Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პროპაგანდა’

ჰიგიენაამ სტატიის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ჩემთან ჟურნალისტი მოვიდა და ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა. ინტერვიუ ეხებოდა რჩევებს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ამოწურა შეკითხვები მითხრა, რომ ამდენს არც ერთი სტომატოლოგი არ ლაპარაკობსო, ანუ გაურბიან შეკითხვებსო. რომ ვიკითხე მიზეზი აღმოჩნდა, რომ რჩევების გაცემა ფასიანია, ასე თუ დავარიგეთ რჩევები პაციენტები აღარ მოვლენ ჩვენთან და დავრჩებით ულუკმაპუროდო. მინდა გკითხოთ ძვირფასო კოლეგებო რამდენად სწორია ეს მიდგომა?  მე სულელმა კი ასე გულუხვად და უფასოდ დავარიგე

პროპაგანდა

რჩევები 🙂

მე მგონია, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, ზოგადად დადებითად უნდა აისახოს ქვეყნის მდგომარეობაზე. ერთ მცირე ფაქტზე მინდა გავამახვილო თითოეული მკითხველის ყურადღება, ალბათ ყველას ნანახი გვაქ ჰოლივუდის ფილმები, ყველა ფილმში არა მაგრამ ძალზედ ხშირია კადრები სადაც ფილმის ერთ-ერთი გმირი დგას და იხეხავს კბილებს ან უბრალოდ პირის ღრუს ჰიგიენითაა დაკავებული. ჩემი “მოკლე ჭკუით” ეს ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის და ემსახურება მოსახლეობისათვის ჰიგიენის და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. აქვე მინდა
ავღნიშნო ერთი ფაქტი, ყველასათვის ცნობილი ბრენდები (რეკლამას არ გავაკეთებ) ცდილობენ გამუდმებით შეგვახსენონ თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს მათი არსებობა, უბრალოდ იმდენად ცდილობენ, რომ სისხლში გაგვიჯდეს შედიხარ მაღაზიაში და მას

ყიდულობ. ესე უნდა იყოს პირის ღრუს ჰიგიენის საკითხიც. ამას თითქოს და არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება და ჩიჩინი. მაგრამ რაც უფრო მეტჯერ უჩვენებ ამ პროცედურას, რაც უფრო მეტჯერ გაუმახვილებ ყურადღებას ადამიანს უკვე “ძვალსა და რბილში” უჯდება კბილების გამოხეხვის პროცესი და მის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია, თუნდაც საველე პირობებში.

ნუთუ პრობლემა არაა როდესაც თქვენს მოსაუბრეს არასასიამოვნო სუნი აქვს პირის ღრუდან, ან თქვენი პაციენტი მოდის კბილებ გამოუხეხავი? ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს ხომ ქვეყნის სირცხვილია, დაუბანელი და კბილ გამოუხეხავი ერი?! შეიძლება ზედმეტებიც მომდის მაგრამ ჩემს სათქმელს ბოლომდე ვიტყვი. ადრეც დავწერე ქართული ღიმილის ტრაგედიის შესახებ.

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს პოლიტიკოსებზე და საზოგადოების მაღალ ფენებზე (საბედნიეროდ არიან გამონაკლისებიც) ფერადი ეკრანიდან მომღიმარი ყვითელი და დაბრეცილი კბილები საიმედოს არაფერს გვპირდება.

საუბარი საკმარისზე მეტია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობის და პირველ ადგილზე ყოფნის შესახებ. ლამისაა დავეწიეთ და გაუსწროთ ჩვენს დასავლელ კოლეგებს. მაგრამ როგორც კი გაიღიმება რიგითი მოქალაქე ეს საპნის ბუშტები მაშინათვე სკდება.

toothbrush-1-620x338მე კარგად ვერ მოვესწარი “საბჭოთა” პერიოდს და დაზუსტებით ვერ გეტყვით რამდენად ფუნქციონირებდა ეს სისტემა, მაგრამ რუსეთში დღესაც ტარდება სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რასაც გადის ყველა სფეროს და ასაკის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ყველაზე მნიშვნელოვანი –  ახალგაზრდები: მოსწავლეები, სტუდენტები, ზრდასრულები და ა.შ. ყველა პაციენტს უტარდება პროფ-შემოწმება, ექიმი უხსნის არსებულ სიტუაციას და ეუბნება თუ რა კბილი (ჩვენს შემთხვევაში) აქვს მოსაწესრიგებელი.  საქართველოში (ისევ რეკლამა, რომ არ გამომივიდეს) არის კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც დადიან სკოლებში და ბაღებში ატარებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ლექციებს, პროფ-დათვალიერებებს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხშირად ამას პიარ აქციას უფრო დავარქმევ ვიდრე მომავალ თაობებზე ზრუნვას (დიდი ბოდიში, ეს ყველას არ ეხება).

main-double2მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმებს, ჩემს კოლეგებს, მეგობრებო გაუწიეთ რეკლამა ჯანმრთელი ცხოვრების წესს, გაიღეთ რჩევები და ცოდნა რასაც ფლობთ, ეს ხომ ჩვენი შვილების, შვილიშვილების და ერის ჯანმრთელობის საკითხია. ცოტა პათოსში გადავვარდი 🙂

მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, დღეისათვის სკანდინავიის ქვეყნებში კარიესის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მშობლებს და არა ბავშვებს ჩაუტარეს კბილების სწორი ხეხვის გაკვეთილები და რა მოხდა 20 წლის განმავლობაში აღიზარდა თაობები, რომლებიც ნამყოფიც არ იყვნენ სტომატოლოგიურ სავარძელზე.

მეგობრებო, კოლეგებო ვიზრუნოთ ერთად ქვეყნის და მოსახლეობის ჯანრმთელობაზე, ამით თქვენ პაციენტები არ მოგაკლდებათ და მხოლოდ კარგ სახელს დაიმკვიდრებთ. ასევე მინდა ვთხოვო ჯანდაცვის სამინისტროს, ქვეყნის მთავრობას და ყველას ვისაც ეს ევალება და ხელეწიფება უფრო გავაქტიურდეთ და გავარეკლამოთ (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) პირის ღრუს მოვლის აუცილებლობა.

როდესაც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამოუვარდება მის დასავლელ კოლეგებს, მისი მოქალაქეებიც უნდა გამოიყურებოდნენ შესაბამისად.

P.S.  არ ვიცი რამდენად დალაგებულად და სწორად გამოვთქვი ჩემი სათქმელი და რამდენად სრულყოფილია ეს სტატია. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, ველი კომენტარებს

Read Full Post »