Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოლირება’

PROPHYflex3_PROPHYpearlsრა არის კბილების წმენდა PROPHYflex?

კბილების წმენდის ტექნოლოგია PROPHYflex შემუშავებულია გერმანული კომპანია KaVo სპეციალისტების მიერ.

აპარატის მოქმედების მექანიზმი: აპარატის თავიდან წნევით გამოდის წყლის, ჰაერის და სპეციალური ფხვნილის ნარევი. წვრილდისპერსული და არააბრაზიული ფხვნილი კალციუმის-კარბონატის საფუძველზე. ტრადიციული ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმელი სოდა) განსხვავებით, რომლის ნაწილაკებსაც აქვთ ბასრი კიდეები, კალციუმის კარბონატს აქვს მრგვალი ფორმები. შედეგად კი არ  იკაწრება მინანქრის ზედაპირი, არამედ ხდება მისი პოლირება. ამიტომ აღნიშნულ პროცედურას უნიშნავებს ბავშვებსაც კი.

titel_2როგორი გადასატანია აღნიშნული პროცედურა? 

PROPHYflex-ის ფხვნილს აქვს სასიამოვნო გემო. ფხვნილი ხვდება რა კბილის ზედაპირზე აცილებს ნადებს და საკვებ საღებავებს.

წყალი, ფხვნილი, კბილის ნადების ნაწილაკები ხვდება სპეციალურ საქშენში (სტომატოლოგიურ სასრუტში) პირის ღრუში და არ იფანტება მთელს ოთახში.

ყველაფერი ხდება სწრაფად და განსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე.

რა დანიშნულება აქვს PROPHYflex

  • კბილების იდეალური გასუფთავება ზედაპირული პიგმენტაციებისგან
  • ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა ნადების მოცილება
  • კბილის რბილი ნადების მოცილება
  • ბრეკეტების წმენდა
  • ხელოვნური კონსტრუქციების წმენდა
  • კბილის ზედაპირის წმენდა კბილის ფერის განსაზღვრის წინ
  • კბილების წმენდა ფტორირების წინ
  • წმენდა გათეთრებამდე
  • ძნელად მისადგომი ადგილების წმენდა (კბილთაშუა სივრცეები)

რისი გაკეთება არ შეუძია PROPHYflex და ათეთრებს თუ არა კბილებს?

hofeheren-tiszta-fogsor-egyedulallo-fogko-eltavolitas-proonმაგარ კბილის ნადებს, როგორიცაა კბილის ქვა აღნიშნული აპარატი ვერ უმკლავდება, ამისათვის არსებობს სპეციალური ულტრაბგერითი აპარატი – სკეილერი.

PROPHYflex არ არის განკუთვნილი კბილების გასათეთრებლად. კბილების გათეთრება – საკუთარი კბილის ფერის ცვლილებაა. აღნიშნული აპარატის გამოყენების შემდეგ კბილის ფერის ცვლილება არ ხდება.

იწმინდება კბილები, ცილდება ფერშეცვლილი, ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა გამუქებული ნადები და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

ყველასათვის ერთნაირად მიზანშეწონილია თუ არა?

პროცედურის ჩატარების წინს სჯობს გაიაროთ კონსლტაცია პაროდონტოლოგთან, რადგან პაროდონტის (ღრძილების) დაავადებების რიგ ფორმებში სასურველია კბილების გაწმენდა მოხდეს სხვა მეთოდის გამოყენებით.

რა უკუჩვენებები აქვს?

ქრონიკული ბრონქიტის და ასთმის მქონე პაციენტებმა სჯობს არ გამოიყენონ PROPHYflex, რადგან შესაძლოა გაჩნდეს გაძნელებული სუნთქვის შეგრძნება.

უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის ასევე უკუჩვენებაა აღნიშნული პროცედურა, რადგან ფხვნილი შეიცავს მარილს.

არ შეიძლება ციტრუსის გემოს აუტანლობის მქონე პაციენტებში გამოყენებას.

PROPHYflex®3_0როგორი რეკომენდაციებია პროცედურის შემდეგ?

პირველი 2-3 საათი არ შეიძლება მოწევა, ჩაი, ყავა, პროდუქტები, რომლებმაც შეიცავენ ბუნებრივ საღებავებს. რადგან წმენდის დროს კბილს სცილდება პელიკულა (კბილის დამცავი აპკი), რომელიც ნერწყვის დახმარებით აღდგენა 2-3 საათში.

რა სიხშირითაა საჭირო კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება?

ექიმი ყველა პაციენტს ურჩევს ინდივიდუალურად. საშუალოდ კვარტალში ან 6 თვეში ერხელ.

სტომატოლოგთან ვიზიტები პროფესიული წმენდის და პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით თქვენთვის უნდა იყოს ისეთივე ბუნებრივი და აუცილებლი, როგორიცაა კოსმეტიკურ სალონებში და სტილისთან ვიზიტი.

Read Full Post »