Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ორთოდონტია’

simpliclear4თქვენ ან თქვენს ბავშვს არასწორი თანკბილვის გამო გირჩიეს კონსულტაცია გაიაროს ორთოდონტთან? ხოლო თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ვის მიმართოდ და საერთოდ რა არის ორთოდონტია? მართლაც და ორთოდონტებთან საქმე ძალიან რთულადაა. თუკი ორთოპედები (პროთეზისტები), თერაპევტები და ქირურგები ათასობითაა, ხოლო მათში იმ ერთადერთის არჩევა რთულია, ორთოდონტები კიდევ უფრო მცირე რაოდენობით არიან. რადგან ეს მეცნიერება ჩვენ ქვეყანაში სულ რაღაც, რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის.

ortod2დავიწყოთ თავიდან. 10-15 წლის წინ ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ მოსახსნელი ფირფიტებით შემოიფარ გლებოდა, პრინციპში სხვა არც არაფერი იცოდნენ. ბოლო წლების მანძილზე ორთოდონტიული მკურნალობა რადიკალურად შეიცვალა. გაჩნდა ახალი კონსტრუქციები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელი გახდა, როგორც ბავშვების ასევე დიდების მკურნალობაც. თუკი ადრე ითვლებოდა, რომ ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია, მხოლოდ მოზარდ ასაკში დღეისათვის კლინიკაში გვყავს პაციენტები 45-50 წლის და ძალიან კარგი შედეგებით. თანამედროვე ორთოდონტიაში ასაკობრივი ზღვარი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

14 (1)საგრძნობლად გაუმჯობესდა მკურნალობის შედეგები, როგორც ესთეტიური ასევე ფუნქციონალური კუთხითაც. საქმე იმაშია, რომ მოსახსნელი ფირფიტებით, შესაძლებელი იყო თანკბილვის ზედაპირულად გამოსწორება. თითოეული კბილის მილიმეტრის სიზუსტით რკალში ჩაყენება ფირფიტებით შეუძლებელია. აბსოლუტური შედეგის მისაღებად აუცილებელია ვიმუშაოთ თითოეულ კბილზე სათითაოდ და არა მთელს ყბაზე ერთდროულად.

დღეისათვის არსებობს უამრავი ორთოდონტიული აპარატი. მოსახსნელი აპარატები გამოიყენება ბავშვებში სარძევე ან ცვლადი თანკბილვისას. მოსახსნელი ფირფიტები შესაძლოა მოთავსდეს როგორც ერთ ასევე ორივე ყბაზე. მოსახსნელი აპარატები ზეგავლენას ახდენენ ყბის ზრდაზე, ფორმირებაზე. მონაწილეობენ მავნე ჩვევების გადაჩვევაში.

shutterstock_6985150311-13 წლის ასაკის ბავშვებს (ძირითადად ამ პერიოდში სრულდება მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბება) შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოთ ბრეკეტებით მკურნალობაზე. ბრეკეტები წარმოადგენს საკეტს, რომელიც სპეციალური მასალის საშუალებით მაგრდება კბილის გარე ზედაპირზე. საკეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან ლითონის რკალით. ასეთი ბრეკეტები ალბათ ყველას უნახია და გაუგონია. აქ არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ ეს სისტემა ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია და როგორც ნებისმიერ იარაღს შეუძლია, როგორც ძლიერ დაეხმაროს ასევე ავნოს კიდეც, თუკი მოხდება მისი არასწორი გამოყენება! საჭიროა კბილების სწორად მომზადება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბრეკეტების სწორ ფიქსაციას კბილებზე. საკეტის სწორ ფიქსაციაზეა დამოკიდებული ის მილიმეტრები, რომლის სიზუსტითაც უნდა ჩაჯდეს კბილები რკალში. და კიდევ უამრავი სხვა რამ რაც ბევრმა სტომატოლოგმა არც იცის. ამ ყველაფრის გარდა პაციენტებს აინტერესებთ კიდევ ერთი საკითხი. ხშირად საჭირო ხდება კბილების ამოღება, რადგან ყბაზე უბრალოდ არ არის საკმარისი ადგილი. ზოგი ექიმი ამბობს, რომ ისინი საერთოდ არ იღებენ კბილებს და ისე ასწორებენ თანკბილვას. ასეთი მიდგომა ცოტა საეჭვოა, რადგან არის შემთხვევები, როდესაც კბილების გასწორება მსხვერპლის გარეშე არ გამოდის. აქვე დავძენ, რომ კბილების ამოღება ყოველთვის საჭიროა არ არის და ყველა შემთხვევაში უპრაკონოდ მათი ამოღებაც არაა გამართლებული. უკიდურესობები ყოველთვის საშიშია.

nino2რაც შეეხება ბრეკეტების მრავალფეროვნებას. დღეისათვის არსებობს უზარმაზარი არჩევანი: მეტალის, ფერადი, ფაიფურის, საფირის, ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.  საფირის და ფაიფურის ბრეკეტები გამჭვირვალეა და კბილის ზედაპირზე ფაქტიურად უხილავია. მაგრამ ამ ბრეკეტებს საფუძვლიანი მოვლა სჭირდება. თუკი გინდათ, რომ თქვენი ორთოდონტიული მკურნალობა სრულიად საიდუმლოდ დარჩეს შეგიძლიათ ისარგებლოთ ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტებით. ამ უკანასკნელს ძირითადად ზრდასრულ პაციენტებს უყენებენ და ითხოვს ექიმის სპეციალურ მომზადებას. თუკი ორთოდონტების სიმცირეა ქვეყანაში, ლინგვალური ბრეკეტების მცოდნე სპეციალისტები საერთოდ თითზე ჩამოსათვლელია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველა შემთხვევაში არ ხდება ამ ბრეკეტების ფიქსაცია.

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტებით საშუალოდ გრძელდება 1,5-2 წელი. პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე. თუკი იმედს გაძლევენ, რომ მკურნალობა შესაძლებელია დასრულდეს 3-6 თვეში, სჯობს კონსულტაცია სხვაგანაც გაიაროთ. 3 თვეში ან ვერაფერს ვერ მოასწრებს ექიმი, ან დაგიზიანებთ პაროდონტს (კბილის ირგვლივ ქსოვილებს).

Braces1001მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია. ხშირად საჭირო ხდება მომიჯნავე სპეციალისტების ჩართვა – პაროდონტოლოგი, ქირურგი, ორთოპედი. თანკბილვის პათოლოგია – კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა ხდება მაღალკვალიფიციური ორთოდონტის და სხვა სტომატოლოგების მიერ. ამიტომ სჯობს აირჩიოთ არა ცალკეული ორთოდონტი არამედ კლინიკა სადაც არის კვალიფიციური ექიმების გუნდი.

Read Full Post »

ნინო ბერიძესტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად მატულობს პაციენტების რაოდენობა, რომელთაც მიმართეს სტომატოლოგს კბილების გასწორების მიზნით. ამ ფაქტის ახსნის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი, რომ ადამიანები აღარ იყენებენ მაგარ საკვებს, რაციონი შეივსო ნახევარფაბრიკატებით. შედეგად ადამიანის ყბები არ განიცდიან საჭირო დატვირთვას. მეორე მიზეზი ადამიანის სახის გეომეტრიის ცვლილებაა. ამიტომ კბილები ყბებზე შესაძლოა არასწორად იყოს განლაგებული: ან დიდი მანძილით იყოს დაშორებული ერთმანეთისგან ან რაც უფრო ხშირია უადგილობის გამო ხდება ერთი მეორის უკან ამოჭრა.

აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად არსებობენ ექიმი ორთოდონტები. მათი ძირითადი ამოცანა თანკბილვის ანომალიის გამომწვევების გამოვლენა და პათოლოგიის აღმოფხვრაა. ამისათვის ისინი იყენებენ მოსახსნელ და მოუხსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელი ფირფიტების ფასი გაცილებით დაბალია. თუმცა მათ გამოყენების თავისებურებები და მინუსები აქვთ. მოსახსნელი ფირფიტები ზეწოლას ახდენენ ყველა კბილებზე ერთდროულად, ხოლო ბრეკეტები სათითაოდ კბილებზე.

გამჭირვალე ბრეკეტებიდღეისათვის ბრეკეტები ექიმი ორთოდონტის ძირითადი იარაღია. დღეისათვის ჩვენი კლინიკა გთავაზობთ შემდეგი სახის ბრეკეტებს:

1. ლითონის (მეტალის) – ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე გავრცელებული

2. ფაიფურის (კერამიკული) – კბილის ფერი ბრეკეტები.

3. საფირის – გამჭირვალე ბრეკეტები

4. ლინგვალური ბრეკეტები – მათი მოთავსება ხდება ენის მხრიდან, ამიტომ სრულიად უხილავია.

5. თვითლიგირებადი – ახალი სიტყვა ბრეკეტ სისტემებში

Read Full Post »

სტომატოლოგიის რომელ განხრაზე გაინტერესებთ ინფორმაციის მიღება?

Read Full Post »

ყოველი მეორე ბავშვი ამა თუ იმ დონეზე საჭიროებს თანკბილვის გასწორება, კორექციას.

ბავშვებში პროფესიონალურად კბილების გასწორება აგარიდებთ მომავალში უამრავ პრობლემას: კბილების დაზიანება (ამცირებს ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას), ღეჭვის ფუნქციის დარღვევა (რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილის სინდრომები), ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების და შემდგომ უკვე პათოლოგიური ჯიბეების განვითარება (რაც იწვევს ღძილების ანთებას და პაროდონტიტს), კარიესი.

განარჩევენ სწორ (ფიზიოლოგიურ) და ანომალიურ თანკბილვას. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.

ბავშვთა ორთოდონტია, ორთოდონტიული მკურნალობა, თანკბილვის კორექცია დაფუძნებულია კბილების ან კბილთა ჯგუფების (სარძევე და მუდმივი) ნელ და თანმიმდევრობით გადანაცვლებაზე გარკვეული მიმართულებით მუდმივი ზეწოლის საშუალებით. დატვირთვის მოხსნის შენდგომ, ადაპტირებული ქსოვილები გადანაცვლებულ კბილს უკვე აღარ აძლევენ უკან დაბრუნების საშუალებას.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ტარდება 4-5 წლის ასაკიდან. მკურნალობის საბოლოო მიზანია ბავშვის იდეალური კბილთა დგომის შექმნა.

ჩვენს კლინიკაში ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობა წარმოებს, როგორც მოსახსნელი (მოსახსნელი ფირფიტები, პროფილაქტიკური აპარატები, აქტიური და პასიური) და მოუხსნელი (ბრეკეტები, ბრეკეტ სისტემები მათ შორის ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.)

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია პირის ღრუს სრული სანაცია, რომელსაც ატარებენ ჩვენი კლინიკის ბავშვთა-თერაპევტები.

ბავშვთა ორთოდონტია. როდის დავიწყოთ მკურნალობა

კორექციის დაწყების ვადები დამოკიდებულია თანკბილვის ჩამოყალიბების ეტაპზე. თუ რაიმე აშკარა პათოლოგია არ აღინიშნება ბავშვის პირველი ვიზიტი ორთოდონტთან უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის.

სარძევე კბილების თანკბილვის ჩამოყალიბება იწყება 6 თვიდან და გრძელდება 3-3,5 წლამდე. ბავშვის ყბა-კბილთა სისტების შემდგომი ეტაპია მომზადება მუდმივი კბილების ამოჭრისათვის (4 დან 6 წლამდე).

სარძევე კბილების მოცვლის პერიოდში ბავშვის ყბების აქტიურად იზრდება (ვითარდება ასაკობრივი ტრემები და დიასთემები, ხდება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, ხოლო ქვედა ყბა აქტიური ზრდის შედეგად ცოტათი წინ გადაინაცვლებს).

 არასწორი თანკბილვის განვითარების მიზეზები

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად – ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზები), ენდოკრინოპათიები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ნანიზმი), დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, ანემია), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება.

უამრავი ეგზოგენური მიზეზებიდან მნიშვნელოვანია: მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, ტუჩის კვნეტა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლე ტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცუდი ეკოლოგიური პირობები და ა.შ.

არასწორი თანკბილვის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია, თანამედროვე ადამიანის კვების რაციონის დარღვევა, საკვები საკმაოდ რბილია, ჩვენი საღეჭი აპარატი კი ვერ იღებს სათანადო დატვირთვას, რის გამოც ხდება ყბის ძვლების არასაკმარისი განვითარება, კბილები კი რჩებიან იგივე ზომის, ამიტომ მათ ყბის ძვალში ადგილი აღარ ყოფნით.

Read Full Post »

კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე – მოსახსნელი გამჭირვალე კაპებით. აღნიშნული მეთოდით მკურნალობა მსოფლიო ორთოდონტიაში სიახლე არაა. იგი ნაკლებად გამოხატული პათოლოგიების სამკურნალოდ დაახლოებით 30 წელია რაც გამოიყენება. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა თანმიმდევრობითი კაპების დამზადება, როდესაც მკურნალობის პროცესში კბილები გადაადგილდება წინასწარ დაგეგმილი იდეალური მიმართულებით. ამან საშუალება მისცა გაფართოებულიყო კაპების გამოყენების არეალი და ახალი ბიძგი მისცა მის განვითარებას.

მკურნალობის წინ პაციენტს უდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური კვლევები (ფოტო, ანაბეჭდები, რენტგენოლოგიური სურათები). ეს აუცილებელია მკურნალობის ზუსტი დაგეგმარებისათვის. ყველა არსებული მონაცემის მიხედვით ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას, რომელიც თანხმდება პაციენტთან. შემდგომ დგება კაპების (ელაინერების) დამზადების ეტაპი. კაპა მთლიანად გარს ერტყმის კბილს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია. რეზულტატის მისაღწევად აუცილებელია მისი ტარება ყოველდღიურად, 24 საათი, მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღებისას და კბილების გამოხეხვის დროს. კაპების შეცვლა ხდება ყოველ 2-3 კვირაში, ამასთან ყოველი ახალი კაპა სასიკეთოდ ცვლის კბილების მდგომარეობას. მკურნალობის ხანგრძლივობა გრძელდება რამოდენიმე თვიდან 2 წლამდე, რთულ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბრეკეტების გარეშე მკურნალობა მიზანშეწონილია კომბინირებული მეთოდი. კაპების გამოყენება ასევე შესაძლებელია რეტენციულ პერიოდშიც.


აღნიშნული მეთოდით მკურნალობის უპირატესობა მდგომარეობს მის ესთეტიკაში, ტარების სიმარტივეში, კომფორტულობაში, ჰიგიენის ჩვეულ პროცედურებში (კაპები იხსნება და არ გიშლით

ხეხვისას), დროის ეკონომია (არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტზე დიდი დროს). მკურნალობის დროს შესაძლებელია კაპების გამოყენება მათეთრებელი გელის მოსათავსებლად, ერთდროულად შესაძლებელია კბილების გასწორებაც და გათეთრებაც.

ელაინერები ბრეკეტებით მკურნალობის ტრადიციული მეთოდის ესთეთიკური ალტერნატივაა და საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სასურველ რეზულტატს გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად.

Read Full Post »

გთავაზობთ თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობების მოკლე ჩამონათვალს. რა შეგვიძლია დღეს და არ შეგვეძლო ადრე.

ნელ-ნელა მატულობს იდეალურად სწორი და თეთრი კბილების მქონე ადამიანების რიცხვი. მათი ღიმილი ძალდაუტანებელი და ბუნებრივია, თითოს და  ჩვენებაზე გამოფინესო თავიანთი 32 კბილი. ასეთი ღიმილის შეგშურდება კიდეც. ბუნებამ ცოტა თუ დააჯილდოვა ასეთი ღიმილით. თუკი თვენ ფიქრობთ, რომ ყველას ბუნებრივი კბილები აქვთ, თქვენ ცდებით. თანამედროვე სტომატოლოგიამ უკანასკნელი ათწლეულები საკმაოდ წინ წაიწია და სილამაზის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეისათვის უკვე შესაძლებელია იმის გაკეთება, რაც ბუნებამ არ „ისურვა“. მე გიამბობთ, თუ რა და რით შეგვიძლია დღეს თქვენი გაოცება.

  • თეთრი, ქათქათა ღიმილი
  • სწორი კბილები
  • ლამაზი ბჟენები
  • ძლიერ დაშლილი კბილების აღდგენა
  • ნაკლული კბილის აღდგენა ერთ სეანსში
  • ორთოპედიული სტომატოლოგიის ბოლო მიღწევები
  • იმპლანტაცია

ვის არ უნდა, რომ მისი ღიმილი იყოს თეთრი და ქათქათა?! ეს ხომ ყველა ჩვენთაგანის ოცნებაა. ამისათვის არსებობს გათეთრება. სტომატოლოგის კაბინეტში შესაძლებელია კბილების გათეთრება ერთ სეანსში, ან ერთ კვირაში – კაპების საშუალებით სახლის პირობებში. უფრო ვრცლად ჩვენს სტატიაში ყველაფერი გათეთრების შესახებ.

კიდევ გვინდა, რომ კბილების დგომა იყოს სწორი, არ იყოს შემჭიდროებული და ერთმანეთზე გადამჯდარი კბილები. წესით ამაზე მშობლებს უნდა ეზრუნათ თქვენს ბავშვობაში, მაგრამ თუკი ეს არ მოხდა, დღეისათვის არსებობს კბილების გასწორების უამრავ მეთოდი და აპარატი. რაც უზრუნველყოფს თქვენი კბილების სწორ და ლამაზ დგომას. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ თანამედროვებრეკეტ სისტემებს: ლითონის, გამჭვირვალე, თვითლიგირებად და  ლინგვალურ.

თუკი კბილების გასწორება თქვენთვის მიუღებელია (ჩემი აზრით ხელოვნურს მაინც საკუთარი სჯობს) გთავაზობთ ორთოპედიაულ და თერაპიულ მეთოდებს. ორთოპედი ისე დაქლიბავს თქვენს კბილებს, რომ ხელოვნური კბილები უკვე ლამაზად მოთავსდება თვენს პირის ღრუში.

თუკი კბილების დგომის გამოსწორება შესაძლებელია თერაპიულად ანუ ბჟენის საშუალებით, არც ესაა პრობლემა. კბილი მცირედ იქლიბება, ხოლო ზევიდან ედება სხივგამყარებადი (ჰელიო) ბჟენი.

უმრავლესობას აწუხებს ბჟენის სილამაზე, განსაკუთრებით წინა კბილებზე. ეს დღეისათვის უკვე საკმაოდ მარტივია. სხვადასხვა ფერის ბჟენებით „დალატკული“ კბილი, თანამედროვე სხივგამყარებადი ბჟენების დახმარებით მიიღებს სასურველ ფერსა და ფორმას. ასეთი კბილი საკმაოდ ძნელი გასარჩევია ნამდვილისაგან. არის შემთხვევები, როდესაც სტომატოლოგებსაც კი უჭირთ მათი გარჩევა. ასე, რომ მობრძანდით გამოცვალეთ ძველი ბჟენები ახლით და დატკბით მათი ფორმით და გამძლეობით.

საქმე რთულდება, როდესაც თქვენი კბილი იმ დონეზეა დაშლილი, რომ ძლივს სცილდება ღრძილის კიდეს. ამ შემთხვევაში ორი გამოსავალია ან ამოიღოთ ან აღადგინოთ წკირით ან ჩანართით. თქვენი ფესვის ვარგისიანობას და აღსადგენი კონსტრუქციის სახეს წყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი.

უფრო კონკრეტულად, რომ აგიხსნათ და გაგარკვიოთ მოდით განვიხილოთ სათითაოდ.

ფესვის აღდგენა წკირით და სხივგამყარებადი ბჟენით. თქვენი კბილის ფესვზე ხდება წკირის მორგება, შემდეგ მისი დაცემენტება და ამოშენება სხივგამყარებადი ბჟენით. 1-2 საათში იღებთ საკუთარ ახალ  კბილს ყველა ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საკითზე, რომ ყველა პროცედურა სრულდება ერთ სეანსში. ასევე შესაძლებელია აღდგენილ კბილს გადაეკრას ხელოვნური გვირგვინი (ლითონ-ფაიფური), რაც მას უფრო გამძლეს ხდის, თუცა ეს სიამოვნება უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

 ჩანართი ხელოვნური გვირგვინით. კბილის არხი ფართოვდება სასურველ ზომამდე. ხდება ანაბეჭდის აღება ცვილით, შემდგომ კი მისი ჩანაცვლება ლითონის ჩანართით. აღნიშნული პროცესი სჭირდება 2-3 ვიზიტი, რადგან ლითონის ჩანართი მზადდება სატექნიკო ლაბორატორიაში.

აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით ისეთ შემთხვეევბზე, როდესაც ჯერ კიდევ გვონდა აღსადგენი კბილები. რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუკი კბილი სამუდამოდაა დაკარგული? აქაც რამოდენიმე ვარიანტია.

პირველი. ყველაზე სწრაფი. თუკი თვენი დაკარგული კბილი, მდებარეობს წინ, იგი ასრულებდა მხოლოდ ესთეტიურ და არა საღეჭ ფუნციას, შესაძლოა მისი აღდგენა თერაპიულ კაბინეტში, სულ რაღაც 1-2 საათში. პროცედურის არსი მდგომარეობს შემდგომში. გვერდით კბილებში ხდება ძველი ბჟენების ამოღება, ან ჯანმრთელის შემთხვევაში ხელოვნური ღარების შექმნა. აღნიშნულ ღარებში ხდება სპეციალური მინაბოჭკოვანი ქსოვილის მოთავსება. შემდგომ ამ ქსოვილზე სხივგამყარებადი ბჟენით ხდება კბილის აშენება. აი ასე სწრაფად და მარტივად ხდება კბილის აღდგენა, მაგრამ არა საიმედოდ. ეს კონსტრუქცია, მხოლოდ ნაზი მობყრობისთვისაა.

გინდათ უფრო საიმედო? კიბატონო. აღადგინეთ დეფექტი ხიდის საშუალებით. მეზობელი კბილები უნდა დაიქლიბოს, ამას გარდა საყრდენ კბილებში უნდა მოხდეს ნერვის ამოღება (დეპულპაცია). ყველა პროცედურის გავლის შემდგომ ჩაისვამთ ხიდს და შეძლებთ თავისუფლად გაღიმებას.

გადაიფიქრეთ? გენანებათ ცოცხალი და საღსალამათი კბილები? გამოსავალი ყოველთვის არსებობს იმპლანტაცია. შედარებით ძვირად ღირებული მანიპულაციაა. იმპლანტები – არის ტიტანის „ფესვები“, მოთავსებული ყბის ძვლოვან მასაში, ღრძილ ქვეშ. იმპლანტების დაფიქსირების შემდეგ, ხდება მათი მიერთება ყბის ძვალთან და უკვე წარმოადგენენ კბილების ხელოვნურ ფესვებს. შემდგომ მათ გარკვეული ტექნოლოგიით და გარკვეული თანმიმდევრობით უერთდებათ ხელოვნური კბილები (გვირგვინები) – ერთეული ან ხიდის სახით.

აი სულ ეს არის რაც მინდოდა, რომ მეთქვა. რა თქმა უნდა ეს არ არის სტომატოლოგის ხელთ არსებული საშუალებების სრული ჩამონათვალი, მაგრამ იმედია თქვენი ცოდნა ოდნავ გაღრმავდა და სტომატოლოგის სავარძელში თავს უფრო თამამად იგრძნობთ.

Read Full Post »

ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში თქვენ გელით:

1. უფასო კონსულტაცია;
2. გადახდის ეტაპობრივი სისტემა ( ბრეკეტ-სისტემა თვეში 108 ლარიდან);

3. გთავაზობთ ლინგვალურ-უხილავ და თვითლიგირებად ბრეკეტებს;

4. კარიესის მკურნალობა ბურღის გარეშე;

5. მხოლოდ ჩვენთან! გასნაკუთრებული გარემო თქვენი შვილებისათვის, სპეციალურად მათთვის შექმნილი გასართობი და სამკურნალო ოთახები;

6. ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა;
7. ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს, მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით თქვენთვის სასურველ დღის მონაკვეთში;

8. 100% სტერილიზაცია (პროგრამა ანტიჰეპატიტი და ანტიშიდსი);

9. ჩვენთან კბილების მკურნალობა უმტკივნეულოა;

10. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და მუდმივ პაციენტებს

 ვთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას;

11. ჩვენი ყველა თანამშრომლი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით და კომპენტენციით;

12. ორიენტაცია თანამედროვე მეთოდებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე;

13. მყუდრო გარემო და მეგობრული პერსონალი.

Read Full Post »

პროფილაქტიკა ორთოდონტიაში აუცილებელია. ჩვენი კლინიკის ექიმები დარწმუნებული არიან, რომ შესაძლებელი და აუცილებელია დაავადების საწყის ეტაპზე მისი აღმოფხვრა ან გართულების შედეგების შემცირება. კარგი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტათ მჭიდრო კონტაქტის და მისი მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის შემთხვევაში. თუკი საუბარია მოზარდ თაობაზე, მშობლები უნდა მოეხმარონ მათ, რათა შესრულდეს მკურნალი ექიმის ყველა დარიგება, დანიშნულ დროს გამოცხადნენ კლინიკაში. მაშინ პრობლემები იქნება დროულად აღმოჩენილი, ხოლო მკურნალობისა და პროფილაქტიკის ტაქტიკა დასახული.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ სტომატოლოგები, მშობლებს ვურჩევთ სერიოზულად მოეკიდონ ბავშვების თანკბილვის ჩამოყალიბებას. აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს 5-6 თვის ასაკში, მოსალოდნელი გადახრები უკვე აღნიშნულ ასაკშივეა შესამჩნევი (მაგ. ენის მოკლე ლაგამი). დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატყუარის შერჩევას, მავნე ჩვევების გადაჩვევას (თითის, სათამაშოს, ფანქრისა და კალმის წოვა; ტუჩის, ენის, ლოყის კვნეტა). აუცილებელია ყურადღება მიექცეს ბავშვის სუნთქვას (არ უნდა სუნთქავდეს პირით), საწოლში სწორი მდებარეობა, აღნაგობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი მომენტი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია

დიდებისთვისაც, მათი დაუცველობა იწვევს თანკბილვის დარღვევებს.

მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ნებისმიერ ასაკში მიეკუთვნება სწორი კვება და პირის ღრუს ჰიგიენა.

საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, კალორიული, დაბალანსებული, შევსებული საჭირო მიკროელემენტებით და ვიტამინებით. არ შეიძლება რაციონიდან მაგარი საკვების, რომელიც ითხოვს საფუძვლიან დაქუცმაცებას და დაღეჭვას ამოღება. დატვირთვა ყბა-სახის კუნთებზე უნდა იყოს საკმარისი. მაგარი საკვები ხელს უწყობს ბავშვის პირის ღრუს მომზადებას კბილების ამოჭრისათვის, ყბების ზრდასა და ფორმირებას.

პირის ღრუს ჰიგიენა ხელს უწყობს კარიესის პროფილაქტიკას. არააქვს მნიშვნელობა ეს სარძევე კბილებია თუ მუდმივი. მოვლას და ყურადღებას ორივე ერთნაირად იმსახურებს. კარიესული კბილები აუცილებლად უნდა იყოს დაბჟენილი, რათა არ მოგვიწოს მათი ამოღება. ორთოდონტები თვლიან, რომ თუკი სარძევე კბილი ნაადრევად იქნა ამოღებული, ხოლო ნაკლული კბილი არ ნახევარი წლის განმავლობაში არ ჩაინაცვლა მუდმივით, აუცილებელი ხდება სპეციალური პროთეზის დამზადება, რომელიც შეინარჩუნებს ადგილს მუდმივი კბილისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობელი კბილები გადაინაცვლებს და ადგილი დაიკარგება. ახალი კბილი ამოვა გვერდულად. ხოლო მუდმივი კბილის ამოღება და მისი დროული ჩაუნაცვლელობა, იწვევს კუნთების არათანაბარ დატვირთვას, დეფორმაციებს, სახის კოსმეტიკურ და ესთეტიკურ დეფექტებს. ჩნდება მწვავე ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობა.

კომპლექსური და ინდივიდუალური პროფილაქტიკური მიდგომა ორთოდონტიაში, საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელი ორგანიზმის პრობლემები.

სწორი დიაგნოსტიკა, თანკბილვის კორექციის სისტემის ინდივიდუალური შერჩევა, ორთოდონტიული აპარატების დამზადების კომპიუტერული სისტემა, უახლესი სახარჯი მასალები, საექიმო კონტროლი მკურნალობის და პროფილაქტიკის ყველა ეტაპზე, „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“  ექიმების უმაღლესი პროფესიონალიზმი, აგრეთვე პაციენტების დაინტერესება და აქტიური მონაწილეობა (პირის ღრუს ჰიგიენა, ექიმის დანიშნულებების შესრულება) – თანკვილვის და კბილების დგომის კორექციის, შედეგიანი მკურნალობის, აუცილებელი პირობების კომპლექსია.

Read Full Post »

როგორ შევარჩიოთ ორთოდონტი? 
სასურველია, რომ ბრეკეტები დააყენოს ორთოდონტმა, რომელსაც აქვს ამის სპეციალური უფლება (ლიცენზია, სერთიფიკატი) და სხვადასხვა სახის ორთოდონტიულ აპარატებთან მუშაობის გამოცდილება. ორთოდონტია სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელიც ექიმისგან მოითხოვს რეგულარულ ტრენინგებს და გადამზადებებს. თითოეულ ბრეკეტში არის გარკვეული ინფორმაცია თუ როგორ უნდა იდგეს კბილი კბილთა მწკრივში. გამოცდილ ორთოდონტს ჯერ კიდევ მკურნალობის დაგეგმარებისას შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს ისეთი ბრეკეტები, რომლებიც საჭიროა თქვენი კონკრეტული თანკბილვისათვის. ასევე აუცილებელია ბრეკეტის ზუსტი ფიქსაცია კბილის ზედაპირზე, 1/4 უზუსტობის შემთხვევაშიც კი შედეგი სასურველი ვერ იქნება.

რა ასაკში ჯობია ორთოდონტთან მისვლა?

ორთოდონტთან მისვლის ოპტიმალური ასაკი არ არსებობს და სპეციალისტან მისვლა გვიანიარასდროს არაა. თუკი თქვენს პატარას აღენიშნება არასწორი თანკბილვა, მაშინ სასურველია დროულად მიიყვანოთ ორთოდონტთან, რათა გაუსწოროთ კბილები სპეციალური ფირფიტოვანი აპარატებით ან კაპებით, ბრეკეტების გარეშე. ბავშვების კბილების გასწორება ბრეკეტ სისტემის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ 10-11 წლის ასაკამდე, როდესაც კბილები უფრო დამყოლია და მათი ადგილ მდებარეობის შეცვლა შესაძლებელია ფირფიტებით. არიან პაციენტები, რომლებიც თავიანთ თანკბილვას ისწორებენ 50-60 წლის ასაკში. სილამაზე, ხომ ნებისმიერ ასაკში მიმზიდველია და ნებისმიერ ადამიანს სურს ლამაზად გამოიყურებოდეს, თუნდაც ხნიერ ასაკში.

რა დრო ჭირდება კბილების გასწორებას?
თანამედროვე ბრეკეტ-სისტემების და საბავშვო აპარატების გათვალისწინებით, საშუალოდ ერთი წლიდან 18 თვემდე. ეს ძალიან უხეში გამოთვლით, რადგან გასწორების პერიოდი ყველას სხვადასხვა აქვს და არაა დამოკიდებული ბრეკეტ-სისტემაზე.

როგორ ავირჩიოთ ბრეკეტ-სისტემა?
ამისათვის უნდა იცოდეთ თუ რა გინდათ და მკურნალობის რომელ ვარიანტს ირჩევთ. ბრეკეტების არჩევის ყველაზე კარგი საშუალებაა ორთოდონტთან ვიზიტი, იგი გაჩვენებთ მის ხელთ არსებული ბრეკეტების ყველა სახეობას და

 მოგითხრობთ თითოეულ მათგანზე, მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებთ გააკეთოთ გააზრებული არჩევანი.

როგორ გავისწოროთ კბილები მალე?
ნუ ეცდებით გასწორების დროის შემცირებას! არსებობს ჩარჩოები, რომლებიც ქმნიან მკვეთრ წარმოდგენას თანკბილვის მკურნალობის დროზე. თუკი თქვენ დროზე ადრე მოიხსნით ბრეკეტებს, არსებობს საშიშროება, რომ კბილები დაუბრუნდება საწყის პოზიციებს და მთელი მკურნალობა წყალში ჩაგეყრებათ.

რომელი ბრეკეტებია საუკეთესო?
ყველა ექიმისათვის, როგორც ყველა პაციენტისათვის საუკეთესო ბრეკეტზე წარმოდგენა არის ინდივიდუალური. ვიღაცას სურს, რომ ბრეკეტები იყოს უჩინარი, მაშინ სასურველია პაციენტს შეერჩეს ლინგვალური ბრეკეტები, ვიღაცას სურს ძვირფას მეტალებზე დამზადებული ბრეკეტები. ის ბრეკეტები, რომლებიც თქვენ მოგწონთ, არის საუკეთესო მხოლოდ თქვენთვის.

რა გართულებებია ბრეკეტების მოხსნის შემდეგ?
თანამედროვე ბრეკეტ-სისტემების გამოყენებისას გართულებები არ გვხვდება. ძველი ბრეკეტების გამოყენებისას, რომლებიც უკვე აღარ იხმარება შესაძლოა აღინიშნოს: 1. კარიესი. 2. ნეგატიური ზეგავლენა კბილის ემალზე. 3. მკურნალობის არაეფექტურობა. დღეისათვის თანამედროვე

 ბრეკეტების გამოყენებისას ამ გართულებებს თქვენ ვერ შეხვდებით!

ხელის შემშლელი, ხომ არაა ბრეკები?
ბრეკეტები ქმნიან უმნიშვნელო დისკომფორტს, როგორც ნებისმიერი უცხო სხეული თუმცა მას მალევე ეჩვევა პაციენტი.

რა როლი აკისრიათ ბრეკეტებს?
ბრეკეტების როლი მხოლოდ ერთია – თანკბილვის გასწორება და სწორი და ლამაზი ღიმილის ფორმირება, რომელიც მთელი ცხოვრება შეგინარჩუნდებათ.

სად შეიძლება დავიყენოთ ბრეკეტები?

დღეისათვის თანკბილვის ანომალიების გასწორება ძალიან ბევრ ადგილასაა შესაძებელი, მაგრამ ყველა იდეალური ადგილი ნამდვილად არაა. „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“გთავაზობთ ყველა სახის, თანამედროვე ბრეკეტებს და სრულ, პროფესიონალ ორთოდონტიულ მომსახურებას.

Read Full Post »

სინდი კროუფორდი – რომელსაც საერთოდ არ რცხვენოდა ბრეკეტ-სისტემის ტარება. გამოდიოდა პოდიუმზე, იღებდნენ ტელევიზიით, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მონაწილეობა მიიღო “პეპსის” რეკლამაშიც.

ვერ აუარეს გვერდი ორთოდონტიულ მკურნალობას ვერც ისეთმა ცნობილმა ფოტომოდელებმა, როგორებიც არიან: მილა იოვოვიჩი, ნიკი ტეილორი, ენჯი ჰარმონი, კარენ მალდერი და სხვები.

პრინცი ჰარი (ბრიტანეთი), ემმი კარტერი (აშშ პრეზიდენტის ქალიშვილი), პრინცი ფილიპი (ესპანეთის პრინცი), ჩელსი კლინტონი, მონიკა ლევინსკი და პაულა ჯონსი არ მორიდებიან ბრეკეტების ხმარებას.

ჯენიფერ ლავ ჰიუიტტმა, ვუპი გოლდბერგმა, პამელა ანდერსონმა, ტომ კრუზმა (ისწორებდა კბილებს 40 წლის ასაკში), პარკერ პოუსმა, ეშლი ჯადმა, ჯუდი ფოსტერმა, ხიზელ ლოკრილმა მიიღეს დაუვიწყარი
ღიმილი მხოლოდ ორთოდონტის დახმარებით.

ცნობილი სპორცმენებიდან ბრეკეტ-სისტემით სარგებლობდნენ ანა კურნიკოვა, მარტინა ჰინგისი, დები ვენუს და სერენა უილიამსები.

სწორი კბილების პატრონები კალათბურთელთა შორისაც არიან – სემ ბოუი, ჯეისონ კაიდა, დევიდ რობინსონი, დევონ უაიტი და სხვები. ყველაზე ცნობილი ათლეტი ამერიკელი კარლ ლუისი ასევე არ მალავს ორთოდონტიულ მკურნალობას.

Read Full Post »

Older Posts »