Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პედიატრიული სტომატოლოგია’

ყველა მშობლის ოცნებაა, რომ მის პატარას ძლიერი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს. მაგრამ, როგორ დავიცვათ ჩვენი პატარას სუსტი კბილები კარიესისგან? აი მარტივი წესები, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ თქვენი პატარას კბილების სიჯანსაღეში.

წესი 1 . რაც შეიძლება მეტ ხანს გყავდეთ თქვენი პატარა ძუძუთი კვებაზე.  

კბილის ნადები – ემალის ყველაზე ვერაგი მტერია. აი აქ მრავლდებიან ბაქტერიები, რომელთა ცხოველმყოფელობის პროდუქტი მჟავები იწვევენ კარიესის განვითარებას.

ნადებისაგან დაცვა არა მარტო კარგ წმენდას შეუძლია. დედის რძე შეიცავს ცილა – ლაქტოფერინს, აგრეთვე ფერმენტ ლაქტოპეროქსიდაზას და გლუკოზოქსიდაზას. ეს ნივთიერებები ხასიათდებიან, არა მარტო ანტიმიკრობული მოქმედებით, არამედ ახდენენ ნადების დაშლას.

წესი 2 . გაუსუფთავეთ პატარას პირის ღრუ, ყოველი ჭამის შემდეგ

კარიესის განვითარებისა ერთ-ერთი პირველი მიზეზი – ბაქტერიებია. ყოველი საკვების მიღების შემდეგ ისინი იღებენ დამატებით დახმარებას და აქტიურად ვითარდებიან. თუ კბილების ხეხვა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური გამწმენდი ქაფი, სავლები ან სალფეთქი. თუ არც ამის შესაძლებლობაა გამოავლეთ უბრალო წყალი.

წესი 3 . დაიმახსოვრეთ შაქარი – ემალის ყველაზე დიდი მტერია

შეზღუდეთ შაქრის შემცველი სითხეებისა და საკვების მიღება. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ შაქრიანი და თაფლიანი პროდუქტები ძილის წინ. ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტები იწვევენ ემალის დასუსტებას და კარიესის განვითარებას.

წესი 4 . მიეხმარეთ თქვენს პატარას კბილების სწორად ხეხვაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თვითონ გაუხეხეთ ძნელად მისაწვდომი ადგილები, ყოველი დამოუკიდებელი გახეხვის შემდეგ.

ასწავლეთ ჯაგრისით ხეხვის ძირითადი ეტაპები: ჰორიზონტალური, ვერტიკალური, წრიული და ვერტიკალური „გამოგვითი“ მოძრაობები.

წესი 5 . დაიცავით პაუზა საკვების მიღებასა და კბილების ხეხვას შორის

კბილის ემალი უფრო მგრძნობიარე ხდება ხილის, ხილის წვენების და გაზიანი სასმელების მიღების შემდეგ. ამიტომ დაიცავით 30 წუთი საკვების მიღებიდან და მერე გაუხეხეთ კბილები.

წესი 6 . სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი დაგეგმეთ, როდესაც ბავშვს შეუსრულდება 1 წელი. 

ამ ასაკში ექიმს უკვე შეუძლია შეაფასოს თქვენი პატარის თანკბილვის და კბილების მდგომარეობა. ამას გარდა იგი დაგეხმარებათ კბილის პასტის შერჩევაში და აუცილებლობის შემთხვევაში მოახდენს ემალის დამცავი ფტორ-ლაქით დაფარვას.

წესი 7 . შეურჩიეთ პატარას კბილის პასტა, რომელიც სწრაფად და ეფექტურად მოახდენს დაზიანებული ემალის აღდგენას და დაიცავს კარიესისგან.

შეარჩიეთ კბილის პასტები, რომლებიც მოწოდებულია სპეციალურად ბავშვებისათვის. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

წესი 8 . კბილის პასტები უნდა იყოს არა მარტო ეფექტური არამედ უსაფრთხო ბავშვის ორგანიზმისათვის.

Advertisements

Read Full Post »

ლამაზი ღიმილი თავდაჯერებული კომუნიკაციის და წარმატების საფუძველია!!!

     ყველა მშობლის ოცნებაა ჯანმრთელი შვილი, რაც ჯანსაღი პირის ღრუს გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვისთვის სტომატოლოგთან წასვლა არც თუ ისე სასიამოვნოა. ამისათვის მოამზადეთ იგი წინასწარ, გამოიყენეთ სიტყვები: “საინტერესო”, “ლამაზი”, “გასართობი”. შეუქმენით შთაბეჭდილება, რომ სტომატოლოგთან სიარული დიდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

     რა თქმა უნდა, ექიმიც უნდა შეირჩეს, რომელიც არა მარტო კარიესს განკურნავს, არამედ შეძლებს დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა პატარა პაციენტთან. დიდებსაც და პატარებსაც ყველაზე მეტად  ეშინიათ იმისა, რაც არ იციან.

     მკურნალობამდე ჩვენი სპეციალისტი აუხსნის თქვენს პატარას, თუ რის გაკეთებას აპირებს და როგორ. ასე ყალიბდება ნდობა და პატივისცემა ექიმის მიმართ, შესაბამისად, ბავშვიც წყნარადაა, მშობლებიც დარწმუნებულები არიან მის კარგად ყოფნაში და ექიმიც მშვიდად მუშაობს.

     სარძევე კბილები აუცილებლად და დროულად უნდა ვიმკურნალოთ. სარძევე კბილის ფესვები ფართოა და მათ შორის მოთავსებულია მუდმივი კბილის ჩანასახი. დამტკიცებულია, რომ ამ ფართო არხებით ინფექცია ხვდება ჯერ კიდე ჩამოუყალიბებელ ჩანასახში, რის გამოც იგი ამოიჭრება დაზიანებული და ავადმყოფი.

     ბავშვებში, დიდებისგან განსხვავებით, ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, შავი ლაქიდან პულპიტამდე ძალიან ცოტა დროა, ამიტომ სასურველია თქვენი შვილი წელიწადში ორჯერ ან სამჯერაც მიიყვანოთ ექიმთან პროფილაქტიკურ დათვალიერებაზე.

  

Read Full Post »