Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პროთეზირება’

მსოფლიო სტომატოლოგების მონაცემებით ძალზედ გაახალგაზრდავდა პაციენტების ასაკი. ბავშვები პატარაობიდანვე საჭიროებენ სტომატოლოგიურ დახმარებას.

ამ სიტუაციაში მხოლოდ ის გვამშვიდებს, რომ სპეციალისტების ხელთ უამრავი თანამედროვე მეთოდი და საშუალებაა ხარისხიანი მკურნალობის და პროთეზირების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი კი შეგიძლიათ სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიტაროთ.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ დაგეხმარებათ აღიდგინოთ, როგორც დაკარგული კბილები, ასევე შეინარჩუნოთ არსებული ჯანმრთელი და დაზიანებული კბილები. პროთეზირების წინ ექიმი-ორთოპედი არჩევს თუ რა მასალით და რა მეთოდით მოხდეს ნაკლული კბილების ჩანაცვლება.

დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ლითონ-ფაიფურით (მეტალო-კერამიკა) შესრულებული პროთეზები და იმპლანტები, ასევე ბიოშეთავსებადი მასალებით, რომელთაც ეკუთვნის ქრომ-კობალტის, ცირკონის და ტიტანის შენადნობები.

სტომატოლოგიაში გამოყენებული შენადნობები გამოირჩევა არა მარტო მაღალი სიმყარით, არამედ ორგანიზმთან კარგი შეთავსებით, კოროზიისადმი მდგრადობით, არაალერგიულობით, ისინი მაქსიმალურად ჰგვანან კბილის ქსოვილებს.

პროთეზირების სახეს ინდივიდუალურად, პაციენტთან შეთანხმებით, წინასწარი გამოკვლევების ნიადაგზე ირჩევს სტომატოლოგი.

პროთეზირება თითქმის არ ტარდება კბილების და ხანდახან ღრძილების წინაწარი დამუშავების გარეშე. რადგან აღნიშნულ მკურნალობაზეა დამოკიდებული შემდგომი ხარისხიანი პროთეზირებაც.

კბილების კლასიკური პროთეზირება და თანამედროვე იმპლანტოლოგია  სასწაულებს ახდენს. პროთეზირება და იმპლანტაცია თანამედროვე მასალებით შესაძლოა ძვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მიღებული სიამოვნება და სიხარული ყველა თქვენს ხარჯს დაფარავს.

Read Full Post »

მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი კარგავს კბილებს. მაგრამ არსებობს პერიოდები, როდესაც კბილებს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ესაჭიროებათ.

ცხოვრების პირველი დღეები,  როგორც წესი ძირითადი პრობლემა კარიესია.

მისი მიზეზი ბავშვის კვების თავისებურებებია. არსებობს ასეთი ტერმინი – „ბოთლის კარიესი“.  იგი უჩნდებათ ბავშვებს, რომლებიც მიჩვეული

არიან ტკბილი ჩაით სავსე ბოთლით დაძინებას. მშობლები ცდილობენ, რომ არ მისცენ ბავშვებს ტკბილეული, მაგრამ არსებობს შაქრის სხვა წყაროებიც – მათ შორის უამრავი პროდუქტია, რომელიც შესაძლოა მიიღოს ბავშვმა ცხოვრების პირველ წლებში. ამიტომ ექიმი-სტომატოლოგები ურჩევენ მშობლებს დიდი ხნით არ მისცენ ბოთლი, მით უმეტეს არ დააძინონ ბოთლით.

მიუხედავად იმისა, რომ კბილები სარძევეა და გამოსაცვლელი, მათი მკურნალობა აუცილებელია. თქვენ წარმოიდგინეთ სარძევე კბილებიც უნდა გაიხეხოთ! 2 წლიდან უნდა ასწავლოთ ბავშვს კბილების ხეხვა, მანამდე კი თქვენ უნდა გაუწმინდოთ.

მოზარდ ასაკში ძირითადი პრობლემა იგივეა – კარიესი, აგრეთვე კბილების დემინერალიზაცია. საქმე იმაშია, რომ ბავშვის ორგანიზმი სწრაფად იზრდება, მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები. ამასთან აღნიშნულ ასაკში ჭამენ ბევრ რბილ და ტკბილს საკვებს, ხოლო კბილების მოვლა ან ეზარებათ ან არ იციან.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუციელებელია ყოველი საკვების მიღების შემდეგ კბილების გამოხეხვა (არა მარტო ჯაგრისით არამედ კბილის ძაფითაც). ტკბილი საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუს გამოვლება, სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია კარიესის აღმოჩენა საწყის სტადიაზე და შესაბამისი ზომების მიღება.


ფეხმძიმობისას
 არსებობს კარიესის და კბილების დემინერალიზაციის განვითარების საშიშროება. მიზეზი: დედის ორგანიზმი აწვდის ბავშვს მინერალებს, პირის ღრუში იცვლება მჟავე-ტუტოვანი ბალანსი, აღინიშნება ძლიერი ჰორმონალური ცვლილებები.

არსებობს აზრი, რომ ორსულობისას დედა მინიმუმ ერთ კბილს კარგავს, მაგრამ დედის სტომატოლოგიურმა პრობლემებმა შესაძლოა ბავშვის კბილები გააფუჭოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ მომავალმა დედამ ჩასახვამდე მოაგვაროს ყველა სტომატოლოგიური პრობლემა, ხოლო ფეხმძიმობისას კი რეგულარულად ჩაიტაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ასაკთან ერთად პრობლემებიც მატულობს: ჩნდება ყელის კარიესი, ღრძილების ანთება, კბილების დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა.

აღნიშნული პრობლემების მიზეზი ღრძილებია. პაროდონტოზი თანმხლები ისეთი დაავადებები, რომლებიც ახალგაზრდებში არ გვხვდება მაგ.: ფესვის კარიესი. დაავადებების ბუკეტი, რომელიც თან ახლავს ასაკს უამრავი მედიკამეტის მიღებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ ნერწყვის გამოყოფაზე მოქმედებს უარყოფითად. პირის ღრუს სიმშრალე კი კარიესის განვითარების რისკს ერთი ორად ზრდის. სიტუაციას აუარესებს ის ფაქტიც, რომ ასაკოვანი პაციენტები ორგანიზმის მოთხოვნთებთან შედარებით ნაკლებ სითხეს იღებენ.

ასაკოვან პაციენტებს ურჩევთ იხმარონ მგრძნობელობის საწინააღმდეგო პასტები. თუკი სამკურნალო პრეპარატები იწვევენ პირის ღრუს სიმშრალეს აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. აღნიშნულ ასაკში თითქმის ყველას ააქვს, ხელოვნური კბილები ან მოსახსნელი პროთეზები, მიუხედავად იმისა გიქმნით თუ არა დარჩენილი კბილები პრობლემებს, აუციელებელია სტომატოლოგის კონსულტაციები მინიმუმ წელიწადში ერთხელ, სასურველია 6 თვეში ერხელ.

Read Full Post »

ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში თქვენ გელით:

1. უფასო კონსულტაცია;
2. გადახდის ეტაპობრივი სისტემა ( ბრეკეტ-სისტემა თვეში 108 ლარიდან);

3. გთავაზობთ ლინგვალურ-უხილავ და თვითლიგირებად ბრეკეტებს;

4. კარიესის მკურნალობა ბურღის გარეშე;

5. მხოლოდ ჩვენთან! გასნაკუთრებული გარემო თქვენი შვილებისათვის, სპეციალურად მათთვის შექმნილი გასართობი და სამკურნალო ოთახები;

6. ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა;
7. ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს, მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით თქვენთვის სასურველ დღის მონაკვეთში;

8. 100% სტერილიზაცია (პროგრამა ანტიჰეპატიტი და ანტიშიდსი);

9. ჩვენთან კბილების მკურნალობა უმტკივნეულოა;

10. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და მუდმივ პაციენტებს

 ვთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას;

11. ჩვენი ყველა თანამშრომლი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით და კომპენტენციით;

12. ორიენტაცია თანამედროვე მეთოდებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე;

13. მყუდრო გარემო და მეგობრული პერსონალი.

Read Full Post »

როგორც ცნობილია კარიესის და პაროდონტიტის დაავადებების დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა ერთი ან რამოდენიმე კბილის დაკარგვა მოჰყვეს. წინა კბილების ამოღების შემთხვევაში ჩნდება ესთეტიური დეფექტი და იცვლება დიქცია,  ხოლო დიდი და პატარა საღეჭი კბილების არ ქონა ღეჭვის აქტის დარღვევის გამომწვევია. ცუდად დაღეჭილი საკვები ზედმეტ დატვირთვას აყენებს კუჭს და მას უარესად ითვისებს ორგანიზმი. დიდხნიანი უკბილობის შემთხვევაში ვითარდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, რაც ორთოპედიული მკურნალობის შემდგომ გვარდება.

ორთოპედიული მკურნალობა გულისხმობს, ნაკლული კბილების ან კბილთა დეფექტების აღდგენას სხვადასხვა სახის პროთეზების საშუალებით.

კონსტრუქციის მიხედვით განირჩევა ორი სახის პროთეზები: მოსახნელი და მოუხსნელი.

მოუხსნელი პროთეზები მუდმივადაა დამაგრებული არსებულ კბილებზე ან ფესვებზე.

მოსახსნელი პროთეზების შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად ჩაიდგას ან გამოიღოს ხელოვნური კბილები.

პროთეზების არსებობისას მნიშვნელოვნად უარესდება პირის ღრუს ჰიგიენის საერთო მაჩვენებლები. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებით, გულდასმით მოახდინოთ არსებული კბილების და პროთეზების გაწმენდა.

მოუხსნელ პროთეზებს ვუვლით ისე, როგორც საკუთარს, ანუ ჩვეულებრივ ვიხეხავთ დღეში ორჯერ ჯაგრისის და პასტის დახმარებით. ხანდახან საჭირო ხდება ჯაგრულის ან ფლოსის (დენტალური ძაფის) გამოყენება. თუკი შენიშნეთ ანთება პროთეზის მიმდებარე ღრძილის კიდესთან, შეგიძლიათ იხმაროთ ანთების საწინააღმდეგო სავლები.

პროთეზების არსებობისას პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, ახანგრძლივებს პროთეზების მოხმარების დროს და ხელს უშლის ანთების განვითარებას, ან არსებული პათოლოგიის გაუარესებას.

მოსახსნელი პროთეზები ისევე საჭიროებენ საფუძვლიან გაწმენდას, როგორც ბუნებრივი კბილები. დილით და საღამოს კბილების ხეხვისას, უნდა მოიხსნათ პროთეზები და გაწმინდოთ ჯაგრისის და პასტის, ფხვნილის დახმარებით, შემდგომ კი გაავლოთ გამდინარე წყალში. ღრძილის ზედაპირზე არსებული პროთეზის ნაწილი, უნდა გაიწმინდოს შედარებით ფრთხილი მოძრაობებით, რათა თავიდან ავიცილოთ მისი რელიეფის დაზიანება. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გავწმინდოთ პროთეზის ის ადგილები, რომლებიც ახლოსაა სანერწყვე ჯირკვლის სადინარებთან, სწორედ აქ ხდება ყველაზე დიდი რაოდენობით ნადებისა და ქვების დაგროვება. საქმე ეხება ქვედა ყბის პროთეზის წინა ნაწილს და ზედა ყბის პროთეზის გვერდითა ნაწილებს.

ჰიგიენის ნორმების დარღვევა, იწვევს პროთეზის დაბინძურებას და არასასიამოვნო სუნის გაჩენას პირის ღრუში.

მოსახსნელი პროთეზების ჩვეულებრივი, სტანდარტული მოვლის გარდა, შესაძლოა გამოიყენოთ სპეციალური დანიშნულების ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც გამოდის აბების და ფხვნილების სახით. საკმარისია ერთი ასეთი ტაბლეტი გაიხსნას წყალში და მიიღებთ კარგ სადეზინფექციო ხსნარს, რომელიც არა მარტო მოაშორებს საკვების ნარჩენებს, არამედ პიგმენტაციასაც.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზების შემთხვევაში, აუცილებელია გამოივლოთ პირი ყოველი საჭმლის მიღების შემდგომ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით მათი გასწორების პერიოდში. მაგ.: როდესაც გიწევთ დიდი ხნით მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატის ტარება. პირის ღრუში აპარატის მოთავსების თანავე, იზრდება ე.წ. რეტენციული უბნების რაოდენობა, ანუ ადგილების სადაც ჩერდება საკვები და თავს იყრიან მავნე ბაქტერიები. დამტკიცებულია, რომ ორთოდონტიული აპარატების მატარებელ ბავშვებს ეცვლებათ პირის ღრუს მიკროფლორა: ჩვეული მიკროორგანიზმების გარდა, ჩნდებიან პათოგენურებიც. მიკროორგანიზმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა იწვევს ღრძილების პათოლოგიებს, შედეგად კი ვითარდება ანთებადი პროცესი.

სასურველია ვიცოდეთ, რომ ორთოდონტიული მკურნალობა, ძირითადად ტარდება ბავშვთა ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებულია, კბილების ხეხვის აუცილებლობა. ზუსტად ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მქონე ბავშვებს, აღენიშნებათ კარიესის განვითარება, არა მარტო ტიპიური კარიესის ადგილებში, არამედ ორთოდონტიული აპარატის მიმდებარე ტერიტორიებზე.

აი რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებისათვის ჰიგიენის წესების შესწავლას. მისაღებ ფორმებში ახსნას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მათთვის. ასევე დიდი როლი ეკისრებათ მშობლებს ბავშვების გაკონტროლებაში. აუცილებელია ბავშვს მივაჩვიოთ კბილების ყველა ზედაპირების დამუშავება და ყოველი საკვების შემდგომ პირის ღრუს გამოვლება. გამოვლება უნდა იყოს ენერგიული, რათა სითხემ შესძლოს ყველა უბანში შეღწევა და გამოსუფთავება. იგივე მისიით მოზრდილ ასაკში შესაძლებელიაა დენტალური ფლოსის და ჯაგრულების გამოყენება.

მოსახსნელი ორთოდონტიული აპარატები იწმინდება ჩვეულებრივ დღეში ორჯერ კბილების გახეხვასთან ერთად, დილით და საღამოს გარი კბილის ჯაგრისით და პასტით.

მკურნალობის პერიოდში, ექიმი ყურადღებას აქცევს პირის ღრუს ჰიგიენის მდგომარეობას და ზრუნავს კბილებისა და ღრძილების ჯანმთელობაზე.

Read Full Post »

ორთოპედიული სტომატოლოგია არის მეცნიერება კბილთა ფორმის, ფუნქციის, გარე იერსახის, კბილთა მწკრივის და ლამაზი ღიმილის აღდგენის შესახებ.

  • პროთეზირების ჩვენებებია:
    კბილთა ძლიერი დაშლა
    ფუნქციური და ესთეტიკური დარღვევა
    კბილთა ნაწილობრივი და მთლიანი დაკარგვა

“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” შესაძლებელია ყველა თანამედროვე მოსახსნელი და მოუხსნელი კონსტრუქციების დამზადება უახლესი და მაღალი ხარისხის მასალებისგან. გამოცდილი ექიმი-ორთოპედი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გირჩევთ თქვენთვის სასურველ და შესაბამის კონსტრუქციას.

არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციები.

მოუხსნელი პროთეზები ფიქსირდება კბილებზე დიდი ხნით, ეს ცალკეული გვირგვინები ან ხიდებია, რომლებსაც ექიმი ამაგრებს წინასწარ დაქლიბულ კბილებზე.
დაქლიბული კბილებით სიარულის თავიდან ასაცილებლად ჩვენ დაგიმზადებთ დროებით გვირგვინებს.

ლითონ-ფაიფური (მეტალო-კერამიკა) – სპეციალური სამედიცინო ლითონისაგან ისხმება კარკასი, და მასზე იდება ფაიფურის მასა. ასეთი გვირგვინი ვიზუალურად სრულიად შეუმჩნეველია და არ განსხვავდება ბუნებრივი კბილისგან, არ იცვლის ფერს და არა ალერგიულია. მაღალი ესთეტიკურობიდან და გამძლეობიდან გამომდინარე, ლითონ-ფაიფურის (მეტალო-კერამიკის) გვირგვინებს პირველი ადგილი უკავიათ პირის ღრუს მოუხსნელ კონსტრუქციებში.

ლითონ-ფაიფურის გვირგვინები გამოიყენება, როგორც ცალკეულ კბილებზე, ასევე ხიდის სახით. შესაძლებელია ლითონ-ფაიფურის გვირგვინების ძვირფას ლითონებზე დამზადება. ასეთია, მაგალითად, პლატინა-ოქროს შენადნობები. ასეთი კბილები გამოირჩევა არა მარტო ფასით, არამედ ესთეტიკურობითაც. ფაიფურის შიგნით მყოფი ოქრო კბილს ცოცხალ ელფერს ჰმატებს. მხოლოდ კეთილშობილ შენადნობს შეუძლია ასე მჭიდროდ მიკრობა ღრძილთან და დაქლიბულ კბილთან, რაც სრულიად გამორიცხავს ცემენტის გამორეცხვას ან მეორად კარიესს. ოქრო თითქმის არ იძლევა ალერგიას. რა თქმა უნდა, ისინი არ არის იაფი, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს ღირებული შენაძენია.

ულითონო ფაიფური მისი დახმარებითაც ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ესთეტიკური პრობლემების გადაჭრა. ულითონო კონსტრუქციები სრულდება განსაკუთრებულად გამძლე სპეციალური ფაიფურისაგან, ლითონის კარკასის გარეშე, რაც დასრულებელი კონსტრუქციის ესთეტიკურ მხარეს ერთი-ორად ამაღლებს. ასეთი ფაიფურისგან შეიძლება დავამზადოთ გვირგვინები (კბილი იქლიბება მთლიანად), ვინირები(იქლიბება კბილის მხოლოდ წინა მხარე), ეგრეთ წოდებული კერამიკული ჩანართები (ინლეი და ონლეი ტექნოლოგიით), იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია კბილის მინიმალური ინვაზიით ძველი და დიდი ბჟენის გამოცვლა. თქვენი კბილები ბუნებრივად თუ მუქი ფერია, ძველმა ბჟენებმა ფერი იცვალა, გაქვთ ბზარები და უბრალოდ არ მოგწონთ თქვენი კბილები, რომლებითაც დედაბუნებამ დაგაჯილდოვათ, ჩვენი ექიმი ყოველთვის შემოგთავაზებთ ულითონო ფაიფურს. დანარჩენი თქვენს ხელთაა. თუ ზუსტად შეასრულებთ ექიმის ყველა დანიშნულებას კბილების მოვლასთან დაკავშირებით, თქვენს ლამაზ ღიმილს აღარაფერი დაემუქრება. ამასთანავე, ფაიფური ეს ერთ-ერთი იმ ნივთიერებათაგანია, რომელზეც ალერგია არ ვრცელდება.

მოსახსნელი პროთეზები არსებობს მთლიანი და ნაწილობრივი, ფირფიტოვანი და ბიგელისებური.

კბილის პროთეზები მზადდება სპეციალური სტომატოლოგიური აკრილის პლასტმასისაგან, მას შეუძლია დიდი ხნით შეინარჩუნოს ფორმა, ფერი და სიმტკიცე.

მოსახსნელი პროთეზები შეიძლება ფიქსირდებოდეს კლამერების და საკეტების (ატაჩმენების) საშუალებით.

კლამერი წარმოადგენს ლითონის ან პლასტმასის კავს, რომელიც მოდებულია საყრდენ კბილზე და აფიქსირებს პროთეზს.

მოსახსნელი კონსტრუქციის ატაჩმენი ორი ნაწილისაგან შედგება, აქედან ერთი ფიქსირდება პროთეზზე, მეორე კი საყრდენ კბილზე. ფიქსაციის ასეთი ვარიანტი ძალიან საიმედოა და ესთეტიურია. მოსახსნელი ორთოპედიული აპარატების მოსავლელად უამრავი საშუალებები არსებობს, რომელთა შესახებ თქვენ ექიმი-ორთოპედი გაგაცნობთ.

ბიგელისებური პროთეზირება (გერმანული სიტყვიდან “Bugel” რაც ქართულად რკალს ნიშნავს) გამოიყენება კბილების საგრძნობი დანაკარგისას და ე.წ. ბოლო საყრდენი კბილების არ ქონის შემთხვევაში. საშუალებას იძლევა გადავანაწილოთ საღეჭი ძალა ღრძილსა და საყრდენ კბილებზე. ეს მოსახსნელი პროთეზის ნაირსახეობა შეიძლება შესრულდეს ცალკეც და ლითონ-ფაიფურის კონსტრუქციასთან ერთადაც. ბიგელისებური პროთეზი შედგება პლასტმასის კბილებისა და ხელოვნური ღრძილისაგან და ლითონის კარკასისაგან. მაგრდება ეს პროთეზი დარჩენილ კბილებზე კლამერების, ან ატაჩმენების დახმარებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დარჩენილ ბოლო კბილებზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს გვირგვინები.

კლამერები შეიძლება ფართო ღიმილის შემთხვევაში გამოჩნდეს, რასაც ვერ ვიტყვით ატაჩმენებზე, ისინი მთლიანად გვირგვინთ იფარებიან და არ ჩანან. პროთეზის ასეთი ფიქსაცია მყარი და საიმედოა, მათი პირის ღრუდან ამოვარდნა კი შეუძლებელი. ბიგილისებურ პროთეზთან შეგუება სხვა სახის მოსახსნელი პროთეზებიდან განსხვავებით უფრო სწრაფად ხდება. ღამით მათი მოხსნა არაა საჭირო, ვხეხავთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს.

Read Full Post »

« Newer Posts