლება:

საკვები, ბრეკეტები-საკვების ჩაკბეჩა. სასურველია ყველანაირი საკვები დაჭრათ ან გატეხოთ პატარა    ნაჭრებად და უკანა კბილებით დაღეჭოთ.

არ შეიძლება:

ხრაშუნა კარტოფილი,  თხილი, მზესუმზირა, პოპ-კორნი და ა.შ. რადგან აღნიშნულმა საკვებმა შესაძლოა დააზიანოს აპარატები.

ვაფლი, პეჩენია ეწებებიან ბრეკეტებს ისე, რომ ვეღარ მოაშორებთ

ბლითები, „ბუბლიკი“, სუხარები მოტეხავს რკალს, მოაძრობს ბრეკეტს და რგოლს.

უცილებელია უარი თქვათ წელვად-წებოვან პროდუქტებზე: ხალვა, ირისი და ა.შ. ყველაზე მტკივნეული დანაკარგი უმრავლესობისთვი არის საღეჭი რეზინი. ძალზედ ძნელია მისი მოშორება ორთოდონტიული აპარატებიდან.

მონო ჯაგრისიეს რეკომენდაცია დაკავშირებულია ფიზიკის იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სხეული იცვლის მოცულობას ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. შედეგად უარი უნდა ვთქვათ ძალზედ ცხელ ან ცივ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მათ სწრაფ მონაცვლეობაზე (ყავა-გლიასე). ლითონის ბრეკეტები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ფართოვდებიან და შესაძლოა მოხდეს მათი ატკეჩა ემალიდან. ასევე ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ორთოდონტიული რკალის თვისებებიც შეცვალოს.

სტაფილო, ვაშლი და სხვა მაგარი ხილი დაჭერით და მიირთვით პატარა ნაჭრებად. იგივე ეხება ხორცს და ყველა მოსაკბეჩ პროდუქტს.

არავითარ შემთხვევაში არ დაღრღნათ ფანქრები და პასტები და მით უმეტეს არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები.

brekhig14ბრეკეტებით (მაგრამ არა ლინგვალური) მკურნალობისას, განსაკუთრებით პლასტმასის უნდა შევზღუდოთ მღებავი სითხეების და პროდუქტების მიღება. ყავა, მუქი ჩაი, მოცვის მურაბა და ა.შ. შესაძლოა გამოიწვიოს გამჭვირვალე ბრეკეტების და მაფიქსირებელი ნივთიერების შეღებვა. ასევე სასმელებიდან უნდა ამოვიღოთ: კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ. რადგან აღნიშნული სასმელები ზრდიან კარიესის განვითარების საშიშროებას, განსაკუთრებით მოუხსნელი კონსტრუქციებით მკურნალობისას.

ორთოდონტიული მკურნალობის დროს ბრეკეტების გარშემო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება საჭმლის ნარჩენები, კბილის ნადები და ბაქტერიები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კარიესის განვითარებამდე. კარიესი ჩნდება ბრეკეტების გარშემო, და არა მის შიგნით!

ბრეკეტ სისტემით მკურნალობისას პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ჰიგიენა. აუცილებელია იხეხოთ კბილები  ყოველი საკბების მიღების შემდგომ. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ფლოსი და კბილთაშუა ჯაგრულები. კბილის ჯაგრულები იდეალურია რკალქვეშა სივრცეების და კბილთაშორისი ადგილების გასაწმენდად.

ამის შემდგომ  კბილების ხეხვა გრძელდება ჩვეულებრივ როგორც ბრეკეტების გარეშე. ჯაგრისი დაიჭირეთ 450 კუთხით ღრძილთან და გაიწმინდეთ გამოგვითი მოძრაობებით, 2 კბილი ერთდროულად, დაახლოებით 10-ჯერ. გაიმეორეთ შემდეგ 2 კბილზე და ა.შ. იგივე სასისკენა და ენისკენა ზედაპირებზე. არ დაგავიწყდეთ საღეჭი ზედაპირების გახეხვა.

წმენდა დაამთავრეთ ”სუპერ ფლოსის” დახმარებით. საბოლოოდ კი გამოივლეთ ფტორშემცველი სავლები. პასტები სასურველია შეირჩეს ფტორის გაძლიერებული შემცველობით, კბილის ემალის გასამაგრებლად.

ირიგატორი

ორთოდონტიული მკურნალობის საწყის ეტაპზე, ბრეკეტმა შეიძლება გააღიზიანოს ტუჩი ან ლოყის ლორწოვან გარსი. ამ შემთხვევაში მასზე შეგიძლიათ მიაწებოთ სპეციალური ცვილი. 3-7 დღის შემდეგ მოხდება ლორწოვანის გარსის ადაპტირება  და ეს არასასიამოვნო შეგრძნებები გაივლის.

დამტკიცებულია, რომ პირის ღრუს ხარისხიანი მოვლისათვის არა საკმარისია მხოლოდ ჯაგრისი და კბილის პასტა. თუკი თქვენი სურვილია შედეგიანად მოუაროთ თქვენს კბილებს და ღრძილებს, აუცილებელია ჰიგიენის ინტერდენტალური (კბილთაშუა) საშუალებების რეგულარული გამოყენება. როგორც არ უნდა ეცადოთ გამოისუფთაოთ კბილთაშუა სივრცეები, იქ მაინც რჩება ყველაზე ძვირიანი და თანამედროვე კბილის ჯაგრისისთვისაც მიუწვდომელი ადგილები. მოუხერხებლობის გამო, როგორც წესი შედარებით გაუწმენდავი გვრჩება კბილების შიგნითა ზედაპირები (სასიკენა და ენისკენა) და უკანა კბილები. აი, გამოვიდა, რომ კარგად ვიხეხავთ მხოლოდ მარტივად მისაწვდომ ადგილებს, ხოლო რთულად მისაწვდომს, რაც უმრავლესობას წარმოადგენს უმეტეს წილად გვრჩება გამოუწმენდავი. ამას უკვე მოსდევს არა მხოლოდ ნადების წარმოქმნა და ემალის ფერის ცვლილება, არამედ უფრო სერიოზული პრობლემებიც. რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად არსებობს უამრავი საშუალება. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება ირიგატორი.

წმენდა

ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია – ორთოდონტიული მკურნალობის დროს აუცილებელია არ გამოტოვოთ ვიზიტები. რეგულარულად იაროთ ექიმთან დანიშნულ დროს. ასევე არ დაივიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.

ბოლოს მინდა ასევე ავღნიშნო ორთოდონტისა და პაციენტის თანამშრომლობის მნიშვნელობა. თქვენი დახმარება აისახება თქვენს მკურნალობაზე და შედეგზე. იდეალური ღიმილის მისაღებად უნდა იყოთ საუკეთესო პაციენტი.

Read Full Post »


პირველადი, სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარება შესაძლოა ყველას დასჭირდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველადი დახმარების შემდეგ არ უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან, ეს მხოლოდ დროებით ხსნაა.

კბილის მოტეხილობა

თუკი შემთხვევით მოიტეხეთ კბილი დაუყოვნებლივ გამოივლეთ თბილი წყალი, რათა მოხდეს პირის ღრუდან ნატეხების მოშორება.

სისხლდენის შემთხვევაში მიიდეთ სტერილური ბინტი, სანამ სისხლდენა არ შეწყდება. ტკივილის და შესიების თავიდან ასაცილებლად ლოყაზე, ან მონატეხი კბილის არეში მიიდეთ ცივი კომპრესი (მაგალითად ყინული ჩადებული პარკში და გახვეული პირსახოცში).

აუცილებელია სტომატოლოგთან დროული ვიზიტი სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.

ამოვარდნილი კბილი

კბილი შესაძლოა ამოვარდეს შემთხვევით ან სპეციალურად (ჩხუბის დროს :)) კბილის ამოვარდნილობა შესაძლოა იყოს სრული და ნაწილობრივი. ნუ ეცდებით მის უკან კბილბუდეში მოთავსებას. თუკი კბილი მთლიანად ამოვარდა მოათავსეთ რძეში ან თბილ მარილიან წყალში. ჭრილობის ადგილას მიიდეთ სტერილური ბინტი და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. კბილი შესაძლოა შეინახოთ უახლოესი 1 საათის განმავლობაში.

კბილის ტკივილი 

ერთ-ერთი დიდი შეცდომაა გარედან თბილი კომპრესების დადება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს შესიება. ასევე არავითარ შემთხვევაში არ დაიდოთ ღრძილზე ასპირინის ტაბლეტები. გამოივლეთ ცხელი სავლები (სოდიანი, მარილიანი, ჩაი და სხვა.) შეძლებისდაგვარად გაისუფთავეთ კბილი საკვების ნარჩენებისგან და მიმართეთ ექიმს.

რბილი ქსოვილების დაზიანება (მაგალითად სისხლდენა ღრძილებიდან)

გამოივლეთ პირი თბილი მარილიანი ხსნარით, ხოლო შემდეგ ამავე ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ბინტი მიაჭირეთ დაზიანებულ ღრძილს. სისხლდენა მალევე შეჩერდება.

Read Full Post »

ღიმილი არსებობს კეთილი. გულწრფელი. დამაინტრიგებელი.

მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენი სურვილია, რომ კბილები იყოს სწორი და ქათქათა.

ამის მიღწევა საქართველოში უკვე შესაძლებელია, საკმარისია მიმართოთ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს“.

ნაბიჯი პირველი

რა ვქნათ თუკი კბილები ისე სწორი არა, როგორიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო? ბევრი ამ შემთხვევაში ცდილობს თავი აირიდოს, რადგან არ სურთ ბრეკეტების ტარება.

მართლაც ძნელია ზოგიერთი პროფესიის ადამიანებისათვის ჩვეულებრივი ბრეკეტების ტარება.

ასეთ შემთხვევაში ჩვენი კლინიკა გთავაზობთ გამჭირვალე და ლინგვალურ (უხილავ) ბრეკეტებს. ეს კბილების და თანკბილვის გასწორების, შედეგად იდეალური

ღიმილის შექმნის ინოვაციური მეთოდია.

teeth-whitening-toronto1.jpgნაბიჯი მეორე

შესანიშნავი ზაგარი და … ყვითელი ფერის კბილები? ეს ალბათ თქვენზე არაა ნათქვამი.

თუმცა თუ თქვენმა კბილებმა დაკარგა ბუნებრივი სითეთრე, ეს მცირედი ნაკლი შესაძლოა მარტივად გამოსწორდეს.

გამოცდილი სპეციალისტების მიერ ჩატარებული პროფესიონალური გათეთრება – ყველაზე მარტივი და სწრაფი პროცედურაა თვალის მომჭრელი ღიმილის მისაღწევად.

ნაბიჯი მესამე

კბილების ფორმის, ფერის და ზომის ცვლილება ასევე შესაძლებელია ფაიფურის (კერამიკული) ვინირების დახმარებით.

ლითონ-ფაიფურის (მეტალო-კერამიკა) გვირგვინებისგან განსხვავებით, ვინირები ძალზედ თხელია, მათ ქვეშ კბილები მცირედ იქლიბება. თანამედრობე ფაიფური გამჭვირვალეა, იგი ატარებს შუქს, ამიტომ კბილები სრულიად ბუნებრივად გამოიყურება. ვინირები საშუალებას იძლება კბილებს მივცეთ თქვენი სახის ნაკვთებიდან გამომდინარე ბუნებრივი ფორმა. გავითვალისწინოთ თქვენი სურვილები, იდეალური ღიმილის მისაღწევად.

 ექიმი ახდენს დიაგნოსტიკას და ქმნის მომავალი კბილების ცვილის მოდელს. შემდგომ პაციენტს უმაგრდება დროებითი გვირგვინები და ეძლევა საშუალება დააკვირდეს და შემდგომად შეიტანოს კორექტივები მომავალ გვირგვინებთან დაკავშირებით. შედეგად ყველა შენიშვნის გათვალისწინებით მაგრდება მუდმივი კონსტრუქციები.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ ფაიფურის გვირგვინების დასამზადებლად გამოიყენება მე-7 თაობის ფაიფური.

ეს მასალა არ იცვითება და არ იცვლის ფერს.

Read Full Post »

აღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია თუკი გახდით ორთოდონტიული პაციენტი, ან აპირებთ უახლოეს მომავალში. ბრეკეტ სისტემების ფიქსაცია არა მარტო გარკვეული ხნით შეცვლის თქვენს ღიმილს, არამედ გაიძულებთ შეცვალოთ კვების ხასიათი და ჩვვები.

ორთოდონტიის განსხვავება, სხვა სტომატოლოგიური სპეციალობებიდან მდგომარეობს შემდეგში, აქ რეზულტატის მისაღწევად საჭიაროა არა მხოლოდ სტომატოლოგის არამედ პაციენტის მონდომებაც. ამერიკელი ორთოდონტი რ. ალექსანდერი ამბობს, რომ: იგი შესანიშნავი ორთოდონტია, როდესაც მას ასეთივე პაციენტი ჰყავს, ხოლო ცუდი პაციენტის შემთხვევაში ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სტატიაში არსებულ

ყველა მითითებას და უსიტყვოთ დაემორჩილეთ. რა თქმა უნდა მკურნალობის პერიოდში ორთოდონტი მოგცემთ დამატებით მითითებებს, მაგრამ ეს აუცილებელი კრიტერიუმებია.

  1. ბრეკეტ სისტემით მკურნალობისას პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ჰიგიენა. აუცილებელია იხეხოთ კბილები სარკის წინ არა ნაკლებ 10 წუთისა, ყოველი საკბების მიღების შემდგომ. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ფლოსი და კ ბილთაშუა ჯაგრულები.
  2. ეს და შემდგომ ჩამოთვლილი რეკომენდაციების უმრავლესობა დათმობილი ექნება კვების თავისებურებებს ბრეკეტების ტარებისას. მკურნალობის პერიოდში უარი უნდა თქვათ ისეთ საკვებზე, როგორიცაა: თხილი, მზესუმზირა, პოპ-კორნი და ა.შ. რადგან აღნიშნულმა საკვებმა შესაძლოა დააზიანოს აპარატები.

  3. მაგარი საკვები პროდუქტები, რომლებიც ითხოვენ მოკბეჩას, არ უნდა ჩაკბიჩოთ, უნდა დაჭრათ წვრილ ნაჭრებად. აუცილებელია დაჭრათ ისეთი მაგარი საკვები, როგორიცაა სტაფილო, ვაშლი, მსხალი და ა.შ. იგივე ეხება მაგარ ხორცს.
  4. აუცილებელია უარი თქვათ წელვად-წებოვან პროდუქტებზე: ხალვა, ირისი და ა.შ. ყველაზე მტკივნეული დანაკარგი უმრავლესობისთვი არის საღეჭი რეზინი. ძალზედ ძნელია მისი მოშორება ორთოდონტიული აპარატებიდან.
  5. ეს რეკომენდაცია დაკავშირებულია ფიზიკის იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სხეული იცვლის მოცულობას ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. შედეგად უარი უნდა ვთქვათ ძალზედ ცხელ ან ცივ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მათ სწრაფ მონაცვლეობაზე (ყავა-გლიასე). ლითონის ბრეკეტები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ფართოვდებიან და შესაძლოა მოხდეს მათი ატკეჩა ემალიდან. ასევე ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ორთოდონტიული რკალის თვისებებიც შეცვალოს.
  6. ესთეტიური ბრეკეტებით (მაგრამ არა ლინგვალური) მკურნალობისას, განსაკუთრებით პლასტმასის უნდა შევზღუდოთ მღებავი სითხეების და პროდუქტების მიღება. ყავა, მუქი ჩაი, მოცვის მურაბა და ა.შ. შესაძლოა გამოიწვიოს გამჭვირვალე ბრეკეტების და მაფიქსირებელი ნივთიერების შეღებვა. ასევე სასმელებიდან უნდა ამოვიღოთ: კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ. რადგან აღნიშნული სასმელები ზრდიან კარიესის განვითარების საშიშროებას, განსაკუთრებით მოუხსნელი კონსტრუქციებით მკურნალობისას.
  7. ბრეკეტების ფიქსაციის შემდგომ, კბილების მიდამოში პირველი 1-2 კვირა შესაძლოა მტკივნეული შეგრძნებების ან დისკომფორტის არსებობა. ყველა ეს შეგრძნება ნორმალურია და გადის ძალიან მალე. ასევე შესაძლებელია ლორწოვანის ტრავმირება ბრეკეტებით, ამისათვის პირველ ხანებში სასურველია სპეციალური ცვილის გამოყენება, რომელსაც მკურნალი ექიმი მოგაწვდით.
  8. ბრეკეტის ატკეჩისას აუცილებელია შეინახოთ და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს და ჩაეწეროთ ვიზიტზე.
  9.  ყველაზე მ ნიშვნელოვანი რეკომენდაცია – ორთოდონტიული მკურნალობის დროს აუცილებელია არ გამოტოვოთ ვიზიტები. რეგულარულად იაროთ ექიმთან დანიშნულ დროს. ასევე არ დაივიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.

ბოლოს მინდა ასევე ავღნიშნო ორთოდონტისა და პაციენტის თანამშრომლობის მნიშვნელობა. თქვენი დახმარება აისახება თქვენს მკურნალობაზე და შედეგზე. იდეალური ღიმილის მისაღებად უნდა იყოთ საუკეთესო პაციენტი.

Read Full Post »

კბილები – შენი ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვით აღდგენის უნარი არ გააჩნია, ამიტომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ.

ალბათ ზედმეტია საუბარი, რომ კბილები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა იხეხოთ, ხოლო სტომატოლოგს მინიმუმ წელიწადში ორჯერ მიაკითხოთ. თუმცა არსებობს კიდევ რამოდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ ჯანმრთელი კბილების კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაში.

  1. კბილის ჯაგრისი არ უნდა იყოს ძალიან რბილი და არც ძალიან მაგარი, შესაძლოა ღრძილის დაზიანება. შეარჩიეთ კბილის ჯაგრისი სხვადასხვა დონიანი ჯაგრულებით, ასეთ დროს ისინი უკეთ ასუფთავებენ კბილის ყველა ზედაპირს. რბილი ჯაგრისები მიზანშეწონილია სარძევე კბილებისათვის, სუსტად მინერალიზებული კბილებისათვის და ღრძილების ანთების დროს, მათი ტრავმირების თავიდან აცილების მიზნით. ხისტი ჯაგრისები გამოიყენება უკვე ჩამოყალიბებული ემალის შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება მინერალიზებული და არამინერალიზებული კბილის ნადების გახშირებული წარმოქმნა. შეინახეთ კბილის ჯაგრისი ჯაგრულებით ზევით.
  2. კბილები უნდა გავიხეხოთ ზემოდან ქვევით ზედა ყბის შემთხვევაში და ქვევიდან ზევით – ქვედა ყბის. საღეჭი ზედაპირები უნდა გავიწმინდოთ უფრო გულდასმით. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა.
  3. რომელი კბილის პასტით ვისარგებლოთ? კბილის პასტების უმრავლესობა შეიცავს სხვადასხვა სამკურნალო დანამატებს. მაგალითად კალციუმის მარილებისა და ფოსფატების შემცველი პასტა, იწვევს პირის ღრუს სითხის (ნერწყვის) გაჯერებას ამ მიკროელემენტებით, რაც შემდგომში აღწევს კბილის ქსოვილებში, ანუ ხდება მინანქრის მინერალიზაცია და კარიესის პროფილაქტიკა. სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტები ამცირებენ სისხლდენას ღრძილებიდან, ხოლო ტრიკლოზანის შემცველი პასტები უზრუნველყოფენ გახანგრძლივებულ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ფერმენტების შემცველი კბილის პასტების გამოყენება, ხელს უშლის ნადების წარმოქმნას.
  4. კბილების გამოხეხვის შემდგომ, განსაკუთრებით საღამოს ძილის წინ, აუცილებელია კბილთაშუა სივრცეების გაწმენდა ფლოსის დახმარებით. კბილის ძაფები ანუ ფლოსები წარმოადგენენ კბილთაშუა სივრცეების გასაწმენდ, სხვადასხვა სტრუქტურის ძაფებს. ძაფები შეუცვლელია ძნელად მისადგომი, ვიწრო კბილთაშუა სივრცეების და მჭიდრო დგომის შემთხვევაში. თუ როგორ ისარგებლოთ ფლოსით, ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს, ვინაიდან მისი არასწორი მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა ღრძილის დვრილის ტრავმირება.
  5. თუკი ხელთ არ აღმოგაჩნდათ კბილის ჯაგრისი, დაგეხმარებათ მაგარი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, სტაფილო. კბილებს ისინიც კარგად წმენდენ.
  6. ყოველი ჭამის შემდგომ გამოივლეთ. აღნიშნული პროცესის შედეგად ხდება კბილების და კბილთაშუა სივრცეების მექანიკური გასუფთავება საკვების ნარჩენებისგან. სავლებად შესაძლოა გამოიყენოთ მცენარეების ნაყენი (გვირილა, კალენდულა). უნდა გახსოვდეთ, რომ აფთიაქებში არსებული სამკურნალო სავლებები, ხასიათდებიან ანტიბაქტერიული მოქმედებით და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგაა შესაძლებელი.
  7. კბილების პროფესიული წმენდა, ქვებისა და ნადებების მოშორება წელიწადში ორჯერ აუცილებელი პროცედურაა.
  8. აუცილებელია არა მარტო პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, არამედ ძველი ბჟენების გამოცვლაც. მათ ქვეშ შესაძლოა მეორადი კარიესის განვითარება. ამიტომ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტისას სთხოვეთ მას დაგითვალიეროთ ძველი ბჟენებიც.
  9. გახსოვდეს შაქარი კბილების პირველი მტერია. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გადამწყვეტია არა მიღების რაოდენობა, არამედ სიხშირე. დღის განმავლობაში, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილებულს (შოკოლადის კანფეტები, შაქარ-ყინულები, კრეკერები) მით უფრო მატულობს კარიესის საშიშროება. აღსანიშნავია, რომ ნერწყვის გამწმენდი თვისებები, ყველას ერთნაირად კარგად არა აქვს გამოხატული. ამიტომ აუცილებელია ყოველი საკვების შემდეგ გავიხეხოთ ან გამოვივლოთ მაინც. სასურველია დღეში ერთხელ მიირთვათ შოკოლადი ვიდრე ყოველ საათში თითო კანფეტი.
  10. კბილების მტერი ნომერი ორი – ლიმონ მჟავაა. ტყუილად არ ხმარობენ მას ჩაიდანების ნალექისგან გასაწმენდად, ასევე მოქმედებს იგი კბილების ემალთან შეხებისას – არბილებს მას. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას, თუ რას სვამთ – ლიმონ მჟავა მრავალი სასმისის შემადგენლობაშია (ლიმონათი, კოლა და ა.შ.) და ძირითადად ეტიკეტზე შენიღბულია E-330 ის სახით. რათა თავიდან ავიცილოთ მათი მავნე ზემოქმედება, სასურველი აღნიშნული სასმელები მივიღოთ მილაკის (საწრუპუნოს)  საშუალებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს კბილებთან მჟავას კონტაქტს (რა თქმა უნდა არ იცავს თქვენს კუჭს).
  11. ბოროტად ნუ გამოიყენებთ საღეჭ რეზინს. დადებითი მხარეების (გამწმენდი თვისება, მადეზოდორირებელი მოქმედება) გათვალისწინებით არ უნდა დაგავიწყდეთ უარყოფითი მხარეც – კუჭის წვენის აქტიური გამოყოფა. გახანგრძლივებული ღეჭვა იწვევს სანერწყვე ჯირკვლების გაძლიერებულ სტიმულაციას, რამაც შესაძლოა მათი გამოფიტვა და პირის სიმშრალე გამოიწვიოს.
  12. აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული, რაც უზრუნველყოფს ღრძილების გამაგრებას – ვაშლი, კომბოსტო, ბოლოკი და ა.შ.
  13. ალბათ თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კალცი, კბილების ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესში. კალცის აღდგენაში დაგეხმარებათ რძე და რძის პროდუქტები. ყველი კბილებზე ქმნის დამცავ ფენას და ანეიტრალებს პირის ღრუს მჟავიანობას. რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ტკბილეულის და ლიმონ მჟავას შემცველი პროდუქტების მიღების შემდგომ.
  14. ასევე აუცილებელია შენს რაციონში ხაჭოს არსებობა. ამასთან სასურველია ახალი, თბური დამუშავების გარეშე და ცხიმის თუნდაც მცირე შემცველობით, სხვა შემთხვევაში სასარგებლო კალცი არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ საჭირო რაოდენობით.
  15. ხაჭოსა და ყველის გარდა, თქვენს საკვებ რაციონში სასურველია ზღვის პროდუქტების არსებობა. ეს პროდუქტები შეიცავენ თევზის ცხიმს, რაც ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალცის შეთვისებას.
  16. კბილების გამაგრებისათვის სტომატოლოგები ხშირად იყენებენ ფტორს. შენ შიგიძლია იგი მიიღო საკვებთან ერთად. საკვების მომზადებისას გამოიყენეთ ფტორირებული მარილი. ფტორის ნატურალური მომწოდებელი გახლავთ ზღვის თევზი, მწვანე ჩაი და მინერალური წყლის ზოგიერთი სახეობა.
  17. უშაქრო მწვანე ჩაი ხასიათდება სხვა დადებითი თვისებებითაც, პირველ რიგში ეს მისი ბაქტერიოციდული მოქმედებაა, რაც ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას, განსაკუთრებით ტკბილის მიღების შემდგომ.
  18. კბილებზე ზრუნვა ასევე შესაძოა შავი ჩაის დახმარებითაც. ჩაის ნაყენი სავლების სახით დაგეხმარებათ ღრძილებიდან სისხლდენის შემთხვევაში.
  19. არომათერაპიას ასევე შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს კბილებზე. იაპონელი მეცნიერების აზრით როზმარინის და ლავანდის სურნელს შეუძლია ადამიანის ნერწყვის შემადგენლობის შეცვლა – მასში ჩნდებიან ანტიბაქტერიული კომპონენტები  და კბილის ემალის დაშლა ჩერდება.
  20. „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

Read Full Post »