Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პერიოდონტიტი’

პერიოდონტიტისა და უხარისხოდ ნამკურნალები კბილის ყველაზე ხშირი გართულება – ხვრელარხია.

ხვრელარხი ყველაზე ხშირად ვითარდება პერიოდონტიტის მაგრანულირებელი ფორმის დროს, როდესაც გრანულაციური ქსოვილის ზრდა იწვევს დეფექტის ფორმირებას, კბილის ირგვლივი ქსოვილების დაშლის ხარჯზე. დაახლოებით კბილის ფესვის საპროექციოდ ჩნდება ლორწოვანის დეფექტი და ვითარდება ხვრელარხი. იშვიათად მაგრამ მაინც ახერხებენ გრანულაციები ხვრელარხის ჩამოყალიბებას ლოყოს რბილ ქსოვილებში და სახეზე. ასე თანდათან შესაძლოა ჩამოყალიბდეს სახის კოსმეტიკური დეფექტი, რომლიდანაც დროდადრო იდენს ჩირქოვანი ექსუდატი.

ხვრელარხის ჩამოყალიბება ასევე მიუთითებს ადრე ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობაზე, როდესაც დეფექტის დახურვის შემდეგ მიკროორგანიზმები აგრძელებენ კბილის დაშლას და იწვევენ ანთებას.

მიუხედავად იმისა, რომ ხვრელარხი პერიოდონტიტის განვითარების შედარებით დადებითი ვარიანტია (ანთებადი პროდუქტები გამოდის ხვრელარხიდან), მას საკმაოდ სერიოზული ყურადღება ესაჭიროება.

ხვრელარხის მკურნალობა არ ხდება ერთ სეანსში. ოდონტოგენური წარმოშობის ხვრელარხის მკურნალობა იწყება პერიოდონტიტის მკურნალობით, ხოლო პერიოდონტიტის მკურნალობა –  დაავადებული კბილით. ამისათვის ტარდება კბილის და არხის მექანიკური და

ანტისეპტიკური დამუშავება, შემდგომი დაბჟენით. დამატებითი მკურნალობის სახით ინიშნება ანტიბიოტიკები და ანტიჰისტამინური პრეპარატები. საკმაოდ ეფექტურია ჰიპერტონული (მარილიანი) სავლებები. ძირითადად გამოიყენება ჰიპერტონული აბაზანები, რომლებიც ხსნიან შესიებას და ამცირებენ ანთების ნიშნებს.

კბილის ადეკვატური მკურნალობის შემდეგ ხვრელარხი თავისით იხურება. თუმცა შესაძლოა ზედმეტი გრანულაციების მოშორებაც გახდეს საჭირო.

Advertisements

Read Full Post »

პერიოდონტიტი  – პერიოდონტის ქსოვილების ანთებაა, ანთებადი პროცესი ვრცელდება არა მარტო კბილის, არამედ ფესვის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილებზეც. პათოლოგიური ცვლილებების მიხედვით განარჩევენ პერიოდონტიტის ფიბროზულ ფორმას, გრანულომას და ცისტას.

ეტიოლოგია

ინფექციური პერიოდონტიტი ძირითადად კარიესის გართულებაა. შესაძლოა იყოს როგორც პირველადი (როდესაც პროცესი ვითარდება უმკურნალო კარიესის ან პულპიტის შემთხვევაში), ასევე მეორადი (როდესაც პროცესს იატროგენული მიზეზი აქვს). ბაქტერიების შეღწევადობის მიხედვით პერიოდონტიტს ყოფენ ინტრადენტალურად და ექსტრადენტალურად (კბილშიგნითა და კბილგარეთა). ამ უკანასკნელს შესაძლოა მივაკუთვნოთ ანთებადი პროცესების გადასვლა გარშემომყოფი ქსოვილებიდან (ოსტეომიელიტი, ჰაიმორიტი).

ტრავმული პერიოდონტიტი ვითარდება, როგორც ერთჯერადი ზემოქმედებით (უცაბედი დაცემის ან ბლაგვი, მძიმე საგნის მოხვედრის შემთხვევაში), ასევე უმნიშვნელო, მაგრამ ქრონიკული ტრავმირების შემთხვევაში (დიდი ზომის ბჟენი, ძაფის ან მავთულის კვნეტა). ტრავმირების შემთხვევაში პროცესი, როგორც წესი მწვავედ მიმდინარეობს.

მედიკამენტოზური პერიოდონტიტი ვითარდება, ძირითადად პულპიტის არა სწორად მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც ძლიერმოქმედი პრეპარატები ხვდება პერიოდონტის ქსოვილებში (მაგ.: დარიშხანი, ფენოლი, ფორმალინი) ან გამახიზიანებელი ნივთიერებები (ფოსფატ–ცემენტი, წკირები). ასევე მედიკამენტოზურს მიეკუთვნება პერიოდონტიტები, რომლებიც ვითარდება ალერგიულ რეაქციებზე.

პერიოდონტიტი – კარიესის გართულების ერთ–ერთი ვარიანტია. მას თან ახლავს ნერვის დაშლა, კბილის საფიქსაციო იოგის დაზიანება, კბილის მორყევა, ტკივილი შეხებაზე. შესაძლოა ტემპერატურის მომატებაც. დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობისას ხდება ფესვის ირგვლივი ძვლის განლევა და ყალიბდება გრანულომა ან ცისტა. რაც უკვე მოითხოვს სერიოზულ მკურნალობას, არა მხოლოდ კბილის შესანარჩუნებლად არამედ, ორგანიზმის დასაცავად ზოგადი ინტოქსიკაციისაგან. პერიოდონტიტიანი კბილების მრავლად არსებობამ  შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც გამოიწვიოს: თირკმლები (გლომერულონეფრიტი), გული (რევმატიზმი), სახსრები (რევმატიზმი).

ანთებადი კბილის მკურნალობის მიზნით, ხდება მისი გახსნა, არხები მუშავდება მექანიკურად, ანტისეპტიკურად, ულტრაბგერით. ზოგადი მდგომარეობიდან და ანთების სტადიიდან გამომდინარე კბილის მკურნალობა წარმოებს ერთ ან რამოდენიმე ეტაპად.

Read Full Post »