Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პაროდონტიტი’

ღრძილების მკურნალობით შესაძლოა განიკურნოთ სახსრების ტკივილისაგან – ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერების ჯგუფი კეისის დასავლეთ სარეზერვო უნივერსიტეტიდან (Case Western Reserve University) და კლივლენდის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ექიმი ალი ასკარის (Ali Askari) და ნაბილ ბისადის (Nabil Bissada) მეთაურობით 40 ავადმყოფის გამოკვლევის შემდეგ. აღნიშნულ პაციენტებს ერთდროულად ჰქონდათ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა და პაროდონტიტის საშუალო და მძიმე ფორმა.

კვლევების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაროდონტიტის წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტებს აღენიშნებოდან ართრიტისაგან საგრძნობი გაუმჯობესება: მცირდებოდა შეშუპება, პაციენტები ხდებოდნენ უფრო მოძრავი, რაც მთავარია – სახსრები იწვევდნენ ნაკლებ ტკივილს.

როგორც ცნობილია, რევმატოიდული ართრიტი – არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრის სინოვიალური (შიგნითა) გარსის ანთებით და ძვლის, ხრტილის, მყესების დაზიანებით. ითვლება, რომ დაავადებას საფუძვლად უდევს იმუნური ანთება, მაგრამ დაავადების განვითარების მიზეზი დღემდე უცნობია და სამწუხაროდ რევმატოიდული ართრიტისაგან სრული განკურნება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ნაბილ ბისადის აზრით პაროდონტიტს და რევმატოიდულ ართრიტს ბევრი საერთო აქვთ. ანთება, რომელიც ახლავს ამ ორივე დაავადებას აზიანებს, როგორც რბილ ასევე მაგარ ქსოვილებს. დროთა განმავლობაში განიცდის პროგრესირებას და იწვევს ბაქტერიული ინფექციის ტოქსინები.

ანთებადი უბნების ერთ-ერთი ტოქსინია სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა (tumor necrosis factor-alpha – TNF-α), იგი წარმოადგენს სისხლში ანთებადი პროცესის მარკერს. მოძრაობს რა სისხლძარღვოვან სისტემაში მას შეუძლია არსებული ანთებების გამწვავება, ან ახალი კერების პროვოცირება მათ შორის სინოვიალურ სითხეში და სასახსრე ჩანთაში.

კვლევების დროს პაციენტები დაყვეს ოთხ ჯგუფად, თითოში 10 კაცი. პირველი ორი ჯგუფი იღებდა უახლეს პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავდნენ TNF-α ტოქსინის გამომუშავებას, მაგრამ არ უტარდებოდათ პაროდონტოლოგიური მკურნალობა. ხოლო დანარჩენ ორ ჯგუფს ჩაუტარდათ მხოლოდ სტანდარტული (არაქირურგიული) პაროდონტიტის მკურნალობა, TNF-α ტოქსინის ბლოკატორის გარეშე.

ჯგუფები, რომელთაც ჩაუტარდათ პაროდონტიტის სამკურნალოდ სტომატოლოგიურ დახმარება და არ მიიღეს TNF-α ტოქსინის საწინააღმდეგო მკურნალობა აღენიშნათ მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ასევე რევმატოიდული ართრიტის რემისიის დასაწყისი. ხოლო ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ტოქსინის საწინააღმდეგო პრეპარატებს შედეგები იყო კიდევ უფრო უკეთესი.

“ჩვენთვის საინტერესო იყო დაკვირვება, ინფექციის და ღრძილების ანთების მოშორების შემდეგ თუ როდის აღენიშნებოდათ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება მძიმე ფორმის რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს დროულად უნდა ჩაუტარდეთ ღრძილების მკურნალობა. საინტერესოა ამ მიმართულებით ჩატარებული ბოლო კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ღრძილები ანთების როლს და კავშირს ნაადრევ მშობიარობასთან, პროსტატიტთან, გულის დაავადებებთან და შაქრიან დიაბეტთან” – აღნიშნა  პაროდონტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ნაბილ ბისედმა.

ჩვენ კი შეგვიძლია დავამატოთ, რომ ამერიკელი მეცნიერების კვლევები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი ორგანიზმი – ერთი მთლიანია, ხოლო დროული და სწორი პირის ღრუს ჰიგიენა  აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

 

 

 

Advertisements

Read Full Post »

პაროდონტის დაავადებები – ფართოდ გავრცელებულია. კვლევებმა აჩვენა, რომ თითქმის ყველას სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ აღენიშნება პაროდონტის დაავადება, რომელიც თავისთავად იწვევს კბილის მორყევას და დაკარგვას, შესაბამისი მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში.

დაავადების „სიეშმაკე“, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმაშია, რომ დიდ ხანს შესაძლოა ვერც მიხვდეთ მის არსებობას. დროულად დიაგნოზის დასმა, სიტუაციის შეფასება და მკურნალობა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

ამ სტატიის საშუალებით შესძლებთ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა ღრძილების ანთების ნიშნები, გაიგებთ, თუ როგორ ხდება მკურნალობა და პროთეზირება, რა დროსაა აუცილებელი ორთოდონტიული მკურნალობა, შესაძლოა თუ არა იმპლანტების მოთავსება პაროდონტის დაავადებების დროს და სად მივიღოთ პროფესიონალური დახმარება.

რა არის პაროდონტი?

პაროდონტი ეწოდება, კბილის გარშემო არსებული ქსოვილების კომპლექსს. მას ეკუთვნის: ღრძილი, ყბის ძვალი და კბილის იოგი. კბილი მოთავსებულია ყბის ძვლოვან ქსოვილში, რომელსაც ალვეოლა ეწოდება. კბილის ფიქსაციას პაროდონტალური იოგი უზრუნველყოფს. ღრძილი ფარავს ძვალს და ერთდება კბილის ზედაპირთან. კბილსა და ღრძილს შორის არის მცირე ზომის ნაპრალი, დაახლოებით 1–2 მმ. კბილთაშუა სივრცეებიც დაფარულია ღრძილით, ეს ე.წ. კბილთაშორისი დვრილებია. კბილ–ღრძილოვანი ნაპრალი, ასრულებს ბარიერულ ფუნქციას ინფექციის წინააღმდეგ.

რატომ ვითარდება გინგივიტი და პაროდონტიტი?
ბაქტერიული ნადების დაგროვება, კბილ–ღრძილოვან ნაპრალში იწვევს ღრძილის ანთებას – გინგივიტს, შემდგომად კი ნაპრალის დაშლას, ძვლის დაზიანებას და პაროდონტიტის განვითარებას. თუკი არ მოხდა ნადების დროული მოცილება, იგი ნელ–ნელა მკვრივდება და გადაიქცევა ქვად.

რამდენად ხშირად უნდა მოვიშოროთ ნადები, ჯანმრთელი ღრძილების შემთხვევაში?

კბილების ქვებისა და ბაქტერიული ნადების მოშორება აუცილებელია ჩატარდეს ექვს თვეში ერთხელ. კბილის ნადების მოშორებას პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა ეწოდება. ძირითადად მას ატარებს ექიმი–ჰიგიენისტი, სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ პაროდონტის დაავადებების პროფილაქტიკაში და შეგირჩევთ თქვენთვის შესაბამის კბილის ჯაგრიისა და კბილის პასტას.

რა გავაკეთოთ ანთებადი ღრძილების შემთხვევაში? 

ღრძილებიდან სისხლდენის, პირის ღრუდან სუნის გაჩენის, ასევე სხვა ანთების ნიშნების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ პაროდონტოლოგს. პაროდონტოლოგი ახდენს პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკას და ატარებს მკურნალობას. აგრეთვე დაგეხმარებათ რეციდივების პროფილაქტიკაში.

კბილის ნადები. შესაძლოა თუ არა კბილის ნადების დანახვა?

ყოველი საკვების მიღების შემდგომ, კბილებზე და კბილებს შორის მცირე რაოდენობით, რჩება საკვების ნარჩენები, რომელიც იწვევს რბილი ნადების ჩამოყალიბებას. ამ ნადების დანახვა საკმაოდ ძნელია. მასში იწყებენ ჩასახლებას პირის ღრუს მიკრობები. მიკრობები და მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები ლაგდება კბილის ფესვის ზედაპირზე და იწვევს ღრძილის ანთებას და გარშემომყოფი ქსოვილების დაშლას. დრო და დრო ნადები მკვრივდება და გადაიქცევა ქვად. ნადები ცვლის კბილების ბუნებრივ ფერს და აძლევს მუქ შეფერილობას.

ნადების აღმოსაჩენად არსებობს სპეციალური საღებავები. მათი დახმარებით შეგიძლიათ სახლის პირობებში აკონტროლოთ წმენდის ხარისხი. საღებავის შერჩევაში და გამოყენების წესებში დაგეხმარებათ პაროდონტოლოგი. ნადების პერიოდული მოშორება – წელიწადში ორჯერ ღრძილების დაავადების პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

გინგივიტი

რა ნიშნები მოგვასწავებს ღრძილების ანთებას? რბილი ნადების დაგროვება იწვევს ღრძილების ანთებას, რომელსაც გინგივიტი ეწოდება. აღნიშნული დაავადების დროს ღრძილი იღებს მოლურჯო–წითელ ფერს, შესიებულია და სისხლმდენი შეხებისას. ჩნდება სუნი პირის ღრუდან, უსიამოვნო შეგრძნებები ღრძილების არეში – ქავილი, წვა და ტკივილი. დაავადება პერიოდულად მწვავდება და ცხრება.

როგორ მკურნალობენ გინგივიტს?

გინგივიტის მკურნალობა ექიმი–პაროდონტოლოგის კონტროლით მიმდინარეობს. გამოკვლევის შემდგომ ტარდება პროფესიული წმენდა, ნადების (ანთების ძირითადი გამომწვევის) მოშორება, ხდება სპეციალური ჰიგიენური საშუალებების შერჩევა და მათი გამოყენების სწავლება. ნადების არსებობით გამოწვეული გინგივიტის სამკურნალოდ, აუცილებელია ღრძილებისა და კბილების სწორი მოვლა.

Read Full Post »