Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მოსახსნელი ფირფიტები’

simpliclear4თქვენ ან თქვენს ბავშვს არასწორი თანკბილვის გამო გირჩიეს კონსულტაცია გაიაროს ორთოდონტთან? ხოლო თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ვის მიმართოდ და საერთოდ რა არის ორთოდონტია? მართლაც და ორთოდონტებთან საქმე ძალიან რთულადაა. თუკი ორთოპედები (პროთეზისტები), თერაპევტები და ქირურგები ათასობითაა, ხოლო მათში იმ ერთადერთის არჩევა რთულია, ორთოდონტები კიდევ უფრო მცირე რაოდენობით არიან. რადგან ეს მეცნიერება ჩვენ ქვეყანაში სულ რაღაც, რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის.

ortod2დავიწყოთ თავიდან. 10-15 წლის წინ ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ მოსახსნელი ფირფიტებით შემოიფარ გლებოდა, პრინციპში სხვა არც არაფერი იცოდნენ. ბოლო წლების მანძილზე ორთოდონტიული მკურნალობა რადიკალურად შეიცვალა. გაჩნდა ახალი კონსტრუქციები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელი გახდა, როგორც ბავშვების ასევე დიდების მკურნალობაც. თუკი ადრე ითვლებოდა, რომ ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია, მხოლოდ მოზარდ ასაკში დღეისათვის კლინიკაში გვყავს პაციენტები 45-50 წლის და ძალიან კარგი შედეგებით. თანამედროვე ორთოდონტიაში ასაკობრივი ზღვარი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

14 (1)საგრძნობლად გაუმჯობესდა მკურნალობის შედეგები, როგორც ესთეტიური ასევე ფუნქციონალური კუთხითაც. საქმე იმაშია, რომ მოსახსნელი ფირფიტებით, შესაძლებელი იყო თანკბილვის ზედაპირულად გამოსწორება. თითოეული კბილის მილიმეტრის სიზუსტით რკალში ჩაყენება ფირფიტებით შეუძლებელია. აბსოლუტური შედეგის მისაღებად აუცილებელია ვიმუშაოთ თითოეულ კბილზე სათითაოდ და არა მთელს ყბაზე ერთდროულად.

დღეისათვის არსებობს უამრავი ორთოდონტიული აპარატი. მოსახსნელი აპარატები გამოიყენება ბავშვებში სარძევე ან ცვლადი თანკბილვისას. მოსახსნელი ფირფიტები შესაძლოა მოთავსდეს როგორც ერთ ასევე ორივე ყბაზე. მოსახსნელი აპარატები ზეგავლენას ახდენენ ყბის ზრდაზე, ფორმირებაზე. მონაწილეობენ მავნე ჩვევების გადაჩვევაში.

shutterstock_6985150311-13 წლის ასაკის ბავშვებს (ძირითადად ამ პერიოდში სრულდება მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბება) შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოთ ბრეკეტებით მკურნალობაზე. ბრეკეტები წარმოადგენს საკეტს, რომელიც სპეციალური მასალის საშუალებით მაგრდება კბილის გარე ზედაპირზე. საკეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან ლითონის რკალით. ასეთი ბრეკეტები ალბათ ყველას უნახია და გაუგონია. აქ არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ ეს სისტემა ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია და როგორც ნებისმიერ იარაღს შეუძლია, როგორც ძლიერ დაეხმაროს ასევე ავნოს კიდეც, თუკი მოხდება მისი არასწორი გამოყენება! საჭიროა კბილების სწორად მომზადება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბრეკეტების სწორ ფიქსაციას კბილებზე. საკეტის სწორ ფიქსაციაზეა დამოკიდებული ის მილიმეტრები, რომლის სიზუსტითაც უნდა ჩაჯდეს კბილები რკალში. და კიდევ უამრავი სხვა რამ რაც ბევრმა სტომატოლოგმა არც იცის. ამ ყველაფრის გარდა პაციენტებს აინტერესებთ კიდევ ერთი საკითხი. ხშირად საჭირო ხდება კბილების ამოღება, რადგან ყბაზე უბრალოდ არ არის საკმარისი ადგილი. ზოგი ექიმი ამბობს, რომ ისინი საერთოდ არ იღებენ კბილებს და ისე ასწორებენ თანკბილვას. ასეთი მიდგომა ცოტა საეჭვოა, რადგან არის შემთხვევები, როდესაც კბილების გასწორება მსხვერპლის გარეშე არ გამოდის. აქვე დავძენ, რომ კბილების ამოღება ყოველთვის საჭიროა არ არის და ყველა შემთხვევაში უპრაკონოდ მათი ამოღებაც არაა გამართლებული. უკიდურესობები ყოველთვის საშიშია.

nino2რაც შეეხება ბრეკეტების მრავალფეროვნებას. დღეისათვის არსებობს უზარმაზარი არჩევანი: მეტალის, ფერადი, ფაიფურის, საფირის, ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.  საფირის და ფაიფურის ბრეკეტები გამჭვირვალეა და კბილის ზედაპირზე ფაქტიურად უხილავია. მაგრამ ამ ბრეკეტებს საფუძვლიანი მოვლა სჭირდება. თუკი გინდათ, რომ თქვენი ორთოდონტიული მკურნალობა სრულიად საიდუმლოდ დარჩეს შეგიძლიათ ისარგებლოთ ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტებით. ამ უკანასკნელს ძირითადად ზრდასრულ პაციენტებს უყენებენ და ითხოვს ექიმის სპეციალურ მომზადებას. თუკი ორთოდონტების სიმცირეა ქვეყანაში, ლინგვალური ბრეკეტების მცოდნე სპეციალისტები საერთოდ თითზე ჩამოსათვლელია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველა შემთხვევაში არ ხდება ამ ბრეკეტების ფიქსაცია.

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტებით საშუალოდ გრძელდება 1,5-2 წელი. პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე. თუკი იმედს გაძლევენ, რომ მკურნალობა შესაძლებელია დასრულდეს 3-6 თვეში, სჯობს კონსულტაცია სხვაგანაც გაიაროთ. 3 თვეში ან ვერაფერს ვერ მოასწრებს ექიმი, ან დაგიზიანებთ პაროდონტს (კბილის ირგვლივ ქსოვილებს).

Braces1001მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია. ხშირად საჭირო ხდება მომიჯნავე სპეციალისტების ჩართვა – პაროდონტოლოგი, ქირურგი, ორთოპედი. თანკბილვის პათოლოგია – კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა ხდება მაღალკვალიფიციური ორთოდონტის და სხვა სტომატოლოგების მიერ. ამიტომ სჯობს აირჩიოთ არა ცალკეული ორთოდონტი არამედ კლინიკა სადაც არის კვალიფიციური ექიმების გუნდი.

Read Full Post »