Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პირის ღრუს მოვლა’

aq300თუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

Aquapick main 4 girl_textსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

17ირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

AQ300_1აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Read Full Post »

ჰიგიენაამ სტატიის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ჩემთან ჟურნალისტი მოვიდა და ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა. ინტერვიუ ეხებოდა რჩევებს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ამოწურა შეკითხვები მითხრა, რომ ამდენს არც ერთი სტომატოლოგი არ ლაპარაკობსო, ანუ გაურბიან შეკითხვებსო. რომ ვიკითხე მიზეზი აღმოჩნდა, რომ რჩევების გაცემა ფასიანია, ასე თუ დავარიგეთ რჩევები პაციენტები აღარ მოვლენ ჩვენთან და დავრჩებით ულუკმაპუროდო. მინდა გკითხოთ ძვირფასო კოლეგებო რამდენად სწორია ეს მიდგომა?  მე სულელმა კი ასე გულუხვად და უფასოდ დავარიგე

პროპაგანდა

რჩევები 🙂

მე მგონია, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, ზოგადად დადებითად უნდა აისახოს ქვეყნის მდგომარეობაზე. ერთ მცირე ფაქტზე მინდა გავამახვილო თითოეული მკითხველის ყურადღება, ალბათ ყველას ნანახი გვაქ ჰოლივუდის ფილმები, ყველა ფილმში არა მაგრამ ძალზედ ხშირია კადრები სადაც ფილმის ერთ-ერთი გმირი დგას და იხეხავს კბილებს ან უბრალოდ პირის ღრუს ჰიგიენითაა დაკავებული. ჩემი “მოკლე ჭკუით” ეს ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის და ემსახურება მოსახლეობისათვის ჰიგიენის და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. აქვე მინდა
ავღნიშნო ერთი ფაქტი, ყველასათვის ცნობილი ბრენდები (რეკლამას არ გავაკეთებ) ცდილობენ გამუდმებით შეგვახსენონ თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს მათი არსებობა, უბრალოდ იმდენად ცდილობენ, რომ სისხლში გაგვიჯდეს შედიხარ მაღაზიაში და მას

ყიდულობ. ესე უნდა იყოს პირის ღრუს ჰიგიენის საკითხიც. ამას თითქოს და არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება და ჩიჩინი. მაგრამ რაც უფრო მეტჯერ უჩვენებ ამ პროცედურას, რაც უფრო მეტჯერ გაუმახვილებ ყურადღებას ადამიანს უკვე “ძვალსა და რბილში” უჯდება კბილების გამოხეხვის პროცესი და მის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია, თუნდაც საველე პირობებში.

ნუთუ პრობლემა არაა როდესაც თქვენს მოსაუბრეს არასასიამოვნო სუნი აქვს პირის ღრუდან, ან თქვენი პაციენტი მოდის კბილებ გამოუხეხავი? ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს ხომ ქვეყნის სირცხვილია, დაუბანელი და კბილ გამოუხეხავი ერი?! შეიძლება ზედმეტებიც მომდის მაგრამ ჩემს სათქმელს ბოლომდე ვიტყვი. ადრეც დავწერე ქართული ღიმილის ტრაგედიის შესახებ.

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს პოლიტიკოსებზე და საზოგადოების მაღალ ფენებზე (საბედნიეროდ არიან გამონაკლისებიც) ფერადი ეკრანიდან მომღიმარი ყვითელი და დაბრეცილი კბილები საიმედოს არაფერს გვპირდება.

საუბარი საკმარისზე მეტია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობის და პირველ ადგილზე ყოფნის შესახებ. ლამისაა დავეწიეთ და გაუსწროთ ჩვენს დასავლელ კოლეგებს. მაგრამ როგორც კი გაიღიმება რიგითი მოქალაქე ეს საპნის ბუშტები მაშინათვე სკდება.

toothbrush-1-620x338მე კარგად ვერ მოვესწარი “საბჭოთა” პერიოდს და დაზუსტებით ვერ გეტყვით რამდენად ფუნქციონირებდა ეს სისტემა, მაგრამ რუსეთში დღესაც ტარდება სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რასაც გადის ყველა სფეროს და ასაკის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ყველაზე მნიშვნელოვანი –  ახალგაზრდები: მოსწავლეები, სტუდენტები, ზრდასრულები და ა.შ. ყველა პაციენტს უტარდება პროფ-შემოწმება, ექიმი უხსნის არსებულ სიტუაციას და ეუბნება თუ რა კბილი (ჩვენს შემთხვევაში) აქვს მოსაწესრიგებელი.  საქართველოში (ისევ რეკლამა, რომ არ გამომივიდეს) არის კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც დადიან სკოლებში და ბაღებში ატარებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ლექციებს, პროფ-დათვალიერებებს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხშირად ამას პიარ აქციას უფრო დავარქმევ ვიდრე მომავალ თაობებზე ზრუნვას (დიდი ბოდიში, ეს ყველას არ ეხება).

main-double2მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმებს, ჩემს კოლეგებს, მეგობრებო გაუწიეთ რეკლამა ჯანმრთელი ცხოვრების წესს, გაიღეთ რჩევები და ცოდნა რასაც ფლობთ, ეს ხომ ჩვენი შვილების, შვილიშვილების და ერის ჯანმრთელობის საკითხია. ცოტა პათოსში გადავვარდი 🙂

მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, დღეისათვის სკანდინავიის ქვეყნებში კარიესის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მშობლებს და არა ბავშვებს ჩაუტარეს კბილების სწორი ხეხვის გაკვეთილები და რა მოხდა 20 წლის განმავლობაში აღიზარდა თაობები, რომლებიც ნამყოფიც არ იყვნენ სტომატოლოგიურ სავარძელზე.

მეგობრებო, კოლეგებო ვიზრუნოთ ერთად ქვეყნის და მოსახლეობის ჯანრმთელობაზე, ამით თქვენ პაციენტები არ მოგაკლდებათ და მხოლოდ კარგ სახელს დაიმკვიდრებთ. ასევე მინდა ვთხოვო ჯანდაცვის სამინისტროს, ქვეყნის მთავრობას და ყველას ვისაც ეს ევალება და ხელეწიფება უფრო გავაქტიურდეთ და გავარეკლამოთ (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) პირის ღრუს მოვლის აუცილებლობა.

როდესაც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამოუვარდება მის დასავლელ კოლეგებს, მისი მოქალაქეებიც უნდა გამოიყურებოდნენ შესაბამისად.

P.S.  არ ვიცი რამდენად დალაგებულად და სწორად გამოვთქვი ჩემი სათქმელი და რამდენად სრულყოფილია ეს სტატია. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, ველი კომენტარებს

Read Full Post »