Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ორთოპანთომოგრამმა’

da-vinchi-01მკურნალობის დაგეგმარებისას ექიმ-ორთოდონტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია იმ პათოლოგიაზე, რომლის განკურნებასაც აპირებს. საკმაოდ ხშირად ორთოდონტიული მკურნალობა იწყება პრობლემის გაანალიზების გარეშე და მკურნალობის შედეგები ხშირად საკმაოდ მძიმეა. ხარისხიანი მკურნალობა შეუძლებელია ანალიზის, ხოლო ანალიზი საჭირო დიაგნოსტიკური მონაცემების გარეშე. სწორად დასმული დიაგნოზი – წარმატებული მკურნალობის ნახევარია. თუკი არ იცი სად მიდიხარ, რატომ და რა მიზნით შესაძლოა დაიკარგო კიდეც. აქედან გამომდინარე დიაგნოსტიკის ფასი დაგეგმარებაში და წარმატებული მკურნალობის განხორციელებაში შეუფასებელია.

დიაგნოსტიკა მოწოდებულია იმისთვის, რომ გამოავლინოს მკვეთრი ორიენტირები, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ექიმი მკურნალობის გეგმის შედგენისას. რას მოიცავს სადიაგნოსტიკო ღონისძიებების “სტანდარტული” ჩამონათვალი თანამედროვე ორთოდონტიის გადმოსახედიდან?

1. ორთოპანთომოგრამმა

2. ტელერენტგენოგრამმა გვერდით პროექციაში (დამატებით პირდაპირ პროექციაში – ჩვენებების დროს)

3. ანაბეჭდები მოდელების მისაღებად
od3564. ფოტოგრაფირება (პორტრეტული და პირშიგნითა ფოტოები)
5. კომპიუტერული ტომოგრაფია ჩვენებების მიხედვით
6. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

ცოტა არაა ხომ? აღსანიშნავია, რომ პირველი 4 პუნქტი ეს მხოლოდ მინიმუმია ნებისმიერ სიტუაციაში. თუკი აქედან ექიმი რომელიმეს არ ატარებს, იგი იკლებს სწორი ანალიზისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას.

არსებობს კბილების გადაადგილების უამრავი მეთოდი და ექიმს შეუძლია თითქმის ყველაფერი იმ დროს როდესაც პაციენტს ბრეკეტები აქვს დაკრული, ან კაპები ან სხვა საშუალებები. მაგრამ საკითხავია თუ საით და როგორ გადავაადგილოთ. ამ შეკითხვას პასუხობს ღრმა დიაგნოსტიკა. ორთოდონტიული მკურნალობა – კარგად დაგეგმილი მოქმედებების თანმიმდევრობაა. ექიმს ჯერ კიდევ აპარატის ფიქსაციამდე უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი მკურნალობის შედეგი და გზა, რომელიც მად და მის პაციენტს მიიყვანს წარმატებამდე. მკურნალობის პროცესში შესაძლოა მოხდეს გეგმიდან გადახვევა, მედიცინა ზუსტი მეცნიერება არაა, მაგრამ გენერალური ხაზი აუცილებლად უნდა იყოს. სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით, როდესაც პაციენტებს მკურნალობენ ბრეკეტები და არა ექიმები. უბრალოდ, გაუაზრებლად მიკრული აპარატი უკეთეს შემთხვევაში შედეგს არ მოგვცემს, ხოლო უარეს ვარიანტში შესაძლოა მძიმედ დამთავრდეს. ამიტომ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოქმედებების გეგმა… საით წავიდეს:

0_75a55_be703492_xlორთოპანთომოგრამმა (ანუ “ოპგ”,  პანორამული სურათი)

მთელი ყბა-კბილთა სისტემის, როგორც ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსის ერთ მომენტიანი სურათია. სურათი მოიცავს ალვეოლურ მორჩებს მთლიანი მაშტაბით, ხოლო თვითონ გამოსახულება ერთ სიბრტყეზეა გაშლილი.  პაციენტზე მინიმალური რენტგენოლოგიური დატვირთვით, ორთოპანთომოგრამა დიდი მაშტაბით გვაძლევს ხარისხიან და სრულ სურათს. სურათზე მოჩანს:

  •  ძირითადი ღრუები;
  • ძვლოვანი ქსოვილი;
  • პათოლოგია;
  • სიბრძნის, რეტენირებული, ზეკომპლექსური კბილები.
  • ფესვების მდებარეობა.

ორთოპანთომოგრამას იყენებენ სხვადასხვა სპეციალისტები: ორთოდონტები, იმპლანტოლოგები, თერაპევტები, ორთოპედები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგებს უბრალოდ არ შეუძლიათ მის გარეშე მუშაობა.

od5ტელერენტგენოგრაფია (ტრგ) – (ბერძ. tele – შორს, – რენტგენოგრაფია) – რენტგენოგრაფია, რომელიც სრულდება შორი მანძილიდან საკვლევი ობიექტის მაქსიმალურად ზუსტი ზომების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად. თავის “ფოტოგრაფია” რენტგენის სხივებით პროფილში. ორთოდონტისათვის აუცილებელი მეორე სურათი. არც ერთი ექიმი არ უნდა იწყებდეს მკურნალობას მის გარეშე. ტრგ საჭიროა მთელი რიგი გათვლებისათვის – ითვლება მანძილები, კუთხეები, ფორმულებით ანგარიშობენ პარამეტრებს, რაც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ გეგმას. არ დავიწყებ ამ თემაში ჩაღრმავებას, რადგან სტატიის მიზანია გასაგებ ენაზე მივიტანოთ ინფორმაცია პაციენტამდე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას. უბრალოდ ვიტყვი, რომ არსებობს თანკბილვის ანომალიები რომელთა გამოსწორება მარტო ორთოდონტს არ შეუძლია. არიან პაციენტები რომელთაც ესაჭიროებათ ორთოგნათიული ქირურგია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ექიმ-ორთოდონტს აქვს შესაძლებლობების ზღვარი. ხოლო გვერდითი ტრგ მას ეხმარება გაიგოს სად მთავრდება მისი მოქმედების არეალი.

od7 (1)ტრგ პირდაპირ პროექციაში

პაციენტის “ფოტოგრაფია” ანფასში. სახის ასიმეტრიის დროს მნიშვნელოვანია გავიგოთ მიზეზი. იგი შესაძლოა კბილების არასწორი დგომის ბრალი იყოს, რომლებიც საშუალებას არ აძლევენ ქვედა ყბას სწორად დაიხუროს. მაგრამ შესაძლოა საქმე უფრო სერიოზულადაც იყოს. როდესაც ასიმეტრია გამოწვეულია ზედა ყბის არასწორი მდებარეობით ქალას მიმართ ან ქვედა ყბის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრების სხვადასხვა ზომებით.

digital-castsანაბეჭდების აღება, სადიაგნოსტიკო მოდელების დამზადება, მათი გამოთვლა და ანალიზი.

ტრადიციული მეთოდით ანაბეჭდების აღების შემდეგ, ტექნიკოსი ლაბორატორიაში ასხამს თაბაშირის მოდელებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი გამოთვლა. ექიმი ადგენს ყბების ნამდვილ ზომებს. ექიმს ეხმარება სპეციალური ფორმულები, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა კბილების ზომების გამოთვლა.

ფოტოგრაფირება

ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად ყველაზე კარგი მოტივატორია. მხოლოდ მცირე თუ ხვდება, რომ თანკბილვაზეა დამოკიდებული ტუჩების ფორმა, პროფილი, გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭები. პორტრეტული ფოტოების გაანალიზებით, ექიმს შეუძლია და უნდა მოახდინოს მკურნალობის შემდგომი იერის ცვლილებების პროგნოზირება. პირშიგნითა ფოტოები აუცილებელია მკურნალობის ყველა ეტაპზე დინამიკაში დაკვირვებისათვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)

tomooრიგ შემთხვევებში ექიმს შესაძლოა დასჭირდეს კტ. მხოლოდ ამ ფოტოზე შეგვიძლია განვსაზღვროთ კბილის სივრცობრივი განლაგება სხვა კბილების მიმართ. ეს აუცილებელია რეტენირებული კბილების გადაადგილებისას, რათა დავადგინოთ თუ რომელი კბილია უფრო ზედაპირულად და რათა სწორედ შეირჩეს გადაადგილების ვექტორი, რომ არ მოხდეს მეზობელი კბილების ფესვებზე გამოდება. ორთოპანთომოგრამმაზე, შესაძლებელია შესაძლებელია შეფასდეს კბილის მდებარეობა მხოლოდ ერთ ფრონტალურ სიბრტყეში. კტ მეორე ხშირი ჩვენება პაროდონტიტის საშუალო და მძიმე ფორმებია. კტ-ზე შესაძლოა პაროდონტის მდგომარეობის დადგენა ცალკეულ კბილებზე.

image001და ბოლოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

Advertisements

Read Full Post »

ორთოდონტია – სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც მიმართულია თანკბილვის ანომალიების პროფილაქტიკასა და მკურნალობისკენ.

“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” – ექიმი ორთოდონტის მიერ ტარდება:

მხოლოდ სრულყოფილი დიაგნოსტიკის და პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ისმება დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა კონკრეტულად თითოეული პაციენტისთვის, მისი ყველა ჩივილის და სურვილების გათვალისწინებით. დღეისათვის თანამედროვე ორთოდონტიისთვის წარმატების ალბათობა თითქმის ყველა ასაკშია შესაძლებელი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების კბილებს ამოჭრისთანავე.

ortho1ადრეულ ასაკში (3-4 წელი) აუცილებელია მავნე ჩვევების გაკონტროლება. ძალზედ ხშირია თითის, ტუჩის ან სათამაშოების წოვის ჩვევები. სამწუხაროდ ყველა მშობელმა არ იცის, რომ ეს ჩვევები მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას: ყბების განუვითარებლობის, კბილების არასწორი დგომის, კბილებს შორის სივრცეების გაჩენის და ა.შ. პრობლემების სახით. აღნიშნული მავნე ჩვევების შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-ორთოდონტს, რომელიც თავის მხრივ საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს მკურნალობას. ადრეულ ასაკში ეს შეიძლება იყოს ხინცის ვესტიბულარული ფირფიტები, ტრეინერები ან უფრო გვიან ასაკში ფირფიტები და ფუნქციონალური აპარატები. აპარატის შერჩევას ახდენს მკურნალი ექიმი სრულყოფილი კონსულტაციის და გამომწვევი მიზეზების გამოვლენის შემდეგ.

orthodontic_treatmentზრდასრულ ასაკში პაციენტების მკურნალობა უპირატესად ბრეკეტ სისტემებით მიმდინარეობს. ჩვენ ცენტრში მკურნალობა ტარდება ყველაზე თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებით, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ეფექტურობით და ესთეტიურობით.

ბევრისთვის უცნობია, რომ თანკბილვის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს ყბა-სახის მიდამოს კუნთები! ამიტომ თანკბილვის გასწორებასთან ერთად საჭირო ხდება კუნთების მუშაობის გადანაცვლება. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, როგორიცაა: ტკაცუნი, თავის ტკივილები, ტკივილი პირის გაღებისას დაკავშირებულია ქვედა ყბის არასწორ დგომასთან.

23336“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” დანერგილია თანკბილვის ანომალიების გამოსწორება თანამედროვე მეთოდით, როგორიცაა მინი-იმპლანტები, რითაც წარმატებით ხდება ორთოდონტიაში საყრდენის პრობლემის მოგვარება.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თანკბილვის ანომალიების გარკვეული ნაწილი გენეტიკურია, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა წარმატებული შედეგის გასაღებია.

 

Read Full Post »

თანამედროვე სტომატოლოგია წარმოუდგენელია რენტგენოლოგიური კვლევების გარეშე.

დღეისათვის “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი წარმოგიდგენთ სიახლეს, გერმანული კომპანია Sirona-ს დანადგარს ორთოპანთომოგრაფიისა და ცეფალომეტრიული კვლევებისათვის.sirona

25 წელზე მეტია სირონას სტომატოლოგიური სისტემა მოწინავე პოზიციებს იკავებს სტომატოლოგიური ტექნოლოგიების ინოვაციურ განვითარებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სირონა არ ჩამორჩება სტომატოლოგიის ბაზრის ტენდენციებს და მუდმივად სთავაზობს უმაღლესი დონის სტომატოლოგიურ აღჭურვილობას.

მისი საშუალებით შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული პრობლემის ზუსტი განსაზღვრა.

სირონადიაგნოსტიკა – პროგნოზირებადი მკურნალობის საფუძველია! სრულყოფილი სტომატოლოგიური მკურნალობის მისაღებად პაციენტს უტარდება მთელი პირის ღრუს გამოკვლევა.

ნათქვამია : “ვინც კარგად სვამს დიაგნოზს – ის კარგადაც კურნავსო” . ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირება ტარდება  გერმანული კომპანია Sirona-ს რენტგენ-აპარატით. აღნიშნული აპარატით დიაგნოსტირებისას დასხივების დოზა 80% იათაა შემცირებული, ვიდრე ტრადიციულ აპარატებზე.

Orthopos XG 5 აქვს ციფრული პანორამული გადაღების 12 პროგრამა.

აპარატი აღჭურვილია სპეციალური პროგრამით ბავშვებისათვის.

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია სრული დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა შესაძლოა მოიცავდეს კვლევის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა საფუძველზეც ხდება თანკბილვის განსაზღვრა, ასევე მოსალოდნელია დამატებითი კვლევების ჩატარებაც.

ორთოპანთომოგრამა –

მთელი ყბა-კბილთა სისტემის, როგორც ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსის

ორთო

ერთ მომენტიანი სურათია. სურათი მოიცავს ალვეოლურ მორჩებს მთლიანი მაშტაბით, ხოლო თვითონ გამოსახულება ერთ სიბრტყეზეა გაშლილი.  პაციენტზე მინიმალური რენტგენოლოგიური დატვირთვით, ორთოპანთომოგრამა დიდი მაშტაბით გვაძლევს ხარისხიან და სრულ სურათს. სურათზე მოჩანს:

  • ძირითადი ღრუები;
  • ძვლოვანი ქსოვილი;
  • პათოლოგია, არსებული ხილვადი საზღვრები;
  • ფესვების მდებარეობა.

ორთოპანთომოგრამას იყენებენ სხვადასხვა სპეციალისტები: ორთოდონტები, იმპლანტოლოგები, თერაპევტები, ორთოპედები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგებს უბრალოდ არ შეუძლიათ მის გარეშე მუშაობა.

ენცეფალომეტრია – აღნიშნული კვლევა გამოიყენება თანკბილვის სხვადასხვა ანომალიის დიაგნოსტიკის, დიაგნოზის სიზუსტის დადგენისა და ორთოდონტიული მკურნალობის პროგნოზირებაში. სახისა და ტვინის ქალის, ასევე რბილი ქსოვილების კონტურების გამოსახულება საშუალებას იძლევა დავადგინოთ მათი ურთიერთქმედება, სახის ჩონჩხის აგებულების ანალიზისათვის.

ტელერენტგენოგრაფია (ტრგ) – (ბერძ. tele – შორს, – რენტგენოგრაფია) – რენტგენოგრაფია, რომელიც სრულდება შორი მანძილიდან საკვლევი ობიექტის მაქსიმალურად ზუსტი ზომების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად.  აღნიშნული კვლევის მეთოდი ფართოდგამოიყენება ორთოდონტიაში. მისი მონაცემები აუცილებელია ორთოდონტიული დიაგნოზის და სწორი მკურნალობის ჩასატარებლად. ტრგ ყოველთვის ტარდება ორთოდონტიული მკურნალობის წინ ან ჩვენებიდან გამომდინარე მკურნალობის პროცესში და მკურნალობის დასრულებისას. ტელერენტგენოგრაფია წარმოადგენს თავის ქალის გვერდით ან პირდაპირ გამოსახულებას და გამოიყენება ცეფალომეტრიისთვის – სახის ჩონჩხის, სხვადასხვა უბნების ურთიერთობების ძალზედ ზუსტი გამოთვლები. ტრგ-ს მიხედვით ხდება ქალასთან მიმართებაში ზედა და ქვედა ყბის სწორი მდებარეობის, კბილთა  დახრილობის დადგენა, აგრეთვე სახის რბილი ქსოვილების შეფასება. ტელერენტგენოგრაფიის დროს მიღებული სურათი, უმცირეს დეტალებში ასახავს საჭირო უბნის ყველა ქსოვილს.

ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების ჩატარება შესაძლოა ექიმი-სტომატოლოგის მიმართვით, მას შემდეგ, რაც განისაზღვრა მეთოდი და მისი მნიშვნელობა მკურნალობის დაწყებისას.

ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, ექიმები ადგენენ მკურნალობის და ჩასატარებელი მანიპულაციები გეგმას. რენტგენოლოგიური კვლევების ჩასატარებლად აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგინიშნავთ თქვენთვის აუცილებელ კვლევის მეთოდს მკურნალობის გეგმასთან ერთად.

Read Full Post »