Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოსტოპერაციული მოვლა’

post-op1. სისხლდენა: კლინიკის დატოვების წინ ექიმი პირის ღრუში მოგითავსებთ ბინტის ფილთას. გაიჩერეთ ეს ფილთები 1 საათით. შემდგომ ფრთხილად მოიშორეთ. ნუ ინერვიულებთ მცირე სისხლის გამონადენის გამო. რაც ნორმალურია და შესაძლოა 1-2 დღის მანძილზეც კი გაგრძელდეს. თუკი სისხლდენა გაწუხებთ მოითავსეთ ახალი (ფიზიოლოგიურ ხსნარში ან მარილიან წყალში დასველებული) ფილთა და დააჭირეთ კბილები, გაიჩერეთ კიდევ ერთი საათით.

185zunrlgqoayjpg2. კვება:  ოპერაციის დღეს სასურველია თავი შეიკავოთ საკვებისაგან, რომელიც ღეჭვას საჭიროებს. არ გამოიყენოთ წვენსაწრუპი. მეორე დღიდან შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი რისი დაღეჭვაც დისკომფორტს არ შეგიქმნით. სასურველია მაგარი საკვები ისეთები, როგორიცაა: თხილი, მაგარი კანფეტები, ჩიფსები, პოპკორნი, კრეკერები და ა.შ. არ მიიღოთ 1 კვირის მანძილზე.

Medications pills(3)3.მედიკამენტები: თქვენ დაგენიშნებათ მედიკამენტები, რაც შეგიმსუბუქებთ ტკივილებს და პოსტოპერაციულ დისკომფორტს. თუმცა აქვე აღსანიშნავია და ნუ გექნებათ ილუზია, რომ 100% თავს კარგად იგრძნობთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს მედიკამენტებით სარგებლობის პერიოდში.

human_s_activity_icon_by_kharisma94-d6wtf2k4. აქტივობა: ეცადეთ ნაკლებ იაქტიუროთ ოპერაციის წინა და შემდგომ დღეს. ჩვეულ აქტიურ რეჟიმს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.

5. კბილების გამოხეხვა: ნუ გამოიხეხავთ კბილებს ოპერაციის შემდგომ ძილის წინ. ხეხვა დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. იხეხეთ ფრთხილად და ნაზი მოძრაობებით, განსაკუთრებით ჭრილობების ადგილას.

Toothpaste-Toothbrushes-and-Mouthwash6. სავლები: არ გამოივლოთ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. გამოვლება დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. ივლეთ ნაზად თბილი წყლით, მარილიანი წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით დღეში 3-6ჯერ.

Sick Dog7. ყინული: ყინულის საფენები დაგეხმარებათ შესიების თავიდან აცილებაში. გამოიყენეთ ოპერაციის დღეს 10-30 წუთიანი ინტერვალებით 8 საათის მანძილზე.

no_smoking_sign_full_page8. მოწევა: ნუ მოწევთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ! ეცადეთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ შემდგომ დღეებშიც.

აქვე მინდა დავამატო, რომ ყველა სპეციალისტი ოპერაციის სირთულიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იძლევა დანიშნულებას. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს ექიმს და დაწვრილებით შეასრულოთ მისი ყველა რჩევა-დარიგება. ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მარტო ქირურგის “მარჯვე ხელებზე” არამედ იმაზე თუ როგორ ჩაივლის პოსტოპერაციული პერიოდი.

Read Full Post »