Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ორთოგნათიული ქირურგია’

2თანამედროვე სტომატოლოგია დღეისათვის თანკბილვის და კბილთა დგომის გასწორების უამრავ მეთოდს ფლობს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მარტო ორთოდონტია ვერ ერევა და არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად, ასეთ შემთხვევებში ერევა ორთოგნათიული ქირურგია. მოდით განვიხილოთ თუ როგორ ტარდება ეს ოპერაციები და ვისთვისაა ნაჩვენები.

რა არის ორთოგნათიული ქირურგია?

ორთოგნათიული ქირურგია გულისხმობს რიგ ოპერაციებს, მიმართულს თანკბილვის და სახის გარე სიმეტრიის გამოსწორებაზე. ამ მანიპულაციების დახმარებით მიიღწევა ის შედეგი რისი გაკეთებაც შეუძლებელია ბრეკეტებით: დავამოკლოთ ან დავაგრძელოთ ყბა, გადავაადგილოთ საჭირო მიმართულებით, ასევე დავაკორექტიროთ ნიკაპის ზომები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ოსტეოტომიის დროს ხდება არა მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურების არამედ რბილი ქსოვილების ტრანსფორმაციაც, შედეგად სახის ნაკვთები ხდება უფრო სწორი და მიმზიდველი – ადამიანის იერსახე იცვლება საუკეთესო მხარეს.

Surgრა დროს მიმართავენ თანკბილვის გასწორების მიზნით ქირურგიულ ჩარევას?

ორთოგნათიული ქირურგია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვეული ორთოდონტიული (ბრეკეტ-სისტემებით) ან ორთოპედიული მკურნალობა (გვირგვინი, ვინირება) არ იძლევა სასურველ შედეგს ან აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. საქმე ეხება შესამჩნევ სკელეტორულ მეორე და მესამე კლასის დეფორმაციებს, რაც გამოიხატება ყბების და ნიკაპის ანომალიურ ზომებში. მაგალითად ოპერაციის ჩვენებად ითვლება პროგნათიული თანკბილვა, როდესაც ადამიანს აქვს მცირე ზომის ქვედა ყბა, შედეგად ვითარდება მეორე ნიკაპი, ხოლო კბილების ნაწილი საერთოდ არ ეხება საპირისპირო მხარეს მყოფ კბილებს.

სამწუხაროდ არიან ორთოდონტები, რომლებიც არაფრით არ აღიარებენ, რომ მხოლოდ ბრეკეტებით ვერასდროს ვერ უმკურნალებენ ძალზედ წინ წამოსულ ქვედა ყბას ან ღრძილოვან ღიმილს. არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ სკელეტარული დეფორმაციების დროს, მხოლოდ ორთოდონტიულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილების ამოვარდნილობა ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები.

orthognaticheskaya-hirurgiaსაჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება თანკბილვის ქირურგიული გზით გასწორების წინ?

მკურნალობის დაწყების წინ მკურნალი ექიმი ადგენს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინქრონული მუშაობისათვის საჭირო ყბა-სახის პარამეტრებს, სახის ნაკვთების ჰარმონიზაციის და კბილთაშუა სწორი და მაქსიმალური ოდენობის კონტაქტებს. ამაში ექიმს ეხმარება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. იგი ეხმარება მას შაბლონის შექმნაში, რომელიც საჭიროა შემდგომი ორთოგნათიული ოპერაციის დროს. შედეგად მიიღწევა 99% თანხვედრა დაგეგმილ მკურნალობასთან. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ადამიანის გარეგნობას, აუცილებელია მკურნალობის სწორად დაგეგმვა და იმ ეფექტის მიღება, რომლის ხილვაც სურს პაციენტს.

როდესაც დაგეგმარება დასრულებულია, ექიმი დგამს პირველ ნაბიჯს გეგმის მისაღწევად. მკურნალობა იწყება კბილთა მწკრივების გასწორებით ორთოდონტიული აპარატების დახმარებით (ბრეკეტებით ან გამჭვირვალე კაპებით). აღნიშნული ეტაპი შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე თვიდან 1,5 წლამდე. როდესაც კბილები გასწორებულია, პაციენტი იგზავნება ორთოგნათიულ ქირურგიაზე თანკბილვის გასასწორებლად.

95-P840_i120_540როგორ მიმდინარეობს ორთოგნათიული ოპერაცია?

თანკბილვის ქირურგიული გზით გამოსწორება ტარდება სტაციონარში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის შემდგომ რომელიც რიგ შემთხვევებში რამოდენიმე საათი გრძელდება პაციენტი რჩება კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ მიდის სახლში.

რა უკუჩვენებები ახლავს ორთოგნათიულ ქირურგიას?

პირველ რიგში არ შეიძლება აღნიშნული ოპერაციების ჩატარება პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დასრულებული ყბების ფორმირება ანუ ბავშვებს და მოზარდებს. ოპერაციების ჩატარება არ შეიძლება მათთვის ვისაც დარღვეული აქვს სისხლის შედედება ან აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგები, ძვლოვანი და ენდოკრინული დაავადებები, სიმსივნეები პირის და სახის მიდამოში, დიაბედის რიგ ფორმებში და ფსიქიური აშლილობის მქონე პაციენტებში. ორთოგნათიულ ქირურგიას ნამდვილად შეუძლია ადამიანების შეცვლა, მათი გაახალგაზრდავება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქირურგიც ადამიანი და ღმერთი არ არის.

ortognat_clip_image002ახლავს თუ არა რაიმე სახის გართულებები ორთოგნათიული ქირურგიის ოპერაციას?

კარგად დაგეგმილი ორთოგნათიული ქირურგია – ერთადერთი პროგნოზირებადი ქირურგიაა, რომლის დროსაც გართულების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მაგალითად ზედა ან ქვედა ტუჩის დროებით გაბუჟებას. თუმცა ამას შესაძლოა გართულებაც არ დავარქვათ, რაღაც პერიოდით მგრძნობელობის დაქვეითება კარგიც არის, არაფერი გტკივა, ხოლო როდესაც მგრძნობელობა ბრუნდება სატკენიც აღარაფერია. რაც შეეხება ზოგადად გართულებებს, შესაძლოა უბრალოდ ფრჩხილის მოჭრაც კი გართულდეს, ამიტომ საჭიროა ყველაფრის სწორი დაგეგმარება და საჭირო სპეციალისტის პოვნა.

Advertisements

Read Full Post »