Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნადები’

“კარიესის პროფილაქტიკისათვის ზღვის წყალმცენარეებს უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ვიდრე კბილის პასტებს” – ამტკიცებენ ნიუ-კასლის უნივერსიტეტის მეცნიერები(Newcastle University), რომლებიც აწარმოებენ ახალ პრეპარატს კბილების, ღრძილების და კბილის პროთეზების დასაცავად მავნე მიკრობებისაგან.

პრეპარატის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ფერმენტი, რომელიც ზღვის წყალმცენარეების ზედაპირზე არსებული ბაქტერიის Bacillus Licheniformis არის მიღებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეცნიერები დიდი ხანია დაინტერესდნენ ამ ბაქტერიის გამოყენებით საზღვაო ხომალდების წყალქვეშა ზედაპირზე ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედებით და სულ ახლახანს დაინტერესდნენ მისი გამოყენებით მედიცინაში.

“საქმე იმაშია, რომ”, – საუბრობს ნიუკასლის სტომატოლოგიური სკოლის ექიმი ნიკოლას იაკუბოვიკსი, – “კბილებზე არსებული ნადები – თხელი ბიოგარსია, რომელიც შედგება კარიესოგენული მიკრობების და ბაქტერიებისაგან, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან, აგრეთვე საკვებში შემავალი ნახშირწყლებისგან. ამ გარსში არსებული მიკრობები საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, თანდათან ავსებენ რა კბილებზე და ღრძილის გარშემო არსებულ თავისუფალ სივრცეს. ქმნიან რა თავისებურ დამცავ ბარიერს. აღნიშნული ბარიერი იცავს კბილის ჯაგრისის, კბილის პასტის სავლებების და თქვენ წარმოიდგინეთ ანტიბიოტიკებისგანაც.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პროფესორ გრანტ ბერჯერის მეთაურობით ზღვის ბაქტერიების Bacillus Licheniformis დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ მოძრაობის დროს Bacillus Licheniformis გამოყოფს სპეციალურ ფერმენტს, რომელიც მთლიანად შლის ბიოგარსს მავნე ბაქტერიებიანად.

პროფესორმა ბერჯესმა აღნიშნა: “ეს სასწაული მოვლენაა, ზღვის ფერმენტს შეუძლია გაანადგუროს კარიესის გამომწვევი მიკრობები, ნებისმიერ მათ შორის ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. მეტიც ფერმენტს შეუძლია თავად ნადების წარმოქმნას შეუშალოს ხელი.  და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია”.

“როდესაც ჩვენ დავიწყეთ ზღვის ბაქტერიის შესაძლებლობების შესწავლა, ჩვენ კონცენტრირებული ვიყავით საზღვაო ხომალდებზე, ძალიან მალე მივხვდით, რომ ზღვის ბაქტერიის Bacillus Licheniformis ფერმენტის გამოყენება შესაძლოა უფრო ფართო მაშტაბებით. თუკი შევიტანთ მას კბილის პასტის შემადგენლობაში, შესაძლებელს გავხდით თავიდან ავიცილოთ კბილის ნადების წარმოქმნა, კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარება. ქირურგიაში ფერმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი იმპლანტების მოთავსებისას, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსარი და ხმოვანი სარქველი”, – აღნიშნა პროფესორმა.

ინგლისელი მეცნიერების შემდგომი ნაბიჯი იქნება უნიკალური ფერმენტის კლინიკური კვლევები და ახალი პრეპარატის წარმოებაში გაშვების ორგანიზება.

სტომატოლოგიური კლინიკა “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” მუდამ სიახლეების ძიებაშია. ჩვენს ბლოგზე საშუალება გაქვთ პირველებმა შეიტყოთ სტომატოლოგიაში არსებული სიახლეები. გისურვებთ ჯანმრთელ ღიმილს.

 

 

 

Advertisements

Read Full Post »

ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის“ ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.

არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის“ პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K.

თანაცხოვრების შემდგომი ფორმაა პარაზიტობა. ერთი ორგანიზმი ცხოვრობს მეორეს ხარჯზე, ამასთან „პატრონისთვის“ მოაქვს მხოლოდ ზიანი, ხანდახან კი სიკვდილიც. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული თუ რომელ მიკროფლორას დავასახლებთ ჩვენს პირის ღრუში.

ადამიანის ორგანიზმის მიკრობების სამყაროსთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პირის ღრუ, ლორწოვანი გარსი და ყბა-სახის ლიმფური აპარატი. პირის ღრუში არსებულ მიკრო ფლორაში დომინანტური ადგილი უკავიათ ბაქტერიებს, როგორც რაოდენობით, ასევე მრავალფეროვნებით. მათ გარდა ასევე არიან: ვირუსები, სოკოები და უმარტივესები.  ზოგიერთი მონაცემით ამ ბაქტერიების სახეობები მერყეობს 120 დან 300მდე.

პირის ღრუ, როგორც ეკოლოგიური ნიშა, შესაძლოა დავყოთ რამოდენიმე მცირე და ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულ ბიო გარემოდ: ლორწოვანი გარსი, ღრძილის ნაპრალის ზონა, პირის ღრუს სითხე და კბილის ნადები. ყველაზე დასახლებული ადგილი კბილის ნადები ანუ კბილის ბალთაა, რომელიც გრამ მასაზე 10 დან 1000 მილიარდამდე მიკროორგანიზმს შეიცავს. ისეთი დაავადებები, როგორიცაა კარიესი, გინგივიტი და პაროდონტიტი პირდაპირ კავშირშია კბილზე ნადების წარმოქმნასთან. აქ არსებული მიკროფლორა იმდენად მრავალფეროვანია, რომ წარმოდგენაც შეუძლებელია, დაახლოებით 200 სახეობააა.

საიდან ჩნდება კბილის ნადები?

ის, რომ კბილები აუცილებლად უნდა იყოს თეთრი – ეს მითია. ჯანმრთელ კბილს შესაძლოა თეთრი ფერის ნებისმიერი ტონი ჰქონდეს. ზოგს კბილის ფერი უფრო მუქი აქვს, ასაკთან ერთად ეს სიმუქე მატულობს.

არსებობს კბილის გამუქების 2 სახე – იმის მიხედვით თუ საიდან მკრთალდება დენტინი (დენტინი – კბილის ძირითადი შემადგენელი ქსოვილი) შიგნიდან თუ გარედან. კბილი შესაძლოა გამუქდეს შიგნიდან, როგორც წესი ორგანიზმში ფტორის ზედმეტი რაოდენობის ხარჯზე (რასაც ეწოდა ფლუოროზი), რაც ხშირად ვითარდება დიდი რაოდენობით კბილის პასტის გადაყლაპვის ხარჯზე. ფლუოროზის დროს კბილებზე ჩნდება თეთრი ან ყავისფერი ლაქები.

გარედან კბილი მკრთალდება, იბინდება ისეთი სასმელის ზედმეტი მიღებით, როგორიცაა ყავა, მუქი ჩაი, აგრეთვე სიგარეტის ზემოქმედებით. ასეთი ნადების მოშორება ხშირად მხოლოდ პროფესიონალური ჰიგიენითაა შესაძლებელი.

კბილის ბალთა წარმოადგენს პრაქტიკულად შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველ რბილ ნადებს, რომელიც გროვდება კბილებზე, ღძილებზე და ენაზე.

არსებობს რბილი ნადების სახეები.

თეთრი ნადები (სინამდვილეში იგი მოყვითალოა) – კბილების ყველაზე ხშირი „სტუმარია“. იგი ჩნდება ღამის განმავლობაში და ძირითადად შედგება საკვების ნარჩენების, ნერწყვის, ჩამოფრცქვნილი ეპითელის და სხვადასხვა ბაქტერიებისაგან. თეთრი კბილის ნადები ადვილად სცილდება კბილის ჯაგრისით. თუკი არ მოხდა აღნიშნული ნადების მოცილება, ხდება მათი მინერალიზაცია და  კბილებზე ჩნდება ქვები, ხოლო ლორწოვანი გარსის იმუნიტეტი ქვეითდება. კბილის თეთრი ნადების პროფილაქტიკა ასევე მოიცავს მაგარი საკვების მიღებას, როგორიცაა ვაშლი, სტაფილო და სიმინდი.

მწეველის ნადები წარმოადგენს შეძენილ ნადებს, რომელსაც იწვევს თამბაქო. მას აქვს მკვეთრი მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა და კბილის ჯაგრისით მისი მოშორება შეუძლებელია. აღნიშნული ნადების მოსაშორებლად იყენებენ ულტრაბგერით სკეილერს და სხვადასხვა საშუალებებს.

კბილებზე მომწვანო-მოშავო ფერის ნადები (პრისლის ნადები) – ბავშვებში წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას, არამედ კარიესის წარმოქმნის საშიშროებასაც. პრობლემის მოგვარება ძირითადად ხდება გასტროენტეროლოგთან. ხოლო ნადების მოცილება მხოლოდ სტომატოლოგის სავარძელში.

კბილების პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. ნადების მოცილებით ჩვენ ხელს უშლით კბილებზე ბაქტერიების გამრავლებას. ე.ი. ვახდენთ კარიესის და სხვა დაავადებების პრევენციას.

Read Full Post »

პაროდონტის დაავადებები – ფართოდ გავრცელებულია. კვლევებმა აჩვენა, რომ თითქმის ყველას სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ აღენიშნება პაროდონტის დაავადება, რომელიც თავისთავად იწვევს კბილის მორყევას და დაკარგვას, შესაბამისი მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში.

დაავადების „სიეშმაკე“, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმაშია, რომ დიდ ხანს შესაძლოა ვერც მიხვდეთ მის არსებობას. დროულად დიაგნოზის დასმა, სიტუაციის შეფასება და მკურნალობა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

ამ სტატიის საშუალებით შესძლებთ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა ღრძილების ანთების ნიშნები, გაიგებთ, თუ როგორ ხდება მკურნალობა და პროთეზირება, რა დროსაა აუცილებელი ორთოდონტიული მკურნალობა, შესაძლოა თუ არა იმპლანტების მოთავსება პაროდონტის დაავადებების დროს და სად მივიღოთ პროფესიონალური დახმარება.

რა არის პაროდონტი?

პაროდონტი ეწოდება, კბილის გარშემო არსებული ქსოვილების კომპლექსს. მას ეკუთვნის: ღრძილი, ყბის ძვალი და კბილის იოგი. კბილი მოთავსებულია ყბის ძვლოვან ქსოვილში, რომელსაც ალვეოლა ეწოდება. კბილის ფიქსაციას პაროდონტალური იოგი უზრუნველყოფს. ღრძილი ფარავს ძვალს და ერთდება კბილის ზედაპირთან. კბილსა და ღრძილს შორის არის მცირე ზომის ნაპრალი, დაახლოებით 1–2 მმ. კბილთაშუა სივრცეებიც დაფარულია ღრძილით, ეს ე.წ. კბილთაშორისი დვრილებია. კბილ–ღრძილოვანი ნაპრალი, ასრულებს ბარიერულ ფუნქციას ინფექციის წინააღმდეგ.

რატომ ვითარდება გინგივიტი და პაროდონტიტი?
ბაქტერიული ნადების დაგროვება, კბილ–ღრძილოვან ნაპრალში იწვევს ღრძილის ანთებას – გინგივიტს, შემდგომად კი ნაპრალის დაშლას, ძვლის დაზიანებას და პაროდონტიტის განვითარებას. თუკი არ მოხდა ნადების დროული მოცილება, იგი ნელ–ნელა მკვრივდება და გადაიქცევა ქვად.

რამდენად ხშირად უნდა მოვიშოროთ ნადები, ჯანმრთელი ღრძილების შემთხვევაში?

კბილების ქვებისა და ბაქტერიული ნადების მოშორება აუცილებელია ჩატარდეს ექვს თვეში ერთხელ. კბილის ნადების მოშორებას პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა ეწოდება. ძირითადად მას ატარებს ექიმი–ჰიგიენისტი, სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ პაროდონტის დაავადებების პროფილაქტიკაში და შეგირჩევთ თქვენთვის შესაბამის კბილის ჯაგრიისა და კბილის პასტას.

რა გავაკეთოთ ანთებადი ღრძილების შემთხვევაში? 

ღრძილებიდან სისხლდენის, პირის ღრუდან სუნის გაჩენის, ასევე სხვა ანთების ნიშნების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ პაროდონტოლოგს. პაროდონტოლოგი ახდენს პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკას და ატარებს მკურნალობას. აგრეთვე დაგეხმარებათ რეციდივების პროფილაქტიკაში.

კბილის ნადები. შესაძლოა თუ არა კბილის ნადების დანახვა?

ყოველი საკვების მიღების შემდგომ, კბილებზე და კბილებს შორის მცირე რაოდენობით, რჩება საკვების ნარჩენები, რომელიც იწვევს რბილი ნადების ჩამოყალიბებას. ამ ნადების დანახვა საკმაოდ ძნელია. მასში იწყებენ ჩასახლებას პირის ღრუს მიკრობები. მიკრობები და მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები ლაგდება კბილის ფესვის ზედაპირზე და იწვევს ღრძილის ანთებას და გარშემომყოფი ქსოვილების დაშლას. დრო და დრო ნადები მკვრივდება და გადაიქცევა ქვად. ნადები ცვლის კბილების ბუნებრივ ფერს და აძლევს მუქ შეფერილობას.

ნადების აღმოსაჩენად არსებობს სპეციალური საღებავები. მათი დახმარებით შეგიძლიათ სახლის პირობებში აკონტროლოთ წმენდის ხარისხი. საღებავის შერჩევაში და გამოყენების წესებში დაგეხმარებათ პაროდონტოლოგი. ნადების პერიოდული მოშორება – წელიწადში ორჯერ ღრძილების დაავადების პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

გინგივიტი

რა ნიშნები მოგვასწავებს ღრძილების ანთებას? რბილი ნადების დაგროვება იწვევს ღრძილების ანთებას, რომელსაც გინგივიტი ეწოდება. აღნიშნული დაავადების დროს ღრძილი იღებს მოლურჯო–წითელ ფერს, შესიებულია და სისხლმდენი შეხებისას. ჩნდება სუნი პირის ღრუდან, უსიამოვნო შეგრძნებები ღრძილების არეში – ქავილი, წვა და ტკივილი. დაავადება პერიოდულად მწვავდება და ცხრება.

როგორ მკურნალობენ გინგივიტს?

გინგივიტის მკურნალობა ექიმი–პაროდონტოლოგის კონტროლით მიმდინარეობს. გამოკვლევის შემდგომ ტარდება პროფესიული წმენდა, ნადების (ანთების ძირითადი გამომწვევის) მოშორება, ხდება სპეციალური ჰიგიენური საშუალებების შერჩევა და მათი გამოყენების სწავლება. ნადების არსებობით გამოწვეული გინგივიტის სამკურნალოდ, აუცილებელია ღრძილებისა და კბილების სწორი მოვლა.

Read Full Post »