Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პროფილაქტიკა’

5210_380პირველი რჩევა: ვცვლით ჯაგრულებს დროულად

ინტერნეტში და ხშირად სტომატოლოგის კაბინეტშიც ვიღებთ რჩევას, რომ კბილის ჯაგრისი უნდა ვცვალოთ არა უგვიანეს 2-3 თვისა. სინამდვილეში ყოველდღიური ხმარების შემდეგ კბილის ჯაგრისი გამოუსადეგარი ხდება უკვე 1 თვის შემდეგ. გაცვეთილი და ფორმაშეცვლილი ჯაგრულები არა მარტო არ ასუფთავებენ კბილებს არამედ იწვევენ ღრძილების ტრავმირებასაც.

მეორე რჩევა: კბილების ხეხვასაც თავისი დრო აქვს

425სტომატოლოგები ურჩევენ, რომ კბილების გამოხეხვა მოხდეს საჭმლის მიღების შემდეგ. მაგრამ არ ღირს საკვების დამთავრებისთანავე აბაზანაში შევარდნა და კბილების გამოხეხვის დაწყება. უფრო სწორი იქნება გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, ხოლო კბილები გაიხეხოთ 20-30 წუთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ პირის ღრუმ მოასწროს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც როგორც ცნობილია ირღვევა საკვების მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ საკვების მიღებისთანავე კბილების გამოხეხვით თქვენ ვერ აღადგენთ ph საწყის დონეს, მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს.

მესამე რჩვა: უთხარით უარი საკვების მიღებებს შორის ტკბილ წახემსებებს 

რადგან ვახსენეთ ph დონე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ტკბილებული აბსოლუტური ჩემპიონია შაქრის შემცველობაში. არა მარტო არღვევს ph ბალანსს 1 საათით, არბილებს მინანქარს და წარმოადგენს კარიესოგენული ბაქტერიების საყვარელ საკვებს.

photo_436მეოთხე რჩევა: ნაკლები მჟავე, მარილიანი და გაზიანი

პროდუქტები და სასმელები მჟავიანობის მაღალი შემცველობით, ასევე მარილიან საკვებს და გაზიან სასმელებს აქვთ მომატებული მჟავიანობა, შედეგად არბილებენ კბილის მინანქარს და ხდიან ზედაპირს უფრო ხაოიანს. შედეგად იგი იწყებს ბუნებრივი საღებავების და ბაქტერიების “შეწოვას” რაც იწვევს მის გამუქებას და დაზიანებასაც. თუკი უარს ვერ ამბობთ ასეთ პროდუქტებზე სასმელი მიიღეთ სპეციალური მილაკით, ხოლო ხილის შემდეგ გამოივლეთ წყალი.

 მეხუთე რჩევა: მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი

Carisma_NG_bigიმის გარდა, რომ ალკოჰოლი მავნეა ჯანმრთელობისათვის, იგი ისევე მოქმედებს კბილებზე, როგორც მჟავე შემცველი სასმელები. ხოლო გაზიანმა ალკოჰოლმა (შამპანური, კოქტეილები) – შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის ეროზია.

მეექვსე რჩევა: ნუ მოწევთ

თამბაქოს ბოლი შეიცავს ფისებს და ნიკოტინს, აყვითლებს კბილის მინანქარს. აგრეთვე აღწევს მის შიგნით და ტოვებს ლაქებს. ზრდის პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკებს.

მეშვიდე რჩევა: ვმეგობრობთ სტომატოლოგთან

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ნებისმიერ მცირე განგაშის სიგნალზე მიმართეთ სპეციალისტს. ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მოკბეჩის დროს, კბილების მომატებული მგრძნობელობა, სუნი პირის ღრუდან – ეს ყველაფერი გახლავთ სტომატოლოგთან img_articol391681ვიზიტის აუცილებელი მიზეზები. არ დაგავიწყდეთ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური შემოწმებები და პროფესიონალური ჰიგიენის ჩატარება.

მერვე რჩევა: არანაირი თვითშემოქმედება

როდესაც ვთქვით, რომ უნდა მოუსმინოთ ორგანიზმს აქ არ იგულესხმება, რომ თავად უნდა დასვათ დიაგნოზი და დაინიშნოთ მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნა და მკურნალობა არის ექიმის პრეროგატივა. იგივე შეიძლება ითქვას კბილების გათეთრებაზეც – არ აქვს მნიშვნელობა გათეთრება სახლის პირობებში ხდება თუ კლინიკის, იგი უნდა იყოს პროფესიონალური ანუ ტარდება სპეციალისტის მიერ ან მისი კონტროლის ქვეშ.

Advertisements

Read Full Post »

პრობლემა, რომელიც თითქმის ყველა ქალს აწუხებს – სხეულის ფორმის შენარჩუნება და ზედმეტი წონის არ არსებობა. ამისათვის ქალები მზად არიან იცხოვრონ მხოლოდ წყალზე, იკვებონ მხოლოდ ბალახით და დაცემამდე ივარჯიშონ ტრენაჟორებზე.  თუმცა იდეალური ფიგურა და ჯანმრთელობა ერთმანეთს ყოველთვის ვერ ემთხვევა. ყველანაირ და ყველა სახის დიეტებზე ყოფნამ შესაძლოა ზიანი მოუტანოს თქვენს კბილებს.

საკვების შემადგენლობა და მისი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას. როგორც ძველი ანდაზა ამბობს ადამიანი არის ის რითიც ის იკვებებაო. ე.წ. “ფასტფუდი” აუცილებლად მიგვიყვანს ან გასტროენტეროლგთან ან კარდიოლოგთან, ხოლო ტკბილის შესახებ ბავშვობიდან ყველამ და ყველაფერი კარგად ვიცით.

ჩვენი ორგანიზმი განიცდის მინერალების და ვიტამინების ყოველდღიურ მოთხოვნას. კვების რაციონის შემცირებით ქალები ამცირებენ საკვებით მიღებული ვიტამინების და მინერალების რაოდენობას. შედეგად ბევრი დიეტა ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ორგანიზმის მდგომარეობაზე, მათ შორის კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე.

დიეტის დაწყების წინ აუცილებელია გაიაროთ არა მხოლოდ დიეტოლოგის არამედ სტომატოლოგის კონსულტაციაც. მათი რეკომენდაციები დაგეხმარებათ დაბალანსებული დიეტის შედგენაში, რაც არ გამოიწვევს საჭირო მინერალების დაკარგვას და უარყოფითადაც არ იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

თუკი დიეტა აუცილებელია, მაშინ უნდა გამორიცხოთ საკუთარი რაციონიდან ტკბილი და ცომეული, ცხიმიანი და კალორიული საკვები, რომლებიც წარმოადგენენ ზედმეტი კილოგრამების “იმპორტიორებს” და იწვევენ კბილების დაზიანებას.

მათ ვინც უკვე იმყოფება დიეტაზე, ვურჩევთ დიდი რაოდენობით ნატურალურ ახლად გაწურულ წვენებს, აგრეთვე უცხიმო ხაჭოს და ყველს. წვენები ხელს უწყობენ ცხიმების დაწვას და ასუფთავებენ ორგანიზმს ტოქსინებისგან, ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინებს. ხოლო ხაჭო და ყველა მდიდარია კალციუმით რაც ასე აუცილებელია ჩვენი კბილების, თმების და ფრჩხილებისათვის.

ამერიკის ზოგადი სტომატოლოგიის აკადემიის რჩევით სწორი კვებისათვის მოწოდებულია: მცირე დოზებით შაქრის შემცველი და ცხიმიანი პროდუქტების (რაც ასევე ითვალისწინებს საკვების მომზადების მეთოდებს) და პირიქით დიდი რაოდენიბით კალცით (დაბალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები), რკინით (თევზი, ხორცი), ბოსტნეულით მდიდარი საკვების მიღება.

ჩვენი რჩევაა – დიეტის მავნე ზეგალენის თავიდან ასაცილებლად ჩაიტაროთ სტომატოლოგის კონსულტაციები.

Read Full Post »

კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კარიესის პროფილაქტიკას, რომელიც უნდა დაიწყოთ პირის ღრუს სწორი ჰიგიენით. საფუძვლიან როლს ასრულებს ასევე ფტორი – მიკროელემენტი, რომელიც ამაგრებს კბილის მინანქარს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

დღეისათვის კბილის დაავადებებში კარიესი ლიდერის პოზიციაზეა. აღნიშნულ პრობლემაზე არსებული უამრავი ინფორმაციის მიუხედავად ადამიანები მაინც აგდებულად უყურებენ მის გამოვლინებას, ხოლო სტომატოლოგს მიმართავენ მხოლოდ კბილის სრული დაშლის ან აუტანელი ტკივილის შემთხვევაში. კარიესის პროფილაქტიკა  – კბილის, ღრძილების და სხვა ორგანოების დაავადებების აღკვეთის ყველაზე ეფექტური და საიმედო მეთოდია.

კარიესი ვითარდება უამრავი სხვადასხვა მიზეზის ერთდროული ზემოქმედებით: არასასურველი გარემო პირობები, ცხოვრების წესი, მემკვიდრეობითი განწყობა, სტრესი და მავნე ჩვევები, საკვები პროდუქტები და სხვა. ჩამოთვლილი პუნქტები ასევე შესაძლოა მივაკუთვნოთ სხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზებსაც.

კარიესის დაზიანების მიზეზად შესაძლოა ასევე მოგვევლინოს საცხოვრებელი ადგილის სასმელი წყლის შემადგენლობა. საკვების ტემპერატურა, ვიტამინო-მინერალური დისბალანსი, პირის ღრუს უხარისხო ჰიგიენა, კბილის ქვებისა და ნადების არსებობა იწვევს მინანქრის მთლიანობის დარღვევას, სადაც ხვდებიან კარიესის წარმომქმნელი მიკრობები. ჩვენი აზრით კარიესის ეფექტური პროფილაქტიკა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კარიესის პროფილაქტიკა  მნიშვნელოვანია დავიწყოთ ბავშვის დაბადებამდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიება – დედის მიერ სპეციალური დიეტის დაცვა და ქრონიკული ინფექციური კერების დროული სანაციაა. ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ ბავშვისთვის მალშეთვისებადი ნახშირწყლების მიცემა. ბავშვებს, ხომ ასე ძალიან უყვართ კამფეტები, ხოლო მშობლებს მათი გახარება. ახალგაზრდა მშობელმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალი პრობლემები.

Read Full Post »

პროფილაქტიკა ორთოდონტიაში აუცილებელია. ჩვენი კლინიკის ექიმები დარწმუნებული არიან, რომ შესაძლებელი და აუცილებელია დაავადების საწყის ეტაპზე მისი აღმოფხვრა ან გართულების შედეგების შემცირება. კარგი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტათ მჭიდრო კონტაქტის და მისი მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის შემთხვევაში. თუკი საუბარია მოზარდ თაობაზე, მშობლები უნდა მოეხმარონ მათ, რათა შესრულდეს მკურნალი ექიმის ყველა დარიგება, დანიშნულ დროს გამოცხადნენ კლინიკაში. მაშინ პრობლემები იქნება დროულად აღმოჩენილი, ხოლო მკურნალობისა და პროფილაქტიკის ტაქტიკა დასახული.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ სტომატოლოგები, მშობლებს ვურჩევთ სერიოზულად მოეკიდონ ბავშვების თანკბილვის ჩამოყალიბებას. აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს 5-6 თვის ასაკში, მოსალოდნელი გადახრები უკვე აღნიშნულ ასაკშივეა შესამჩნევი (მაგ. ენის მოკლე ლაგამი). დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატყუარის შერჩევას, მავნე ჩვევების გადაჩვევას (თითის, სათამაშოს, ფანქრისა და კალმის წოვა; ტუჩის, ენის, ლოყის კვნეტა). აუცილებელია ყურადღება მიექცეს ბავშვის სუნთქვას (არ უნდა სუნთქავდეს პირით), საწოლში სწორი მდებარეობა, აღნაგობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი მომენტი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია

დიდებისთვისაც, მათი დაუცველობა იწვევს თანკბილვის დარღვევებს.

მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ნებისმიერ ასაკში მიეკუთვნება სწორი კვება და პირის ღრუს ჰიგიენა.

საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, კალორიული, დაბალანსებული, შევსებული საჭირო მიკროელემენტებით და ვიტამინებით. არ შეიძლება რაციონიდან მაგარი საკვების, რომელიც ითხოვს საფუძვლიან დაქუცმაცებას და დაღეჭვას ამოღება. დატვირთვა ყბა-სახის კუნთებზე უნდა იყოს საკმარისი. მაგარი საკვები ხელს უწყობს ბავშვის პირის ღრუს მომზადებას კბილების ამოჭრისათვის, ყბების ზრდასა და ფორმირებას.

პირის ღრუს ჰიგიენა ხელს უწყობს კარიესის პროფილაქტიკას. არააქვს მნიშვნელობა ეს სარძევე კბილებია თუ მუდმივი. მოვლას და ყურადღებას ორივე ერთნაირად იმსახურებს. კარიესული კბილები აუცილებლად უნდა იყოს დაბჟენილი, რათა არ მოგვიწოს მათი ამოღება. ორთოდონტები თვლიან, რომ თუკი სარძევე კბილი ნაადრევად იქნა ამოღებული, ხოლო ნაკლული კბილი არ ნახევარი წლის განმავლობაში არ ჩაინაცვლა მუდმივით, აუცილებელი ხდება სპეციალური პროთეზის დამზადება, რომელიც შეინარჩუნებს ადგილს მუდმივი კბილისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობელი კბილები გადაინაცვლებს და ადგილი დაიკარგება. ახალი კბილი ამოვა გვერდულად. ხოლო მუდმივი კბილის ამოღება და მისი დროული ჩაუნაცვლელობა, იწვევს კუნთების არათანაბარ დატვირთვას, დეფორმაციებს, სახის კოსმეტიკურ და ესთეტიკურ დეფექტებს. ჩნდება მწვავე ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობა.

კომპლექსური და ინდივიდუალური პროფილაქტიკური მიდგომა ორთოდონტიაში, საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელი ორგანიზმის პრობლემები.

სწორი დიაგნოსტიკა, თანკბილვის კორექციის სისტემის ინდივიდუალური შერჩევა, ორთოდონტიული აპარატების დამზადების კომპიუტერული სისტემა, უახლესი სახარჯი მასალები, საექიმო კონტროლი მკურნალობის და პროფილაქტიკის ყველა ეტაპზე, „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“  ექიმების უმაღლესი პროფესიონალიზმი, აგრეთვე პაციენტების დაინტერესება და აქტიური მონაწილეობა (პირის ღრუს ჰიგიენა, ექიმის დანიშნულებების შესრულება) – თანკვილვის და კბილების დგომის კორექციის, შედეგიანი მკურნალობის, აუცილებელი პირობების კომპლექსია.

Read Full Post »