Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ორსულობა’

ბავშვის ჯანმრთელობა პირდაპირაა დამოკიდებული, იმაზე თუ, როგორ უვლის მომავალი დედა კბილებს და ღრძილებს. ამიტომ ფეხმძიმობისას აუცილებელია ჩაეწეროთ სტომატოლოგთან კონსულტაციაზე (ტ.:2-10-30-64 „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“), რათა გაირკვეს პირის ღრუს მდგომარეობა და დაგენიშნოთ დროული მკურნალობა ფეხმძიმობის პერიოდში, ასევე მოგეცემათ რეკომენდაციები კბილებისა და ღრძილების მოვლასთან დაკავშირებით.

მომავალი დედისთვის აუცილებელია სტომატოლოგის კონსულტაცია. ფეხმძიმობისას კბილები მიკრობების გამუდმებულ შეტევებს განიცდიან, ამიტომ კონსულტაციების სიხშირე უნდა იყოს შემდეგნაირი:

1 ჯერ ფეხმძიმობის დადასტურებისას;
თვეში ერთხელ – 20 კვირამდე;
თვეში ორჯერ – 20 დან 32 კვირამდე;
თვეში 3-4 ჯერ – 32 კვირის შემდეგ.

ფეხმძიმობისას კბილები სჭირდებათ მომატებული ყურადღება. ნუ დაგავიწყდებათ სტომატოლოგთან მისვლა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, რადგან ზუსტად ამ დროს იწყება თქვენი მომავალი ბავშვის კბილების აქტიური ფორმირება, ხოლო ეს ნიშნავს, რომ იმუნურ სისტემას კიდევ ერთხელ შეუტევენ მავნე მიკრობები.

შესაძლოა აიცილოთ ფეხმძიმობისას კბილების მკურნალობა, თუკი ამას ჩასახვამდე გააკეთებთ, ან სათანადოდ მოუვლით კბილებს ორსულობისას.

წმენდა უნდა განხორციელდეს შემდგომი თანმიმდევრობით; წმენდა უნდა დაიწყოთ ერთი და იმავე ადგილიდან; რათა დავიცვათ პროცედურის საჭირო ხანგრძლივობა, აუცილებელია შევინარჩუნოთ ჯაგრისის მოძრაობის ტემპი და სისწრაფე. კბილები უნდა ვიხეხოთ არანაკლებ 2-ჯერ დღეში, ხოლო ყოველი საკვების მიღების შემდეგ გამოვივლოთ პირი წყლით ან სპეციალური სავლებით. აუცილებელია სპეციალური ნიტი-ფლოსის გამოყენება, ძნელად მისადგომი ადგილებიდან საკვების ნარჩენების ამოსაღებად. ასევე კბილების ჯანმრთელობაზე დიდ როლს თამაშობს დედის კვების რაციონი. დაბალანსებული დიეტა უნდა შედგეს ინდივიდუალურად, რათა გათვალისწინებულ იქნას პაციენტის ორგანიზმის თავისებურებები. აღნიშნული მეთოდების სწორი გამოყენება და სტომატოლოგის დროული კონსულტაციები არ მისცემს კარიესს ან სხვა მავნე დაავადებებს განვითარების საშუალებას.

როდისაა საჭირო კბილების მკურნალობა: ფეხმძიმობამდე, ორსულობის დროს თუ შემდეგ?

რასაკვირველია ჯობია, თუკი მომავალმა დედამ სტომატოლოგიურ კაბინეტს მიმართა ფეხმძიმობამდე. ეს განპირობებულია რენტგენოლოგიური კვლევების და სამკურნალო პრეპარატების  შეზღუდვით ფეხმძიმობისას. თუკი ქალბატონს თან სდევს კბილის ტკივილი ანტიბიოტიკების და ტკივილგამაყუჩებლების მიღებაც აკრძალულია ფეხმძიმობისას.

ორსულობისას კბილების მკურნალობა შესაძლებელია! მაგრამ ყველა პროცედურა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიცირებული, გამოცდილი სტომატოლოგის მიერ. თანამედროვე ანესთეტიკებს არანაირი მავნე ზეგავლენა არ მოაქვთ ბავშვის ჯანმრთელობაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც დედები ითხოვენ მკურნალობის ჩატარებას ანესთეზიის გარეშე, რაც დიდი შეცდომაა, რადგან პროცედურის შიში და ტკივილი უფრო ნეგატიურად აისახება ჩანასახზე, ვიდრე უვნებელი საანესთეზიო საშუალება.

თუკი აუცილებელია უფრო სერიოზული ჩარევა, რენტგენოლოგიური კვლევების გამოყენებით, სასურველია აღნიშნული პროცედურები ჩატარდეს მეორე ტრიმესტრში. ამ პერიოდში ზიანის საშიშროება ყველაზე მინიმალურია. ამას გარდა „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ ყველა საშუალება არსებობს მომავალი დედისა და ნაყოფის დასაცავად: სპეციალური ფართუკი, მოსახვევი და სხვა. ჩვენთან არსებული თანამედროვე ციფრული ტექნიკა კი პრაქტიკულად არ იძლევა გამოსხივებას ძველებური ფირების ტექნოლოგიისგან განსხვავებით. სადაც ადრე მიზანშეწონილი იყო 1 სურათის გადაღება ეხლა დაშვებულია 15!

ნუ გადადებთ პირის ღრუს გასუფთავებას და გამოჯანმრთელებას სახვალიოდ, რადგან მშობიარობის შემდეგ ნამდვილად არ გექნებათ ამის დრო, ხოლო ბავშვი მიიღებს მავნე მიკრობების საკმაოდ დიდ პორციას. ამასთან გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობისას დედები პირდაპირ კარგავენ კბილებს. ამიტომ ექიმის ყველა რჩევის შესრულებით და სწორი ჰიგიენით თქვენ იცავთ თქვენს და თქვენი მომავალი შვილის ჯანმრთელობას.

ფეხმძიმობისას აკრძალულია:
ადრენალინის შემცველი ანესთეტიკების გამოყენება;
კბილების მკურნალობა დარიშხანის გამოყენებით;
კბილების გათეთრება და პროთეზირება;
კბილის ტკივილის იგნორირება.

როგორ შევინარჩუნოთ კბილების ჯანმრთელობა ფეხმძიმობისას?
დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა აზრი, რომ ორსულობისას კბილების მკურნალობა აკრძალულია. დღეისათვის სულ უფრო ხშირად სტომატოლოგიური კლინიკები თავაზობენ ორსულთა მკურნალობის სპეციალურ მეთოდებს.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, სპეციალური მასალებით და სამკურნალო პრეპარატებით, რაც მიზანშეწონილია ფეხმძიმე ქალბატონების მომსახურებისათვის. ყველა სტომატოლოგს გააჩნია კვალიფიკაცია და სათანადო სამუშაო გამოცდილება.

ორსულობისას მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები პირდაპირ კავშირშია კბილებისა და ღრძილების მდგომარეობასთან. მუცლად ყოფნის პერიოდში ხდება ბავშვის კბილებისა და ძვლების ფორმირება, ამისათვის საჭიროა სათანადო რაოდენობით კალციუმის მიღება.

რომელი დაავადებები ჩნდება ყველაზე ხშირად?

გინგივიტი –  ღრძილების ანთებაა, რომელიც ჩნდება კბილებზე არსებული ნადებიდან, უფრო სწორედ იქ არსებული მიკრობებიდან. პირველი სიმპტომები ღრძილების ქავილია. ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. ღრძილების მკურნალობა გინგივიტის დროს აუცილებელია, რადგან მიშვებული ფორმების დროს იგი შესაძლოა მძიმე დაავადების – პაროდონტიტის გამომწვევიც გახდეს. რასაც ტკივილები და კბილების დაკარგვა მოჰყვება. სტომატოლოგიური დახმარება გინგივიტის დროს მდგომარეობს კბილების პროფესიონალურ წმენდაში და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობაში.

პაროდონტიტი – 
ანთებადი დაავადება, რომლის დროს ხდება კბილ-ღრძილოვანი შეერთების დარღვევა, ღრძილოვანი ჯიბეების ჩამოყალიბება. კბილების და ღრძილების მდგომარეობა ფეხმძიმობისას ხშირად მწვავდება, დაქვეითებული იმუნური სისტემის და გაუარესებული სისხლის მიმოქცევის გამო. პაროდონტიტი ძალზედ საშიშია თქვენი ბავშვის განვითარებისათვის, მოწევაზე და ალკოჰოლურ სასმელებზეც კი. იგი შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის მიზეზიც გახდეს.

სისხლდენა ღრძილებიდან – 
ღრძილებიდან მომატებული სისხლდენის მიზეზი შესაძლოა უამრავი მიზეზი გახდეს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული – კალცის ნაკლებობაა. ყველაზე ხშირია სისხლდენის მომატება ფეხმძიმობის მეორე ნახევარში, როდესაც იწყება ბავშვის კბილების და ჩონჩხის ფორმირება. აუცილებელი, რომ მკურნალმა ექიმმა დანიშნოს აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მიღება.

კარიესი – 
როგორც სისხლდენის შემთხვევაში აქაც უამრავი მიზეზი არსებობს კარიესის განვითარებისათვის, ადამიანის ორგანიზმში, ხომ ყველაფერი ურთერთ კავშირშია. ორსულობისას ქალის ნერწყვის შემადგენლობა უარესობისკენ იცვლება. კალცის და მიკროელემენტების ნაკლებობა, მიკრობების გააქტიურება კბილების დაშლას იწვევს.  ამიტომ აუცილებელია შეასრულოთ თქვენი მკურნალი ექიმის ყველა დანიშნულება.

Advertisements

Read Full Post »

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს ნაადრევი მშობიარობის მიზეზი. მათი კვლევების მიხედვით ფეხმძიმობის ვადების შემცირება დაკავშირებული ისეთი სახის დაავადებასთან, როგორიცაა პაროდონტიტი.

ღრძილების ინფექცია ხელს  უწყობს პროსტაგლანდინების გამოყოფის გაძლიერებას, რაც ახდენს ნაადრევი მშობიარობის პროვოცირებას. ამასთან დაკავშირებით ფეხმძიმე ქალბატონებისთვის რეკომენდებულია კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და უკეთეს შემთხვევაში მკურნალობა ფეხმძიმობამდე.

Read Full Post »

კბილების ტრადიციული მოვლის გარდა, ორსულობისას აუცილებელია მიექცეს მათ გაორმაგებული ყურადღება. რათა თავიდან აიცილოთ ღრძილებისა და კბილების მოსალოდნელი პრობლემები, მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტების გახშირება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკვე არსებობს თანამედროვე მიდგომები, მეთოდები და მასალები ფეხმძიმეების სამკურნალოდ.
მადლობა XXI საუკუნეს!

ბევრ ქალბატონს ალბათ ახსოვს ის პერიოდი, როდესაც სტომატოლოგები უფრთხოდნენ ფეხმძიმეებთან ურთიერთობას. წარმოიდგინეთ მიდიხართ ექიმთან იმ იმედით, რომ ტკივილი მოგეხსნებათ და პასუხად იღებთ: „დაიცადეთ, სხვაგან მიბრძანდით, ან იმშობიარეთ და მერე“. მაშინდელი აპარატურით და მეთოდებით სტომატოლოგს უბრალოდ ეშინოდა არ ევნო და ტრავმა არ მიეყენებინა ორსულისათვის.

ბოლო რამდენიმე წელია სტომატოლოგიამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა პროგრესისაკენ. დაიხვეწა მეთოდები, აპარატურა, მასალები ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის ძვირფასო პაციენტებო, რათა იგრძნოთ თავი უსაფრთხოთ და უმტკივნეულოდ მიიღოთ სტომატოლოგიური მომსახურება.

მომავალი დედები სტომატოლოგების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. ეს გამომდინარეობს ფიზიოლოგიური ცვლილებებიდან, რაც პირის ღრუშიც აისახება. ფეხმძიმობისას ზოგიერთის იმუნიტეტი ძლიერდება, ზოგისაც პირიქით – სუსტდება. თუმცა ორივე შემთხვევაში კბილებს ეთმობათ დიდი ყურადღება.  არ დაგვავიწყდეს ღრძილებიც, ისინიც ასევე მწვავედ აღიქვამენ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს.

ორსულების მკურნალობა

„ვიმკურნალოთ, თუ არ ვიკმკურნალოთ“? „და ბავშვი“? ეს შიკითხვები ყველა მომავალ დედას აინტერესებს. „ანესთეზია?“ „რენტგენი?“.

აქამდე სტომატოლოგთან ვიზიტის ყველა შიში, დაკავშირებული იყო ტკივილთან. დღეისათვის არსებობს ანესთეტიკების ძალიან ფართო არჩევანი, მათ შორისაა უადრენალინო და ადრენალინის მცირე რაოდენობით შემცველი პრეპარატები, მოწოდებული სპეციალურად ორსულებისათვის და ძუძუთი კვების შემთხვევაში. ექიმი ინდივიდუალურად არჩევს ანესთეტიკს და დოზას, რომლითაც უნდა შესრულდეს გაუტკივარება.

პაციენტების შეშფოთებას, ასევე იწვევს რენტგენის გადაღების აუცილებლობაც, რაზეც დამოკიდებულია არხების დაბჟენის ხარისხი.

როგორღა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, ბავშვის ზედმეტად დასხივებაც არაა სასურველი. თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში გამოიყენება, რადიოვიზიოგრაფიის აპარატები. რომელიც ჩვეულებრივ რენტგენზე არანაკლებ ხარისხიანია და გამოსხივებაც უმნიშვნელო აქვს.

თუ მაინც დაჭირდათ რენტგენის გადაღება, აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი თქვენი მდგომარეობის შესახებ.

იმედია თქვენი შიშები სტომატოლოგთან ვიზიტზე, ოდნავ მაინც განვაქარწყლეთ, ამიტომ ძვირფასო ქალბატონებო უშიშრათ მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს და იყავით დარწმუნებული, რომ თქვენს მომავალს პატარას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.

ღრძილების მკურნალობა

ქალბატონების უმრავლესობა ფეხმძიმობისას ღრძილების ანთების პრობლემებსაც ხშირად აწყდება. ამის მიზეზად შეგვიძლია განვიხილოთ ჰორმონალური ფონის ცვლილებები ორსულობისას, რაც ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც გინგივიტია.

თუ თქვენ ეს პრობლემა არ შეგეხოთ, ხომ ძალიან კარგი, მაგრამ ზრუნვა პირის ღრუს ზოგად მდგომარეობაზე აუცილებელია.

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ღრძილები შეშუპდა, გახდა სისხლმდენი ან შეგაწუხათ ტკივილებმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. კლინიკაში თქვენ მოგემსახურებათ სპეციალისტი და გაგიწევთ შესაბამის დახმარებას. დღეისათვის არსებობს მრავალი არა სპირტიანი სავლებები, რომლებიც იცავენ ღრძილებს ანთებისაგან.

Read Full Post »

თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკებში ხორციელდება ანესთეზიის საფუძვლიანი შერჩევა 2 მიზნით: ეფექტური გაყუჩებისათვის და ჩანასახის უსაფრთხოებისათვის.

ციფრული რენტგენის აპარატები მოქმედებენ ზუსტად მიმართულად და ლოკალურად (2-3 სანტიმეტრ დიამეტრზე), დასხივება ძალზედ მინიმალურია, ხოლო ტყვიის დამცავი ფირფიტა იცავს 100%-ით

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რისი ჩატარებაც შეიძლება ფეხმძიმობისას:

  • კარიესის მკურნალობა;
  • პაროდონტოლოგიური მკურნალობა;
  • კბილის ექსტრაქცია;
  • კბილებისა და ღრძილების ანთებადი პროცესების მკურნალობა;
  • ბრეკეტების დაყენება.


სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა  ჩატარებაც არ ღირს ფეხმძიმობისას:

  • პროთეზირება;
  • იმპლანტაცია;
  • ქვების მოშორება;

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა  ჩატარებაც არ შეიძლება ფეხმძიმობისას:

  • არ შეიძლება დარიშხანის შემცველი ან მასზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება;
  • ანესთეზია უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მიზანმიმართულად;
  • არ შეიძლება კბილების გათეთრება;
  • არ შეიძლება ნერვიულობა, სასურველია მიმართოთ ნაცნობ და სანდო სტომატოლოგს.;

ამ ინფორმაციას გაწვდით იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სტომატოლოგს და ჩაიტაროთ ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება, აღმოფხვრათ არსებული პრობლემები, მიიღოთ რჩევები პირის ღრუს მოვლის შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი პრობლემები ფეხმძიმობისას.

კიდევ ერთი მიზეზი მკურნალობის დროული ჩატარებისა არის ის, რომ მშობიარობის შემდეგ დედებს დრო აღარ რჩებათ მკურნალობისათვის.

ხოლო თუ მაინც გაგიჩნდათ კბილის მკურნალობისა თუ ამოღების აუცილებლობა, ჩვენი კლინიკა მზადაა გაგიწიოთ ყველანაირი დახმარება, ყველა არსებული პრეპარატისა თუ მასალის გამოყენებით, რაც სპეციალურად მოწოდებულია ფეხმძიმეებისათვის. გახსოვდეთ, რომ გართულებების რისკი მკურნალობის შემთხვევაში უფრო ნაკლებია ვიდრე მისი არარსებობის შემთხვევაში.

და ბოლოს რაზეც გვინდა გავამახვილოთ მომავალი დედების ყურადღება მდგომარეობს შემდეგში, რომ თქვენი ვიზიტი სტომატოლოგთან არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თქვენი პირის ღრუს მკურნალობით და ჰიგიენით. ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე აუცილებელია იცოდეთ თუ, როგორ მოუაროთ თქვენი მომავალი პირმშოს სარძევე და მუდმივ კბილებს.ასევე სასურველია მომავალი დედა იყოს ინფორმირებული ყველა არსებული პროფილაქტიკუტი ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა ფტორირება, ფისურების ჩაბეჭდვა და ა.შ.

ბრეკეტები და ფეხმძიმობა

ბრეკეტები და ფეხმძიმობა – აბსოლუტურად შეთავსებადია. ფეხმძიმობისას მომავალ დედებს უამრავი თავისუფალი დრო აქვთ, არ არიან ძალიან დატვირთულები და თუ თქვენ მოგელით 9 თვიანი ასეთი პერიოდი, ხომ არ გაგესწორებინათ კბილები?

ამისათვის აუცილებელია გაიაროთ მოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობს: კბილების დაბჟენას, აუცილებლობის შემთხვევაში კბილების ამოღებას. ბრეკეტების დაყენება უკეთესია და ალბათ აუცილებელიც ფეხმძიმობამდე. კბილების ამოღება და მკურნალობა ზედმეტად ფეხმძიმობისას არ ღირს. ბრეკეტებზე მიჩვევაც უკეთესია ფეხმძიმობამდე. მიჩვევის შემდეგ უკვე მარტივი ხდება მათი ტარება ფეხმძიმობისას და თქვენ უკვე თამამად შესძლებთ გაუღიმოთ თქვენს შვილს ლამაზი და სწორი კბილებით.

ბრეკეტების ხმარება მოითხოვს პირის ღრუს ჰიგიენისადმი გაორმაგებულ ყურადღებას. ასეთ დროს უმჯობესია კბილების გამოხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, სპეციალური კალცისა და სხვა ელემენტების შემცველი სავლებების გამოყენება.
ორთოდონტთან ყოველი ვიზიტისას აუცილებლად შეიმოწმეთ კარიესის არსებობა.

Read Full Post »